პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განსხვავებაა კტ (CT) და მრტ (MRI) კვლევებს შორის?
რა განსხვავებაა კტ (CT) და მრტ (MRI) კვლევებს შორის?

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (CT/კტ კვლე­ვა) და მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (MRI/მრტ კვლე­ვა) - კვლე­ვის მე­თო­დე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლე­ბის დე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა.

რა არის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (CT/კტ)?

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (CT/კტ), სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის გა­ნი­ვი ჭრი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად რენტგე­ნის სხი­ვებს იყე­ნებს, კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას (CT/კტ), რო­გორც კვლე­ვის მე­თოდს იყე­ნე­ბენ შემ­დე­გი ჩვე­ნე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში:

  • ან­თე­ბი­თი და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­სად­გე­ნად
  • სის­ხლძარ­ღვში თრომ­ბის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის და გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად
  • ოპე­რა­ცი­ის, ბი­ოფ­სი­ის, რა­დი­ა­ცი­უ­ლი თე­რა­პი­ის და­გეგ­მა­რე­ბის­თვის
  • სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფის მეშ­ვე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცია ექიმს აწ­ვდის დი­აგ­ნო­ზის და­სას­მე­ლად და მკურ­ნა­ლო­ბის და­სა­გეგ­მად სა­ჭი­რო დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია CT/კტ, კვლე­ვის მიზ­ნით და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც იძ­ლე­ვა. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს ის ფაქ­ტიც, რომ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია CT/კტ, მა­ი­ო­ნი­ზე­ბელ გა­მოს­ხი­ვე­ბას­თან კონ­ტაქ­ტის გარ­კვე­ულ საფრ­თხეს ქმნის, რაც შე­საძ­ლოა ზრდი­დეს სიმ­სივ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბას სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ კვლე­ვა ჩა­ტარ­დეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მიერ და ტო­მოგ­რა­ფი გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს სა­თა­ნა­დოდ, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით!

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ იმ უახ­ლეს ტო­მოგ­რა­ფებს, რომ­ლე­ბი­თაც "ავერ­სის კლი­ნი­კა" არის აღ­ჭურ­ვი­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის დახ­მა­რე­ბით, აქვს 80%-ით შემ­ცი­რე­ბუ­ლი დას­ხი­ვე­ბა.

ეს ფაქ­ტო­რი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ბავ­შვებ­ში, რად­გან ისი­ნი მე­ტად მო­წყვლად­ნი არი­ან რა­დი­ა­ცი­უ­ლი ეფექ­ტე­ბის მი­მართ.

რა არის მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (MRI/მრტ კვლე­ვა)?

თა­ნა­მედ­რო­ვე მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (MRI/მრტ კვლე­ვა) პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ორ­გა­ნოს კვლე­ვის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, გარ­და კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­სა და ფილ­ტვე­ბი­სა, თუმ­ცა ფილ­ტვე­ბის მრტ კვლე­ვა­საც მი­მარ­თა­ვენ სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში.

რა გან­სხვა­ვე­ბაა 1.5 და 3 ტეს­ლა სიმ­ძლა­ვი­რის მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფებს შო­რის?

რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ზო­გად გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას (არა დე­ტა­ლურს) 1.5 ტეს­ლა სიმ­ძლავ­რის მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი (MRI/მრტ) სა­უ­კე­თე­სოა, ხოლო მა­შინ რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა მცი­რე სტრუქ­ტუ­რებ­სა და დე­ტა­ლურ სუ­რათს (მაგ. თა­ვის ტვი­ნი, თვა­ლი, ყური, მცი­რე სახ­სრე­ბი) - 3 ტეს­ლა სიმ­ძლავ­რის მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი (MRI/მრტ) იდე­ა­ლუ­რი სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კომ­ფორ­ტის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვლე­ვა და­ნიშ­ნოს პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა და მან­ვე გა­და­წყვი­ტოს თუ რო­მე­ლი სიმ­ძლავ­რის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი (მრტ/MRI) კვლე­ვაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის!

მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის (მრტ/MRI) ერთ-ერთი სა­ხეა ფუნ­ქცი­უ­რი მრტ, რო­მე­ლიც გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას ტვი­ნის სხვა­დას­ხვა უბ­ნის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის შე­სა­ხებ. მისი მეშ­ვე­ო­ბით ასე­ვე ფას­დე­ბა თა­ვის ტრავ­მი­სა და სხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბის, მა­გა­ლი­თად ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა.

  • მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი (მრტ/MRI), კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფის­გან (კტ/CT) გან­სხვა­ვე­ბით ქსო­ვილ­თა ტი­პებს შო­რის უფრო ზუსტ გან­სხვა­ვე­ბას გვიჩ­ვე­ნებს.
  • მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (მრტ/MRI)" კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის­გან (კტ/CT) გან­სხვა­ვე­ბით არ იყე­ნებს პო­ტენ­ცი­უ­რად მავ­ნე მა­ი­ო­ნი­ზე­ბელ გა­მოს­ხი­ვე­ბას, რაც ამ მე­თოდს უდი­დეს უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს. გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია.
  • თუმ­ცა მრტ-ს შემ­თხვე­ვა­ში ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა პა­ცი­ენ­ტე­ბი კლა­უსტრო­ფო­ბი­ის (და­ხუ­რუ­ლი სივ­რცის შიში) გამო თავს არი­დე­ბენ კვლე­ვას. "ავერ­სის კლი­ნი­კა­ში" არ­სე­ბუ­ლი მსოფ­ლიო სტან­დარ­ტის, 1.5 და 3.0 ტეს­ლა სიმ­ძლავ­რის აპა­რა­ტე­ბი კი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლე­ვენ პა­ცი­ენტს შემ­ცი­რე­ბუ­ლი კვლე­ვის ხან­გრძლი­ვო­ბას­თან ერ­თად, მეტი კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნათ - პა­ცი­ენტს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს კვლე­ვის პრო­ცეს­ში, სპე­ცი­ა­ლურ მო­ნი­ტორ­ზე უყუ­როს მის­თვის სა­სურ­ველ ვი­დე­ოს და მო­უს­მი­ნოს მუ­სი­კას - ეს ფუნ­ქცია სტა­ტის­ტი­კუ­რად 70%-ით ამ­ცი­რებს კლა­უსტრო­ფო­ბი­ას, 80%-ით კი ანეს­თე­ზი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას.

კვლე­ვის პრო­ცე­სი

  • ორი­ვე კვლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტი წვე­ბა მოძ­რავ სა­წოლ­ზე, რო­მე­ლიც მრგვა­ლი ღი­ო­ბის­კენ მოძ­რა­ობს.
  • მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­ცი­ენ­ტმა არ იმოძ­რა­ოს ზედ­მე­ტად, რათა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა იყოს სუფ­თა და ზუს­ტი.
  • მრტ კვლე­ვა, კტ კვლე­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბით შე­და­რე­ბით ხმა­უ­რი­ა­ნია, ამი­ტომ პა­ცი­ენტს უკეთ­დე­ბა ყურ­სას­მე­ნე­ბი და აპა­რატ­ში არ­სე­ბუ­ლი ეკ­რა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით, აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა უყუ­როს სა­სურ­ველ ვი­დე­ოს ან ფილ­მს.

შე­ჯა­მე­ბა

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (CT/კტ კვლე­ვა) და მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (MRI/მრტ კვლე­ვა) კვლე­ვის მე­თო­დე­ბია, მათ აქვთ მსგავ­სი გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ აქვთ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­ღე­ბის სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კა. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი იყე­ნებს რენტგე­ნის სხი­ვებს, ხოლო მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი - მაგ­ნი­ტებ­სა და რა­დი­ო­ტალ­ღებს.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (CT/კტ კვლე­ვა) უკე­თე­სია დიდი უბ­ნე­ბის­თვის, ხოლო მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (MRI/მრტ კვლე­ვა) გვაძ­ლევს შე­სა­მოწ­მე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის უკე­თეს, მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბით სუ­რათს. ორი­ვეს აქვს რის­კი, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში უსაფრ­თხო პრო­ცე­დუ­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვა და უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ კვლე­ვის მე­თო­დი აუ­ცი­ლებ­ლად ექი­მის მიერ უნდა იქ­ნეს შერ­ჩე­უ­ლი!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რა განსხვავებაა კტ (CT) და მრტ (MRI) კვლევებს შორის?

რა განსხვავებაა კტ (CT) და მრტ (MRI) კვლევებს შორის?

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ კვლევა) და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა) - კვლევის მეთოდები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია მივიღოთ შინაგანი ორგანოებისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილების დეტალური გამოსახულება.

რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ)?

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ), სხეულის სხვადასხვა ნაწილის განივი ჭრილის გამოსახულების მისაღებად რენტგენის სხივებს იყენებს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT/კტ), როგორც კვლევის მეთოდს იყენებენ შემდეგი ჩვენებების შემთხვევაში:

  • ანთებითი და ინფექციური დაავადებების დასადგენად
  • სისხლძარღვში თრომბის ლოკალიზაციის და გავრცელების შესაფასებლად
  • ოპერაციის, ბიოფსიის, რადიაციული თერაპიის დაგეგმარებისთვის
  • სიმსივნური დაავადების მკურნალობისას მონიტორინგის მიზნით

კომპიუტერული ტომოგრაფის მეშვეობით მიღებული გამოსახულების ინტერპრეტაცია ექიმს აწვდის დიაგნოზის დასასმელად და მკურნალობის დასაგეგმად საჭირო დეტალურ ინფორმაციას. რიგ შემთხვევებში კომპიუტერული ტომოგრაფია CT/კტ, კვლევის მიზნით დაგეგმილი ოპერაციების თავიდან აცილების შესაძლებლობასაც იძლევა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია CT/კტ, მაიონიზებელ გამოსხივებასთან კონტაქტის გარკვეულ საფრთხეს ქმნის, რაც შესაძლოა ზრდიდეს სიმსივნის განვითარების ალბათობას სიცოცხლის განმავლობაში, ამიტომ აუცილებელია, რომ კვლევა ჩატარდეს პროფესიონალის მიერ და ტომოგრაფი გამოყენებულ იქნეს სათანადოდ, ყველა წესის დაცვით!

გასათვალისწინებელია, რომ იმ უახლეს ტომოგრაფებს, რომლებითაც "ავერსის კლინიკა" არის აღჭურვილი, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, აქვს 80%-ით შემცირებული დასხივება.

ეს ფაქტორი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვებში, რადგან ისინი მეტად მოწყვლადნი არიან რადიაციული ეფექტების მიმართ.

რა არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა)?

თანამედროვე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა) პრაქტიკულად ყველა ორგანოს კვლევის დროს გამოიყენება, გარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ფილტვებისა, თუმცა ფილტვების მრტ კვლევასაც მიმართავენ საჭიროებისამებრ, რიგ შემთხვევებში.

რა განსხვავებაა 1.5 და 3 ტესლა სიმძლავირის მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფებს შორის?

როდესაც საქმე ეხება ზოგად გამოსახულებას (არა დეტალურს) 1.5 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი (MRI/მრტ) საუკეთესოა, ხოლო მაშინ როდესაც საქმე ეხება მცირე სტრუქტურებსა და დეტალურ სურათს (მაგ. თავის ტვინი, თვალი, ყური, მცირე სახსრები) - 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი (MRI/მრტ) იდეალური სადიაგნოსტიკო საშუალებაა.

პაციენტის უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის აუცილებელია კვლევა დანიშნოს პროფესიონალმა და მანვე გადაწყვიტოს თუ რომელი სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ/MRI) კვლევაა მიზანშეწონილი პაციენტისთვის!

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ/MRI) ერთ-ერთი სახეა ფუნქციური მრტ, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ტვინის სხვადასხვა უბნის სისხლის მიმოქცევის შესახებ. მისი მეშვეობით ასევე ფასდება თავის ტრავმისა და სხვა პათოლოგიების, მაგალითად ალცჰაიმერის დაავადების შედეგად განვითარებული დაზიანება.

  • მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი (მრტ/MRI), კომპიუტერული ტომოგრაფისგან (კტ/CT) განსხვავებით ქსოვილთა ტიპებს შორის უფრო ზუსტ განსხვავებას გვიჩვენებს.
  • მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ/MRI), , კომპიუტერული ტომოგრაფიისგან (კტ/CT) განსხვავებით არ იყენებს პოტენციურად მავნე მაიონიზებელ გამოსხივებას, რაც ამ მეთოდს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს. გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
  • თუმცა მრტ-ს შემთხვევაში ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტები კლაუსტროფობიის (დახურული სივრცის შიში) გამო თავს არიდებენ კვლევას. "ავერსის კლინიკაში" არსებული მსოფლიო სტანდარტის, 1.5 და 3.0 ტესლა სიმძლავრის აპარატები კი საშუალებას გვაძლევენ პაციენტს შემცირებული კვლევის ხანგრძლივობასთან ერთად, მეტი კომფორტი შევუქმნათ - პაციენტს საშუალება აქვს კვლევის პროცესში, სპეციალურ მონიტორზე უყუროს მისთვის სასურველ ვიდეოს და მოუსმინოს მუსიკას - ეს ფუნქცია სტატისტიკურად 70%-ით ამცირებს კლაუსტროფობიას, 80%-ით კი ანესთეზიის გამოყენების საჭიროებას.

კვლევის პროცესი

  • ორივე კვლევის შემთხვევაში პაციენტი წვება მოძრავ საწოლზე, რომელიც მრგვალი ღიობისკენ მოძრაობს.
  • მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ იმოძრაოს ზედმეტად, რათა გამოსახულება იყოს სუფთა და ზუსტი.
  • მრტ კვლევა, კტ კვლევისგან განსხვავებით შედარებით ხმაურიანია, ამიტომ პაციენტს უკეთდება ყურსასმენები და აპარატში არსებული ეკრანის საშუალებით, აქვს შესაძლებლობა უყუროს სასურველ ვიდეოს ან ფილმს.

შეჯამება

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ კვლევა) და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა) კვლევის მეთოდებია, მათ აქვთ მსგავსი გამოყენება, მაგრამ აქვთ გამოსახულების მიღების სხვადასხვა ტექნიკა. კომპიუტერული ტომოგრაფი იყენებს რენტგენის სხივებს, ხოლო მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი - მაგნიტებსა და რადიოტალღებს.

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ კვლევა) უკეთესია დიდი უბნებისთვის, ხოლო მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა) გვაძლევს შესამოწმებელი ქსოვილის უკეთეს, მაღალი გარჩევადობით სურათს. ორივეს აქვს რისკი, მაგრამ საბოლოო ჯამში უსაფრთხო პროცედურებად მიიჩნევა და უალტერნატივოა დიაგნოსტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

დაიმახსოვრეთ, რომ კვლევის მეთოდი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იქნეს შერჩეული!

R