პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური აღმოჩენა პომპეიში - ნაპოვნია უძველესი ფრესკები: რომელი მითოლოგიური გმირები არიან იქ გამოსახული და რას ამბობენ არქეოლოგები?
უნიკალური აღმოჩენა პომპეიში - ნაპოვნია უძველესი ფრესკები: რომელი მითოლოგიური გმირები არიან იქ გამოსახული და რას ამბობენ არქეოლოგები?

პომ­პე­ი­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის შე­დე­გად უძ­ვე­ლე­სი ფრეს­კა აღ­მო­ა­ჩი­ნეს - არ­ქე­ო­ლო­გე­ბის მტკი­ცე­ბით, ეს აქამ­დე აღ­მო­ჩე­ნილ ფრეს­კებს შო­რის სა­უ­კე­თე­სოა და მას­ზე მი­თო­ლო­გი­უ­რი გმი­რე­ბი არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი: მათ შო­რის, ელე­ნე ტრო­ე­ლი, პა­რი­სი, კა­სან­დრა და აპო­ლო­ნი.

"შავი ოთა­ხი" - ეს სა­ხე­ლი უწო­დეს დარ­ბაზს, რომ­ლის კედ­ლებ­ზეც ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ფრეს­კაა გა­მო­სა­ხუ­ლი. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შავი ფერი ერ­თგვა­რი ეფექ­ტის შე­საქ­მნე­ლად შე­ირ­ჩა: მზის ჩას­ვლის შემ­დეგ, სან­თლე­ბის შუქ­ზე ნა­ხა­ტე­ბი თით­ქოს ცო­ცხლდე­ბი­ან.

ფარ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და კო­მერ­ცი­უ­ლი ბლო­კი, ცნო­ბი­ლი რო­გორც "რე­გი­ო­ნი 9", ვე­ზუ­ვის ფერ­ფლის­გან იწ­მინ­დე­ბა - არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბა 12 თვის წინ და­ი­წყეს. სიძ­ვე­ლის გამო ფრეს­კე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის რის­კი დი­დია, ამი­ტომ მათ და­სა­ცა­ვად თა­ბა­ში­რის წებო გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

”პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უზარ­მა­ზა­რია... დიდი ვნე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გვა­მოძ­რა­ვებს ამ საქ­მის მი­მართ. ეს აღ­მო­ჩე­ნა შემ­დგო­მი თა­ო­ბე­ბის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს მთა­ვა­რი რეს­ტავ­რა­ტო­რი რო­ბერ­ტა პრის­კო.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბის თქმით, კედ­ლებ­ზე ხში­რად ხვდე­ბი­ან ინი­ცი­ა­ლებს "ARV" - მისი ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია:

"ეს არის აუ­რუს ლუს­ტი­უს ვე­რუ­სი. ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი. საკ­მა­ოდ მდი­დარ ადა­მი­ა­ნი იყო. ეს სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს ვი­ფიქ­როთ, რომ შე­ნო­ბის მფლო­ბე­ლი სწო­რედ ის უნდა ყო­ფი­ლი­ყო."

  • პომ­პეი ვულ­კან ვე­ზუ­ვის ამოფრქვე­ვის შე­დე­გად ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვის 79 წელს გა­ნად­გურ­და. იგი პირ­ვე­ლად 1748 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, თუმ­ცა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 1860 წლამ­დე არ და­წყე­ბუ­ლა. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ქა­ლაქ­ში 10 000-დან - 20 000-მდე მო­სახ­ლე ცხოვ­რობ­და. დღემ­დე აღ­მო­ჩე­ნი­ლია1 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ნაშ­თი.
ავტორი:

უნიკალური აღმოჩენა პომპეიში - ნაპოვნია უძველესი ფრესკები: რომელი მითოლოგიური გმირები არიან იქ გამოსახული და რას ამბობენ არქეოლოგები?

უნიკალური აღმოჩენა პომპეიში - ნაპოვნია უძველესი ფრესკები: რომელი მითოლოგიური გმირები არიან იქ გამოსახული და რას ამბობენ არქეოლოგები?

პომპეიში არქეოლოგიური გათხრების შედეგად უძველესი ფრესკა აღმოაჩინეს - არქეოლოგების მტკიცებით, ეს აქამდე აღმოჩენილ ფრესკებს შორის საუკეთესოა და მასზე მითოლოგიური გმირები არიან გამოსახული: მათ შორის, ელენე ტროელი, პარისი, კასანდრა და აპოლონი.

"შავი ოთახი" - ეს სახელი უწოდეს დარბაზს, რომლის კედლებზეც ახლად აღმოჩენილი ფრესკაა გამოსახული. ვარაუდობენ, რომ შავი ფერი ერთგვარი ეფექტის შესაქმნელად შეირჩა: მზის ჩასვლის შემდეგ, სანთლების შუქზე ნახატები თითქოს ცოცხლდებიან.

ფართო საცხოვრებელი და კომერციული ბლოკი, ცნობილი როგორც "რეგიონი 9", ვეზუვის ფერფლისგან იწმინდება - არქეოლოგებმა ადგილზე მუშაობა 12 თვის წინ დაიწყეს. სიძველის გამო ფრესკების განადგურების რისკი დიდია, ამიტომ მათ დასაცავად თაბაშირის წებო გამოიყენება.

”პასუხისმგებლობა უზარმაზარია... დიდი ვნება და სიყვარული გვამოძრავებს ამ საქმის მიმართ. ეს აღმოჩენა შემდგომი თაობებისთვისაც საინტერესო იქნება" - ამბობს მთავარი რესტავრატორი რობერტა პრისკო.

არქეოლოგების თქმით, კედლებზე ხშირად ხვდებიან ინიციალებს "ARV" - მისი ვინაობა ცნობილია:

"ეს არის აურუს ლუსტიუს ვერუსი. ცნობილი პოლიტიკოსი. საკმაოდ მდიდარ ადამიანი იყო. ეს საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ შენობის მფლობელი სწორედ ის უნდა ყოფილიყო."

  • პომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელს განადგურდა. იგი პირველად 1748 წელს აღმოაჩინეს, თუმცა არქეოლოგიური სამუშაოები 1860 წლამდე არ დაწყებულა. ისტორიული წყაროების თანახმად, ქალაქში 10 000-დან - 20 000-მდე მოსახლე ცხოვრობდა. დღემდე აღმოჩენილია1 500-ზე მეტი ადამიანის ნაშთი.