172 ქვეყნის,1 მილიონზე მეტ მოგზაურის გამოკითხვით, ბათუმი 2024 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის მოხვდა. აღნიშნული კვლევა European Best Destinations-მა გამოაქვეყნა, რომელიც რეიტინგს, ტრადიციულად ყოველ წელს ადგენს.
კრიტერიუმები ასეთი იყო, საუკეთესო ქალაქები ევროპაში, ბუნებით, მზიანი მხარე, კულტურული და გასტრონომიული არდადეგებისთვის, სამოგზაუროდ როგორც მარტო, ისე წყვილების ან ოჯახებისთვის.
როგორც გამოცემა წერს, ბათუმი 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდულ მიმართულებაა.
"დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი უფრო საინტერესო, ეგზოტიკური და ხელმისაწვდომია“,- აღნიშნავს გამოცემა.
გთავაზობთ, European Best Destinations-ის რეიტინგს:
მარბელა, ესპანეთი
მონაკო...წაიკითხეთ სრულად
ბათუმსა და აჭარას აქვს ბევრად თვალწარმტაცი გეოგრაფიული მდებარეობა. შეჭრილი ყურეები, მთაგორიანი სანაპიროები, ციხისძირი, ჩაქვი, მწვანე კონცხი, მწვანე ტბა ულამაზესებია. როგორც იტალიაში პოზიტანო და ამალფი. ვერ შეედრება შავი ზღვის სანაპიროს სხვა ადგილები ბიჭვინთის გარდა. ბულგარეთშია კიდე ლამაზი ალბენა, ოქროს ქვიშები და ნესებრი. დანარჩენი - ტაშტში წყალი ჩაასხი და დადგი კასპის ცენტრში. ჰო, სინოპთანაც თურქეთში არაა ულამაზო.
გამიხარდა ულოცავ ულამაზეს ბათუმს. პატარა საქმე არაა ევროპის საუკეთესო კურორტებს შორის დაგასახელონ. გამაკვირვა კომენტარებმა, ვიღაცეებსა არ გაუხარდათ. არ გიყვარტ ხალხო საკუთარი ქვეყანა ?