საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრიჯიტ ჯონსი" ბრუნდება, ოღონდ მარკ დარსის გარეშე -  ფილმის მე-4 ნაწილის გადაღება იწყება
"ბრიჯიტ ჯონსი" ბრუნდება, ოღონდ მარკ დარსის გარეშე -  ფილმის მე-4 ნაწილის გადაღება იწყება

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მალე იხი­ლავს "ბრი­ჯიტ ჯონ­სის" ახალ, მე-4 ნა­წილს - “ბრი­ჯიტ ჯონ­სი: შეშ­ლი­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ“, რომ­ლის ნახ­ვა­საც აშშ-ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2025 წელს, ვა­ლენ­ტი­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში შეძ­ლე­ბენ.

ახალ ნა­წილ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი კვლა­ვაც იხი­ლავს მსა­ხი­ო­ბებს: რენე ზელ­ვე­გერს, ჰიუ გრანტს და ემა ტომპსონს.

ფილ­მი და­ე­ფუძ­ნე­ბა ელენ ფილ­დინ­გის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის რო­მანს, რო­მე­ლიც 2013 წელს გა­მო­ვი­და და მას­ში მო­თხრო­ბი­ლია 50 წლის ბრი­ჯი­ტის - მარკ დარ­სის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ დაქვრი­ვე­ბუ­ლი (ადრე ფილ­მებ­ში დარ­სის კო­ლინ ფერ­ტი თა­მა­შობ­და) დე­დის ის­ტო­რია.

ფილ­ში ახა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბიც ჩნდე­ბი­ან: ჩი­ვე­ტელ ეჯი­ო­ფო­რი და ლეო ვუ­და­ლი.

ბრი­ტა­ნელ­მა მწე­რალ­მა ელენ ფილ­დინ­გმა ადრე თქვა, რომ გა­და­წყვი­ტა, რომ ამო­ეგ­დო მარკ დარ­სი სა­კუ­თა­რი რო­მა­ნი­დან, რად­გან არ სურ­და, რომ ბრი­ჯი­ტი "თვითკმა­ყო­ფილ, და­ქორ­წი­ნე­ბულ" ქა­ლად ქცე­უ­ლი­ყო. რო­გორც ირ­კვე­ვა, ის აღარც ახალ ფილმში იქ­ნე­ბა.

ამ სე­რი­ის პირ­ვე­ლი ფილ­მი "ბრი­ჯიტ ჯონ­სის დღი­უ­რი“ ზუს­ტად 23 წლის წინ გა­მო­ვი­და კო­ნო­თე­ატ­რებ­ში და უცებ მო­ი­ნა­დი­რა მა­ყუ­რებ­ლის გული. რო­გორც ამ­ბო­ბენ, დაბ­ნე­ულ­მა და გუ­ლუბ­რყვი­ლო ბრი­ჯიტ­მა შეძ­ლო და სიყ­ვა­რუ­ლი­სად­მი ყვე­ლა­ზე სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი და­არ­წმუ­ნა ამ გრძნო­ბის მა­გი­უ­რო­ბა­ში. "ბრი­ჯიტ ჯონ­სის დღი­უ­რი“ გაზ­ვი­ა­დე­ბის გა­რე­შე იქცა კო­მე­დი­უ­რი მე­ლოდ­რა­მის სა­კულ­ტო ფილ­მად. ამის შემ­დეგ გა­და­ი­ღეს მე­ო­რე ფილ­მი - "ბრი­ჯიტ ჯონ­სი: გო­ნი­ე­რე­ბის ზღვა­რი (2004)", 2016 წელს კი გა­მო­ვი­და მე­სა­მე ფილ­მი "ბრი­ჯიტ ჯონ­სის ბავ­შვი“.

მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა

Po
0

😭😭მარკ დარსი ბრიჯიტზეც კი უფრო მთავარი როლია ამ ფილმში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ბრიჯიტ ჯონსი" ბრუნდება, ოღონდ მარკ დარსის გარეშე -  ფილმის მე-4 ნაწილის გადაღება იწყება

"ბრიჯიტ ჯონსი" ბრუნდება, ოღონდ მარკ დარსის გარეშე -  ფილმის მე-4 ნაწილის გადაღება იწყება

BBC-ის ინფორმაციით, საზოგადოება მალე იხილავს "ბრიჯიტ ჯონსის" ახალ, მე-4 ნაწილს - “ბრიჯიტ ჯონსი: შეშლილი ბიჭის შესახებ“, რომლის ნახვასაც აშშ-ში, სავარაუდოდ, 2025 წელს, ვალენტინობის პერიოდში შეძლებენ.

ახალ ნაწილში მაყურებელი კვლავაც იხილავს მსახიობებს: რენე ზელვეგერს, ჰიუ გრანტს და ემა ტომპსონს.

ფილმი დაეფუძნება ელენ ფილდინგის ამავე სახელწოდების რომანს, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და მასში მოთხრობილია 50 წლის ბრიჯიტის - მარკ დარსის სიკვდილის შემდეგ დაქვრივებული (ადრე ფილმებში დარსის კოლინ ფერტი თამაშობდა) დედის ისტორია.

ფილში ახალი მსახიობებიც ჩნდებიან: ჩივეტელ ეჯიოფორი და ლეო ვუდალი.

ბრიტანელმა მწერალმა ელენ ფილდინგმა ადრე თქვა, რომ გადაწყვიტა, რომ ამოეგდო მარკ დარსი საკუთარი რომანიდან, რადგან არ სურდა, რომ ბრიჯიტი "თვითკმაყოფილ, დაქორწინებულ" ქალად ქცეულიყო. როგორც ირკვევა, ის აღარც ახალ ფილმში იქნება.

ამ სერიის პირველი ფილმი "ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ ზუსტად 23 წლის წინ გამოვიდა კონოთეატრებში და უცებ მოინადირა მაყურებლის გული. როგორც ამბობენ, დაბნეულმა და გულუბრყვილო ბრიჯიტმა შეძლო და სიყვარულისადმი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი დაარწმუნა ამ გრძნობის მაგიურობაში. "ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ გაზვიადების გარეშე იქცა კომედიური მელოდრამის საკულტო ფილმად. ამის შემდეგ გადაიღეს მეორე ფილმი - "ბრიჯიტ ჯონსი: გონიერების ზღვარი (2004)", 2016 წელს კი გამოვიდა მესამე ფილმი "ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“.

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა