სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნებთან ადრეულ ასაკში შეხება კოგნიტურ შესაძლებლობებს აფართოებს - მიზეზები, რის გამოც ბავშვებს ლიტერატურა უნდა შევაყვაროთ
წიგნებთან ადრეულ ასაკში შეხება კოგნიტურ შესაძლებლობებს აფართოებს - მიზეზები, რის გამოც ბავშვებს ლიტერატურა უნდა შევაყვაროთ

ყო­ვე­ლი წლის 14 აპ­რილს დე­და­ე­ნის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა და ამ პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ბავ­შვე­ბის წიგ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის სა­კი­თხი, რისი ნა­წი­ლიც არის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და აქ­ცი­ე­ბი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბის­გან.

შე­სა­ბა­მი­სად, წლე­ვან­დელ თა­რიღ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ში კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის კუ­თხით. ერთ-ერთი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ისეთ სახ­ლებ­ში გა­ი­ზარ­დნენ, სა­დაც წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 80-იდან 350-მდე მერ­ყე­ობ­და, ზრდას­რულ ასაკ­ში წე­რის, მა­თე­მა­ტი­კი­სა თუ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი უნა­რე­ბი უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. მკვლევ­რე­ბის აზ­რით, წიგ­ნებ­თან ად­რე­ულ ასაკ­ში შე­ხე­ბა კოგ­ნი­ტურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აფარ­თო­ებს და კი­თხვას ჩვე­ულ პრაქ­ტი­კად აქ­ცევს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ბავ­შვი პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან მი­ეჩ­ვი­ოს წიგ­ნებს თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში, რაც სა­მო­მავ­ლოდ კი­თხვის მი­მართ მის ინ­ტე­რეს­ზე იმოქ­მე­დებს.

ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა მათ­თვის ხმა­მაღ­ლა კი­თხვა. რაც უფრო მეტ სი­ტყვას ის­მენს თუნ­დაც ახალ­შო­ბი­ლი მით უფრო სწრა­ფად და უკეთ შეძ­ლებს მათ და­მახ­სოვ­რე­ბას და სა­უბ­რის უფრო სწრა­ფად და­წყე­ბას.

3 მი­ზე­ზი, რის გა­მოც ბავ­შვს წიგ­ნე­ბი უნდა წა­ვუ­კი­თხოთ:

  • ეს და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა მის სო­ცი­ა­ლურ და ემო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე;
  • ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვს ფან­ტა­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მის სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­სახ­ვა­ში, იქ­ნე­ბა ეს ხატ­ვა, თა­მა­ში, ამ­ბის თხრო­ბა თუ სხვა;
  • უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მისი კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბი.

რო­დე­საც ბავ­შვი თა­ვად იწყებს წიგ­ნე­ბის ად­რე­ულ ასაკ­ში კი­თხვას:

  • ით­ვი­სებს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რებს, ფრა­ზებს;
  • ეც­ნო­ბა რი­ცხვე­ბის, ასო­ე­ბის, ფე­რე­ბი­სა და ფორ­მე­ბის კონ­ცეფ­ცი­ებს;
  • ეც­ნო­ბა სამ­ყა­როს, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე იც­ნობს ფლო­რა­სა და ფა­უ­ნას;
  • უვი­თარ­დე­ბა მოს­მე­ნი­სა და მახ­სოვ­რო­ბის უნა­რე­ბი, მდიდ­რდე­ბა მისი სი­ტყვა­თა მა­რა­გი.

რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ წიგ­ნე­ბი 1 წლამ­დე ბავ­შვის­თვის?

თუ გსურთ, რომ თქვენს პა­ტა­რას წიგ­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი და­ბა­დე­ბი­დან ჰქონ­დეს, გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცი­ას:

  • 4-6 თვის ბავ­შვის­თვის, ერ­თდრო­უ­ლად უსაფრ­თხო და სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო რომ შევ­ქმნათ, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­მოწ­მე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის­გან, მა­გა­ლი­თად, ტექ­სტი­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი შე­ვარ­ჩი­ოთ. ბავ­შვი ამ ასაკ­ში მიდ­რე­კი­ლია ნივ­თე­ბის პი­რით მო­სინ­ჯვის, და­ღეჭ­ვის და სრო­ლის­კენ, მა­სა­ლე­ბის სირ­ბი­ლე და უსაფრ­თხო ფორ­მა ამი­ტო­მაც არის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი უნდა იყოს ფე­რა­დი, დიდი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით და ასე­ვე, ბავ­შვებ­ში კი­დევ უფრო დიდ ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვევს, თუ ხმო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ე­ბიც ექ­ნე­ბა.
  • 6-12 თვის ბავ­შვებს უკვე ექ­მნე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა საგ­ნებ­ზე და მათი ამოც­ნო­ბაც შე­უძ­ლი­ათ. მათ უკვე ეს­მით წიგ­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, კი­თხვის პრო­ცეს­ში დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე უკვე რე­ა­გი­რე­ბენ, ამი­ტომ შეგ­ვიძ­ლია, მათ ახალ­შო­ბი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით შე­და­რე­ბით უფრო რთუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. მი­ვუ­თი­თოთ ცხო­ვე­ლებ­სა და მცე­ნა­რე­ებ­ზე, მო­ვას­მე­ნი­ნოთ სხვა­დას­ხვა ხმა და ა.შ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტი­ვი, გან­მე­ო­რე­ბა­დი, ფე­რა­დი და რაც მთა­ვა­რია, ბავ­შვს მი­სით თა­მა­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა მივ­ცეთ. თა­ვად უნდა აღ­მო­ვა­ჩე­ნი­ნოთ, რო­გორ გა­და­ფურ­ცლოს წიგ­ნი, რო­გორ ჩარ­თოს მუ­სი­კა და სხვა.

„პა­ლიტ­რა L-ი“ უკვე წლე­ბია, აქ­ტი­უ­რად გა­მოს­ცემს სხვა­დას­ხვა ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ერთი მხრივ, უსაფრ­თხო მა­სა­ლე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ და მე­ო­რე მხრივ, მათი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ლი­ტე­რა­ტუ­რას.

სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნის სა­ნა­ხა­ვად ეწ­ვი­ეთ გა­მომ­ცემ­ლო­ბის ვებგ­ვერდს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

წიგნებთან ადრეულ ასაკში შეხება კოგნიტურ შესაძლებლობებს აფართოებს - მიზეზები, რის გამოც ბავშვებს ლიტერატურა უნდა შევაყვაროთ

წიგნებთან ადრეულ ასაკში შეხება კოგნიტურ შესაძლებლობებს აფართოებს - მიზეზები, რის გამოც ბავშვებს ლიტერატურა უნდა შევაყვაროთ

ყოველი წლის 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება და ამ პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური ხდება ბავშვების წიგნებით დაინტერესების საკითხი, რისი ნაწილიც არის ღონისძიებები და აქციები გამომცემლობებისა და წიგნების მაღაზიებისგან.

შესაბამისად, წლევანდელ თარიღსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება მომავალ თაობაში კითხვის პოპულარიზაციის კუთხით. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბავშვებს, რომლებიც ისეთ სახლებში გაიზარდნენ, სადაც წიგნების რაოდენობა 80-იდან 350-მდე მერყეობდა, ზრდასრულ ასაკში წერის, მათემატიკისა თუ კომპიუტერული უნარები უფრო განვითარებული ჰქონდათ. მკვლევრების აზრით, წიგნებთან ადრეულ ასაკში შეხება კოგნიტურ შესაძლებლობებს აფართოებს და კითხვას ჩვეულ პრაქტიკად აქცევს. მნიშვნელოვანია, ბავშვი პირველივე დღეებიდან მიეჩვიოს წიგნებს თავის ცხოვრებაში, რაც სამომავლოდ კითხვის მიმართ მის ინტერესზე იმოქმედებს.

ბავშვების განვითარების პროცესზე დადებითად აისახება მათთვის ხმამაღლა კითხვა. რაც უფრო მეტ სიტყვას ისმენს თუნდაც ახალშობილი მით უფრო სწრაფად და უკეთ შეძლებს მათ დამახსოვრებას და საუბრის უფრო სწრაფად დაწყებას.

3 მიზეზი, რის გამოც ბავშვს წიგნები უნდა წავუკითხოთ:

  • ეს დადებითად აისახება მის სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე;
  • ეხმარება ბავშვს ფანტაზიის განვითარებასა და მის სხვადასხვა საშუალებით გამოსახვაში, იქნება ეს ხატვა, თამაში, ამბის თხრობა თუ სხვა;
  • უმჯობესდება მისი კოგნიტური უნარები.

როდესაც ბავშვი თავად იწყებს წიგნების ადრეულ ასაკში კითხვას:

  • ითვისებს საკომუნიკაციო უნარებს, ფრაზებს;
  • ეცნობა რიცხვების, ასოების, ფერებისა და ფორმების კონცეფციებს;
  • ეცნობა სამყაროს, ადრეული ასაკიდანვე იცნობს ფლორასა და ფაუნას;
  • უვითარდება მოსმენისა და მახსოვრობის უნარები, მდიდრდება მისი სიტყვათა მარაგი.

როგორ შევარჩიოთ წიგნები 1 წლამდე ბავშვისთვის?

თუ გსურთ, რომ თქვენს პატარას წიგნებთან კონტაქტი დაბადებიდან ჰქონდეს, გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

  • 4-6 თვის ბავშვისთვის, ერთდროულად უსაფრთხო და საინტერესო გარემო რომ შევქმნათ, ლაბორატორიულად შემოწმებული მასალებისგან, მაგალითად, ტექსტილისგან დამზადებული წიგნები შევარჩიოთ. ბავშვი ამ ასაკში მიდრეკილია ნივთების პირით მოსინჯვის, დაღეჭვის და სროლისკენ, მასალების სირბილე და უსაფრთხო ფორმა ამიტომაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.აღნიშნული წიგნები უნდა იყოს ფერადი, დიდი გამოსახულებებით და ასევე, ბავშვებში კიდევ უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს, თუ ხმოვანი ფუნქციებიც ექნება.
  • 6-12 თვის ბავშვებს უკვე ექმნებათ წარმოდგენა საგნებზე და მათი ამოცნობაც შეუძლიათ. მათ უკვე ესმით წიგნის დანიშნულება, კითხვის პროცესში დასმულ შეკითხვებზე უკვე რეაგირებენ, ამიტომ შეგვიძლია, მათ ახალშობილისგან განსხვავებით შედარებით უფრო რთული გამოსახულებები შევთავაზოთ. მივუთითოთ ცხოველებსა და მცენარეებზე, მოვასმენინოთ სხვადასხვა ხმა და ა.შ.

აღნიშნული წიგნები უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, განმეორებადი, ფერადი და რაც მთავარია, ბავშვს მისით თამაშის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. თავად უნდა აღმოვაჩენინოთ, როგორ გადაფურცლოს წიგნი, როგორ ჩართოს მუსიკა და სხვა.

„პალიტრა L-ი“ უკვე წლებია, აქტიურად გამოსცემს სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ერთი მხრივ, უსაფრთხო მასალებისგან დამზადებულ და მეორე მხრივ, მათი განვითარებისთვის აუცილებელ ლიტერატურას.

საბავშვო წიგნების ფართო არჩევანის სანახავად ეწვიეთ გამომცემლობის ვებგვერდს.

R