საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის დიდი შურისძიება: მორიგ თავდასხმას "ჰამასის" ლიდერის სამი შვილი ემსხვერპლა - რა არის ცნობილი ისმაილ ჰანიესა და მისი ვაჟების მდიდრულ ცხოვრებაზე?
ისრაელის დიდი შურისძიება: მორიგ თავდასხმას "ჰამასის" ლიდერის სამი შვილი ემსხვერპლა - რა არის ცნობილი ისმაილ ჰანიესა და მისი ვაჟების მდიდრულ ცხოვრებაზე?

ის­რა­ელ­მა ღა­ზის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე შა­ტის ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ზე სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შე­დე­გად "ჰა­მა­სის" ლი­დე­რის ის­მა­ილ ჰა­ნი­ეს სამი შვი­ლი და სამი შვი­ლიშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. ჰა­ნი­ემ ოჯა­ხი წევ­რე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა Al Jazeera-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა.

"მო­წა­მე­ე­ბის სის­ხლი­თა და ტკი­ვი­ლით ჩვენ ვქმნით იმედს, ვქმნით მო­მა­ვალს, ვქმნით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ჩვე­ნი ხალ­ხი­სა და ჩვე­ნი ერის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ჰა­ნი­ემ და აღ­ნიშ­ნა, რომ თავ­დას­ხმის დროს, მისი შვი­ლე­ბი ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში ნა­თე­სა­ვებს სტუმ­რობ­დნენ.

  • ვინ არის ის­მა­ილ ჰა­ნიე?

ის პა­ლეს­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მე-3 პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო 2006-2007 წლებ­ში.

ის­მა­ილ აბ­დელ სა­ლამ ჰა­ნია, მეტ­სა­ხე­ლად აბუ ალ-აბდი, 1963 წელს და­ი­ბა­და ღა­ზის სექ­ტორ­ში გან­თავ­სე­ბულ შა­ტის ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში, სწავ­ლობ­და გა­ე­როს სკო­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. 1987 წელს და­ამ­თავ­რა ის­ლა­მუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არა­ბის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­უ­ახ­ლოვ­და "ჰა­მა­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, შეიხ აჰ­მედ ია­სინს. ის­მა­ილ ჰა­ნია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და ჰყავს 13 შვი­ლი.

ის­მა­ილ ჰა­ნია თა­ვის ორ ვაჟ­თან ერ­თად

2006 წლის 16 თე­ბერ­ვალს "ჰა­მა­სმა" ჰა­ნია პა­ლეს­ტი­ნის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნა. ერთი წლის შემ­დეგ, პა­ლეს­ტი­ნის ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა მაჰ­მუდ აბას­მა ჰა­ნი­ეს მთავ­რო­ბა და­ი­თხო­ვა, მაგ­რამ "ჰა­მა­სმა" ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ლე­გი­ტი­მუ­რად გა­მო­ა­ცხა­და და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა მუ­შა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლა. აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ჰა­ნიე ტე­რო­რის­ტად გა­მო­ა­ცხა­და.

  • ის­მა­ილ ჰა­ნიე ყვე­ლა­ზე მდი­და­რია "ჰა­მა­სის" ლი­დე­რებს შო­რის. მან ერთ დროს პი­რო­ბაც კი დადო, რომ მხო­ლოდ ზე­ი­თუ­ნის ზეთ­სა და ზა'ათა­რის სა­ნე­ლებ­ლებ­ზე იცხოვ­რებ­და.

61 წლის ჰა­ნია 2019 წლი­დან მი­მალ­ვა­შია. ის 13 შვი­ლის მა­მაა და ყა­ტარ­სა და თურ­ქეთ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბულ სას­ტუმ­რო­ებ­ში ცხოვ­რობს. გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ის მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად პი­რა­დი ვერ­ტმფრე­ნით ხში­რად დაფ­რი­ნავს თე­ი­რან­ში, სტამ­ბულ­ში, მოს­კოვ­სა და კა­ი­რო­ში.

ის­მა­ილ ჰა­ნი­ას ვა­ჟე­ბი მდიდ­რულ სას­ტუმ­რო­ში

ის­მა­ილ ჰა­ნი­ას ორი ვაჟი, მა­ა­ზი და აბ­დელ სა­ლა­მიც ტკბე­ბი­ან ფუ­ფუ­ნე­ბით. ახალ­გაზ­რდე­ბი სტამ­ბო­ლის და დო­ჰას სას­ტუმ­რო­ებ­ში ნე­ბივ­რო­ბი­სას ხში­რად ჩნდე­ბი­ან ინ­სტაგ­რა­მის ფო­ტო­ებ­ში. მა­აზს, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან მდი­და­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მაგ­ნა­ტია, ღა­ზა­ში "სახ­ლე­ბის მა­მის" სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად მისი ის­ლა­მუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა, მა­ა­ზი თურ­ქეთ­ში ყოფ­ნი­სას ხში­რა­დაა მიმ­ზიდ­ვე­ლი ქა­ლე­ბის და ალ­კოჰო­ლის გა­რე­მოც­ვა­ში. გა­მო­ცე­მა მის ქო­ნე­ბას 2.5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად აფა­სებს, თუმ­ცა ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩოს რწმუ­ნე­ბით, ის 3.2 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩემი მომენტარი
0

 მიმდინარეობს გაცხარებული ნადირობა მდიდარ ხალხზე და მათ ქონებაზე. აბა, ომს ხომ აქვს წესები და მორალი. სადაა აქ მორალის და წესების დაცვა? ბავშვებს, ქალებს რომ უნადგურებენ ანუ ოჯახის კანონიერ მემკვიდრეებს სპობენ არაფრის მქონე ხამები. მარადიულ, მდიდარ იმპერიებს ამიტომ ეომებიან და სიცრუით უნდათ მოსვლა. 

archil
14

ისრაელ ამოფარებული ამერიკის საქმეა მაგ და კარგს არაფერს მოიტანს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ისრაელის დიდი შურისძიება: მორიგ თავდასხმას "ჰამასის" ლიდერის სამი შვილი ემსხვერპლა - რა არის ცნობილი ისმაილ ჰანიესა და მისი ვაჟების მდიდრულ ცხოვრებაზე?

ისრაელის დიდი შურისძიება: მორიგ თავდასხმას "ჰამასის" ლიდერის სამი შვილი ემსხვერპლა - რა არის ცნობილი ისმაილ ჰანიესა და მისი ვაჟების მდიდრულ ცხოვრებაზე?

ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე შატის ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. შედეგად "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი დაიღუპა. ჰანიემ ოჯახი წევრების გარდაცვალება Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.

"მოწამეების სისხლითა და ტკივილით ჩვენ ვქმნით იმედს, ვქმნით მომავალს, ვქმნით დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ჩვენი ხალხისა და ჩვენი ერისთვის“, - განაცხადა ჰანიემ და აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს, მისი შვილები ლტოლვილთა ბანაკში ნათესავებს სტუმრობდნენ.

  • ვინ არის ისმაილ ჰანიე?

ის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მე-3 პრემიერ-მინისტრი იყო 2006-2007 წლებში.

ისმაილ აბდელ სალამ ჰანია, მეტსახელად აბუ ალ-აბდი, 1963 წელს დაიბადა ღაზის სექტორში განთავსებულ შატის ლტოლვილთა ბანაკში, სწავლობდა გაეროს სკოლებში, რომლებიც ლტოლვილებისთვისაა განკუთვნილი. 1987 წელს დაამთავრა ისლამური უნივერსიტეტის არაბისტიკის ფაკულტეტი. მოგვიანებით დაუახლოვდა "ჰამასის" დამფუძნებელს, შეიხ აჰმედ იასინს. ისმაილ ჰანია დაქორწინებულია და ჰყავს 13 შვილი.

ისმაილ ჰანია თავის ორ ვაჟთან ერთად

2006 წლის 16 თებერვალს "ჰამასმა" ჰანია პალესტინის პრემიერ მინისტრად დანიშნა. ერთი წლის შემდეგ, პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ჰანიეს მთავრობა დაითხოვა, მაგრამ "ჰამასმა" ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმურად გამოაცხადა და მინისტრთა კაბინეტმა მუშაობა გააგრძელა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰანიე ტერორისტად გამოაცხადა.

  • ისმაილ ჰანიე ყველაზე მდიდარია "ჰამასის" ლიდერებს შორის. მან ერთ დროს პირობაც კი დადო, რომ მხოლოდ ზეითუნის ზეთსა და ზა'ათარის სანელებლებზე იცხოვრებდა.

61 წლის ჰანია 2019 წლიდან მიმალვაშია. ის 13 შვილის მამაა და ყატარსა და თურქეთში ძვირადღირებულ სასტუმროებში ცხოვრობს. გერმანული გამოცემის თანახმად, ის მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად პირადი ვერტმფრენით ხშირად დაფრინავს თეირანში, სტამბულში, მოსკოვსა და კაიროში.

ისმაილ ჰანიას ვაჟები მდიდრულ სასტუმროში

ისმაილ ჰანიას ორი ვაჟი, მააზი და აბდელ სალამიც ტკბებიან ფუფუნებით. ახალგაზრდები სტამბოლის და დოჰას სასტუმროებში ნებივრობისას ხშირად ჩნდებიან ინსტაგრამის ფოტოებში. მააზს, რომელიც თვითონაც ძალიან მდიდარი უძრავი ქონების მაგნატია, ღაზაში "სახლების მამის" სახელით იცნობენ. მიუხედავად მისი ისლამური სარწმუნოებისა, მააზი თურქეთში ყოფნისას ხშირადაა მიმზიდველი ქალების და ალკოჰოლის გარემოცვაში. გამოცემა მის ქონებას 2.5 მილიონ დოლარად აფასებს, თუმცა ისრაელის საელჩოს რწმუნებით, ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ნახეთ ასევე: