მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსებზე ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა
KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსებზე ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის, ეთი­კუ­რი ჰა­კე­რი­სა და ეთი­კუ­რი ჰა­კე­რის პრაქ­ტი­კულ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე მსმე­ნე­ლე­ბის მე­სა­მე ნა­კა­დის მი­ღე­ბას აცხა­დებს.

კურ­სე­ბი KIU-ში 2023 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ისი­ნი გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც დამ­წყებ­თათ­ვის (კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი), ისე სა­შუ­ა­ლო რგო­ლი­სა (ეთი­კუ­რი ჰა­კე­რი) და გა­მოც­დი­ლი (ეთი­კუ­რი ჰა­კე­რის პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სი) სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის.

კურ­სე­ბის მი­ზა­ნია კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის დარ­გში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სა­მუ­შაო ძა­ლის, ასე­ვე და­საქ­მე­ბის ბა­ზა­რის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა. USAID-ისა და KIU-ს ერ­თობ­ლივ­მა პრო­ექ­ტმა მი­აღ­წია თვალ­სა­ჩი­ნო შე­დე­გებს. დღეს KIU-ს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არა მხო­ლოდ აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას, არა­მედ წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ო­ბენ და იყე­ნე­ბენ მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. პროგ­რა­მა უკვე გა­ი­ა­რა 350-მდე მო­ნა­წი­ლემ, მათ­გან თით­ქმის 50% ქა­ლია.

გა­სულ წელს KIU გახ­და აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი EC-Council-ის, მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ტექ­ნი­კუ­რი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ორ­გა­ნოს აკა­დე­მი­უ­რი პარტნი­ო­რი.

კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის კურ­სებ­ზე სწავ­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე (აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­გლი­სუ­რი ენის B1 დო­ნე­ზე ცოდ­ნა) ჰიბ­რი­დულ რე­ჟიმ­ში, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუს­ში და ონ­ლა­ინ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ EC-Council-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დის ვა­უ­ჩერს.

EC Council არის მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ტექ­ნი­კუ­რი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია. იგი საქ­მი­ა­ნობს გლო­ბა­ლუ­რად, 145 ქვე­ყა­ნა­ში და EC Council-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი გახ­ლავთ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის დარ­გში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის დას­ტუ­რი.

კურ­სე­ბი არის უფა­სო და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია KIU-ს და USAID-ის ხუ­თწ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის - „დამ­საქ­მებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში.

სა­გა­ზა­ფხუ­ლო ტრე­ნინ­გე­ბი ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე ცხად­დე­ბა მო­ნა­წი­ლე­თა მი­ღე­ბა კი­ბე­რუს­ფარ­თხო­ე­ბის სა­ფუძ­ვლებ­ზე. სწავ­ლა 18 აპ­რი­ლი­დან, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში და­ი­წყე­ბა, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის იხი­ლეთ

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსებზე ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა

KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსებზე ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კიბერუსაფრთხოების საფუძვლების, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკულ სასწავლო კურსებზე მსმენელების მესამე ნაკადის მიღებას აცხადებს.

კურსები KIU-ში 2023 წლიდან ხორციელდება და ისინი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის (კიბერუსაფრთხოების საფუძვლები), ისე საშუალო რგოლისა (ეთიკური ჰაკერი) და გამოცდილი (ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი) სპეციალისტებისთვის.

კურსების მიზანია კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის, ასევე დასაქმების ბაზარის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება. USAID-ისა და KIU-ს ერთობლივმა პროექტმა მიაღწია თვალსაჩინო შედეგებს. დღეს KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგის მონაწილეები არა მხოლოდ აგრძელებენ სწავლას, არამედ წარმატებით მუშაობენ და იყენებენ მიღებულ განათლებას საკუთარ საქმიანობაში. პროგრამა უკვე გაიარა 350-მდე მონაწილემ, მათგან თითქმის 50% ქალია.

გასულ წელს KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.

კიბერუსაფრთხოების კურსებზე სწავლება ხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე (აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა) ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ. წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ EC-Council-ის საერთაშორისო გამოცდის ვაუჩერს.

EC Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაცია. იგი საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში და EC Council-ის საერთაშორისო სერტიფიკატი გახლავთ კიბერუსაფრთხოების დარგში მაღალი კვალიფიკაციის დასტური.

კურსები არის უფასო და დაფინანსებულია KIU-ს და USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.

საგაზაფხულო ტრენინგები ეტაპობრივად დაიწყება. პირველ ეტაპზე ცხადდება მონაწილეთა მიღება კიბერუსფართხოების საფუძვლებზე. სწავლა 18 აპრილიდან, ონლაინ რეჟიმში დაიწყება, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ

NS