მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰარი კეინის სამი მცირეწლოვანი შვილი ავტოავარიაში მოყვა - რა ხდება ცნობილი მომხდარზე და როგორია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა (ფოტოები)
ჰარი კეინის სამი მცირეწლოვანი შვილი ავტოავარიაში მოყვა - რა ხდება ცნობილი მომხდარზე და როგორია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა (ფოტოები)

ინ­გლი­სე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ჰარი კე­ი­ნის შვი­ლე­ბი ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვნენ. შემ­თხვე­ვა გერ­მა­ნი­ა­ში მოხ­და, რა დრო­საც ერ­თმა­ნეთს სამი მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა. ერთ-ერთ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჰარი კე­ი­ნის სამი შვი­ლი იყო.

ავა­რია მოხ­და სა­ღა­მოს მი­უნ­ხე­ნის მახ­ლობ­ლად. ცნო­ბის­თვის, კე­ი­ნი მი­უნ­ხე­ნის "ბა­ი­ერ­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლია. ად­გი­ლობ­რივ­მა მო­ხა­ლი­სე მე­ხან­ძრემ BBC-ის გა­ნუ­ცხა­და, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

  • "ისი­ნი კარ­გად არი­ან და რუ­ტი­ნუ­ლი შე­მოწ­მე­ბის­თვის გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“, - აცხა­დებს ჰარი კე­ი­ნის სპი­კე­რი.

რო­გორც გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BilD იტყო­ბი­ნე­ბა, Renault-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც ოთხი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, შე­ე­ჯა­ხა "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს, სწო­რედ ამ მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ ჰარი კე­ი­ნის შვი­ლე­ბი, ბავ­შვე­ბის ასა­კი სა­მი­დან შვიდ წლამ­დეა.

Renault ასე­ვე გზა­ზე მყოფ Land Rover.-საც და­ე­ჯა­ხა. ბა­ვა­რი­ის პო­ლი­ცი­ის თქმით, ავა­რი­ის მო­ნა­წი­ლე ცხრა ადა­მი­ან­მა მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, ერთი ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო შე­და­რე­ბით მძი­მე, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვერ­ტმფრე­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს.

"მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ეს მარ­თლაც გა­მარ­თლე­ბაა“, - თქვა სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ჰარი კე­ინს ოთხი შვი­ლი ჰყავს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში და­ი­ბა­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ავ­ტო­მო­ბილ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დდდ-ს
3

ნეტავი შენ საიდან იცი რუსულუა ეს გამოთქმა თუ სადაური კიდევ.ხალხნო,ხომ არ გარეკეთ საბოლოოდ-ყველგან პოლიტიკა როგორ უნდა ჩააკვეტოთ,არ გრცხვენიათ.ნუ გაბოროტდით საბოლოოდ...მადლობა ღმერთს ყველა ცოცხალი რომ გადარჩა!!!

გიო
12

რუტინული შემოწმება?ეს რაღაც ახალია.აბა ავიტაცეთ ქართველებო პრაქტიკაში გამოგვადგება ევროპული სიტყვის ღირებულებები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჰარი კეინის სამი მცირეწლოვანი შვილი ავტოავარიაში მოყვა - რა ხდება ცნობილი მომხდარზე და როგორია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა (ფოტოები)

ჰარი კეინის სამი მცირეწლოვანი შვილი ავტოავარიაში მოყვა - რა ხდება ცნობილი მომხდარზე და როგორია ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა (ფოტოები)

ინგლისელი ფეხბურთელის, ჰარი კეინის შვილები ავტოავარიაში მოყვნენ. შემთხვევა გერმანიაში მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. ერთ-ერთ ავტომობილში ჰარი კეინის სამი შვილი იყო.

ავარია მოხდა საღამოს მიუნხენის მახლობლად. ცნობისთვის, კეინი მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელია. ადგილობრივმა მოხალისე მეხანძრემ BBC-ის განუცხადა, რომ სერიოზულად არავინ დაშავებულა.

  • "ისინი კარგად არიან და რუტინული შემოწმებისთვის გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - აცხადებს ჰარი კეინის სპიკერი.

როგორც გერმანული გამოცემა BilD იტყობინება, Renault-ს მარკის ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, შეეჯახა "მერსედესის" მარკის ავტომობილს, სწორედ ამ მანქანაში ისხდნენ ჰარი კეინის შვილები, ბავშვების ასაკი სამიდან შვიდ წლამდეა.

Renault ასევე გზაზე მყოფ Land Rover.-საც დაეჯახა. ბავარიის პოლიციის თქმით, ავარიის მონაწილე ცხრა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ერთი ქალის მდგომარეობა იყო შედარებით მძიმე, რომელიც საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

"მადლობა ღმერთს, რომ არავინ დაშავებულა. ეს მართლაც გამართლებაა“, - თქვა სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა.

ჰარი კეინს ოთხი შვილი ჰყავს, მათ შორის ყველაზე პატარა გასული წლის აგვისტოში დაიბადა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ავტომობილში არ იმყოფებოდა.