სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიდრე ადამიანი ძაღლს მოიშინაურებდა, მანამდე მისი მეგობარი მელა იყო? - უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც შინაურ ცხოველებზე წარმოდგენას ცვლის
ვიდრე ადამიანი ძაღლს მოიშინაურებდა, მანამდე მისი მეგობარი მელა იყო? - უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც შინაურ ცხოველებზე წარმოდგენას ცვლის

ახა­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი აღ­მო­ჩე­ნის მი­ხედ­ვით, მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ძაღ­ლე­ბის მო­ში­ნა­უ­რე­ბამ­დე, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის მე­გობ­რე­ბი მე­ლი­ე­ბი იყ­ვნენ.

არ­გენ­ტი­ნა­ში, 1500 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი საფ­ლა­ვის გა­თხრის შემ­დეგ, მეც­ნი­ე­რე­ბი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ. მათ ნა­ხეს, რომ სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მარ­ხებ­ში, ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მე­ლი­ე­ბიც იყ­ვნენ და­მარ­ხულ­ნი.

არ­ქე­ო­ლო­გე­ბის აზ­რით, ამ საქ­ცი­ე­ლის ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო ახ­სნა ისაა, რომ არ­გენ­ტი­ნის ამ ნა­წილ­ში მე­ლი­ას, რო­გორც კომ­პა­ნი­ონს, ან ში­ნა­ურ ცხო­ველს, დიდ პა­ტივს სცემ­დნენ. კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ეს მე­ლია პრე­ის­ტო­რი­ულ მო­ნა­დი­რე­ებ­თან ერ­თად იკ­ვე­ბე­ბო­და და ბა­ნა­კის შიდა წრეს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და.

  • მელა, რო­მელ­საც Dusicyon avus ეწო­დე­ბა, სა­შუ­ა­ლო ზო­მის იყო და 10-15 კგ-მდე იწო­ნი­და. ის და­ახ­ლო­ე­ბით 500 წლის წინ გა­და­შენ­და, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი წლის შემ­დეგ, რაც პა­ტა­გო­ნი­ა­ში ძაღ­ლე­ბი მო­ა­ში­ნა­უ­რეს.

და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ, არ­გენ­ტი­ნის სხვა ნა­წილ­ში, ბევ­რად უფრო ძველ საფ­ლავ­ში იმა­ვე სა­ხე­ო­ბის მელა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მისი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი მა­შინ არ­ქე­ო­ლო­გებს არ გა­უ­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ათ, თუმ­ცა ახლა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ის სა­ხე­ო­ბაც ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი იყო. "ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი აღ­მო­ჩე­ნაა. რო­გორც ჩანს, ამ მე­ლას მო­ნა­დი­რე-შემგრო­ვე­ბელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და. ვფიქ­რობ, მხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რი არ იყო მათი კავ­ში­რი და ეს მე­გობ­რო­ბას უფრო ჰგავს",- ამ­ბობს ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რი, ოფე­ლი ლებ­რა­სე­რი.

ვე­ლუ­რი მე­ლას კბი­ლე­ბი არ­გენ­ტი­ნა­სა და პე­რუს უძ­ვე­ლეს სა­მარ­ხებ­ში­ცაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ცხო­ველს სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა უნდა ჰქო­ნო­და, მაგ­რამ მსოფ­ლიო არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ის­ტო­რი­ა­ში ადა­მი­ა­ნის საფ­ლავ­ში მე­ლას თით­ქმის მთლი­ა­ნი ჩონ­ჩხის აღ­მო­ჩე­ნა ძალ­ზე იშ­ვი­ა­თი რა­მაა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

შეიძლება ადრე მართლაც იყო მელა ადამიანის მეგობარი, მაგრამ საწყალი მელა მიხვდა რომ ადამიანი მასზე უფრო მეტი მელაა და გაეცალა. საწყალმა ცხოველმა ტყეს შეაფარა თავი. 

Marvel
0

მე მაგრად მიყვარს მელა,ულამაზესია და სასაცილო ხმა აქვს :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ვიდრე ადამიანი ძაღლს მოიშინაურებდა, მანამდე მისი მეგობარი მელა იყო? - უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც შინაურ ცხოველებზე წარმოდგენას ცვლის

ვიდრე ადამიანი ძაღლს მოიშინაურებდა, მანამდე მისი მეგობარი მელა იყო? - უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც შინაურ ცხოველებზე წარმოდგენას ცვლის

ახალი არქეოლოგიური აღმოჩენის მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ძაღლების მოშინაურებამდე, ჩვენი წინაპრების მეგობრები მელიები იყვნენ.

არგენტინაში, 1500 წლით დათარიღებული საფლავის გათხრის შემდეგ, მეცნიერები საკმაოდ საინტერესო სურათის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ ნახეს, რომ სამხრეთ ამერიკელი ადამიანების სამარხებში, ადამიანებთან ერთად მელიებიც იყვნენ დამარხულნი.

არქეოლოგების აზრით, ამ საქციელის ყველაზე სარწმუნო ახსნა ისაა, რომ არგენტინის ამ ნაწილში მელიას, როგორც კომპანიონს, ან შინაურ ცხოველს, დიდ პატივს სცემდნენ. კვლევა აჩვენებს, რომ ეს მელია პრეისტორიულ მონადირეებთან ერთად იკვებებოდა და ბანაკის შიდა წრეს მიეკუთვნებოდა.

  • მელა, რომელსაც Dusicyon avus ეწოდება, საშუალო ზომის იყო და 10-15 კგ-მდე იწონიდა. ის დაახლოებით 500 წლის წინ გადაშენდა, რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, რაც პატაგონიაში ძაღლები მოაშინაურეს.

დაახლოებით 10 წლის წინ, არგენტინის სხვა ნაწილში, ბევრად უფრო ძველ საფლავში იმავე სახეობის მელა აღმოაჩინეს. მისი კვების რაციონი მაშინ არქეოლოგებს არ გაუანალიზებიათ, თუმცა ახლა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ის სახეობაც შინაური ცხოველი იყო. "ეს ძალიან იშვიათი აღმოჩენაა. როგორც ჩანს, ამ მელას მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. ვფიქრობ, მხოლოდ სიმბოლური არ იყო მათი კავშირი და ეს მეგობრობას უფრო ჰგავს",- ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი, ოფელი ლებრასერი.

ველური მელას კბილები არგენტინასა და პერუს უძველეს სამარხებშიცაა აღმოჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ცხოველს სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, მაგრამ მსოფლიო არქეოლოგიურ ისტორიაში ადამიანის საფლავში მელას თითქმის მთლიანი ჩონჩხის აღმოჩენა ძალზე იშვიათი რამაა.

წყარო: bbc

მოამზადა ანა სიბოშვილმა