პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილონ მასკი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ ადამიანზე უფრო ჭკვიანი გახდება
ილონ მასკი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ ადამიანზე უფრო ჭკვიანი გახდება

ილონ მას­კი აცხა­დებს, რომ მო­მა­ვა­ლი წლის­თვის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ბევ­რად უფრო ჭკვი­ა­ნი გახ­დე­ბა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. მის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ად­რინ­დე­ლი ვა­რა­უ­დით, ეს 2029 წლის­თვის უნდა მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ მი­ლი­არ­დერ­მა ვა­დე­ბი ბევ­რად უფრო და­აჩ­ქა­რა.

"ჩემი ვა­რა­უ­დით, მო­მა­ვა­ლი წლის ბო­ლოს­თვის ისე­თი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი გვექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ზე უფრო ჭკვი­ა­ნია",- თქვა მასკმა პლატ­ფორ­მა X-ის პირ­და­პირ ეთერ­ში სა­უბ­რი­სას.

შარ­შან AI-ის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას მას­კი საკ­მა­ოდ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ჩან­და და ამ­ბობ­და, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა დრო­ე­ბით უნდა შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო.

  • "იმის­თვის, რომ ტერ­მი­ნა­ტო­რის მო­მა­ვა­ლი თა­ვი­დან ავი­რი­დოთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტერ­მი­ნა­ტო­რის მო­მა­ვალ­ზე ვი­ფიქ­როთ",- და­ას­კვნა მასკმა და მი­უ­თი­თა ფილმზე, რო­მელ­შიც მო­აზ­როვ­ნე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მა კა­ცობ­რი­ო­ბას ებ­რძვის.

მი­უ­ხე­და­ვად ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­სა, მას­კის პროგ­ნო­ზე­ბი ხში­რად არ მარ­თლდე­ბა. 2016 წელს მან არას­წო­რად იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ ორი წლის შემ­დეგ Tesla-ს ავ­ტო­ნო­მი­უ­რად მარ­თვა­დი მან­ქა­ნე­ბი ნიუ-იორ­კი­დან ლოს-ან­ჯე­ლე­სამ­დე გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. იმა­ვე წელს მან გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ვი­სი სა­რა­კე­ტო კომ­პა­ნია SpaceX 2018 წელს მარსზე გაფ­რინ­დე­ბო­და, რაც ჯე­რაც არ მომ­ხდა­რა. 2017 წელს კი მასკმა ივა­რა­უ­და, რომ მისი ჩი­პე­ბის სტარ­ტაპ კომ­პა­ნია თა­ვის პირ­ველ პრო­დუქტს ბა­ზარ­ზე "და­ახ­ლო­ე­ბით 4 წე­ლი­წად­ში" გა­ი­ტან­და. სამ­წუ­ხა­როდ, არც ეს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახდა. ჩი­პის იმპლან­ტი პირ­ველ ადა­მი­ანს 7 წლის შემ­დეგ გა­და­უ­ნერ­გეს, თუმ­ცა მისი ბა­ზარ­ზე გა­ყიდ­ვა ჯე­რაც არ და­წყე­ბუ­ლა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატომ?
1

ოღონდაცა რა.

.....
0

ფრთხილად, ეგრე არ დარჩე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ილონ მასკი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ ადამიანზე უფრო ჭკვიანი გახდება

ილონ მასკი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ ადამიანზე უფრო ჭკვიანი გახდება

ილონ მასკი აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის ხელოვნური ინტელექტი ბევრად უფრო ჭკვიანი გახდება, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი. მის მიერ გამოთქმული ადრინდელი ვარაუდით, ეს 2029 წლისთვის უნდა მომხდარიყო, მაგრამ მილიარდერმა ვადები ბევრად უფრო დააჩქარა.

"ჩემი ვარაუდით, მომავალი წლის ბოლოსთვის ისეთი ხელოვნური ინტელექტი გვექნება, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე უფრო ჭკვიანია",- თქვა მასკმა პლატფორმა X-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

შარშან AI-ის სწრაფი განვითარების შესახებ საუბრისას მასკი საკმაოდ შეშფოთებული ჩანდა და ამბობდა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება დროებით უნდა შეჩერებულიყო.

  • "იმისთვის, რომ ტერმინატორის მომავალი თავიდან ავირიდოთ, მნიშვნელოვანია, რომ ტერმინატორის მომავალზე ვიფიქროთ",- დაასკვნა მასკმა და მიუთითა ფილმზე, რომელშიც მოაზროვნე კომპიუტერული სისტემა კაცობრიობას ებრძვის.

მიუხედავად ტექნოლოგიებში აქტიური ჩართულობისა, მასკის პროგნოზები ხშირად არ მართლდება. 2016 წელს მან არასწორად იწინასწარმეტყველა, რომ ორი წლის შემდეგ Tesla-ს ავტონომიურად მართვადი მანქანები ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე გადაადგილდებოდნენ. იმავე წელს მან განაცხადა, რომ თავისი სარაკეტო კომპანია SpaceX 2018 წელს მარსზე გაფრინდებოდა, რაც ჯერაც არ მომხდარა. 2017 წელს კი მასკმა ივარაუდა, რომ მისი ჩიპების სტარტაპ კომპანია თავის პირველ პროდუქტს ბაზარზე "დაახლოებით 4 წელიწადში" გაიტანდა. სამწუხაროდ, არც ეს წინასწარმეტყველება ახდა. ჩიპის იმპლანტი პირველ ადამიანს 7 წლის შემდეგ გადაუნერგეს, თუმცა მისი ბაზარზე გაყიდვა ჯერაც არ დაწყებულა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა