სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალმა, რომელსაც მიუნჰაუზენის სინდრომი დაუდგინდა, 10 წლის შვილი სიკვდილის პირამდე მიიყვანა - ბავშვს 3 წლის განმავლობაში საფაღარათო საშუალებებს აძლევდა
ქალმა, რომელსაც მიუნჰაუზენის სინდრომი დაუდგინდა, 10 წლის შვილი სიკვდილის პირამდე მიიყვანა - ბავშვს 3 წლის განმავლობაში საფაღარათო საშუალებებს აძლევდა

ბრი­ტა­ნეთ­ში მომ­ხდარ შემ­ზა­რავ და­ნა­შა­ულ­ზე მსოფ­ლიო მე­დია წერს. ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს ყო­ფი­ლი მედ­და, 52 წლის ტრე­ი­სი მე­ნ­ჰი­კი შვილს სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აძ­ლევ­და სა­ფა­ღა­რა­თო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რა­მაც შე­უქ­ცე­ვა­დი შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვია.

6 წლის ბავ­შვს მუდ­მი­ვი ფა­ღა­რა­თი ჰქონ­და, რაც ბავ­შვის საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბელ სის­ტე­მა­ზეც აი­სა­ხა. მალე ბიჭს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და რო­დე­საც ბავ­შვის წონა 10 კგ-მდე და­ე­ცა, ის სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ამან არ შე­ა­ჩე­რა ქალი, რად­გან შვი­ლის­თვის აბე­ბის მი­ცე­მა კლი­ნი­კა­შიც გა­აგ­რძე­ლა. ექი­მე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტა­რა პა­ცი­ენტს დი­აგ­ნოზს ვერ უს­ვამ­დნენ. ბავ­შვი ხან­და­ხან თავს კარ­გად გრძნობ­და, შემ­დეგ კი ისევ მძიმ­დე­ბო­და.

დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად ექი­მე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბა მა­შინ უა­რეს­დე­ბო­და, რო­დე­საც დედა აკი­თხავ­და. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით გა­ირ­კვა, რომ ქალი შვილს სა­ფა­ღა­რა­თო პრე­პა­რატს ას­მევ­და. სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ქალს სახ­ლში იგი­ვე და­სა­ხე­ლე­ბის პრე­პა­რა­ტე­ბი ჰქონ­და, რო­გორც ჩანს, დიდ­ხანს არ აპი­რებ­და შე­ჩე­რე­ბას.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ქალი ეტ­ლით მი­ვი­და, თუმ­ცა ამან არ უშ­ვე­ლა, რად­გან და­ა­კა­ვეს და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გაგ­ზავ­ნეს. ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნის მი­ხედ­ვით, აღ­მოჩ­ნდა, რომ მას ჰქონ­და დე­ლე­გი­რე­ბუ­ლი მი­უ­ნ­ჰა­უ­ზე­ნის სინ­დრო­მი - ეს არის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი, ექი­მე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად, გან­ზრახ სი­მუ­ლა­ცი­ას აკე­თებს ან ხე­ლოვ­ნუ­რად იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მებს.

დას­კვნა­ში ფსი­ქი­ატ­რებ­მა და­წე­რეს, რომ ტრე­ი­სი ნამ­დვი­ლად გა­ნიც­დის აშ­ლი­ლო­ბას, მაგ­რამ არ სა­ჭი­რო­ებ­და სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას, ვი­ნა­ი­დან ის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. სა­სა­მარ­თლომ დას­კვნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ქალს შვი­დი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

სა­სა­მარ­თლო­ზე ერთ-ერ­თმა ექ­სპერ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ მსხვერ­პლი ჰგავ­და ნა­ცის­ტუ­რი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი­დან გა­დარ­ჩე­ნილს.

მო­სა­მარ­თლემ ემო­ცი­უ­რი დას­კვნი­თი სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა. მისი თქმით, ქალ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ბი­ჭის სი­ცო­ცხლეს. თა­ვად ქალი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ეტ­ლით მი­ვი­და და და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­და, რომ ახლა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბი­სა და მო­სა­მარ­თლის გა­მოს­ვლის დროს კი ატირ­და.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარის და უმკურნალეს
1

აგეწვათ?

G
42

ჩვენ ოპოზიციას და ენჯეოებსაც ეს სინდრომი სჭირთ. თავისებურად უყვართ ქვეყანა, ისე, რომ მზად არიან სასიკვდილოდ გაწირონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ქალმა, რომელსაც მიუნჰაუზენის სინდრომი დაუდგინდა, 10 წლის შვილი სიკვდილის პირამდე მიიყვანა - ბავშვს 3 წლის განმავლობაში საფაღარათო საშუალებებს აძლევდა

ქალმა, რომელსაც მიუნჰაუზენის სინდრომი დაუდგინდა, 10 წლის შვილი სიკვდილის პირამდე მიიყვანა - ბავშვს 3 წლის განმავლობაში საფაღარათო საშუალებებს აძლევდა

ბრიტანეთში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე მსოფლიო მედია წერს. ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილი მედდა, 52 წლის ტრეისი მენჰიკი შვილს სამი წლის განმავლობაში აძლევდა საფაღარათო საშუალებებს, რამაც შეუქცევადი შედეგები გამოიწვია.

6 წლის ბავშვს მუდმივი ფაღარათი ჰქონდა, რაც ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზეც აისახა. მალე ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და როდესაც ბავშვის წონა 10 კგ-მდე დაეცა, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამან არ შეაჩერა ქალი, რადგან შვილისთვის აბების მიცემა კლინიკაშიც გააგრძელა. ექიმები დიდი ხნის განმავლობაში პატარა პაციენტს დიაგნოზს ვერ უსვამდნენ. ბავშვი ხანდახან თავს კარგად გრძნობდა, შემდეგ კი ისევ მძიმდებოდა.

დაკვირვების შედეგად ექიმები მიხვდნენ, რომ ბიჭის მდგომარეობა მაშინ უარესდებოდა, როდესაც დედა აკითხავდა. ჩატარებული კვლევებით გაირკვა, რომ ქალი შვილს საფაღარათო პრეპარატს ასმევდა. სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ქალს სახლში იგივე დასახელების პრეპარატები ჰქონდა, როგორც ჩანს, დიდხანს არ აპირებდა შეჩერებას.

სასამართლო პროცესზე ქალი ეტლით მივიდა, თუმცა ამან არ უშველა, რადგან დააკავეს და ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაზე გაგზავნეს. ექსპერტების დასკვნის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა დელეგირებული მიუნჰაუზენის სინდრომი - ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი, ექიმების ყურადღების მისაქცევად, განზრახ სიმულაციას აკეთებს ან ხელოვნურად იწვევს დაავადების სიმპტომებს.

დასკვნაში ფსიქიატრებმა დაწერეს, რომ ტრეისი ნამდვილად განიცდის აშლილობას, მაგრამ არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, ვინაიდან ის საფრთხეს არ წარმოადგენდა საზოგადოებისთვის. სასამართლომ დასკვნა არ გაითვალისწინა და ქალს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოზე ერთ-ერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ მსხვერპლი ჰგავდა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკიდან გადარჩენილს.

მოსამართლემ ემოციური დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მისი თქმით, ქალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ბიჭის სიცოცხლეს. თავად ქალი სასამართლო პროცესზე ეტლით მივიდა და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ახლა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. განაჩენის გამოცხადებისა და მოსამართლის გამოსვლის დროს კი ატირდა.

წყარო