მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარუდგინა - მედია
თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარუდგინა - მედია

თურ­ქე­თი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მერ პუ­ტინს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის პრო­ექტს სთა­ვა­ზობს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ცე­მა “ნო­ვა­ია გა­ზე­ტა ევ­რო­პა” თა­ვის წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის მიმ­დი­ნა­რე ომის დას­რუ­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად და მას მხარს უჭერს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი.

გა­მო­ცე­მის წყა­როს ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის რუ­სე­თიც და უკ­რა­ი­ნაც გა­ნი­ხი­ლა­ვენ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის ტექსტს, რო­მე­ლიც ეყ­რდნო­ბა წი­ნას­წარ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რომ­ლე­ბიც მხა­რე­ებს შო­რის 2022 წელს ომის და­წყე­ბის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გეგ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის მხარ­და­ჭე­რას მო­ი­პო­ვებს და იგი წა­რედ­გი­ნე­ბა “გლო­ბა­ლუ­რი სამ­ხრე­თის” ქვეყ­ნებ­საც.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტი შემ­დეგ პუნ­ქტებს მო­ი­ცავს:

აშშ-ისა და რუ­სე­თის მხრი­დან ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის (Start III) გაგ­რძე­ლე­ბას, იმ პუნ­ქტით, რომ არც ერთ მხა­რეს არ შე­ეძ­ლე­ბა შე­თან­ხმე­ბი­დან ცალ­მხრი­ვად გას­ვლა;

სხვა ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ებ­ში არც ერთი ისე­თი ფორ­მით არ­ჩა­რე­ვას, რო­მე­ლიც მისი მთავ­რო­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას მო­ახ­დენს;

ომის ფრონ­ტის ხა­ზის გას­წვრივ გა­ყინ­ვას;

2040 წელს რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას: ეროვ­ნუ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბას ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბას რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბულ ყვე­ლა უკ­რა­ი­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე;

გა­რან­ტი­ას, რომ 2040 წლამ­დე უკ­რა­ი­ნა ბლო­კებ­თან არ­მი­ერ­თე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა;

ყვე­ლა ომის ტყვის გაც­ვლას;

უკ­რა­ი­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის რუ­სე­თის მხრი­დან არ­შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბას.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს უკვე მე­ცხრე მსგავ­სი პრო­ექ­ტია და ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ეს ბოლო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
1

ეს ზარქუაზე საყვარელია. მაგრად ოხუნჯობს

ვანათური
0

"ბლო­კებ­თან არ­მი­ერ­თე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა;"

"არშეწინააღმდეგება"

ეს ახალი ქართულია დედაენის დღესთან დაკავშირებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარუდგინა - მედია

თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარუდგინა - მედია

თურქეთი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო შეთანხმების პროექტს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “ნოვაია გაზეტა ევროპა” თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული პროექტი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად და მას მხარს უჭერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამ დროისთვის რუსეთიც და უკრაინაც განიხილავენ შემოთავაზებული შეთანხმების ტექსტს, რომელიც ეყრდნობა წინასწარ მოლაპარაკებებს, რომლებიც მხარეებს შორის 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ მიმდინარეობდა.

წყაროს ინფორმაციით, გეგმა სავარაუდოდ, რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის მხარდაჭერას მოიპოვებს და იგი წარედგინება “გლობალური სამხრეთის” ქვეყნებსაც.

წინასწარი ინფორმაციით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შემდეგ პუნქტებს მოიცავს:

აშშ-ისა და რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის არგამოყენების შესახებ ვალდებულებებს და სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების (Start III) გაგრძელებას, იმ პუნქტით, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლება შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა;

სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არც ერთი ისეთი ფორმით არჩარევას, რომელიც მისი მთავრობის დესტაბილიზაციას მოახდენს;

ომის ფრონტის ხაზის გასწვრივ გაყინვას;

2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულებას: ეროვნული უკრაინული რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ რეფერენდუმების ჩატარებას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყველა უკრაინულ ტერიტორიაზე;

გარანტიას, რომ 2040 წლამდე უკრაინა ბლოკებთან არმიერთებული დარჩება;

ყველა ომის ტყვის გაცვლას;

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რუსეთის მხრიდან არშეწინააღმდეგებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს უკვე მეცხრე მსგავსი პროექტია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ბოლო შემოთავაზება მიღებული იქნება.