მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას დამოუკიდებლად: 5 აპრობირებული მეთოდი
როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას დამოუკიდებლად: 5 აპრობირებული მეთოდი

დეპ­რე­სი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა - ეს არის ყო­ველ­დღი­უ­რი სტრა­ტე­გია და არა რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი ან თვი­ა­ნი ტაქ­ტი­კა. ეს არის მთე­ლი კომ­პლექ­სი, რომ­ლის თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტი თა­ვი­სე­ბუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რია. დეპ­რე­სი­ის მკურ­ნა­ლო­ბის საკ­ვან­ძო მო­მენ­ტი ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლაა. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი, თა­ვის მხრივ, სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლი­სა­გან შემ­დგარ პროგ­რა­მას მო­ი­ცავს.

1. გა­მო­ი­ძი­ნეთ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძი­ლის დარ­ღვე­ვა დეპ­რე­სი­ის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ერთ-ერთი სიმპტო­მია, მან თა­ვად შე­იძ­ლე­ბა და­ამ­ძი­მოს და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. დეპ­რე­სი­ით შე­პყრო­ბილ­თა ნა­წილს მუდ­მი­ვად ძი­ლი­ა­ნო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, ნა­წილს კი, პი­რი­ქით - უძი­ლო­ბა აწუ­ხებს. ორი­ვე პრობ­ლე­მა მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბოა. უძი­ლო­ბით შე­წუ­ხე­ბულ­თათ­ვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ერ­თსა და იმა­ვე დროს და­წო­ლა (და­ძი­ნე­ბა) და ად­გო­მა (გაღ­ვი­ძე­ბა). დღი­სით მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­შე­კა­ვე­ბა და­ძი­ნე­ბი­სა და ამ ტი­პის წყნა­რი სა­ა­თის მო­წყო­ბი­სა­გან. სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი­დან აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ნივ­თე­ბის - კომ­პი­უ­ტე­რი­სა და ტე­ლე­ვი­ზო­რის მო­ცი­ლე­ბა, ძი­ლის წინ კი - ოთა­ხის გა­ნი­ა­ვე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა სუფ­თა ჰა­ერ­ზე (ღია სარ­კმლის პი­რო­ბებ­ში) ძილი. ჟანგბა­დის სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბა, გარ­და იმი­სა, რომ ხელს უწყობს ძი­ლის ნორ­მა­ლურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, მხნედ, ჯან­სა­ღად და კარგ გან­წყო­ბა­ზე გაღ­ვი­ძე­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს. მუდ­მი­ვად ძი­ლი­ა­ნო­ბა და აპა­თია დეპ­რე­სი­ის დროს ასე­ვე მკურ­ნა­ლო­ბის სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტია, თუმ­ცა პრაქ­ტი­კა ადას­ტუ­რებს, რომ ჯან­სა­ღი ძილი (თუნ­დაც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი) დეპ­რე­სი­ი­სას თა­ვი­სე­ბუ­რი მკურ­ნა­ლია და გა­ცი­ლე­ბით კარგ და და­დე­ბით შე­დეგს იძ­ლე­ვა, ვიდ­რე ძი­ლის აკ­რძალ­ვა.

(წიგ­ნე­ბის სე­რია 8 წიგ­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გან­კუთ­ვნი­ლია ყვე­ლას­თვის, ვინც ზრუ­ნავს სა­კუ­თარ და ოჯა­ხის წევრთა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. რვა­ტო­მე­ულ­ში გა­ეც­ნო­ბით პო­პუ­ლა­რულ ენა­ზე და­წე­რილ სრულ­ფა­სო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებ­სა და სინ­დრო­მებ­ზე, დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებ­ზე.)

2. ივარ­ჯი­შეთ

არა­ერ­თი გა­მოკ­ვლე­ვით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა ამაღ­ლებს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბას. ნორ­მის დროს ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვა­სა და გან­წყო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შო­რის პირ­და­პი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს. ამის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რი, და­წყე­ბუ­ლი ენ­დორ­ფი­ნე­ბის გა­მო­ყო­ფით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი კუნ­თე­ბის რე­ლაქ­სა­ცი­ი­თა (მო­დუ­ნე­ბით) და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის სპე­ცი­ფი­კუ­რად ნორ­მა­ლი­ზე­ბით. კარ­გი გან­წყო­ბი­სათ­ვის, ცხა­დია, მა­რა­თო­ნის გარ­ბე­ნა ან კი­დევ ინ­ტენ­სი­უ­რი სპორ­ტით დატ­ვირ­თვა სრუ­ლე­ბი­თაც არ არის სა­ჭი­რო. საკ­მა­რი­სია რე­გუ­ლა­რუ­ლად 30-წუ­თი­ა­ნი ვარ­ჯი­ში კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მა­ინც (თუ ყო­ველ­დღი­უ­რად არა), ცურ­ვა ან თუნ­დაც ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბა. ვარ­ჯი­შის სა­ხე­ო­ბე­ბი და ილე­თე­ბი ადა­მი­ან­მა თა­ვად შე­იძ­ლე­ბა შე­არ­ჩი­ოს. თუ ნე­ბის­ყო­ფა არ ჰყოფ­ნის, უბ­რა­ლოდ ფე­ხით სი­ა­რუ­ლი - სე­ირ­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც დეპ­რე­სი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვარ­ჯი­ში­სა და სა­უ­კე­თე­სო ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მიღ­წე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სუ­ლი­ე­რად დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან. ამ კა­ტე­გო­რი­ას სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ფი­ზი­კურ გა­დატ­ვირ­თვა­საც კი ურ­ჩე­ვენ. ფსი­ქი­კურ და­ძა­ბუ­ლო­ბას ინ­ტენ­სი­უ­რი ვარ­ჯი­ში და ფი­ზი­კუ­რი გა­და­ძაბ­ვა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ხსნის და სა­ბო­ლო­ოდ, ადა­მი­ან­ზე კარგ ეფექტს ახ­დენს! აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დეპ­რე­სი­ი­სა­გან თავ­დაღ­წე­ვის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა ცურ­ვა. თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, (უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში) დეპ­რე­სი­ით და­ა­ვა­დე­ბულ­მა შხა­პი მა­ინც უნდა მი­ი­ღოს ხში­რად. წყალს უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბა აქვს გან­მუხ­ტვი­სა და უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბის „ჩა­მო­ბა­ნის“ თვალ­საზ­რი­სით. გარ­და ამი­სა, თა­ვის და­ბა­ნი­სას ტვი­ნის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

(ტო­მე­ულ­ში ნა­ხავთ: 1 - ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია 2 - კარ­დი­ო­ლო­გია, ან­გი­ო­ლო­გია, პულ­მო­ნო­ლო­გია, ნარ­კო­ლო­გია 3 - გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გია 4 - მეან-გი­ნე­კო­ლო­გია, ურო­ლო­გია, ნეფ­რო­ლო­გია, სექ­სო­ლო­გია, ვე­ნე­რო­ლო­გია 5 - ოტო-რინო-რა­ნილ­გო­ლო­გია, ალერ­გო­ლო­გია, ოფ­თალ­მო­ლო­გია 6 - რევ­მა­ტო­ლო­გია, ორ­თო­პე­დია 7 - ნერ­ვო­ლო­გია, ონ­კო­ლო­გია, ჰე­მა­ტო­ლო­გია 8 - ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი).

3. მო­ი­წეს­რი­გეთ კვე­ბის რე­ჟი­მი

დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დი­ე­ტა არ არის გა­მო­ყო­ფი­ლი. თუმ­ცა­ღა ჯან­სა­ღი კვე­ბა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში დიდ როლს ას­რუ­ლებს დრო­უ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში. ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საკ­ვე­ბი, რომ­ლი­თაც ვიკ­ვე­ბე­ბით, გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი რა­ცი­ო­ნი შე­საძ­ლოა და­ეხ­მა­როს ადა­მი­ანს დეპ­რე­სი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში. პრო­ტე­ი­ნე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სას ორ­გა­ნიზ­მი ამინმჟა­ვე­ბით მდიდ­რდე­ბა. ამინმჟა­ვა თი­რო­ზი­ნი წარ­მოქ­მნის (სინ­თე­ზებს) გან­წყო­ბის რე­გუ­ლა­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ზრდი­ან აქ­ტი­ვო­ბას. ამი­ტო­მაც დეპ­რე­სი­ით და­ა­ვა­დე­ბულ­თა კვე­ბის რა­ცი­ონ­ში უხ­ვად უნდა იყოს: თევ­ზი, ქათ­მი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცი, კვერ­ცხი, ყვე­ლი, რძე, ხაჭო და პარ­კოს­ნე­ბი. გან­წყო­ბის კი­დევ ერთი რე­გუ­ლა­ტო­რი, სე­რო­ტო­ნი­ნი - გა­მო­ირ­ჩე­ვა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბით. მისი წარ­მოქ­მნი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნახ­შირ­წყლე­ბი, რომ­ლებ­საც შე­ი­ცავს პური, მა­კა­რო­ნის ნა­წარ­მი, ბრინ­ჯი, მარ­ცვლე­უ­ლი და ხილი. დი­ე­ტო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ეფექ­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად ნახ­შირ­წყლე­ბი­სა და პრო­ტე­ი­ნე­ბის მი­ღე­ბა ცალ-ცალ­კეა სა­სურ­ვე­ლი. ნახ­შირ­წყლებს უხ­ვად შე­ი­ცავს შა­ქა­რი. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ გან­წყო­ბას სა­გან­გე­ბოდ ამაღ­ლებს ტკბი­ლე­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით შო­კო­ლა­დი. შაქ­რის გარ­და, შო­კო­ლა­დი შე­ი­ცავს ცხი­მებს, რო­მე­ლიც, ორ­გა­ნიზ­მის კა­ლო­რი­ე­ბით მო­მა­რა­გე­ბას­თან ერ­თად, დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს. შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა­სა და მო­დუ­ნე­ბას ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მში C და B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაც. შე­სა­ბა­მი­სად, ძალ­თა მო­ზღვა­ვე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბის მო­მა­ტე­ბი­სათ­ვის სა­სურ­ვე­ლია C ვი­ტა­მი­ნით მდი­და­რი ას­კი­ლის, ციტ­რუ­სე­ბის, მწვა­ნე ჩაის, შავი მო­ცხა­რის, ოხ­რა­ხუ­შის, კომ­ბოს­ტოს მი­ღე­ბა. B3 ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს ხორ­ცი, ღვიძ­ლი, პარ­კოს­ნე­ბი, რძის ნა­წარ­მი.

(ეს წიგ­ნე­ბი დამ­ხმა­რე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ გა­მო­ად­გე­ბათ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და­წყე­ბი­თი კურ­სე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებს.)

4. იპო­ვეთ ჰობი

აუ­ცი­ლებ­ლად და­კავ­დით თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საქ­მით. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჰობი დეპ­რე­სი­ი­დან თავ­დაღ­წე­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამი­ტო­მაც თავს ძალა და­ა­ტა­ნეთ და შე­უ­დე­ქით საყ­ვა­რელ საქ­მეს (ქსო­ვეთ, კე­რეთ, ქარ­გეთ, ძერ­წეთ, ხა­ტეთ და ა. შ.), მო­დუნ­დით, გა­ხა­ლის­დით.

ცნო­ბი­ლია, რომ მოვ­ლე­ნე­ბი თუ საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წი­ნათ ადა­მი­ანს ახა­რებ­და, დეპ­რე­სი­ის დროს სრუ­ლე­ბი­თაც აღარ ახ­დენს მას­ზე ანა­ლო­გი­ურ გავ­ლე­ნას. ადა­მი­ა­ნი ერ­თგვა­რად „ცივი“, ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი ხდე­ბა მათ მი­მართ. დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ბევ­რი რამ „სუ­ლერ­თი ხდე­ბა“, ბევ­რი რამ აღარ ახა­რებს, აღარც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეჩ­ვე­ნე­ბა და აღარც რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს მას­ში. ეს ყო­ვე­ლი­ვე ის ერთ-ერთი ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რია, რო­მელ­საც ადა­მი­ანს დეპ­რე­სია შთა­ა­გო­ნებს. მთა­ვა­რია, დეპ­რე­სი­ა­ში მყოფ­მა ძა­ლე­ბი მო­იკ­რი­ბოს, თავს ძალა და­ა­ტა­ნოს და დღის წეს­რიგ­ში მის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო რა­ღა­ცე­ბი გა­ა­წე­სოს. ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯი უკვე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აა.

5. სი­ნათ­ლით და მუ­სი­კით მკურ­ნა­ლო­ბა

სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბის გარ­და, დეპ­რე­სი­ით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბუ­ნებ­რი­ვი სი­ნათ­ლის ნა­კადს. მზის სხი­ვე­ბი მა­ცო­ცხლე­ბელ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე მთლი­ა­ნად, ამაღ­ლებს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბას. სა­ერ­თოდ, ზამ­თრის დეპ­რე­სია სე­ზო­ნურ დეპ­რე­სი­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტი­პია. დად­გე­ნი­ლია, რომ ცუდი გა­ნა­თე­ბი­სას (მა­გა­ლი­თად, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, მზის სხი­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო) იზ­რდე­ბა ჰორ­მონ მე­ლა­ტო­ნი­ნის გა­მო­ყო­ფა. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ენერ­გი­ის შემ­ცი­რე­ბა­სა და ცუდ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე. ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, კაშ­კა­შა მზის დროს, მე­ლა­ტო­ნი­ნის გა­მო­ყო­ფა მცირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სი­ნათ­ლით თე­რა­პი­ას და­დე­ბი­თი ეფექ­ტი აქვს დეპ­რე­სი­ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში. ფან­ჯრე­ბი სქე­ლი ფარ­დე­ბით არ დატ­ვირ­თოთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უხ­სე­ნით კარი მკურ­ნალ მზის სხი­ვებს. მუ­სი­კა კე­თი­ლის­მყო­ფელ გავ­ლე­ნას ახ­დენს გან­წყო­ბა­სა და ხა­სი­ათ­ზე, რო­მელ­თა დარ­ღვე­ვე­ბიც სა­ფუძ­ვე­ლია სუ­ლი­ე­რი აშ­ლი­ლო­ბი­სა, რაც, თა­ვის მხრივ, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. დღეს ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ მუ­სი­კას შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვლა. ამი­ტო­მაც დეპ­რე­სი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­მა თვი­თონ­ვე უნდა უმ­კურ­ნა­ლონ სა­კუ­თარ თავს. და­ღო­ნე­ბუ­ლო­ბი­სა თუ მო­წყე­ნი­ლო­ბის ჟამს მა­ჟო­რუ­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნა კი არ უნდა და­ი­წყონ, არა­მედ თავ­და­პირ­ვე­ლად რა­ი­მე მე­ლო­დი­ურ და გრძნო­ბის­მი­ერ ჰან­გებ­ში ჩა­ი­ძი­რონ, შემ­დეგ კი სი­ცო­ცხლით სავ­სე, ხა­ლი­სი­ან მუ­სი­კას მო­უს­მი­ნონ. კარ­გი მუ­სი­კა უკ­ვა­ლოდ ფან­ტავს დარ­დსა და ნაღ­ველს, სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი - მთლი­ა­ნად დეპ­რე­სი­ას!

რვა­ვე ტო­მის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ ambebishop.ge-ზე

ფოტო გე­ნე­რი­რე­ბუ­ლია AI (ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის) მიერ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას დამოუკიდებლად: 5 აპრობირებული მეთოდი

როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას დამოუკიდებლად: 5 აპრობირებული მეთოდი

დეპრესიასთან გამკლავება - ეს არის ყოველდღიური სტრატეგია და არა რამდენიმეკვირიანი ან თვიანი ტაქტიკა. ეს არის მთელი კომპლექსი, რომლის თითოეული კომპონენტი თავისებურად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. დეპრესიის მკურნალობის საკვანძო მომენტი ცხოვრების წესის შეცვლაა. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, სხვადასხვა ნაწილისაგან შემდგარ პროგრამას მოიცავს.

1. გამოიძინეთ

მიუხედავად იმისა, რომ ძილის დარღვევა დეპრესიის დამახასიათებელი ერთ-ერთი სიმპტომია, მან თავად შეიძლება დაამძიმოს დაავადების მიმდინარეობა. დეპრესიით შეპყრობილთა ნაწილს მუდმივად ძილიანობა აღენიშნება, ნაწილს კი, პირიქით - უძილობა აწუხებს. ორივე პრობლემა მეტად საყურადღებოა. უძილობით შეწუხებულთათვის რეკომენდებულია ერთსა და იმავე დროს დაწოლა (დაძინება) და ადგომა (გაღვიძება). დღისით მაქსიმალურად თავშეკავება დაძინებისა და ამ ტიპის წყნარი საათის მოწყობისაგან. საძინებელი ოთახიდან აუცილებელია გამაღიზიანებელი ნივთების - კომპიუტერისა და ტელევიზორის მოცილება, ძილის წინ კი - ოთახის განიავება. განსაკუთრებით სასარგებლოა სუფთა ჰაერზე (ღია სარკმლის პირობებში) ძილი. ჟანგბადის სათანადო რაოდენობა, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს ძილის ნორმალურ მიმდინარეობას, მხნედ, ჯანსაღად და კარგ განწყობაზე გაღვიძებასაც უზრუნველყოფს. მუდმივად ძილიანობა და აპათია დეპრესიის დროს ასევე მკურნალობის სამიზნე ობიექტია, თუმცა პრაქტიკა ადასტურებს, რომ ჯანსაღი ძილი (თუნდაც გადაჭარბებული) დეპრესიისას თავისებური მკურნალია და გაცილებით კარგ და დადებით შედეგს იძლევა, ვიდრე ძილის აკრძალვა.

(წიგნების სერია 8 წიგნი ჯანმრთელობაზე განკუთვნილია ყველასთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე. რვატომეულში გაეცნობით პოპულარულ ენაზე დაწერილ სრულფასოვან ინფორმაციას ყველაზე გავრცელებულ დაავადებებსა და სინდრომებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე.)

2. ივარჯიშეთ

არაერთი გამოკვლევით დადასტურებულია, რომ ფიზიკური დატვირთვა ამაღლებს გუნება-განწყობას. ნორმის დროს ფიზიკურ დატვირთვასა და განწყობის გაუმჯობესებას შორის პირდაპირი დამოკიდებულება არსებობს. ამის განმაპირობებელია უამრავი ფაქტორი, დაწყებული ენდორფინების გამოყოფით, დამთავრებული კუნთების რელაქსაციითა (მოდუნებით) და ნივთიერებათა ცვლის სპეციფიკურად ნორმალიზებით. კარგი განწყობისათვის, ცხადია, მარათონის გარბენა ან კიდევ ინტენსიური სპორტით დატვირთვა სრულებითაც არ არის საჭირო. საკმარისია რეგულარულად 30-წუთიანი ვარჯიში კვირაში რამდენჯერმე მაინც (თუ ყოველდღიურად არა), ცურვა ან თუნდაც ველოსიპედით სეირნობა. ვარჯიშის სახეობები და ილეთები ადამიანმა თავად შეიძლება შეარჩიოს. თუ ნებისყოფა არ ჰყოფნის, უბრალოდ ფეხით სიარული - სეირნობა შეიძლება დაიწყოს. არის შემთხვევები, როდესაც დეპრესიით დაავადებულები, რეგულარულად ვარჯიშისა და საუკეთესო ფიზიკური მდგომარეობის მიღწევის მიუხედავად, სულიერად დათრგუნულები რჩებიან. ამ კატეგორიას სპეციალისტები ფიზიკურ გადატვირთვასაც კი ურჩევენ. ფსიქიკურ დაძაბულობას ინტენსიური ვარჯიში და ფიზიკური გადაძაბვა ყველა შემთხვევაში ხსნის და საბოლოოდ, ადამიანზე კარგ ეფექტს ახდენს! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეპრესიისაგან თავდაღწევის ყველაზე კარგი საშუალებაა ცურვა. თუ ამის საშუალება არ არის, (უკიდურეს შემთხვევაში) დეპრესიით დაავადებულმა შხაპი მაინც უნდა მიიღოს ხშირად. წყალს უნიკალური თვისება აქვს განმუხტვისა და უარყოფითი ემოციების „ჩამობანის“ თვალსაზრისით. გარდა ამისა, თავის დაბანისას ტვინის სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება.

(ტომეულში ნახავთ: 1 - ენდოკრინოლოგია 2 - კარდიოლოგია, ანგიოლოგია, პულმონოლოგია, ნარკოლოგია 3 - გასტროენტეროლოგია 4 - მეან-გინეკოლოგია, უროლოგია, ნეფროლოგია, სექსოლოგია, ვენეროლოგია 5 - ოტო-რინო-რანილგოლოგია, ალერგოლოგია, ოფთალმოლოგია 6 - რევმატოლოგია, ორთოპედია 7 - ნერვოლოგია, ონკოლოგია, ჰემატოლოგია 8 - ყველაზე გავრცელებული სიმპტომები).

3. მოიწესრიგეთ კვების რეჟიმი

დეპრესიაში მყოფი პაციენტებისათვის განსაკუთრებული დიეტა არ არის გამოყოფილი. თუმცაღა ჯანსაღი კვება ნებისმიერ შემთხვევაში დიდ როლს ასრულებს დროულად გამოჯანმრთელებაში. ისიც აღსანიშნავია, რომ საკვები, რომლითაც ვიკვებებით, გავლენას ახდენს ჩვენს გუნება-განწყობაზე. შესაბამისად, სწორად შერჩეული რაციონი შესაძლოა დაეხმაროს ადამიანს დეპრესიასთან გამკლავებაში. პროტეინებით მდიდარი საკვების მიღებისას ორგანიზმი ამინმჟავებით მდიდრდება. ამინმჟავა თიროზინი წარმოქმნის (სინთეზებს) განწყობის რეგულატორებს, რომლებიც ზრდიან აქტივობას. ამიტომაც დეპრესიით დაავადებულთა კვების რაციონში უხვად უნდა იყოს: თევზი, ქათმისა და საქონლის ხორცი, კვერცხი, ყველი, რძე, ხაჭო და პარკოსნები. განწყობის კიდევ ერთი რეგულატორი, სეროტონინი - გამოირჩევა დამამშვიდებელი მოქმედებით. მისი წარმოქმნისათვის აუცილებელია ნახშირწყლები, რომლებსაც შეიცავს პური, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი, მარცვლეული და ხილი. დიეტოლოგების რეკომენდაციით, ეფექტის ასამაღლებლად ნახშირწყლებისა და პროტეინების მიღება ცალ-ცალკეა სასურველი. ნახშირწყლებს უხვად შეიცავს შაქარი. ისიც ცნობილია, რომ განწყობას საგანგებოდ ამაღლებს ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი. შაქრის გარდა, შოკოლადი შეიცავს ცხიმებს, რომელიც, ორგანიზმის კალორიებით მომარაგებასთან ერთად, დაკმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. შრომისუნარიანობის დაქვეითებასა და მოდუნებას ხელს უწყობს ორგანიზმში C და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაც. შესაბამისად, ძალთა მოზღვავებისა და აქტივობის მომატებისათვის სასურველია C ვიტამინით მდიდარი ასკილის, ციტრუსების, მწვანე ჩაის, შავი მოცხარის, ოხრახუშის, კომბოსტოს მიღება. B3 ვიტამინს შეიცავს ხორცი, ღვიძლი, პარკოსნები, რძის ნაწარმი.

(ეს წიგნები დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოადგებათ სამედიცინო უნივერსიტეტების დაწყებითი კურსებისა და სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებს.)

4. იპოვეთ ჰობი

აუცილებლად დაკავდით თქვენი საყვარელი საქმით. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჰობი დეპრესიიდან თავდაღწევის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც თავს ძალა დაატანეთ და შეუდექით საყვარელ საქმეს (ქსოვეთ, კერეთ, ქარგეთ, ძერწეთ, ხატეთ და ა. შ.), მოდუნდით, გახალისდით.

ცნობილია, რომ მოვლენები თუ საგნები, რომლებიც წინათ ადამიანს ახარებდა, დეპრესიის დროს სრულებითაც აღარ ახდენს მასზე ანალოგიურ გავლენას. ადამიანი ერთგვარად „ცივი“, ინდიფერენტული ხდება მათ მიმართ. დეპრესიაში მყოფი ადამიანისათვის ბევრი რამ „სულერთი ხდება“, ბევრი რამ აღარ ახარებს, აღარც მნიშვნელოვნად ეჩვენება და აღარც რეაქციას იწვევს მასში. ეს ყოველივე ის ერთ-ერთი ნეგატიური აზრია, რომელსაც ადამიანს დეპრესია შთააგონებს. მთავარია, დეპრესიაში მყოფმა ძალები მოიკრიბოს, თავს ძალა დაატანოს და დღის წესრიგში მისთვის სასიხარულო რაღაცები გააწესოს. ამგვარი ნაბიჯი უკვე რეაბილიტაციაა.

5. სინათლით და მუსიკით მკურნალობა

სუფთა ჰაერზე სეირნობის გარდა, დეპრესიით დაავადებულთათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი სინათლის ნაკადს. მზის სხივები მაცოცხლებელ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე მთლიანად, ამაღლებს გუნება-განწყობას. საერთოდ, ზამთრის დეპრესია სეზონურ დეპრესიებს შორის ყველაზე გავრცელებული ტიპია. დადგენილია, რომ ცუდი განათებისას (მაგალითად, ზამთრის პერიოდში, მზის სხივების ნაკლებობის გამო) იზრდება ჰორმონ მელატონინის გამოყოფა. ეს უკანასკნელი კი პასუხისმგებელია ენერგიის შემცირებასა და ცუდ განწყობილებაზე. ზაფხულის პერიოდში, კაშკაშა მზის დროს, მელატონინის გამოყოფა მცირდება. შესაბამისად, სინათლით თერაპიას დადებითი ეფექტი აქვს დეპრესიის მკურნალობაში. ფანჯრები სქელი ფარდებით არ დატვირთოთ, მაქსიმალურად გაუხსენით კარი მკურნალ მზის სხივებს. მუსიკა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს განწყობასა და ხასიათზე, რომელთა დარღვევებიც საფუძველია სულიერი აშლილობისა, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა დაავადების მიზეზი ხდება. დღეს ყველამ კარგად იცის, რომ მუსიკას შეუძლია ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის შეცვლა. ამიტომაც დეპრესიით დაავადებულებმა თვითონვე უნდა უმკურნალონ საკუთარ თავს. დაღონებულობისა თუ მოწყენილობის ჟამს მაჟორული მუსიკის მოსმენა კი არ უნდა დაიწყონ, არამედ თავდაპირველად რაიმე მელოდიურ და გრძნობისმიერ ჰანგებში ჩაიძირონ, შემდეგ კი სიცოცხლით სავსე, ხალისიან მუსიკას მოუსმინონ. კარგი მუსიკა უკვალოდ ფანტავს დარდსა და ნაღველს, სულ რამდენიმე დღეში კი - მთლიანად დეპრესიას!

რვავე ტომის შეძენა შეგიძლიათ ambebishop.ge-ზე

ფოტო გენერირებულია AI (ხელოვნური ინტელექტის) მიერ.