მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 22:07-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. დღეს ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა აგლაძე: "განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა აუცილებელი იყო და სწორედ ამ ტრანსფორმაციის შედეგია სქელტანიანი, ნიშური გამოცემა "თანა by ბომონდი"
თეა აგლაძე: "განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა აუცილებელი იყო და სწორედ ამ ტრანსფორმაციის შედეგია სქელტანიანი, ნიშური გამოცემა "თანა by ბომონდი"

რო­გორც ცოტა ხნის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ნი­შუ­რი გა­მო­ცე­მა „თანა by ბო­მონ­დი“ გა­მოჩ­ნდე­ბა. ჟურ­ნალს “ბო­მონ­დის“ გუნ­დი ქმნის და ის მკი­თხველს გან­სხვა­ვე­ბულ კონ­ცეფ­ცი­ას, სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბის გაც­ნო­ბა­სა და ანა­ლიზს შეს­თა­ვა­ზებს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბის ლექ­სი­კო­ნის თა­ნახ­მად, „თანა“ ნიშ­ნავს მრჩე­ველს და ჟურ­ნა­ლიც ერ­თგვა­რი გზამ­კვლე­ვი იქ­ნე­ბა მო­დის, კულ­ტუ­რის, თა­ვის მოვ­ლის, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ.

ჟურ­ნა­ლის კონ­ცეფ­ცი­ის და უნი­კა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ მისი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, თეა აგ­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

სა­ი­დან წა­მო­ვი­და „თა­ნას“ შექ­მნის იდეა? არის თუ არა ეს „ბო­მონ­დის“ გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი ხაზი?

მივ­ხვდით, რომ გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე კონ­ცეფ­ცი­ა­ზე და სქელ­ტა­ნი­ა­ნი გა­მო­ცე­მის შექ­მნის იდეა და­ი­ბა­და. ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ სა­თა­ურ­ზეც, რად­გან კონ­ცეფ­ცია და­ახ­ლო­ე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი გვქონ­და.

„თანა“ მრჩე­ველს ნიშ­ნავს ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნის მი­ხედ­ვით და რთუ­ლი ზმნის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი­ცაა. ძა­ლი­ან მომ­წონს ძვე­ლი სი­ტყვე­ბის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლის მი­ნი­ჭე­ბის ტენ­დენ­ცია და ჩვენც ამ გზით წა­ვე­დით. ვთვლი, პრი­ა­ლა ჟურ­ნა­ლე­ბი ზედ­მე­ტად „პრი­ა­ლა“ ცხოვ­რე­ბის ტრანსლი­რე­ბას ახ­დე­ნენ, ამი­ტომ უფრო ნი­შუ­რი გა­მო­ცე­მის შექ­მნა გან­ვიზ­რა­ხეთ.

რას შეს­თა­ვა­ზებს „თანა“ მკი­თხველს?

„თანა“ მო­ი­ცავს სა­ავ­ტო­რო სტა­ტი­ებს მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი მო­დის სახ­ლე­ბის, ამა­ვე სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სიმ­ბო­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის, სი­ლა­მა­ზი­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­როვ­ნე­ბე­ბის, სა­მოგ­ზა­უ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის, კუ­ლი­ნა­რი­ის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­სა და სხვა სა­კი­თხე­ბის გარ­შე­მო. ამას­თან, მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, შთამ­ბეჭ­და­ვი ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სულ სხვა თვა­ლით და­ი­ნა­ხოს თბი­ლი­სი. რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი, ისე სხვა ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟე­ბი მკი­თხველს სხვა­დას­ხვა სფე­როს შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით მო­უ­თხრობს.

რა გა­მო­არ­ჩევს „თა­ნას“ სხვა ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის­გან?

21-ე სა­უ­კუ­ნის ოცი­ან წლებ­ში ძნე­ლია შექ­მნა რამე ახა­ლი. ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ეგ­რე­თწო­დე­ბულ "რე­ფე­რენ­სებ­ზეა“ დაყ­რდნო­ბი­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ვუ­ყუ­რებ და ვათ­ვა­ლი­ე­რებ ახალ გა­მო­ცე­მებს, რომ არ ჩა­მე­ბეჭ­დოს უკვე არ­სე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი. ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო სა­მუ­შაო პრო­ცე­სი არა­სო­დეს გან­მიც­დია.

ვფიქ­რობ, დღეს ბეჭ­დუ­რი მე­დია უნდა იყოს ისე­თი, რომ მისი გა­და­ფურცვლის შემ­დეგ თა­რო­ზე შე­ნახ­ვა მო­გინ­დეს. ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის როლი კი მთა­ვა­რი მი­სი­აა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი ისე­თი კუ­თხით მო­ვუყ­ვეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რა კუ­თხი­თაც აქამ­დე არ შე­უ­ხე­დავთ. გვსურს, ავა­მაღ­ლოთ ცნო­ბი­ე­რე­ბა და ოდ­ნავ უკე­თე­სი გავ­ხა­დოთ სამ­ყა­რო. ვცდი­ლობთ, ვი­ლა­პა­რა­კოთ ისეთ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სა­მო­სის გო­ნივ­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბა, ეკო­ლო­გია, გას­ტრო­ნო­მი­ის მო­მა­ვა­ლი, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს გა­მოწ­ვე­ვე­ბიც რე­ა­ლის­ტუ­რად გად­მოვ­ცეთ. ვფიქ­რობ, მე და ჩემ­მა შე­სა­ნიშ­ნავ­მა, გა­ნახ­ლე­ბულ­მა გუნ­დმა დიდი სა­მუ­შაო გავ­წი­ეთ, შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა და თქვე­ნამ­დე მოგ­ვე­ტა­ნა ექ­სპერ­ტუ­ლი და სა­ავ­ტო­რო რჩე­ვე­ბი.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ყდა­ზე იმუ­შა­ვა ნიუ-იორკში მცხოვ­რებ­მა არ­ტის­ტმა სა­ლო­მე რიგ­ვა­ვამ. გა­მო­ცე­მის კონ­ცეფ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი შექ­მნა ჩვენ­თვის. მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ქალი თა­ვის მოვ­ლის რუ­ტი­ნი­თა და ბევ­რი საზ­რუ­ნა­ვით. მი­ხა­რია, რომ ნა­ხა­ტის ორი­გი­ნა­ლი უკვე ჩვენ­თა­ნაა, თბი­ლის­ში.

ვინ ქმნის „თა­ნას“?

ახალ გა­მო­ცე­მას „ბო­მონ­დის“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დი ქმნის. ვთვლი ჩემი მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი, ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და მათ­თვის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მაა. ხან­და­ხან ვა­მა­ყობ კი­დეც, რო­დე­საც მენ­ტო­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ სფე­რო­ში. ამ ეტაპ­ზეც ასე მოხ­და - უნი­ჭი­ე­რე­სი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გუნ­დი შე­იკ­რა ერთი იდე­ის­თვის. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი აკე­თებს იმას, რა­საც ღი­რე­ბუ­ლად თვლის და სა­ბო­ლო­ოდ მა­ღა­ლი დო­ნის პრო­დუქტს ვი­ღებთ.

თქვე­ნი აზ­რით, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში რა ად­გი­ლი უჭი­რავს ბეჭ­დურ მე­დი­ას? რა არის მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა?

ჩემ­თვის ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი უდი­დეს ემო­ცი­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დღეს, რო­დე­საც უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­აა ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­სა თუ სო­ცი­ა­ლურ არხზე, მკი­თხვე­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ახა­ლი გა­მო­ცე­მით არ არის მარ­ტი­ვი. წლე­ბის მან­ძილ­ზე ამ ინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ო­ბამ ბევ­რი დას­კვნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა. მა­გა­ლი­თის­თვის, 5 წლის წინ, ერთ-ერთ მო­დის კვი­რე­ულ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ პირ­ველ რი­გებ­ში პრი­ა­ლა ჟურ­ნა­ლე­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბის ნაც­ვლად, აზ­რის ლი­დე­რე­ბი და მო­დის ბლო­გე­რე­ბი ჭარ­ბობ­დნენ. პირ­ვე­ლად მა­შინ დავ­ფიქ­რდი, რომ ბრენ­დე­ბის­თვის ნი­უ­სის და ჰა­ი­პის შე­საქ­მნე­ლად სწო­რედ მათი სიმ­რავ­ლეა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ი­მარ­ჯვე­ბენ ტე­ლე­ფონს და ჩვე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ჟურ­ნალ­ში და­ბეჭ­დილ, თუნ­დაც ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ და­წე­რილ სვეტს კი თით­ქმის ერთი თვე სჭირ­დე­ბა მკი­თხვე­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად. სა­ბო­ლო­ოდ კი, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­ბენ გან­ვი­თა­რე­ბას ერთი ქოლ­გის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ბეჭ­დუ­რი და ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მე­ბი. ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­სა და მო­დის ჟურ­ნა­ლე­ბი არ ქმნი­ან ნი­უ­სებს, მაგ­რამ ქნი­ან იმიჯ­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას სძე­ნენ ქა­ღალ­დზე გად­მო­ტა­ნილ ტექ­სტებ­სა თუ ვი­ზუ­ა­ლურ მა­სა­ლას, მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნე­ბი­დან.

რო­გო­რია „თა­ნას“ გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მე­ბი?

პირ­ველ რიგ­ში, გე­ტყვით, რომ გა­მო­ცე­მის წარ­დგე­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ორი­გი­ნა­ლუ­რი ფორ­მა­ტით ვა­პი­რებთ. ეს იქ­ნე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც სტუმ­რებს გა­მორ­ჩე­უ­ლი ამ­ბე­ბი­თა და სი­ურპრი­ზე­ბით დავ­ხვდე­ბით. აქვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­ლო­მე რიგ­ვა­ვას ნა­ხა­ტის ორი­გი­ნა­ლი.

ასე­ვე, ვგეგ­მავთ „თანა by ბო­მონ­დი“ გა­მო­ფე­ნე­ბი­სა და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­როს პრო­ექ­ტე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რი გახ­დეს.

გა­მო­ცე­მა „თანა by ბო­მონ­დის“ შე­სა­ხებ სი­ახ­ლე­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად გა­მო­ი­წე­რეთ Facebook და Instagram გვერ­დე­ბი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თეა აგლაძე: "განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა აუცილებელი იყო და სწორედ ამ ტრანსფორმაციის შედეგია სქელტანიანი, ნიშური გამოცემა "თანა by ბომონდი"

თეა აგლაძე: "განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა აუცილებელი იყო და სწორედ ამ ტრანსფორმაციის შედეგია სქელტანიანი, ნიშური გამოცემა "თანა by ბომონდი"

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მალე საქართველოში ახალი ნიშური გამოცემა „თანა by ბომონდი“ გამოჩნდება. ჟურნალს “ბომონდის“ გუნდი ქმნის და ის მკითხველს განსხვავებულ კონცეფციას, საინტერესო და აქტუალური თემების გაცნობასა და ანალიზს შესთავაზებს.

საინტერესოა, რომ ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონის თანახმად, „თანა“ ნიშნავს მრჩეველს და ჟურნალიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება მოდის, კულტურის, თავის მოვლის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მოგზაურობის შესახებ.

ჟურნალის კონცეფციის და უნიკალურობის შესახებ მისი მთავარი რედაქტორი, თეა აგლაძე გვესაუბრება.

საიდან წამოვიდა „თანას“ შექმნის იდეა? არის თუ არა ეს „ბომონდის“ განვითარების ახალი ხაზი?

მივხვდით, რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა აუცილებელი იყო. ძალიან ბევრი ვიფიქრე კონცეფციაზე და სქელტანიანი გამოცემის შექმნის იდეა დაიბადა. ბევრი ვიფიქრეთ სათაურზეც, რადგან კონცეფცია დაახლოებით წარმოდგენილი გვქონდა.

„თანა“ მრჩეველს ნიშნავს ძველი ქართული ლექსიკონის მიხედვით და რთული ზმნის შემადგენელი ნაწილიცაა. ძალიან მომწონს ძველი სიტყვებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების ტენდენცია და ჩვენც ამ გზით წავედით. ვთვლი, პრიალა ჟურნალები ზედმეტად „პრიალა“ ცხოვრების ტრანსლირებას ახდენენ, ამიტომ უფრო ნიშური გამოცემის შექმნა განვიზრახეთ.

რას შესთავაზებს „თანა“ მკითხველს?

„თანა“ მოიცავს საავტორო სტატიებს მსოფლიოს უდიდესი მოდის სახლების, ამავე სფეროში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების, დიზაინერების სიმბოლური ნამუშევრების, სილამაზისა და კულტურის სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვანი პიროვნებების, სამოგზაურო მიმართულებების, კულინარიის სფეროში არსებული ტენდენციებისა და სხვა საკითხების გარშემო. ამასთან, მკითხველს საშუალება ექნება, შთამბეჭდავი ფოტონამუშევრების მეშვეობით, სულ სხვა თვალით დაინახოს თბილისი. როგორც აღნიშნული, ისე სხვა ფოტორეპორტაჟები მკითხველს სხვადასხვა სფეროს შესახებ სრულიად განსხვავებული კუთხით მოუთხრობს.

რა გამოარჩევს „თანას“ სხვა ბეჭდური გამოცემებისგან?

21-ე საუკუნის ოციან წლებში ძნელია შექმნა რამე ახალი. ყველაფერი მაინც ეგრეთწოდებულ ,,რეფერენსებზეა“ დაყრდნობილი. სპეციალურად არ ვუყურებ და ვათვალიერებ ახალ გამოცემებს, რომ არ ჩამებეჭდოს უკვე არსებული ვიზუალური მასალები. ასეთი სასიამოვნო სამუშაო პროცესი არასოდეს განმიცდია.

ვფიქრობ, დღეს ბეჭდური მედია უნდა იყოს ისეთი, რომ მისი გადაფურცვლის შემდეგ თაროზე შენახვა მოგინდეს. ცნობიერების ამაღლების როლი კი მთავარი მისიაა. ჩვენი მიზანია, ადამიანების წარმატების ისტორიები ისეთი კუთხით მოვუყვეთ საზოგადოებას, რა კუთხითაც აქამდე არ შეუხედავთ. გვსურს, ავამაღლოთ ცნობიერება და ოდნავ უკეთესი გავხადოთ სამყარო. ვცდილობთ, ვილაპარაკოთ ისეთ თემებზე, როგორიცაა სამოსის გონივრული მოხმარება, ეკოლოგია, გასტრონომიის მომავალი, ახალი ტექნოლოგები და ხელოვნების სფეროს გამოწვევებიც რეალისტურად გადმოვცეთ. ვფიქრობ, მე და ჩემმა შესანიშნავმა, განახლებულმა გუნდმა დიდი სამუშაო გავწიეთ, შეგვეგროვებინა და თქვენამდე მოგვეტანა ექსპერტული და საავტორო რჩევები.

მნიშვნელოვანია, რომ ვიზუალური მასალები მრავალფეროვანი იქნება. ყდაზე იმუშავა ნიუ-იორკში მცხოვრებმა არტისტმა სალომე რიგვავამ. გამოცემის კონცეფციის გათვალისწინებით, მართლაც განსაკუთრებული ნახატი შექმნა ჩვენთვის. მასზე გამოსახულია თანამედროვე ქალი თავის მოვლის რუტინითა და ბევრი საზრუნავით. მიხარია, რომ ნახატის ორიგინალი უკვე ჩვენთანაა, თბილისში.

ვინ ქმნის „თანას“?

ახალ გამოცემას „ბომონდის“ განახლებული გუნდი ქმნის. ვთვლი ჩემი მთავარი მონაპოვარი, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა და მათთვის სწორი მიმართულების მიცემაა. ხანდახან ვამაყობ კიდეც, როდესაც მენტორად მოიხსენიებენ სფეროში. ამ ეტაპზეც ასე მოხდა - უნიჭიერესი და განსაკუთრებული გუნდი შეიკრა ერთი იდეისთვის. თითოეული მათგანი აკეთებს იმას, რასაც ღირებულად თვლის და საბოლოოდ მაღალი დონის პროდუქტს ვიღებთ.

თქვენი აზრით, 21-ე საუკუნეში რა ადგილი უჭირავს ბეჭდურ მედიას? რა არის მისი დანიშნულება?

ჩემთვის ბეჭდური გამოცემები უდიდეს ემოციებთან არის დაკავშირებული. დღეს, როდესაც უამრავი ინფორმაციაა ყველა პლატფორმასა თუ სოციალურ არხზე, მკითხველის დაინტერესება ახალი გამოცემით არ არის მარტივი. წლების მანძილზე ამ ინდუსტრიაში მუშაობამ ბევრი დასკვნის გაკეთების საშუალება მომცა. მაგალითისთვის, 5 წლის წინ, ერთ-ერთ მოდის კვირეულზე საზღვარგარეთ პირველ რიგებში პრიალა ჟურნალების რედაქტორების ნაცვლად, აზრის ლიდერები და მოდის ბლოგერები ჭარბობდნენ. პირველად მაშინ დავფიქრდი, რომ ბრენდებისთვის ნიუსის და ჰაიპის შესაქმნელად სწორედ მათი სიმრავლეა პრიორიტეტული. ეს ადამიანები მოიმარჯვებენ ტელეფონს და ჩვენების დასრულებისთანავე ინტერნეტ სივრცეში აღმოჩნდება ყველაფერი. ჟურნალში დაბეჭდილ, თუნდაც ძალიან გავლენიანი ჟურნალისტის მიერ დაწერილ სვეტს კი თითქმის ერთი თვე სჭირდება მკითხველამდე მისასვლელად. საბოლოოდ კი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხებენ განვითარებას ერთი ქოლგის ქვეშ არსებული ბეჭდური და ონლაინ გამოცემები. ცხოვრების სტილისა და მოდის ჟურნალები არ ქმნიან ნიუსებს, მაგრამ ქნიან იმიჯსა და განსაკუთრებულობას სძენენ ქაღალდზე გადმოტანილ ტექსტებსა თუ ვიზუალურ მასალას, მაგალითად, ჩვენებიდან.

როგორია „თანას“ განვითარების გეგმები?

პირველ რიგში, გეტყვით, რომ გამოცემის წარდგენას საზოგადოებისთვის ორიგინალური ფორმატით ვაპირებთ. ეს იქნება ღონისძიება, სადაც სტუმრებს გამორჩეული ამბებითა და სიურპრიზებით დავხვდებით. აქვე წარმოდგენილი იქნება სალომე რიგვავას ნახატის ორიგინალი.

ასევე, ვგეგმავთ „თანა by ბომონდი“ გამოფენებისა და სახელოვნებო სფეროს პროექტების თანაავტორი გახდეს.

გამოცემა „თანა by ბომონდის“ შესახებ სიახლეების სანახავად გამოიწერეთ Facebook და Instagram გვერდები.

R