მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებული ყაზახი პოლიტიკოსის პროცესზე მისმა ბიძაშვილმა სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა - "მენტალიტეტმა არ მომცა საშუალება, ჩავრეულიყავი..."
ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებული ყაზახი პოლიტიკოსის პროცესზე მისმა ბიძაშვილმა სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა - "მენტალიტეტმა არ მომცა საშუალება, ჩავრეულიყავი..."

ყა­ზა­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ ას­ტა­ნა­ში სალ­ტა­ნატ ნუ­კე­ნო­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნო­ემ­ბერ­ში ქალი მე­უღ­ლემ, ყა­ზა­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა კუ­ან­დიკ ბი­შიმ­ბა­ევ­მა მოკ­ლა.

თა­ვად კუ­ან­დი­კი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ სალ­ტა­ნა­ტი ტუ­ა­ლეტ­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა... სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტმა ტა­ჰირ ჰა­ლიმ­ნა­ზა­როვ­მა პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ 31 წლის ნუ­კე­ნო­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი იყო - მას 10-ჯერ მა­ინც და­არ­ტყეს თავ­ში და შემ­დეგ და­ახ­რჩვეს. ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მე­უღ­ლეს გა­დარ­ჩე­ნის შან­სი უბ­რა­ლოდ არ ჰქონ­და.

„კი­სერ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ორი მცი­რე ოვა­ლუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, იგი­ვე ზო­მის სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, ასე­ვე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი თვა­ლის მი­და­მო­ში და ფილ­ტვის პლევ­რა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მი­უ­თი­თებს კის­რის არე­ში ძა­ლა­დობ­რი­ვად მი­ყე­ნე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ას­ფიქ­სია“, - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე მხო­ლოდ 43 წლის კუ­ან­დიკ ბი­შიმ­ბა­ე­ვი არ ზის. ამ საქ­მე­შია ჩარ­თუ­ლი მისი ბი­ძაშ­ვი­ლიც ბა­ხი­ცან ბა­ი­ჟა­ნო­ვი. სა­ბე­დის­წე­რო დღეს, 2023 წლის 9 ნო­ემ­ბერს, დამ­ნა­შა­ვის ნა­თე­სა­ვი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რეს­ტო­რან "ბა­უ­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, ყო­ფილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა აუკ­რძა­ლა ბა­ხი­ცანს სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა და მას­ზე ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნა. სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე ბა­ი­ჟა­ნოვ­მა ნა­თე­სა­ვის­გან მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სი­მარ­თლე აღი­ა­რა.

"მე შეც­დო­მით მე­გო­ნა, რომ სალ­ტა­ნატს მხო­ლოდ ღრმად ეძი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვი­ფიქ­რე, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო. ბი­შიმ­ბა­ევ­თან ერ­თად სალ­ტა­ნა­ტის წა­მო­ყე­ნე­ბა ვცა­დე. მე მარ­ცხნივ ვი­დე­ქი, ხოლო ბი­შიმ­ბა­ე­ვი მარ­ჯვნივ. ამ დროს ქალ­მა ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა სცა­და და ხელი მაგ­რად მომ­ხვია. ახლა ვფიქ­რობ, იქ­ნებ მა­შინ უნ­დო­და დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა და რა­ღაც მა­ნიშ­ნა.

სალ­ტა­ნატ­ზე, რო­გორც ადა­მი­ან­ზე, გული მწყდე­ბო­და, მაგ­რამ ჩემი ყა­ზა­ხუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი, აღ­ზრდა და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი არ მაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას მი­მე­ნიშ­ნე­ბი­ნა, რჩე­ვა მი­მე­ცა ბი­შიმ­ბა­ე­ვის­თვის და ჩავ­რე­უ­ლი­ყა­ვი მათ ოჯა­ხურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. მე გა­ვი­ზარ­დე იმ რწმე­ნით, რომ ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბი ოჯახ­ში უნდა წყდე­ბო­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­ჟა­ნოვ­მა და ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ნუ­კე­ნო­ვა ყო­ველ­თვის კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო მისი და მის გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ.

ბი­შიმ­ბა­ე­ვის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ნა­ზიმ კა­ჰარ­მან­მა შე­ა­ქო მა­მა­კა­ცი გამ­ბე­და­ო­ბის­თვის.

