მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
CT/კტ კვლევა - როდის არის საჭირო მისი ჩატარება და რა უნდა ვიცოდეთ
CT/კტ კვლევა - როდის არის საჭირო მისი ჩატარება და რა უნდა ვიცოდეთ

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია კტ (CT) არის დი­აგ­ნოს­ტი­კის მე­თო­დი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს რენტგე­ნის სხი­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ კვლე­ვას. მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ტყორ­ცნი­ლი სხი­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი გვაძ­ლევს სამ გან­ზო­მი­ლე­ბი­ან გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია და დი­აგ­ნოს­ტი­კა უფრო მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ექიმ­მა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (CT/კტ) სხვა­დას­ხვა მიზ­ნით შე­იძ­ლე­ბა და­გი­ნიშ­ნოთ:

  • კუნ­თე­ბი­სა და ძვლე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის (მა­გა­ლი­თად, ძვლის სიმ­სივ­ნის ან მო­ტე­ხი­ლო­ბის);
  • სიმ­სივ­ნის, ინ­ფექ­ცი­ის ან თრომ­ბის მდე­ბა­რე­ო­ბის და გავ­რცე­ლე­ბის და­სად­გე­ნად;
  • ისე­თი პრო­ცე­დუ­რე­ბის და­გეგ­მვის­თვის, რო­გო­რიც არის ქი­რურ­გია, ბი­ოფ­სია და სხი­ვუ­რი თე­რა­პია;
  • ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის კონ­ტრო­ლის­თვის, რო­გო­რი­ცაა კიბო, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა, ფილ­ტვის კვან­ძე­ბი და ღვიძ­ლის სიმ­სივ­ნე;
  • მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის (მაგ. კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბი­სას) და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მა­ღა­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ით ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის.

რა რის­კე­ბი უკავ­შირ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას (CT/კტ)?

რა­დი­ა­ცი­უ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა

CT/კტ - კვლე­ვის დროს პა­ცი­ენტს იო­ნურ გა­მოს­ხი­ვე­ბას­თან უწევს კონ­ტაქ­ტი, რა­დი­ა­ცი­ის ეს მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა სა­მო­მავ­ლოდ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა დიდი დო­ზით მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ზო­გა­დად, CT/კტ - კვლე­ვის დროს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რა­დი­ა­ცი­ის დოზა შე­და­რე­ბით უფრო დი­დია, ვიდ­რე რენტგე­ნის გა­და­ღე­ბის დროს, თუმ­ცა სწო­რედ ეს შე­და­რე­ბით დიდი დოზა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია ბევ­რად უფრო დე­ტა­ლურ შე­დე­გებს იძ­ლე­ვა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, CT/კტ - კვლე­ვის­გან მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი აღე­მა­ტე­ბა მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მცი­რე პო­ტენ­ცი­ურ რისკს. ექი­მე­ბი, რო­გორც წესი, რა­დი­ა­ცი­ას იყე­ნე­ბენ მაქ­სი­მა­ლუ­რად მცი­რე დო­ზით სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. ასე­ვე, რაც უფრო ახა­ლი და სწრა­ფია ტო­მოგ­რა­ფი, მით უფრო მცი­რე დო­ზით იყე­ნებს რა­დი­ა­ცი­ას, ძველ აპა­რატ­თან შე­და­რე­ბით.

„ავერ­სის კლი­ნი­კა­ში“ არ­სე­ბუ­ლი Canon – Aquilion One/Genesis კი უახ­ლე­სი მო­დე­ლის, 640-შრი­ა­ნი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია. იგი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, რის გა­მოც ახა­სი­ა­თებს:

  • 80%-ით შემ­ცი­რე­ბუ­ლი დას­ხი­ვე­ბა;
  • კვლე­ვის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ხან­გრძლი­ვო­ბა (რამ­დე­ნი­მე წამი სჭირ­დე­ბა კვლე­ვის­თვის);
  • უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა 0.5 მმ სი­ზუს­ტით.

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფის (CT/კტ) სხვა ბე­ნე­ფი­ტე­ბი:

ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა;მე­ტა­ლის იმპლან­ტის არ­ტე­ფაქ­ტე­ბის მოხ­სნის ფუნ­ქცია;გუ­ლის მკვე­ბა­ვი სის­ხლძარ­ღვე­ბის, კო­რო­ნა­რე­ბის შე­ვიწ­რო­ვე­ბის (სტე­ნო­ზის) ხა­რის­ხის და ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ფო­ლა­ქე­ბის შე­ფა­სე­ბა - კტ კო­რო­ნა­როგ­რა­ფია.

საფრ­თხე ორ­სულ­თათ­ვის

პა­ცი­ენ­ტის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ექიმს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია. ორ­სუ­ლო­ბი­სას კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. ორ­სუ­ლის­თვის ექიმ­მა შე­საძ­ლოა, სხვაგ­ვა­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა მი­იჩ­ნი­ოს უმ­ჯო­ბე­სად, მა­გა­ლი­თად, ულტრაბ­გე­რი­თი ან მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის, რათა ნა­ყო­ფის დას­ხი­ვე­ბას აა­რი­დოს თავი.

რე­აქ­ცია კონ­ტრას­ტზე

ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვე­ბის დროს ექიმ­მა, შე­საძ­ლოა, სპე­ცი­ა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის - კონ­ტრას­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცია მოგ­ცეთ. კონ­ტრას­ტი წარ­მო­ად­გენს ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მელ­საც ან ხსნა­რის (სი­თხის) სა­ხით და­ლევთ ან თქვენს ორ­გა­ნიზ­მში შე­იყ­ვა­ნენ ინ­ტრა­ვე­ნუ­რად კვლე­ვის პრო­ცეს­ში.

კონ­ტრას­ტზე რე­აქ­ცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მეტ­წი­ლად სუს­ტია და გა­მო­ნა­ყა­რით ან ქა­ვი­ლით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში კი შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი ალერ­გია (ანა­ფი­ლაქ­სია) გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ, ექიმს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა უთხრათ თუკი ოდეს­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია გქო­ნი­ათ, კონ­ტრას­ტზე ან იო­დის შემ­ცველ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე.

დე­ტა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც „ავერ­სის კლი­ნი­კის“ კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფებს ახა­სი­ა­თებთ:

  • გვაძ­ლე­ვენ სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას და­ბა­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბით კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის დროს, რაც მე­ტად სა­სარ­გებ­ლოა იმ პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს უწევთ რუ­ტი­ნუ­ლად კტ კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა;
  • კტ-ან­გი­ოგ­რა­ფი­ის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - მცი­რე კა­ლიბ­რის სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად;
  • ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი - პა­ცი­ენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ (ასა­კი, წონა, სქე­სი) აპა­რა­ტი თვი­თონ არ­ჩევს გა­და­ღე­ბის რე­ჟიმს და იძ­ლე­ვა პა­ცი­ენ­ტის ნაკ­ლე­ბი დას­ხი­ვე­ბით მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც რა­დი­ო­ლოგს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა შეძ­ლოს;
  • თა­ვის ტვი­ნის, ღვიძ­ლის, ფილ­ტვე­ბის პერ­ფუ­ზი­ის უმოკ­ლეს დრო­ში ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა;
  • Semar პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით ლი­თო­ნის არ­ტე­ფაქ­ტე­ბის მოხ­სნა და იმპლან­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი;
  • აპა­რა­ტე­ბი შექ­მნი­ლია მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, შე­საძ­ლე­ბე­ლია 0.5მმ-იანი ჭრი­ლე­ბის სი­ზუს­ტით გა­მოკ­ვლე­ვა;
  • ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის კვლე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა (და­მო­კი­დე­ბუ­ლია სხვა ფაქ­ტო­რებ­ზეც და ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­სურ­ვე­ლია კვლე­ვამ­დე პა­ცი­ენ­ტი მო­ვი­დეს კლი­ნი­კა­ში);
  • გა­ნი­ე­რი და მოკ­ლე გვი­რა­ბი - რაც მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლია კლა­უსტრო­ფო­ბი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

CT/კტ კვლევა - როდის არის საჭირო მისი ჩატარება და რა უნდა ვიცოდეთ

CT/კტ კვლევა - როდის არის საჭირო მისი ჩატარება და რა უნდა ვიცოდეთ

კომპიუტერული ტომოგრაფია კტ (CT) არის დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს რენტგენის სხივებზე დაფუძნებულ კვლევას. მრავალი სხვადასხვა მიმართულებით გატყორცნილი სხივების საშუალებით კომპიუტერული ტომოგრაფი გვაძლევს სამ განზომილებიან გამოსახულებას, რისი მეშვეობითაც ვიზუალიზაცია გამარტივებულია და დიაგნოსტიკა უფრო მაღალი სიზუსტით არის შესაძლებელი.

ექიმმა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ) სხვადასხვა მიზნით შეიძლება დაგინიშნოთ:

  • კუნთებისა და ძვლების პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის (მაგალითად, ძვლის სიმსივნის ან მოტეხილობის);
  • სიმსივნის, ინფექციის ან თრომბის მდებარეობის და გავრცელების დასადგენად;
  • ისეთი პროცედურების დაგეგმვისთვის, როგორიც არის ქირურგია, ბიოფსია და სხივური თერაპია;
  • ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მიმდინარეობის კონტროლისთვის, როგორიცაა კიბო, გულის დაავადება, ფილტვის კვანძები და ღვიძლის სიმსივნე;
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის (მაგ. კიბოს მკურნალობისას) და შინაგანი ორგანოების დაზიანებების მაღალი რეზოლუციით ვიზუალიზაციისთვის.

რა რისკები უკავშირდება კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT/კტ)?

რადიაციული გამოსხივება

CT/კტ - კვლევის დროს პაციენტს იონურ გამოსხივებასთან უწევს კონტაქტი, რადიაციის ეს მცირე რაოდენობა სამომავლოდ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დიდი დოზით მიღება არ არის რეკომენდებული. ზოგადად, CT/კტ - კვლევის დროს გამოყენებული რადიაციის დოზა შედარებით უფრო დიდია, ვიდრე რენტგენის გადაღების დროს, თუმცა სწორედ ეს შედარებით დიდი დოზა განაპირობებს იმას, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია ბევრად უფრო დეტალურ შედეგებს იძლევა.

საერთო ჯამში, CT/კტ - კვლევისგან მიღებული სარგებელი აღემატება მასთან დაკავშირებულ მცირე პოტენციურ რისკს. ექიმები, როგორც წესი, რადიაციას იყენებენ მაქსიმალურად მცირე დოზით საჭირო სამედიცინო ინფორმაციის მისაღებად. ასევე, რაც უფრო ახალი და სწრაფია ტომოგრაფი, მით უფრო მცირე დოზით იყენებს რადიაციას, ძველ აპარატთან შედარებით.

„ავერსის კლინიკაში“ არსებული Canon – Aquilion One/Genesis კი უახლესი მოდელის, 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია. იგი ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი, რის გამოც ახასიათებს:

  • 80%-ით შემცირებული დასხივება;
  • კვლევის შემცირებული ხანგრძლივობა (რამდენიმე წამი სჭირდება კვლევისთვის);
  • უმაღლესი ხარისხის გამოსახულება 0.5 მმ სიზუსტით.

კომპიუტერული ტომოგრაფის (CT/კტ) სხვა ბენეფიტები:

ჭარბწონიანი პაციენტების გამოკვლევის საშუალება;მეტალის იმპლანტის არტეფაქტების მოხსნის ფუნქცია;გულის მკვებავი სისხლძარღვების, კორონარების შევიწროვების (სტენოზის) ხარისხის და ათეროსკლეროზული ფოლაქების შეფასება - კტ კორონაროგრაფია.

საფრთხე ორსულთათვის

პაციენტის ორსულობის შესახებ ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ორსულობისას კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის რეკომენდებული. ორსულისთვის ექიმმა შესაძლოა, სხვაგვარი კვლევის ჩატარება მიიჩნიოს უმჯობესად, მაგალითად, ულტრაბგერითი ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, რათა ნაყოფის დასხივებას აარიდოს თავი.

რეაქცია კონტრასტზე

ზოგიერთი შემთხვევების დროს ექიმმა, შესაძლოა, სპეციალური ნივთიერების - კონტრასტის გამოყენების რეკომენდაცია მოგცეთ. კონტრასტი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელსაც ან ხსნარის (სითხის) სახით დალევთ ან თქვენს ორგანიზმში შეიყვანენ ინტრავენურად კვლევის პროცესში.

კონტრასტზე რეაქციების უმრავლესობა მეტწილად სუსტია და გამონაყარით ან ქავილით გამოიხატება. იშვიათ შემთხვევებში კი შესაძლოა სერიოზული ალერგია (ანაფილაქსია) გამოიწვიოს. ამიტომ, ექიმს აუცილებლად უნდა უთხრათ თუკი ოდესმე ალერგიული რეაქცია გქონიათ, კონტრასტზე ან იოდის შემცველ საშუალებებზე.

დეტალური უპირატესობები, რომლებიც „ავერსის კლინიკის“ კომპიუტერულ ტომოგრაფებს ახასიათებთ:

  • გვაძლევენ საუკეთესო გამოსახულებას დაბალი გამოსხივებით კვლევის ჩატარების დროს, რაც მეტად სასარგებლოა იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებების დროს უწევთ რუტინულად კტ კვლევების ჩატარება;
  • კტ-ანგიოგრაფიის ჩატარების შესაძლებლობა - მცირე კალიბრის სისხლძარღვების შესაფასებლად;
  • ხელოვნური ინტელექტი - პაციენტის მონაცემების შეყვანის შემდეგ (ასაკი, წონა, სქესი) აპარატი თვითონ არჩევს გადაღების რეჟიმს და იძლევა პაციენტის ნაკლები დასხივებით მაღალი ხარისხის ინფორმაციას, რაც რადიოლოგს შესაძლებლობას აძლევს მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირება შეძლოს;
  • თავის ტვინის, ღვიძლის, ფილტვების პერფუზიის უმოკლეს დროში ჩატარების შესაძლებლობა;
  • Semar პროგრამის დახმარებით ლითონის არტეფაქტების მოხსნა და იმპლანტების მდგომარეობის შეფასებაა შესაძლებელი;
  • აპარატები შექმნილია მაღალი ხარისხის გამოსახულების მისაღებად, შესაძლებელია 0.5მმ-იანი ჭრილების სიზუსტით გამოკვლევა;
  • ჭარბწონიანი პაციენტების კვლევის შესაძლებლობა (დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც და ამ შემთხვევაში სასურველია კვლევამდე პაციენტი მოვიდეს კლინიკაში);
  • განიერი და მოკლე გვირაბი - რაც მეტად კომფორტულია კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის.

R