საუდის არაბეთის სუპერ თასის ფინალი ხმაურიანი და ქაოსური გამოდგა. ფინალში ერთმანეთს "ალ იტიჰადი" და "ალ ჰილალი" დაუპირისპირდნენ. გამარჯვება კი ამ უკანასკნელმა მოიპოვა. მატჩი ანგარიშით - 4-1 დასრულდა.
"ალ იტიჰადის“ გაბრაზებულებმა გულშემატკივარმა საყვარელი გუნდის მარცხის გამო თავი ვერ შეიკავა და გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს მათრახი დაარტყა.
როგორც მედია წერს, გულშემატკივარი ტრიბუნიდან ყვიროდა და "ალ იტიჰადის" 99-ე ნომერი ჰამდალა მისკენ გაემართა და მისთვის მოედნიდან წყლის შესხმა სცადა, საპასუხოდ კი გულშემატკივარმა მათრახი გადაარტყა.
ჰამდალასთან მალევე მივიდნენ თანაგნდელები და ის უსაფრთხოდ გაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ "ალ იტიჰადში" კარიმ ბენზემა თამშობს, ხოლო "ალ ჰილალში" - ნეიმარი.
რონალდუს გადარევენ ეგენი
მაგათ არც ნატო უნდათ, არც ევროკავშირი და არც რუსეთი. საქართველოსგან განსხვავებით თავიანთი ქვეყნის მოვლის თავი აქვთ.