საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს გამოითხოვს და მის შესწავლას დამატებით დაუბრუნდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აცნობებენ.
"ლაზარე [გრიგორიადისთან] დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი, რომ როდესაც მისი საქმე დასრულდებოდა, ჩვენ დამატებით დავუბრუნდებოდით ამ საქმის შესწავლას. უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ და შევისწავლით. საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ვაცნობებთ. რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით, სად იყო პრობლემა, სად ვერ დავინახეთ პრობლემა. ამიტომ, ახლა ამის გამეორება ზედმეტი იქნება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.
შენი იმედი გვაქვს თავფეჩ! იქნებ როგორმე სწორ გზაზე დააყენო სამოქალაქო საზოგადოება და გვაგრძნობინო რა არის ნამდვილი სახალხო დამცველი. ალეკოსაც შენი იმედი აქვს. მაგრამ იმან უკვე ჩაი..ა
გრიგორიადისმა ის მიიღო რაც ეკუთვნოდა!
კანონი ყველასთვის ერთნაირია!.....