საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ჩანს გოგონა ევროკავშირის დროშით ხელში.
"აქაც პირველმა დაარტყა პენალტი", - წერდნენ ე.წ. აგენტების მოწინააღმდეგე ადამიანები, რომლებმაც ეს მათ მხარდაჭერად მიიჩნიეს. რაღაც პერიოდის შემდეგ ქოჩორაშვილის პროფილი "ინსტაგრამზე" გაქრა, ახლა უკვე იძებნება, თუმცა პოსტები აღარ ჩანს.
გიორგის მამამ როინ ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ვაჟის პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით უცვლელია.
"ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!" - წერს როინ ქოჩორაშვილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ფეხბურთელის პროფილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.
იხილეთ ასევე:
ნაცი აღდგომასაც ნაცია!!!!!!!!!!!!!!
ვაშკაც ერთი პენალტის გატანა თავში ხოარ აგივარდა არ ჯობია ფეხბურთს მიხედო ასე აჯობებს შებთვისაც და ქვეყნისთვისაც, გამოდგნენ ესენიც პოლიტიკოსები.