"ბა­ხი­ცა­ნი! რა რთუ­ლია ახლა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­ძა­ლა­დის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი და სა­ში­ნე­ლია“, - წერს ქალი პი­რად ბლოგ­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი სალ­ტა­ნატ ნუ­კე­ნო­ვა, პო­ლი­ტი­კო­სის მე­ო­რე ცოლი იყო. ქალი ას­ტრო­ლო­გი­ით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე პირ­ვე­ლად რო­გორც კლი­ენ­ტი, ისე გა­იც­ნო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
18

მაგარი ასტროლოგი ყოფილა მოკვლელი რომ ვერ ამოიცნო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებული ყაზახი პოლიტიკოსის პროცესზე მისმა ბიძაშვილმა სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა - "მენტალიტეტმა არ მომცა საშუალება, ჩავრეულიყავი..."

ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებული ყაზახი პოლიტიკოსის პროცესზე მისმა ბიძაშვილმა სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა - "მენტალიტეტმა არ მომცა საშუალება, ჩავრეულიყავი..."

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ქალი მეუღლემ, ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა მოკლა.

თავად კუანდიკი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სალტანატი ტუალეტში მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა... სასამართლო ექსპერტმა ტაჰირ ჰალიმნაზაროვმა პროცესზე განაცხადა, რომ 31 წლის ნუკენოვას გარდაცვალება ძალადობრივი იყო - მას 10-ჯერ მაინც დაარტყეს თავში და შემდეგ დაახრჩვეს. ყოფილი თანამდებობის პირის მეუღლეს გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდა.

„კისერზე აღენიშნებოდა ორი მცირე ოვალური დაზიანება, იგივე ზომის სისხლჩაქცევები, ასევე სისხლჩაქცევები თვალის მიდამოში და ფილტვის პლევრაში. ეს ყველაფერი ერთად მიუთითებს კისრის არეში ძალადობრივად მიყენებულ დაზიანებებზე, რამაც გამოიწვია ასფიქსია“, - აღნიშნა ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ განსასჯელის სკამზე მხოლოდ 43 წლის კუანდიკ ბიშიმბაევი არ ზის. ამ საქმეშია ჩართული მისი ბიძაშვილიც ბახიცან ბაიჟანოვი. საბედისწერო დღეს, 2023 წლის 9 ნოემბერს, დამნაშავის ნათესავი შემთხვევის ადგილზე რესტორან "ბაუში" იმყოფებოდა. გამომძიებლების თქმით, ყოფილმა თანამდებობის პირმა აუკრძალა ბახიცანს სასწრაფოს გამოძახება და მასზე ზეწოლა მოახდინა. სასამართლო სხდომებზე ბაიჟანოვმა ნათესავისგან მუქარის მიუხედავად, მომხდარის შესახებ სიმართლე აღიარა.

"მე შეცდომით მეგონა, რომ სალტანატს მხოლოდ ღრმად ეძინა. სამწუხაროდ, ვერ ვიფიქრე, რომ მდგომარეობა კრიტიკული იყო. ბიშიმბაევთან ერთად სალტანატის წამოყენება ვცადე. მე მარცხნივ ვიდექი, ხოლო ბიშიმბაევი მარჯვნივ. ამ დროს ქალმა ფეხზე წამოდგომა სცადა და ხელი მაგრად მომხვია. ახლა ვფიქრობ, იქნებ მაშინ უნდოდა დახმარების თხოვნა და რაღაც მანიშნა.

სალტანატზე, როგორც ადამიანზე, გული მწყდებოდა, მაგრამ ჩემი ყაზახური მენტალიტეტი, აღზრდა და მოკრძალებული ხასიათი არ მაძლევდა საშუალებას მიმენიშნებინა, რჩევა მიმეცა ბიშიმბაევისთვის და ჩავრეულიყავი მათ ოჯახურ ურთიერთობებში. მე გავიზარდე იმ რწმენით, რომ ოჯახური საკითხები ოჯახში უნდა წყდებოდეს“, - განაცხადა ბაიჟანოვმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნუკენოვა ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო მისი და მის გარშემო მყოფების მიმართ.

ბიშიმბაევის ყოფილმა მეუღლემ ნაზიმ კაჰარმანმა შეაქო მამაკაცი გამბედაობისთვის.

"ბახიცანი! რა რთულია ახლა მისი მდგომარეობა. მოძალადის წინააღმდეგ წასვლა უკიდურესად რთული და საშინელია“, - წერს ქალი პირად ბლოგზე.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი სალტანატ ნუკენოვა, პოლიტიკოსის მეორე ცოლი იყო. ქალი ასტროლოგიით იყო გატაცებული და მომავალი მეუღლე პირველად როგორც კლიენტი, ისე გაიცნო.

წაიკითხეთ ასევე: