პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსახლეობა უჩივის მილიონერი ბიზნესმენის ვაჟს, რომელიც სოფელში გადასაადგილებლად ვერტმფრენს იყენებს - "...ეს ადგილი მშვიდი მეგონა"
მოსახლეობა უჩივის მილიონერი ბიზნესმენის ვაჟს, რომელიც სოფელში გადასაადგილებლად ვერტმფრენს იყენებს - "...ეს ადგილი მშვიდი მეგონა"

ანკლა­ვის სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი მი­ლი­ო­ნერ უი­ლი­ამ სტო­ბარ­ტი ვა­ჟის წი­ნა­აღ­მდე­გაა გა­მო­დი­ან - მათი თქმით, ედი სტო­ბარ­ტი სო­ფელ­ში გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად ვერ­ტმფრენს იყე­ნებს, ად­გი­ლობ­რი­ვებს კი ხმა­უ­რი აწუ­ხებთ და მთავ­რო­ბის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას ითხო­ვენ.

"მათ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად აქ­ცი­ეს. ყო­ველ­დღე გვეს­მის ვერ­ტმფრენს ხმა, რო­მე­ლიც დღე­ში სამ­ჯერ დაფ­რი­ნავს. სა­დე­სან­ტო მო­ე­დან­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია გრძელ­დე­ბა. მას არ აქვს საკ­რე­ბუ­ლოს ნე­ბარ­თვა, გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი სა­დე­სან­ტო მო­ე­და­ნი ბიზ­ნე­სად. სა­სა­მარ­თლო­შიც ვუ­ჩივ­ლეთ, თუმ­ცა ჩვე­ნი აზრი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, მან­ჩეს­ტერ სი­ტის ვარ­სკვლა­ვი ჯეკ გრი­ლი­შიც ახ­ლოს ცხოვ­რობს, თუმ­ცა მას აქვს სა­კუ­თა­რი სა­დე­სან­ტო მო­ე­და­ნი", - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

"აქ სა­ცხოვ­რებ­ლად იმი­ტომ გად­მო­ვე­დი, რომ ეს ად­გი­ლი მშვი­დი მე­გო­ნა" - ამ­ბობს 86 წლის ქალ­ბა­ტო­ნი - "თუმ­ცა ჩემი სიმ­შვი­დე ვერ­ტმფრე­ნის ხმამ და­არ­ღვია. სახ­ლებ­თან ახ­ლოს დაფ­რი­ნა­ვენ, ერთხელ აუზ­ში ვი­ყა­ვი და ვერ­ტმფრენ­მა პირ­და­პირ თავ­ზე გა­და­მიფ­რი­ნა. მის ცოლ­თა­ნაც კი მი­ვე­დი სა­ჩივ­რით, თუმ­ცა მა­ინც არა­ფე­რი."

უი­ლი­ამ სტო­ბარტსა და მის ვაჟს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

წყა­რო: dailymail

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელდარი
2

რავა ჩვენი მილიონერებივით ყოფილა ეგეც 

L
1

სადესანტო მოედანი ?? 

ავტორი:

მოსახლეობა უჩივის მილიონერი ბიზნესმენის ვაჟს, რომელიც სოფელში გადასაადგილებლად ვერტმფრენს იყენებს - "...ეს ადგილი მშვიდი მეგონა"

მოსახლეობა უჩივის მილიონერი ბიზნესმენის ვაჟს, რომელიც სოფელში გადასაადგილებლად ვერტმფრენს იყენებს - "...ეს ადგილი მშვიდი მეგონა"

ანკლავის სოფლის მაცხოვრებლები მილიონერ უილიამ სტობარტი ვაჟის წინააღმდეგაა გამოდიან - მათი თქმით, ედი სტობარტი სოფელში გადასაადგილებლად ვერტმფრენს იყენებს, ადგილობრივებს კი ხმაური აწუხებთ და მთავრობის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვენ.

"მათ ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს. ყოველდღე გვესმის ვერტმფრენს ხმა, რომელიც დღეში სამჯერ დაფრინავს. სადესანტო მოედანთან ახლოს ვცხოვრობთ. ეს ყველაფერი უკვე მეექვსე წელია გრძელდება. მას არ აქვს საკრებულოს ნებართვა, გამოიყენოს თავისი სადესანტო მოედანი ბიზნესად. სასამართლოშიც ვუჩივლეთ, თუმცა ჩვენი აზრი არავის აინტერესებს, მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი ჯეკ გრილიშიც ახლოს ცხოვრობს, თუმცა მას აქვს საკუთარი სადესანტო მოედანი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტებთან საუბრისას.

"აქ საცხოვრებლად იმიტომ გადმოვედი, რომ ეს ადგილი მშვიდი მეგონა" - ამბობს 86 წლის ქალბატონი - "თუმცა ჩემი სიმშვიდე ვერტმფრენის ხმამ დაარღვია. სახლებთან ახლოს დაფრინავენ, ერთხელ აუზში ვიყავი და ვერტმფრენმა პირდაპირ თავზე გადამიფრინა. მის ცოლთანაც კი მივედი საჩივრით, თუმცა მაინც არაფერი."

უილიამ სტობარტსა და მის ვაჟს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

წყარო: dailymail