სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს ქართულმა სასამართლომ ლაზარეს წინააღმდეგ. შოკში ვარ, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ლაზარეს ოჯახი ბრძოლას გააგრძელებს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
"სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო დღეს ქართულმა სასამართლომ ლაზარეს წინააღმდეგ. შოკში ვარ! რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ. პირველ რიგში, პრეზიდენტს მივმართავთ განცხადებით. იმედი მაქვს, რომ ლაზარეს შეიწყალებს“,- განაცხადა ლაზარე გროგორიადისის ბაბუამ.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.
ასევე იხილეთ: