საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაფერი დამიშავებია, მოღალატე არც მე ვარ და არც ვალერი მელაძე... აგვისტოს ომის შემდეგ მე და ჩემი ოჯახი რუსეთიდან დავბრუნდით" - რას პასუხობს ანანო სახელაშვილი კრიტიკოსებს
"არაფერი დამიშავებია, მოღალატე არც მე ვარ და არც ვალერი მელაძე... აგვისტოს ომის შემდეგ მე და ჩემი ოჯახი რუსეთიდან დავბრუნდით" - რას პასუხობს ანანო სახელაშვილი კრიტიკოსებს

7 აპ­რილს, მცხე­თა­ში, "მა­რა­ნი ჰოლ­ში" ვა­ლე­რი მე­ლა­ძის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ჩანს, რომ სა­ღა­მოს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა ზე­პი­რად იცოდ­ნენ მე­ლა­ძის ჰი­ტე­ბი და მათ შო­რის ბევ­რი ახალ­გაზ­რდა იყო.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ეს არ ყო­ფი­ლა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მე­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ეს­ტუმ­რა. 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში მომ­ღე­რალ­მა თბი­ლის­ში ფი­ლარ­მო­ნია გა­ავ­სო, 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში კი ბა­თუ­მელ მა­ყუ­რე­ბელს უმ­ღე­რა.

  • "მა­რა­ნი ჰოლ­ში" გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტი­დან კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. კონ­ცერტს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი, ანა­ნო სა­ხე­ლაშ­ვი­ლი და მა­რი­ამ გვე­ლე­სი­ა­ნიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. ერთ-ერთი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბი­სას მომ­ღე­რალ­მა, ანა­ნო სცე­ნა­ზე აიყ­ვა­ნა და მას­თან ერ­თად იმ­ღე­რა. კად­რე­ბი, Instagram-ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­და.ფე­ის­ბუქ­ზე ანა­ნო­სა და მომ­ღერ­ლის სა­ერ­თო ვი­დე­ოს კრი­ტი­კუ­ლად შეხ­ვდნენ.

ბლო­გე­რის მი­სა­მარ­თით ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს:

"რუ­სე­თი არის მტე­რი და ვი­ღა­ცას სენ­სი­ტი­უ­რი გრძნო­ბე­ბი თუ აღეძ­რა, დიდი ბო­დი­ში. ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რია როცა გყავს, მი­ნი­მუმ მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებს, თო­რემ აქ პერ­სო­ნა­ლუ­რად არა­ვინ არა­ვის უტევს..."

"ინ­სტაგ­რამ­ზე" ანა­ნო სა­ხე­ლაშ­ვილს ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი არა­ვის­თან არა­ფე­რი აქვს და არც რუ­სუ­ლის ცოდ­ნა არ არის და­ნა­შა­უ­ლი.

ანა­ნო სა­ხე­ლაშ­ვი­ლი:

- სამ­წუ­ხა­როდ, მე არ გავზრდილ­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ვი­ზარ­დე იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ვა­ლე­რი მე­ლა­ძე იყო ჩემი ბავ­შვო­ბის მომ­ღე­რა­ლი.

- რუ­სეთ­ში გა­ი­ზარ­დეთ?

- დიახ, და ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ვა­ლე­რი მე­ლა­ძე წა­მო­ვი­და რუ­სე­თი­დან და ცხოვ­რობს სხვა ქვე­ყა­ნა­ში, მე­უღ­ლე უკ­რა­ი­ნე­ლი ჰყავს და პირ­ვე­ლი აპ­რო­ტეს­ტებ­და ომს. მეც იგი­ვე პო­ზი­ცია მაქვს, მე ვარ ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი და მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა. რუ­სუ­ლი თუ ვიცი, ეს არ არის და­ნა­შა­უ­ლი.

- პირ­ვე­ლად და­ეს­წა­რით მე­ლა­ძის კონ­ცერტს. რა­ტომ ამო­გარ­ჩი­ათ სცე­ნა­ზე ასაყ­ვა­ნად, ხომ არ იც­ნობ­დით მა­ნამ­დე?

- არა, ეს შემ­თხვე­ვით მოხ­და, არ ვიც­ნობ­დი მა­ნამ­დე ბა­ტონ ვა­ლე­რის.

ფოტო სქ­რი­ნი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­დან

- ზო­გა­დად ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად პო­ზი­ცი­ო­ნი­რებთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გყავთ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი, არ მახ­სოვს, აქამ­დე სკან­დალ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით. თქვენ­მა გა­მომ­წე­რებ­მა თუ მოგ­წე­რეს უკ­მა­ყო­ფი­ლო გზავ­ნი­ლე­ბი?

- ვი­ცო­დი, რომ ზოგი ვერ გა­ი­გებ­და, ამის­თვის ვერც გა­ვაკ­რი­ტი­კებ, რომ რა­ტომ ვერ მი­გებთ მე. ამი­ტომ რა­ტომ უნდა და­მე­წე­რა რამე და გა­მე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნა ჩემი გა­მომ­წე­რი.

- დიახ, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხომ ნა­ხეთ უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა თავი არ გე­მარ­თლე­ბი­ნათ, მაგ­რამ აგეხ­სნათ მათ­თვის...

- არა, ჩემი ცხოვ­რე­ბა მაქვს. რა უნდა ავუხ­სნა ან ვის წინ უნდა გა­ვი­მარ­თლო თავი. არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია, ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე არც მე და არც ვა­ლე­რი არ ვართ. 2008 წლის ომის შემ­დეგ მე და ჩემი ოჯა­ხი რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დით და ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ ცხოვ­რე­ბა. რო­გორ­ღაც გა­ვუმკლავ­დით პრობ­ლე­მებს, ოღონდ სამ­შობ­ლო­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბელა
19

რუსეთმა და ვერც იქ წასულებმა ვერაფერი ვერ შექმნეს რომ მსოფლიო გაეოცებინათ. რო გადაპრანჭულა მაგ პოზიტანოს ბალკონზე. წავიდეს აბა სარატოვში ან ვარონეჟში და იქაური ბალკონებით მოიწონოს თავი?! რატო ესირცხვილებათ რუსეთი?! ფულს კარგად შოულობენ მანდ. 

ემიგრანტი მესხია.
25

უი nini შენ გენაცვალე ნეტაი შენ მელაძეო დ ი დ ი მომღრალიაო! ნეტა შენ გემოვნებას და ეს ქალიც ანანო სახელაშვილი. ერთ პლასიდო დომინგო ან რობი უილიამსი მყავს და მეორე კი კალასი! ნეტა რას მღერის! ევროპულ აივანზე გადაწოლილი! საქმეს მიხედეთ საქმეს, ანანო ვერ გიშველით მშვენივრად არის რუსეთშიც და აქაც. ჩემთვის მოღალატეა და ვისთვისაც არ კარგად იყოს ,მელაძესთან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არაფერი დამიშავებია, მოღალატე არც მე ვარ და არც ვალერი მელაძე... აგვისტოს ომის შემდეგ მე და ჩემი ოჯახი რუსეთიდან დავბრუნდით" - რას პასუხობს ანანო სახელაშვილი კრიტიკოსებს

"არაფერი დამიშავებია, მოღალატე არც მე ვარ და არც ვალერი მელაძე... აგვისტოს ომის შემდეგ მე და ჩემი ოჯახი რუსეთიდან დავბრუნდით" - რას პასუხობს ანანო სახელაშვილი კრიტიკოსებს

7 აპრილს, მცხეთაში, "მარანი ჰოლში" ვალერი მელაძის კონცერტი გაიმართა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ საღამოს უამრავი ადამიანი დაესწრო. თაყვანისმცემლებმა ზეპირად იცოდნენ მელაძის ჰიტები და მათ შორის ბევრი ახალგაზრდა იყო.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც მელაძე საქართველოს ესტუმრა. 2022 წლის ნოემბერში მომღერალმა თბილისში ფილარმონია გაავსო, 2023 წლის აგვისტოში კი ბათუმელ მაყურებელს უმღერა.

  • "მარანი ჰოლში" გამართული კონცერტიდან კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. კონცერტს ცნობილი ქართველი ინფლუენსერები, ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას მომღერალმა, ანანო სცენაზე აიყვანა და მასთან ერთად იმღერა. კადრები, Instagram-ის საშუალებით გავრცელდა.ფეისბუქზე ანანოსა და მომღერლის საერთო ვიდეოს კრიტიკულად შეხვდნენ.

ბლოგერის მისამართით ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:

"რუსეთი არის მტერი და ვიღაცას სენსიტიური გრძნობები თუ აღეძრა, დიდი ბოდიში. ამხელა აუდიტორია როცა გყავს, მინიმუმ მეტი ყურადღება გმართებს, თორემ აქ პერსონალურად არავინ არავის უტევს..."

"ინსტაგრამზე" ანანო სახელაშვილს ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თავის გასამართლებელი არავისთან არაფერი აქვს და არც რუსულის ცოდნა არ არის დანაშაული.

ანანო სახელაშვილი:

- სამწუხაროდ, მე არ გავზრდილვარ საქართველოში, გავიზარდე იმ ქვეყანაში, სადაც ვალერი მელაძე იყო ჩემი ბავშვობის მომღერალი.

- რუსეთში გაიზარდეთ?

- დიახ, და ომის დაწყებისთანავე ვალერი მელაძე წამოვიდა რუსეთიდან და ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, მეუღლე უკრაინელი ჰყავს და პირველი აპროტესტებდა ომს. მეც იგივე პოზიცია მაქვს, მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და მიყვარს ჩემი ქვეყანა. რუსული თუ ვიცი, ეს არ არის დანაშაული.

- პირველად დაესწარით მელაძის კონცერტს. რატომ ამოგარჩიათ სცენაზე ასაყვანად, ხომ არ იცნობდით მანამდე?

- არა, ეს შემთხვევით მოხდა, არ ვიცნობდი მანამდე ბატონ ვალერის.

ფოტო სქრინი სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან

- ზოგადად ძალიან დადებითად პოზიციონირებთ სოციალურ ქსელში, გყავთ ნახევარი მილიონი გამომწერი, არ მახსოვს, აქამდე სკანდალში აღმოჩენილიყავით. თქვენმა გამომწერებმა თუ მოგწერეს უკმაყოფილო გზავნილები?

- ვიცოდი, რომ ზოგი ვერ გაიგებდა, ამისთვის ვერც გავაკრიტიკებ, რომ რატომ ვერ მიგებთ მე. ამიტომ რატომ უნდა დამეწერა რამე და გამეღიზიანებინა ჩემი გამომწერი.

- დიახ, თუმცა სოციალურ ქსელში ხომ ნახეთ უარყოფითი გამოხმაურება. შეიძლება თავი არ გემართლებინათ, მაგრამ აგეხსნათ მათთვის...

- არა, ჩემი ცხოვრება მაქვს. რა უნდა ავუხსნა ან ვის წინ უნდა გავიმართლო თავი. არაფერი დამიშავებია, ქვეყნის მოღალატე არც მე და არც ვალერი არ ვართ. 2008 წლის ომის შემდეგ მე და ჩემი ოჯახი რუსეთიდან საქართველოში დავბრუნდით და ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. როგორღაც გავუმკლავდით პრობლემებს, ოღონდ სამშობლოში ვყოფილიყავით.

ნახეთ ვიდეო: