კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალავერდი ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან: როგორმე, იქნებ მოახერხოთ, რომ ფეხბურთელებს ან სულ არ შეეხოს ან ნაკლებად შეეხოს ის ქარიშხალი, რაც სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს"
"ალავერდი ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან: როგორმე, იქნებ მოახერხოთ, რომ ფეხბურთელებს ან სულ არ შეეხოს ან ნაკლებად შეეხოს ის ქარიშხალი, რაც სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს"

სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მა lelo.ge აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით: "აპო­ლი­ტი­კუ­რი წე­რი­ლი ფეხ­ბურ­თსა და პო­ლი­ტი­კა­ზე", რომ­ლის ავ­ტო­რიც ალე­კო კა­კა­უ­რი­ძეა:

მინ­და, იმ­თა­ვით­ვე გან­ვმარ­ტო - წე­რი­ლი, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი გა­ეც­ნო­ბა, სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რია, ოღონდ, პო­ლი­ტი­კის ხში­რად ხსე­ნე­ბას მა­ინც ვერ ავ­ცდე­ბი სა­დღე­ი­სოდ ქვე­ყა­ნა­სა და ქარ­თულ ფეხ­ბურთში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო.

ვერ ავ­ცდე­ბი და თუ ავ­ცდი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თავ­ზე მიწა მაქვს წაყ­რი­ლი და რე­ა­ლო­ბას გა­ვურ­ბი­ვარ. და თუ ეს ასე მოხ­და, მა­შინ გახ­ვრე­ტი­ლი შა­უ­რი­ა­ნის ფასი აღარ ექ­ნე­ბა არც ამ წე­რილს და, ასე გან­სა­ჯეთ, არც მის ავ­ტორს...

ფაქ­ტია: ბოლო დღე­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აი­წია პო­ლი­ტი­კურ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ. ყვე­ლა ქარ­თველს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ­სა თუ ემიგ­რანტს, თა­ვი­სი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზრი აქვს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე და, ცხა­დია, ასე ვარ მეც, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ჩემს აზრს არ გა­მო­ვამ­ზე­უ­რებ, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ
19:26 / 27-03-2024

ქართველი ფეხბურთელის ბრაზილიელი რჩეული: რა არის ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე - "საქართველოში მე არ ვარ ფანების კუმირი, თავმდაბალი მოთამაშე ვარ"

12:55 / 30-03-2024

"რატომ ბუდუ? ამ სახელს თავისი ისტორია აქვს" - ინტერვიუ ცნობილი ფეხბურთელის მამასთან: ვის ჰგავს სტუმართმოყვარეობაში ბუდუ ზივზივაძე და როგორი იყო ოჯახის ემოციები დიდი გამარჯვების შემდეგ

18:33 / 02-04-2024

"არავის ახსოვს ის პენალტი... გვიყვარხარ და გელოდებით ევროპაზე" - როგორ ამხნევებს გიორგი მიქაუტაძეს გულშემატკივარი და როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

10:05 / 10-04-2024

"სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია" - რა დაწერა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ მას მერე, რაც "ინსტაგრამზე" აღარ ჩანს ფეხბურთელის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტი?

თა­ნაც, რა­ო­დენ უმ­ნიშ­ვნე­ლოა ეს მა­შინ, როცა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე სულ მცი­რე დრო რჩე­ბა და სწო­რედ ამ დროს ფეხ­ბურ­თი და პო­ლი­ტი­კა ჩვენ­თან მძაფ­რად გა­და­ე­ჯაჭვნენ ერ­თმა­ნეთს.

ცუ­დია მე­გობ­რე­ბო, ძა­ლი­ან ცუდი. ახლა ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მხო­ლოდ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე უნდა ფიქ­რობ­დეს და არა რა­ი­მე სხვა­ზე. ალა­ვერ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას­თან - რო­გორ­მე, იქ­ნებ ისე მო­ა­ხერ­ხოთ, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებს ან სულ არ შე­ე­ხოს, ან ნაკ­ლე­ბად შე­ე­ხოს ის ქა­რიშ­ხა­ლი, რო­მე­ლიც სა­დღე­ი­სოდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მძვინ­ვა­რებს.

გვერ­წმუ­ნეთ, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ეს აუ­ცი­ლებ­ლად და­ამ­ჩნევს კვალს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ას­პა­რე­ზო­ბას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. და­ამ­ჩნევს, რად­გან გვინ­და თუ არა, დღე­ვან­დელ ფეხ­ბურთში ფსი­ქო­ლო­გი­ურ მომ­ზა­დე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა საქ­მე დიდ სა­ფეხ­ბურ­თო ტურ­ნი­რებს, მა­რა­თო­ნულ ფო­რუ­მებს ეხე­ბა და ასე­თია სწო­რედ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი. დიახ, გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მი­ნი­მუმ 3 მატ­ჩის სა­თა­მა­შოდ ჩა­დის და, იმე­დი გვაქვს, ამ მატ­ჩე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მე­ტიც იქ­ნე­ბა.

მთავ­რო­ბამ თუ ოპო­ზი­ცი­ამ, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ თუ უბ­რა­ლო გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს სა­ი­მი­სოდ, რომ რო­გორ­მე პო­ლი­ტი­კურ აჟი­ო­ტაჟს მო­წყვი­ტოს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი.

პო­ზი­ცი­ას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს - ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნია, ის მძაფ­რად აღიქ­ვამს ყვე­ლა­ფერ იმას, რაც მას უკავ­შირ­დე­ბა. თა­ვად გა­მო­მიც­დია: თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენ მი­მართ გა­მოთ­ქმულ­მა, ერთი შე­ხედ­ვით, უწყი­ნარ­მა შე­ნიშ­ვნა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა, დიდ­ზე დიდი დაღი და­გას­ვას, კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამო­გაგ­დოს მწყობ­რი­დან, და­გა­ვი­წყოს საქ­მე და სა­კე­თე­ბე­ლი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
))
9

იყო ქოჩორა, გახდა ფანჩარა

სტატიის ავტორს-ებს
6

თუ ფეხბურთელებიც ისე მოექცნენ ქოჩორაშვილს როგორც მოჭიდავეები დათუნაშვილს მასეთი არც ევროპა მინდა და არც ფეხბურთი......მოეშვით ფსევდო დემაგოგიას,ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც უპირობოდ მხარე უნდა აირჩიო და ეს ის მომენტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ალავერდი ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან: როგორმე, იქნებ მოახერხოთ, რომ ფეხბურთელებს ან სულ არ შეეხოს ან ნაკლებად შეეხოს ის ქარიშხალი, რაც სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს"

"ალავერდი ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან: როგორმე, იქნებ მოახერხოთ, რომ ფეხბურთელებს ან სულ არ შეეხოს ან ნაკლებად შეეხოს ის ქარიშხალი, რაც სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს"

სპორტული გამოცემა lelo.ge აქვეყნებს სტატიას სათაურით: "აპოლიტიკური წერილი ფეხბურთსა და პოლიტიკაზე", რომლის ავტორიც ალეკო კაკაურიძეა:

მინდა, იმთავითვე განვმარტო - წერილი, რომელსაც მკითხველი გაეცნობა, სრულიად აპოლიტიკურია, ოღონდ, პოლიტიკის ხშირად ხსენებას მაინც ვერ ავცდები სადღეისოდ ქვეყანასა და ქართულ ფეხბურთში არსებული ვითარების გამო.

ვერ ავცდები და თუ ავცდი, ეს იმას ნიშნავს, რომ თავზე მიწა მაქვს წაყრილი და რეალობას გავურბივარ. და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ გახვრეტილი შაურიანის ფასი აღარ ექნება არც ამ წერილს და, ასე განსაჯეთ, არც მის ავტორს...

ფაქტია: ბოლო დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად აიწია პოლიტიკურმა ტემპერატურამ. ყველა ქართველს, საქართველოში მცხოვრებსა თუ ემიგრანტს, თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს მიმდინარე მოვლენებზე და, ცხადია, ასე ვარ მეც, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს აზრს არ გამოვამზეურებ, რადგან მიმაჩნია, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

თანაც, რაოდენ უმნიშვნელოა ეს მაშინ, როცა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ მცირე დრო რჩება და სწორედ ამ დროს ფეხბურთი და პოლიტიკა ჩვენთან მძაფრად გადაეჯაჭვნენ ერთმანეთს.

ცუდია მეგობრებო, ძალიან ცუდი. ახლა ყველა ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ფიქრობდეს და არა რაიმე სხვაზე. ალავერდი ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან - როგორმე, იქნებ ისე მოახერხოთ, რომ ფეხბურთელებს ან სულ არ შეეხოს, ან ნაკლებად შეეხოს ის ქარიშხალი, რომელიც სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს.

გვერწმუნეთ, ნებსით თუ უნებლიედ, ეს აუცილებლად დაამჩნევს კვალს საქართველოს ნაკრების ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. დაამჩნევს, რადგან გვინდა თუ არა, დღევანდელ ფეხბურთში ფსიქოლოგიურ მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დიდ საფეხბურთო ტურნირებს, მარათონულ ფორუმებს ეხება და ასეთია სწორედ ევროპის ჩემპიონატი. დიახ, გერმანიაში საქართველოს ნაკრები მინიმუმ 3 მატჩის სათამაშოდ ჩადის და, იმედი გვაქვს, ამ მატჩების რაოდენობა მეტიც იქნება.

მთავრობამ თუ ოპოზიციამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თუ უბრალო გულშემატკივარმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ როგორმე პოლიტიკურ აჟიოტაჟს მოწყვიტოს ფეხბურთელები.

პოზიციას რა მნიშვნელობა აქვს - ადამიანი ყველა შემთხვევაში ადამიანია, ის მძაფრად აღიქვამს ყველაფერ იმას, რაც მას უკავშირდება. თავად გამომიცდია: თუნდაც სოციალურ ქსელში შენ მიმართ გამოთქმულმა, ერთი შეხედვით, უწყინარმა შენიშვნამაც კი შეიძლება, დიდზე დიდი დაღი დაგასვას, კარგა ხნის განმავლობაში ამოგაგდოს მწყობრიდან, დაგავიწყოს საქმე და საკეთებელი. გააგრძელეთ კითხვა