პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში "თავისუფლების მარში" მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე?
თბილისში "თავისუფლების მარში" მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე?
  • ფო­ტო­ე­ბი: ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი

სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან პარ­ლა­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მარ­ში“ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბი­ან სლო­გა­ნით: “კი ევ­რო­პას! არა რუ­სულ კა­ნონს!", “ჩვენ ვირ­ჩევთ ევ­რო­პას", "სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს იქ­ნე­ბა რუ­სე­თი!", "ერ­თად და­ვიც­ვათ 9 აპ­რი­ლის მო­ნა­პო­ვა­რი! “.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის მარშს“ შე­უ­ერ­თდნენ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მარ­შზე მი­სულ ადა­მი­ა­ნებს თან აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს და ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შე­ბი, ასე­ვე, 9 აპ­რი­ლის ნიშ­ნად მო­ნა­წი­ლე­ებს გვი­რი­ლე­ბი და ტი­ტე­ბი და­უ­რი­გეს.

რო­გორც "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მარ­შის" და­წყე­ბამ­დე აღ­ნიშ­ნა, პრო­ტეს­ტი მა­ინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა დღე­ვან­დე­ლი მარ­ში, არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა ოქ­ტომ­ბერ­ში მა­ინც უნდა დას­რულ­დეს.

"რე­ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლებ­საც ჩვენ­გან ევ­რო­კავ­ში­რი ითხოვს, არაფ­რის გა­კე­თე­ბას აპი­რე­ბენ და რო­გორც ჩანს, ჩათ­ვა­ლეს, ეს ქვე­ყა­ნა მა­თია, რა­საც უნდა, იმას იზა­მენ და სა­ერ­თოდ რუ­სე­თის­კენ წა­იყ­ვა­ნენ.

მგო­ნია, რომ მათ შო­რის და­სავ­ლეთს, შან­ტა­ჟის ენით ელა­პა­რა­კე­ბი­ან. ალ­ბათ, ჰგო­ნი­ათ, რომ ამით ადა­მი­ა­ნებს გა­ტე­ხენ, ზა­ფხუ­ლამ­დე კა­ნონს მი­ი­ღე­ბენ, შემ­დეგ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია, ხალ­ხი ყუ­რა­დღე­ბას გა­და­ი­ტანს და სა­არ­ჩევ­ნოდ ველს მო­ი­სუფ­თა­ვე­ბენ.

ჩემი აზ­რით, არ­ჩევ­ნებ­ზე პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე გას­ვლა მა­ინც არ გა­მო­უ­ვათ. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ტეს­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს პრო­ტეს­ტი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა ოქ­ტომ­ბერ­ში მა­ინც უნდა დას­რულ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

"ლე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მარ­ცხი გარ­და­უ­ვა­ლი გახ­და. რო­გორც სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბა 26 ოქ­ტომ­ბერს დად­გე­ბა და მა­ნამ­დე ყვე­ლა ნა­ბი­ჯი გა­მარ­ჯვე­ბის­კენ გზაა.

„ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცდი­ლობს ქარ­თველ ხალ­ხს დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის შან­სი წა­არ­თვას. მისი სა­მიზ­ნეა ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე მუ­შა­ობს. ივა­ნიშ­ვილ­მა იცის, რომ ქვე­ყა­ნა­ში მხარ­და­ჭე­რა და­კარ­გუ­ლი აქვს. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა 30%-ზე ქვე­მო­თაა ჩა­მო­სუ­ლი, ამი­ტომ ის ფიქ­რობს, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცი­ით შეძ­ლებს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ეს ძა­ლი­ან არას­წო­რი გათ­ვლა იყო, რად­გან „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ეს ნა­ბი­ჯი უკან ძა­ლი­ან მძი­მედ შე­მო­უტ­რი­ალ­დე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა და და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, ის დღე, რო­დე­საც რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ხელ­მე­ო­რედ შე­მო­ტა­ნა გა­ბე­დეს, შე­მოტ­რი­ა­ლე­ბის ის წერ­ტი­ლია, სა­ი­და­ნაც მათი მარ­ცხი გარ­და­უ­ვა­ლი გახ­და.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბა წინ არის. ის 26 ოქ­ტომ­ბერს იქ­ნე­ბა. მა­ნამ­დე ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, მათ შო­რის ამ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, გზაა გა­მარ­ჯვე­ბის­კენ. ეს მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ და­ნე­ბე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს, მათ შო­რის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხსოვ­ნის წი­ნა­შე, ვინც 9 აპ­რილს და­ი­ღუპ­ნენ“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

ეკა გი­გა­ურ­მა „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მარ­შის“ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, მთავ­რო­ბა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ევ­რო­კავ­შირ­ზე უარს ამ­ბობს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­ზა­ნია, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცია თუ ადა­მი­ა­ნი, გა­ა­ჩე­რონ, რათა მათ მთავ­რო­ბა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე არ ილა­პა­რა­კონ. არ ახ­სე­ნონ ისე­თი თე­მე­ბი რო­გო­რი­ცაა კო­რუფ­ცია, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა, - აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი კრი­ტი­კუ­ლი არ თქვან. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ ევ­რო­კავ­შირ­ზე. ჩვენ ვნა­ხეთ ევ­რო­კავ­ში­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი იმა­ზე, თუ რო­გორ აშო­რებს ეს კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის გზას“, - გა­ნა­ცხა­და "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
2

მართლა საოცრებაა.უკეთესი იქნება თუ ლოზუნგი იქნება არა ჩვენი ფულების დათვლას.

Marvel
2

როდესმე მოვა დრო! იმედია დადგება ის დღე,როდესაც ამ ხალხს შერცხვებათ თავისი საქციელის,თუ ვინმეს გნია,ესენი საბჭოთა კავშირის პიონერებისაგან რამეთი განსხვავდებიან,ძალიან ცდებით :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

თბილისში "თავისუფლების მარში" მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე?

თბილისში "თავისუფლების მარში" მიმდინარეობს - რა ვითარებაა ადგილზე?
  • ფოტოები: ინტერპრესნიუსი

სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივით, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, „თავისუფლების მარში“ მიმდინარეობს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", “ჩვენ ვირჩევთ ევროპას", "საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!", "ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! “.

"თავისუფლების მარშს“ შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

მარშზე მისულ ადამიანებს თან აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე, 9 აპრილის ნიშნად მონაწილეებს გვირილები და ტიტები დაურიგეს.

როგორც "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "თავისუფლების მარშის" დაწყებამდე აღნიშნა, პროტესტი მაინც მნიშვნელოვანია და მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება დღევანდელი მარში, არსებული ხელისუფლების მმართველობა ოქტომბერში მაინც უნდა დასრულდეს.

"რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს, არაფრის გაკეთებას აპირებენ და როგორც ჩანს, ჩათვალეს, ეს ქვეყანა მათია, რასაც უნდა, იმას იზამენ და საერთოდ რუსეთისკენ წაიყვანენ.

მგონია, რომ მათ შორის დასავლეთს, შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. ალბათ, ჰგონიათ, რომ ამით ადამიანებს გატეხენ, ზაფხულამდე კანონს მიიღებენ, შემდეგ ევროპის ჩემპიონატია, ხალხი ყურადღებას გადაიტანს და საარჩევნოდ ველს მოისუფთავებენ.

ჩემი აზრით, არჩევნებზე პრობლემების გარეშე გასვლა მაინც არ გამოუვათ. ნებისმიერ შემთხვევაში, პროტესტი მნიშვნელოვანია. როგორც არ უნდა დასრულდეს პროტესტი, საბოლოო ჯამში, ამ ხელისუფლების მმართველობა ოქტომბერში მაინც უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლების მარცხი გარდაუვალი გახდა. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მთავარი გამარჯვება 26 ოქტომბერს დადგება და მანამდე ყველა ნაბიჯი გამარჯვებისკენ გზაა.

„ამ კანონის მიღებით ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, ცდილობს ქართველ ხალხს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსი წაართვას. მისი სამიზნეა ყველა ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფაზე მუშაობს. ივანიშვილმა იცის, რომ ქვეყანაში მხარდაჭერა დაკარგული აქვს. „ქართული ოცნების“ რეალური მხარდაჭერა 30%-ზე ქვემოთაა ჩამოსული, ამიტომ ის ფიქრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების უზურპაციით შეძლებს, შეინარჩუნოს. ეს ძალიან არასწორი გათვლა იყო, რადგან „ქართულ ოცნებას“ ეს ნაბიჯი უკან ძალიან მძიმედ შემოუტრიალდება.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და დანაშაული ჩაიდინა, ის დღე, როდესაც რუსული კანონის ხელმეორედ შემოტანა გაბედეს, შემოტრიალების ის წერტილია, საიდანაც მათი მარცხი გარდაუვალი გახდა.

ჩვენი მთავარი გამარჯვება წინ არის. ის 26 ოქტომბერს იქნება. მანამდე ყველა ნაბიჯი, მათ შორის ამ კანონთან დაკავშირებული, გზაა გამარჯვებისკენ. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ დანებების უფლება არ გვაქვს, მათ შორის იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც 9 აპრილს დაიღუპნენ“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ეკა გიგაურმა „თავისუფლების მარშის“ მიმდინარეობისას აღნიშნა, მთავრობა მიზნის მისაღწევად ევროკავშირზე უარს ამბობს.

"ქართული ოცნების“ მიზანია, შეინარჩუნონ ძალაუფლება. არჩევნებამდე აბსოლუტურად ყველა ორგანიზაცია თუ ადამიანი, გააჩერონ, რათა მათ მთავრობაში არსებულ პრობლემებზე არ ილაპარაკონ. არ ახსენონ ისეთი თემები როგორიცაა კორუფცია, მოსამართლეების შემოწმება, - აბსოლუტურად არაფერი კრიტიკული არ თქვან. ამ მიზნის მისაღწევად ისინი უარს ამბობენ ევროკავშირზე. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის განცხადებები იმაზე, თუ როგორ აშორებს ეს კანონი საქართველოს ევროკავშირის გზას“, - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.