საქართველოს სხვადასხვა სუპერმარკეტში ხილის სახეობებს, რომლის მოსავალიც ამ ეტაპზე, სეზონიდან გამომდინარე, არ გვაქვს და იმპორტზე შემოდის, საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. მოქალაქეების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ალუჩის ღირებულებამ. როგორც "ბიზნესპრენიუსმა“ გაარკვია, სუპერმარკეტებში 1 კგ ალუჩის ფასი 250 ლარს შეადგენს.
გარდა ალუჩისა, მაღალია იმპორტული საზამთროსა და შავი თუთის ფასიც. მაგალითად, 1 კგ შავი თუთა მარკეტებში 40 ლარი ღირს, ხოლო 7-8 კგ-იანი საზამთრო 75 ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ 1 კგ საზამთროს ფასი 9.4 – 10.7 ლარის ფარგლებში მერყეობს.
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში 14 660 დოლარის 12.97 ტონა საზამთრო შემოვიდა იმპორტით. 1 კგ საზამთროს საიმპორტო ფასი დაახლოებით 1.1 დოლარს შეადგენს (იმპორტის პერიოდში კურსით 2.95 ლარი). ეს ნიშნავს იმას, რომ იმპორტირებული საზამთრო მინიმუმ 218-263%-იანი ფასნამატით იყიდება.... წაიკითხეთ ვრცლად
მეტის ღირსი ვართ
გლეხის მიტანილს 3 ლარში არ ჩაიბარებთ თქვე უნამუსოებო და არც მაგ 250 ლარი რომ გიდევთ ფასი 7-8 ლარზე მეტი არ გექნებათ გადახდილი, ქლესა ხალხის მეტი რაა, გაგდით და ადებთ ფასს, ისე 5 ცალი რომ აწონოს კაცმა 30 ლარში გამოვა ალბათ და შეღავათია მაინც. ეეჰ იოსება გინდათ ებია მატ და კეფაში კედალთან.