მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიპლომატიიდან ტელევიზიამდე - როგორ იპოვა ანი სოხაძემ თავი პროფესიაში
დიპლომატიიდან ტელევიზიამდე - როგორ იპოვა ანი სოხაძემ თავი პროფესიაში

პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით არას­დროს უმუ­შა­ვია. ამ­ჟა­მად „პა­ლიტ­რა ნი­უს­ზე“ გა­და­ცე­მა „ბიზ­ნეს­პორ­ტრე­ტის“ წამ­ყვა­ნია და ფიქ­რობს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­კუ­თა­რი თავი ნამ­დვი­ლად იპო­ვა. ანი სო­ხა­ძის­თვის გა­და­ცე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც ხში­რად და­ძა­ბუ­ლი­ცაა, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და კომ­ფორტთან ასო­ცირ­დე­ბა. მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, მა­ყუ­რე­ბელს ახა­ლი და უც­ნო­ბი ის­ტო­რი­ე­ბი შეს­თა­ვა­ზოს. ეს კარ­გა­დაც გა­მოს­დის. უფრო დე­ტა­ლუ­რად კი სა­კუ­თარ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ის­ტო­რი­ა­სა და გა­და­ცე­მა­ზე თა­ვად ანი გვე­სა­უბ­რე­ბა.

საქ­მი­ა­ნო­ბის ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ის­ტო­რია გაქვთ. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოხ­ვედ­რამ­დე, გი­ფიქ­რი­ათ თუ არა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩან­და ეს თქვენ­თვის?

სა­კუ­თა­რი თავი ყვე­ლა სფე­რო­ში მოვ­სინ­ჯე, საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასა­კი­დან გა­დავ­წყვი­ტე და­მე­წყო სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ყვე­ლა სფე­რო­ში მოვ­სინ­ჯე ძა­ლე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლი კა­რი­ე­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზე შე­ვა­ჩე­რე, ეს იყო პა­ტა­რა ასაკ­ში, როცა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დრო დგე­ბო­და. ბა­კა­ლავ­რიც და მა­გის­ტრა­ტუ­რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვამ­თავ­რე, თუმ­ცა ამ პრო­ფე­სი­ით ერთი დღეც კი არ მი­მუ­შა­ვია. შემ­დეგ იყო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის ნუს­ხა, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მოვ­ხვდი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. როცა კა­მე­რა ჩა­ირ­თო მივ­ხვდი, რა უნდა მე­კე­თე­ბი­ნა. მას შემ­დეგ დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბა სამ­სა­ხუ­რის­თვის აღარ მე­ზა­რე­ბა. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა პრო­ფე­სი­ა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა.

დღეს, უკვე 2-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, ფიქ­რობთ რომ ტე­ლე­ვი­ზია ეს ის არის, რისი კე­თე­ბაც ნამ­დვი­ლად გსი­ა­მოვ­ნებთ და გა­მოგ­დით?

ეს ნამ­დვი­ლად ის არის, რაც თურ­მე უნდა ვა­კე­თო. თუმ­ცა ჯერ ამ სფე­როს­თვის მა­ინც ახალ­ბე­დად ვით­ვლე­ბი. წინ კი­დევ ბევ­რია სას­წავ­ლი.

მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს გა­და­ცე­მა­ზე, რით არის ის გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში?

გა­და­ცე­მა „ბიზ­ნეს­პორ­ტრე­ტი“ მო­ი­აზ­რებს კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის პრე­ზენ­ტა­ცი­ას და ბიზ­ნეს­მე­ნის პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბას. ის გარ­კვე­ულ­წი­ლად შე­მეც­ნე­ბი­თია, რად­გან მა­ყუ­რე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის­თვის სა­ჭი­რო რჩე­ვებს იღებს. გა­და­ცე­მა­ში ხში­რად მო­ის­მენთ ის­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­საც ჩემი სტუმ­რე­ბი პირ­ვე­ლად ჰყვე­ბი­ან. სწო­რედ ამი­ტომ ის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა.

გა­სუ­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დე­ნად გა­ი­ზარ­დეთ თქვენ და თქვე­ნი გა­და­ცე­მა? რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გრძნობთ გან­ვი­თა­რე­ბას?

უშუ­ა­ლოდ მე გა­ვი­ზარ­დე, რო­გორც გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი. უფრო სწო­რად რომ ვთქვათ, კი არ გა­ვი­ზარ­დე, არა­მედ ვი­პო­ვე სა­კუ­თა­რი თავი და აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა. ვერ ვი­ტყვი, რომ ამ ეტაპ­ზე უკვე შევ­დე­ქი. ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის ფონ­ზეც ჩემი ეს გა­ნა­ცხა­დი ხმა­მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა მახ­სოვს. არა­ნორ­მა­ლუ­რად ვნერ­ვი­უ­ლობ­დი კა­მე­რის ჩარ­თვამ­დე, თუმ­ცა შემ­დეგ მო­იხ­სნა ნერ­ვი­უ­ლო­ბა და დღეს თავს კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში სწო­რედ მა­შინ ვგრძნობ, როცა გა­და­ღე­ბა­ზე მეჩ­ქა­რე­ბა.

გა­და­ცე­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო და ამ თა­მა­სას არ ვაგ­დებთ. წინ კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ეთე­რი გე­ლით.

რა არის თქვე­ნი მი­ზა­ნი თი­თო­ე­უ­ლი გა­და­ცე­მის და­გეგ­მვის დროს? მა­ყუ­რებ­ლამ­დე რისი მი­ტა­ნა გსურთ?

ჩვენ მუ­დამ სი­ახ­ლე­ებს ვე­ძებთ. ბა­ზარ­ზე ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნე­სი გა­მოჩ­ნდე­ბა თუ არა, მეც იქვე ვჩნდე­ბი. ის, ვინც ჩემს გა­და­ცე­მას, თუნ­დაც შემ­თხვე­ვით, ჩარ­თავს, მინ­და, რომ შე­ყოვ­ნდეს და არ გა­დარ­თოს... ყო­ველ­თვის მა­ყუ­რებ­ლის თვალ­თა­ხედ­ვით ვუს­მენ რეს­პონ­დენტს. ვცდი­ლობ, არ გა­მომ­რჩეს კი­თხვა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს შე­იძ­ლე­ბო­და თავ­ში მოს­ვლო­და აზ­რად.

თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ უყ­ვარს მა­ყუ­რე­ბელს თქვე­ნი გა­და­ცე­მა?

ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლია, სა­ხა­ლი­სოც... რა­ღაც ახალს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებ თი­თო­ე­უ­ლი გა­და­ცე­მი­დან.

რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი? სი­ახ­ლეს ხომ არ უნდა ვე­ლო­დოთ გა­და­ცე­მის ფარ­გლებ­ში?

ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ცე­მაა და­გეგ­მი­ლი... სა­ინ­ტე­რე­სო რო­გორც ჩემ­თვის, გა­და­სა­ღე­ბად ისე მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის.

არ ვდუნ­დე­ბით და ბევრ ექ­სკლუ­ზი­ურ ამ­ბავს გპირ­დე­ბით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

დიპლომატიიდან ტელევიზიამდე - როგორ იპოვა ანი სოხაძემ თავი პროფესიაში

დიპლომატიიდან ტელევიზიამდე - როგორ იპოვა ანი სოხაძემ თავი პროფესიაში

პროფესიით დიპლომატია, თუმცა საკუთარი პროფესიით არასდროს უმუშავია. ამჟამად „პალიტრა ნიუსზე“ გადაცემა „ბიზნესპორტრეტის“ წამყვანია და ფიქრობს, რომ ტელევიზიაში საკუთარი თავი ნამდვილად იპოვა. ანი სოხაძისთვის გადაცემაზე მუშაობა, რომელიც ხშირად დაძაბულიცაა, დიდ სიამოვნებასა და კომფორტთან ასოცირდება. მუდმივად ცდილობს, მაყურებელს ახალი და უცნობი ისტორიები შესთავაზოს. ეს კარგადაც გამოსდის. უფრო დეტალურად კი საკუთარ სატელევიზიო ისტორიასა და გადაცემაზე თავად ანი გვესაუბრება.

საქმიანობის ძალიან მრავალფეროვანი ისტორია გაქვთ. ტელევიზიაში მოხვედრამდე, გიფიქრიათ თუ არა ამ მიმართულებაზე და რამდენად საინტერესოდ ჩანდა ეს თქვენთვის?

საკუთარი თავი ყველა სფეროში მოვსინჯე, საკმაოდ პატარა ასაკიდან გადავწყვიტე დამეწყო საკუთარი თავის ძიება კარიერული თვალსაზრისით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა სფეროში მოვსინჯე ძალები. თავდაპირველი კარიერული არჩევანი საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიაზე შევაჩერე, ეს იყო პატარა ასაკში, როცა პროფესიის არჩევის დრო დგებოდა. ბაკალავრიც და მაგისტრატურაც ამ მიმართულებით დავამთავრე, თუმცა ამ პროფესიით ერთი დღეც კი არ მიმუშავია. შემდეგ იყო მრავალფეროვანი გამოცდილების ნუსხა, თუმცა საბოლოოდ მოვხვდი ტელევიზიაში. როცა კამერა ჩაირთო მივხვდი, რა უნდა მეკეთებინა. მას შემდეგ დილით ადრე გაღვიძება სამსახურისთვის აღარ მეზარება. ალბათ, ყველაზე დიდი ბედნიერებაა პროფესიაში საკუთარი თავის პოვნა.

დღეს, უკვე 2-წლიანი გამოცდილებით, ფიქრობთ რომ ტელევიზია ეს ის არის, რისი კეთებაც ნამდვილად გსიამოვნებთ და გამოგდით?

ეს ნამდვილად ის არის, რაც თურმე უნდა ვაკეთო. თუმცა ჯერ ამ სფეროსთვის მაინც ახალბედად ვითვლები. წინ კიდევ ბევრია სასწავლი.

მოგვიყევით თქვენს გადაცემაზე, რით არის ის გამორჩეული ქართულ სატელევიზიო სივრცეში?

გადაცემა „ბიზნესპორტრეტი“ მოიაზრებს კონკრეტული ბიზნესის პრეზენტაციას და ბიზნესმენის პერსონიფიცირებას. ის გარკვეულწილად შემეცნებითია, რადგან მაყურებელი ბიზნესისთვის საჭირო რჩევებს იღებს. გადაცემაში ხშირად მოისმენთ ისტორიებს, რომლებსაც ჩემი სტუმრები პირველად ჰყვებიან. სწორედ ამიტომ ის ძალიან საინტერესოცაა.

გასული 2 წლის განმავლობაში, რამდენად გაიზარდეთ თქვენ და თქვენი გადაცემა? რა მიმართულებით გრძნობთ განვითარებას?

უშუალოდ მე გავიზარდე, როგორც გადაცემის წამყვანი. უფრო სწორად რომ ვთქვათ, კი არ გავიზარდე, არამედ ვიპოვე საკუთარი თავი და აღმოვაჩინე ჩემი საქმიანობა. ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე უკვე შევდექი. ქართულ სატელევიზიო სივრცეში არიან ადამიანები, რომლების ფონზეც ჩემი ეს განაცხადი ხმამაღალი იქნება, თუმცა პირველი გადაღება მახსოვს. არანორმალურად ვნერვიულობდი კამერის ჩართვამდე, თუმცა შემდეგ მოიხსნა ნერვიულობა და დღეს თავს კომფორტის ზონაში სწორედ მაშინ ვგრძნობ, როცა გადაღებაზე მეჩქარება.

გადაცემა ძალიან საინტერესოდ დაიწყო და ამ თამასას არ ვაგდებთ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ეთერი გელით.

რა არის თქვენი მიზანი თითოეული გადაცემის დაგეგმვის დროს? მაყურებლამდე რისი მიტანა გსურთ?

ჩვენ მუდამ სიახლეებს ვეძებთ. ბაზარზე ახალი და საინტერესო ბიზნესი გამოჩნდება თუ არა, მეც იქვე ვჩნდები. ის, ვინც ჩემს გადაცემას, თუნდაც შემთხვევით, ჩართავს, მინდა, რომ შეყოვნდეს და არ გადართოს... ყოველთვის მაყურებლის თვალთახედვით ვუსმენ რესპონდენტს. ვცდილობ, არ გამომრჩეს კითხვა, რომელიც მაყურებელს შეიძლებოდა თავში მოსვლოდა აზრად.

თქვენი აზრით, რატომ უყვარს მაყურებელს თქვენი გადაცემა?

ინფორმაციულია, სახალისოც... რაღაც ახალს აუცილებლად გაიგებ თითოეული გადაცემიდან.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? სიახლეს ხომ არ უნდა ველოდოთ გადაცემის ფარგლებში?

ბევრი საინტერესო გადაცემაა დაგეგმილი... საინტერესო როგორც ჩემთვის, გადასაღებად ისე მაყურებლებისთვის.

არ ვდუნდებით და ბევრ ექსკლუზიურ ამბავს გპირდებით.

R