ავტორი:

"თეატრი პოლიტიკური მოსაზრების მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი" - ვასილ ჩიგოგიძე  დავით ბეშიტაიშვილს

"თეატრი პოლიტიკური მოსაზრების მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი" - ვასილ ჩიგოგიძე  დავით ბეშიტაიშვილს

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობ დავით ბეშიტაიშვილს მიმართავს და დღეს გაკეთებული მიმართვის გამო აკრიტიკებს.

ჩიგოგიძე პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი. ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ „გამჭვირვალობა დაუშვებელია“. სასაცილოდაც კი ჟღერს ასეთი რამის თქმა დღეს. თანაც თქვენ ჩემზე უმცროსები ხართ და ჩემზე მეტი ხომ უნდა გესმოდეთ ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. ნუ ავიგდებთ თავს მასხრად. ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედოთ" - წერს ჩიგოგიძე.

  • 9 აპრილს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრში გუშინ სპექტაკლ "მეფე ლირის" დასრულების შემდეგ მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა დარბაზში მყოფ მაყურებელს მიმართა:

“საშინელი საშიშროების წინაშე ვართ სულ ყველა აბსოლუტურად, იმის გამო, რომ ერთმა კაცმა და მისმა ქვეშემრდომებმა კმაყოფილება ნახონ - არა რუსულ კანონს!" - აღნიშნა მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა.