კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალიშვილს არ აღიარებდა და ბავშვთა სახლში ჩააბარა, ვაჟი კი ნარკოტიკების გამო დააკავეს - ჯეკი ჩანის სკანდალური ცხოვრება: რა ხდებოდა ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებაში ეკრანს მიღმა
ქალიშვილს არ აღიარებდა და ბავშვთა სახლში ჩააბარა, ვაჟი კი ნარკოტიკების გამო დააკავეს - ჯეკი ჩანის სკანდალური ცხოვრება: რა ხდებოდა ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებაში ეკრანს მიღმა

ლე­გენ­და­რუ­ლი ჯეკი ჩანი 7 აპ­რილს 70 წლის გახ­და. მსა­ხი­ობ­მა ორ­ჯერ და­ამ­ყა­რა გი­ნე­სის რე­კორ­დი, ას­რუ­ლებ­და სა­ხი­ფა­თო ტრი­უ­კებს და ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და ეთა­მა­შა "კარ­გი ბი­ჭის" როლი.

მსა­ხი­ობ­მა ითა­მა­შა 100-ზე მეტ პრო­ექ­ტში: იყო სცე­ნა­რის­ტი, რე­ჟი­სო­რი, ოპე­რა­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლიც კი, მაგ­რამ რო­გო­რი იყო მისი ცხოვ­რე­ბა ეკ­რანს მიღ­მა?

  • რო­გორ და­ი­პყრო ჰონგკონ­გელ­მა ღა­რიბ­მა ბიჭ­მა მთე­ლი მსოფ­ლიო

ჯეკი ჩანი და­ი­ბა­და 1954 წლის 7 აპ­რილს ჰონგ-კონ­გში, მა­შინ­დე­ლი ბრი­ტა­ნე­თის კო­ლო­ნი­ა­ში. მისი მშობ­ლე­ბი, ჩარლზ ჩანი და ლილი ჩანი, იქ ჩი­ნე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დევ­ნის ში­შით გა­იქ­ცნენ. წყვილ­მა დიდი მსხვერ­პლი გა­ი­ღო - და­ემ­შვი­დობ­ნენ წარ­სულს და მი­ა­ტო­ვეს შვი­ლე­ბი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­სას შე­ე­ძი­ნათ.

ოჯახს ახალ ად­გი­ლას თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა გა­უ­ჭირ­და. კაცს ფუ­ლის სეს­ხე­ბა მე­გობ­რე­ბის­გან მო­უ­წია, რათა ლი­ლის მშო­ბი­ა­რო­ბის დროს მე­ა­ნის თან­ხა გა­და­ე­ხა­და. ბავ­შვი საკ­მა­ოდ დიდი - 5,5 კი­ლოგ­რა­მი და­ი­ბა­და, რის გა­მოც მეტ­სა­ხე­ლად პაო პაო, ანუ "ქვე­მე­ხი" და­არ­ქვა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი ჩენ გან­შენ­გი, რაც ჰონგ-კონ­გში და­ბა­დე­ბულს ნიშ­ნავს.

ჯეკ­მა ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი საფ­რან­გე­თის კონ­სუ­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მა­მა­მი­სი მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და, დედა კი მო­სამ­სა­ხუ­რედ. მო­მა­ვალ მსა­ხი­ობს იმ­დე­ნად არ სურ­და სწავ­ლა, რომ სკო­ლა პირ­ვე­ლი კლა­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მი­ა­ტო­ვა.

მშობ­ლებ­მა გზა­აბ­ნე­უ­ლი 6 წლის ბიჭი პე­კი­ნის ოპე­რის სკო­ლა­ში გაგ­ზავ­ნეს, თა­ვად კი ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც მამა შეფ-მზა­რე­უ­ლად მო­ე­წყო. ბიჭს მო­ე­წო­ნა ახა­ლი სკო­ლა, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ჩხუ­ბობ­და და თა­მა­შობ­და. ეს ბევ­რად უკე­თე­სი ჩან­და, ვიდ­რე მის­თვის მო­სა­წყე­ნი მა­თე­მა­ტი­კა.

მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი სწავ­ლობ­და მუ­სი­კას, აკ­რო­ბა­ტი­კას და საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას. ბავ­შვებს აი­ძუ­ლებ­დნენ დღე­ში 18 სა­ა­თი ევარ­ჯი­შათ, მათ ისე­თი­ვე სას­ტი­კი მე­თო­დე­ბით ზრდიდ­ნენ, რო­გორც ჩი­ნურ ფილ­მებ­ში გი­ნა­ხავთ. ჭა­ღა­რა მას­წავ­ლე­ბელს შე­ეძ­ლო ეყ­ვი­რა და უყუ­რა­დღე­ბო მოს­წავ­ლის­თვის და­ერ­ტყა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხელ­ში მოხ­ვდე­ბო­და.

ახალ­გაზ­რდა ჯეკ­მა ბევ­რი იშ­რო­მა და შე­ვი­და "შვი­დი იღ­ბლი­ა­ნი კა­ცის" თე­ატ­რა­ლურ ჯგუფ­ში, რო­მელ­შიც შე­დი­ოდ­ნენ სკო­ლის სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტე­ბი. თუმ­ცა, პე­კი­ნის ოპე­რის პო­პუ­ლა­რო­ბა მი­ნელ­და და სკო­ლა და­ი­ხუ­რა

  • მი­ლი­ო­ნე­რი ჰონგ კონ­გი­დან

ჯგუ­ფი "შვი­დი იღ­ბლი­ა­ნი“.ჰონგ-კონ­გის თე­ატ­რში ეპი­ზო­დურ რო­ლებს ას­რუ­ლებ­და, მისი წევ­რე­ბი ასე­ვე ას­რუ­ლებ­დნენ ტრი­უ­კებს ფილ­მებ­ში. მალე ჯეკ­მა ითა­მა­შა ბან­დის ლი­დე­რის როლი ფილმში Showdown in Hong Kong (1973), შემ­დეგ იბ­რძო­ლა ლე­გენ­და­რულ ბრუს ლის­თან ფილმში Fist of Fury (1972).

"ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ბრუს ლის­თვის დარ­ტყმა", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

მალე ჩანი ავ­სტრა­ლი­ა­ში მშობ­ლებ­თან გა­და­ვი­და, სა­დაც ცდი­ლობ­და კო­ლე­ჯში ეს­წავ­ლა, მუ­შა­ობ­და მშე­ნებ­ლო­ბა­ზეც. სწო­რედ იქ და­არ­ქვეს სა­ხე­ლად ჯეკი, რომ­ლი­თაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. რე­ა­ლუ­რად კი მუ­შე­ბი ვერ წარ­მოთ­ქვამ­დნენ ბი­ჭის ნამ­დვი­ლი სა­ხელს.

ჩან­მა ვერ შეძ­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, არც სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­ში გა­უ­მარ­თლა. მალე ისევ ჰონგ-კონ­გში მი­იწ­ვი­ეს. ლე­გენ­და­რუ­ლი ბრუს ლი გარ­და­იც­ვა­ლა და საბ­რძო­ლო ჟან­რის პო­პუ­ლა­რო­ბა კუნგ-ფუს ელე­მენ­ტე­ბით იზ­რდე­ბო­და, ამი­ტომ მათ სჭირ­დე­ბო­დათ მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რად იბ­რძო­და. და ეს აღ­მოჩ­ნდა ჯეკი ჩანი, რო­მელ­მაც მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა "The New Fist of Fury" (1976), ეს იყო იმა­ვე ფილ­მის გაგ­რძე­ლე­ბა, სა­დაც ბრუს ლის­თან ითა­მა­შა.

თუმ­ცა ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იყო... ნამ­დვი­ლი გარ­ღვე­ვა ორი წლის შემ­დეგ მოხ­და, რო­დე­საც კო­მე­დი­ა­ში "გვე­ლი არ­წი­ვის ჩრდილ­ში“ (1978 წ.) ითა­მა­შა. მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­წო­ნა უბ­რა­ლო ბი­ჭის იმი­ჯი, რო­მე­ლიც არ იყო ისე­თი მკაც­რი, რო­გორც ბრუს ლის პერ­სო­ნა­ჟი, მაგ­რამ იცო­და რო­გორ ებ­რძო­ლა უკე­თე­სად. ძა­ლი­ან მალე ჯეკი ჩანი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი გახ­და.

"20 წლის ასაკ­ში უკვე მი­ლი­ო­ნე­რი გავ­ხდი. უცო­დი­ნა­რი, რო­მელ­საც სკო­ლა­ში ერთი დღეც არ უს­წავ­ლია, უცებ 10 მი­ლი­ონს იღებს – წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გო­რია? შე­მეძ­ლო ერთ კვი­რა­ში ყვე­ლა­ფე­რი მე­ყი­და, რა­ზეც ადა­მი­ა­ნე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ოც­ნე­ბო­ბენ. მთე­ლი დღე ვსვამ­დი, დი­ლით პორ­შეს ვე­ჯა­ხე­ბო­დი, სა­ღა­მოს მერ­სე­დეს-ბენცს", - იხ­სე­ნებ­და წლე­ბის შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და­ვი­ბა­დე და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იქ გა­ვა­ტა­რე. იმ­დენ პრო­ფე­სი­ა­ში ვსინ­ჯე ბედი, ​​გამ­ნა­თებ­ლით და­წყე­ბუ­ლი კას­კა­დი­ო­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს რე­ჟი­სო­რო­ბა: ყვე­ლა გის­მენს და შე­გიძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი აკონ­ტრო­ლო.

კი­ნო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი დამ­ტვრე­უ­ლი მქონ­და. მქონ­და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, ჭრი­ლო­ბე­ბი, თი­თე­ბი, ცხვი­რი, თავი, ფე­ხე­ბი... - ყვე­ლა­ფე­რი მო­მი­ტე­ხავს", - ამ­ბობ­და ჯეკი ჩანი.

არ­ტისტს ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და: პო­პუ­ლა­რო­ბა, ფული, ჰყავ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი. ერთი მწვერ­ვა­ლი დარ­ჩა და­სა­პყრო­ბი - ჰო­ლი­ვუ­დი. იქ მი­სას­ვლე­ლად 1980 წლი­დან იბ­რძო­და.

მხო­ლოდ 1990-იანი წლე­ბის შუა ხა­ნებ­ში და­ნებ­და ჰო­ლი­ვუ­დი მთვრა­ლი ოს­ტა­ტის ხიბ­ლის შე­მო­ტე­ვას. ჯე­კიმ მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლა ფილმში "Rumble in the Bronx", რო­მელ­მაც 7,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ბი­უ­ჯე­ტით, 32 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ჰონგკონ­გელ­მა ბიჭ­მა ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვად გა­იღ­ვი­ძა და ის ოს­კა­რის 68-ე ცე­რე­მო­ნი­ის წამ­ყვა­ნა­დაც კი მი­იწ­ვი­ეს.

ჩან­მა მულ­ტფილ­მებ­შიც სცა­და ბედი. მისი ხმით სა­უბ­რობს მა­ი­მუ­ნი კუნგ ფუ პან­და­დან (2008) და მას­წავ­ლე­ბე­ლი სპლინ­ტე­რი თი­ნე­ი­ჯე­რი მუ­ტან­ტი კუ ნინ­ძა­დან (2023).

  • რო­გორ აღ­ზარ­და ჯე­კიმ შვი­ლი

1981 წელს ჯეკი ჩანი ტა­ი­ვა­ნელ მსა­ხი­ობს, ლინ ფენ­ჯი­ა­ოს შეხ­ვდა. მისი კა­რი­ე­რა, ჯე­კის მსგავ­სად, ახალ სი­ცო­ცხლეს იძენ­და - ორი წლით ადრე მან მი­ი­ღო ტა­ი­პე­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო ქალი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბის ჯილ­დო ფილმში "ზღა­პა­რი პა­ტა­რა ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ", მუნ­ჯი ქა­ლის რო­ლის­თვის.

მაგ­რამ 1982 წელს, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ჯე­კის­თან სა­ი­დუმ­ლო ქორ­წი­ლის შემ­დეგ, ლინ ფენ­ჯი­ა­ომ, რო­მელ­საც კი­ნო­ში დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ, პრო­ფე­სია მი­ა­ტო­ვა. მან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქმარს მი­უ­ძღვნა, რომ­ლის­გა­ნაც ქორ­წი­ლი­დან ერთი დღის შემ­დეგ შე­ე­ძი­ნა ვაჟი - ჯე­ი­სი ჩანი.

2014 წელს, ჯე­ი­სი ჩანი ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვის­თვის და­ა­კა­ვეს. და­კი­თხვის დროს მან აღი­ა­რა, რომ რვა წე­ლია ნარ­კო­ტი­კებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ ამ­ბავ­მა ჯეკი ჩანი შოკ­ში ჩა­აგ­დო და სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­და ბო­დი­ში შვი­ლის საქ­ცი­ე­ლის­თვის. მსა­ხი­ობ­მა პი­რო­ბა დადო, რომ არ ჩა­ე­რე­ო­და შვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში.

ექ­ვსი თვის შემ­დეგ, ჯე­ი­სი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

  • მი­ტო­ვე­ბუ­ლი "უკა­ნო­ნო ქა­ლიშ­ვი­ლი“

2023 წელს ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, სა­დაც 69 წლის ჯეკი ჩანი თა­ვი­სი ძვე­ლი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბი­სას ტი­რის და აღი­ა­რებს, რომ თა­ვის ასულს ცუ­დად მო­ექ­ცა.

მალე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჯეკი ჩანს 1982 წელს, მსა­ხი­ობ ელე­ინ ვუ ქი­ლის­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­დე­გად, გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. ჩანი თა­ვი­დან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აღი­ა­რებ­და ბავ­შვს, მაგ­რამ რო­დე­საც 2000 წელს სი­მარ­თლე გა­ირ­კვა, სა­ჯა­როდ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და აღი­ა­რა, რომ "ახალ­გაზ­რდა იყო და ცდუ­ნე­ბას და­ე­მორ­ჩი­ლა".

ჩა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ღა­რიბ­თა სა­სა­დი­ლოს რიგ­ში

ქალი, რომ­ლის­გა­ნაც ჯეკი ჩანს ბავ­შვი შე­ე­ძი­ნა, ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა სახ­ლში ჩა­ა­ბა­რეს, რად­გან ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა არ აღი­ა­რებ­და. წლე­ბის შემ­დეგ აღი­ა­რე­ბამ არა­ფე­რი შეც­ვა­ლა - მსა­ხი­ობს მა­ინც არ სურ­და თა­ვის "უკა­ნო­ნო“ ქა­ლიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მე­დი­ის ცნო­ბით, ეტა ვუ ჟუ­ო­ლი­ნი სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს კა­ნა­და­ში და იძუ­ლე­ბუ­ლია ჭა­მოს ღა­რიბ­თა სა­სა­დი­ლო­ებ­ში.

და­სას­რულს...

და მა­ინც, მი­უ­ხე­და­ვად მისი რთუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა, ჯეკი რჩე­ბა მსა­ხი­ო­ბად, რო­მელ­საც გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა უზარ­მა­ზა­რი არ­მია ჰყავს. 2016 წელს მან მი­ი­ღო სა­პა­ტიო ოს­კა­რი კი­ნო­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის.

ჩანი 70 წლი­საა, მაგ­რამ ის კვლავ აქ­ტი­უ­რად თა­მა­შობს კი­ნო­ში, მისი ახა­ლი ფილ­მი 2024 წელს გა­მო­ვა.

"ვიცი, რომ ახალ­გაზ­რდა აღარ ვარ და იგი­ვე აღარ ვარ. ამი­ტომ, რა­საც ვა­კე­თებ, ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა კარ­გად გა­ვა­კე­თო. მა­გა­ლი­თად, მე აღარ შე­მიძ­ლია ორ­მა­გი დარ­ტყმის მსგავ­სი ტრი­უ­კე­ბი, მაგ­რამ ამის ნაც­ვლად ვი­ყე­ნებ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის ელე­მენ­ტებს. ზო­გა­დად, ქო­რე­ოგ­რა­ფია სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ გა­ა­კე­თოთ ის, რაც იმა­ვე ასაკ­ში სხვებს აღარ შე­უძ­ლი­ათ“, - ამ­ბობს მი­ლი­ო­ნე­რი ჰონგ-გონ­გი­დან.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ninonino
2

ოხრად დარჩეს ის მილიონები ჯერ გაჭირვებულს და ისიც შვილს არ ეხმარება😡

თინა
3

მიმიფურთხებია მაგის ადამიანობისთვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ქალიშვილს არ აღიარებდა და ბავშვთა სახლში ჩააბარა, ვაჟი კი ნარკოტიკების გამო დააკავეს - ჯეკი ჩანის სკანდალური ცხოვრება: რა ხდებოდა ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებაში ეკრანს მიღმა

ქალიშვილს არ აღიარებდა და ბავშვთა სახლში ჩააბარა, ვაჟი კი ნარკოტიკების გამო დააკავეს - ჯეკი ჩანის სკანდალური ცხოვრება: რა ხდებოდა ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებაში ეკრანს მიღმა

ლეგენდარული ჯეკი ჩანი 7 აპრილს 70 წლის გახდა. მსახიობმა ორჯერ დაამყარა გინესის რეკორდი, ასრულებდა სახიფათო ტრიუკებს და ყოველთვის ცდილობდა ეთამაშა "კარგი ბიჭის" როლი.

მსახიობმა ითამაშა 100-ზე მეტ პროექტში: იყო სცენარისტი, რეჟისორი, ოპერატორი და მომღერალიც კი, მაგრამ როგორი იყო მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა?

  • როგორ დაიპყრო ჰონგკონგელმა ღარიბმა ბიჭმა მთელი მსოფლიო

ჯეკი ჩანი დაიბადა 1954 წლის 7 აპრილს ჰონგ-კონგში, მაშინდელი ბრიტანეთის კოლონიაში. მისი მშობლები, ჩარლზ ჩანი და ლილი ჩანი, იქ ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს, ახალი ხელისუფლების მხრიდან დევნის შიშით გაიქცნენ. წყვილმა დიდი მსხვერპლი გაიღო - დაემშვიდობნენ წარსულს და მიატოვეს შვილები, რომელიც პირველი ქორწინებისას შეეძინათ.

ოჯახს ახალ ადგილას თავის დამკვიდრება გაუჭირდა. კაცს ფულის სესხება მეგობრებისგან მოუწია, რათა ლილის მშობიარობის დროს მეანის თანხა გადაეხადა. ბავშვი საკმაოდ დიდი - 5,5 კილოგრამი დაიბადა, რის გამოც მეტსახელად პაო პაო, ანუ "ქვემეხი" დაარქვა. ოფიციალურად კი ჩენ განშენგი, რაც ჰონგ-კონგში დაბადებულს ნიშნავს.

ჯეკმა ცხოვრების პირველი წლები საფრანგეთის კონსულის რეზიდენციაში გაატარა, სადაც მამამისი მზარეულად მუშაობდა, დედა კი მოსამსახურედ. მომავალ მსახიობს იმდენად არ სურდა სწავლა, რომ სკოლა პირველი კლასის დასრულებისთანავე მიატოვა.

მშობლებმა გზააბნეული 6 წლის ბიჭი პეკინის ოპერის სკოლაში გაგზავნეს, თავად კი ავსტრალიაში გადავიდნენ, სადაც მამა შეფ-მზარეულად მოეწყო. ბიჭს მოეწონა ახალი სკოლა, თანატოლებთან ერთად ჩხუბობდა და თამაშობდა. ეს ბევრად უკეთესი ჩანდა, ვიდრე მისთვის მოსაწყენი მათემატიკა.

მომავალი მსახიობი სწავლობდა მუსიკას, აკრობატიკას და საბრძოლო ხელოვნებას. ბავშვებს აიძულებდნენ დღეში 18 საათი ევარჯიშათ, მათ ისეთივე სასტიკი მეთოდებით ზრდიდნენ, როგორც ჩინურ ფილმებში გინახავთ. ჭაღარა მასწავლებელს შეეძლო ეყვირა და უყურადღებო მოსწავლისთვის დაერტყა ყველაფერი, რაც ხელში მოხვდებოდა.

ახალგაზრდა ჯეკმა ბევრი იშრომა და შევიდა "შვიდი იღბლიანი კაცის" თეატრალურ ჯგუფში, რომელშიც შედიოდნენ სკოლის საუკეთესო სტუდენტები. თუმცა, პეკინის ოპერის პოპულარობა მინელდა და სკოლა დაიხურა

  • მილიონერი ჰონგ კონგიდან

ჯგუფი "შვიდი იღბლიანი“.ჰონგ-კონგის თეატრში ეპიზოდურ როლებს ასრულებდა, მისი წევრები ასევე ასრულებდნენ ტრიუკებს ფილმებში. მალე ჯეკმა ითამაშა ბანდის ლიდერის როლი ფილმში Showdown in Hong Kong (1973), შემდეგ იბრძოლა ლეგენდარულ ბრუს ლისთან ფილმში Fist of Fury (1972).

"ძალიან სასიამოვნო იყო ბრუს ლისთვის დარტყმა", - იხსენებდა მოგვიანებით.

მალე ჩანი ავსტრალიაში მშობლებთან გადავიდა, სადაც ცდილობდა კოლეჯში ესწავლა, მუშაობდა მშენებლობაზეც. სწორედ იქ დაარქვეს სახელად ჯეკი, რომლითაც მოგვიანებით ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში. რეალურად კი მუშები ვერ წარმოთქვამდნენ ბიჭის ნამდვილი სახელს.

ჩანმა ვერ შეძლო განათლების მიღება, არც სამშენებლო ბიზნესში გაუმართლა. მალე ისევ ჰონგ-კონგში მიიწვიეს. ლეგენდარული ბრუს ლი გარდაიცვალა და საბრძოლო ჟანრის პოპულარობა კუნგ-ფუს ელემენტებით იზრდებოდა, ამიტომ მათ სჭირდებოდათ მსახიობი, რომელიც ეფექტურად იბრძოდა. და ეს აღმოჩნდა ჯეკი ჩანი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა "The New Fist of Fury" (1976), ეს იყო იმავე ფილმის გაგრძელება, სადაც ბრუს ლისთან ითამაშა.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... ნამდვილი გარღვევა ორი წლის შემდეგ მოხდა, როდესაც კომედიაში "გველი არწივის ჩრდილში“ (1978 წ.) ითამაშა. მაყურებელს მოეწონა უბრალო ბიჭის იმიჯი, რომელიც არ იყო ისეთი მკაცრი, როგორც ბრუს ლის პერსონაჟი, მაგრამ იცოდა როგორ ებრძოლა უკეთესად. ძალიან მალე ჯეკი ჩანი სუპერვარსკვლავი გახდა.

"20 წლის ასაკში უკვე მილიონერი გავხდი. უცოდინარი, რომელსაც სკოლაში ერთი დღეც არ უსწავლია, უცებ 10 მილიონს იღებს – წარმოგიდგენიათ, როგორია? შემეძლო ერთ კვირაში ყველაფერი მეყიდა, რაზეც ადამიანები მთელი ცხოვრება ოცნებობენ. მთელი დღე ვსვამდი, დილით პორშეს ვეჯახებოდი, საღამოს მერსედეს-ბენცს", - იხსენებდა წლების შემდეგ ინტერვიუში.

"ფაქტობრივად, გადასაღებ მოედანზე დავიბადე და მთელი ცხოვრება იქ გავატარე. იმდენ პროფესიაში ვსინჯე ბედი, ​​გამნათებლით დაწყებული კასკადიორით დამთავრებული. ეს ჩემთვის ცხოვრების ნაწილია. ყველაზე მეტად მომწონს რეჟისორობა: ყველა გისმენს და შეგიძლია ყველაფერი აკონტროლო.

კინოში გატარებული წლების განმავლობაში ყველაფერი დამტვრეული მქონდა. მქონდა სისხლჩაქცევები, ჭრილობები, თითები, ცხვირი, თავი, ფეხები... - ყველაფერი მომიტეხავს", - ამბობდა ჯეკი ჩანი.

არტისტს ყველაფერი ჰქონდა: პოპულარობა, ფული, ჰყავდა თაყვანისმცემლები. ერთი მწვერვალი დარჩა დასაპყრობი - ჰოლივუდი. იქ მისასვლელად 1980 წლიდან იბრძოდა.

მხოლოდ 1990-იანი წლების შუა ხანებში დანებდა ჰოლივუდი მთვრალი ოსტატის ხიბლის შემოტევას. ჯეკიმ მთავარი როლი შეასრულა ფილმში "Rumble in the Bronx", რომელმაც 7,5 მილიონი დოლარის ბიუჯეტით, 32 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. ჰონგკონგელმა ბიჭმა ჰოლივუდის ვარსკვლავად გაიღვიძა და ის ოსკარის 68-ე ცერემონიის წამყვანადაც კი მიიწვიეს.

ჩანმა მულტფილმებშიც სცადა ბედი. მისი ხმით საუბრობს მაიმუნი კუნგ ფუ პანდადან (2008) და მასწავლებელი სპლინტერი თინეიჯერი მუტანტი კუ ნინძადან (2023).

  • როგორ აღზარდა ჯეკიმ შვილი

1981 წელს ჯეკი ჩანი ტაივანელ მსახიობს, ლინ ფენჯიაოს შეხვდა. მისი კარიერა, ჯეკის მსგავსად, ახალ სიცოცხლეს იძენდა - ორი წლით ადრე მან მიიღო ტაიპეის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი კინომსახიობის ჯილდო ფილმში "ზღაპარი პატარა ქალაქის შესახებ", მუნჯი ქალის როლისთვის.

მაგრამ 1982 წელს, ლოს-ანჯელესში ჯეკისთან საიდუმლო ქორწილის შემდეგ, ლინ ფენჯიაომ, რომელსაც კინოში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, პროფესია მიატოვა. მან მთელი ცხოვრება ქმარს მიუძღვნა, რომლისგანაც ქორწილიდან ერთი დღის შემდეგ შეეძინა ვაჟი - ჯეისი ჩანი.

2014 წელს, ჯეისი ჩანი ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს. დაკითხვის დროს მან აღიარა, რომ რვა წელია ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. ამ ამბავმა ჯეკი ჩანი შოკში ჩააგდო და საჯაროდ მოიხადა ბოდიში შვილის საქციელისთვის. მსახიობმა პირობა დადო, რომ არ ჩაერეოდა შვილის სასამართლო პროცესში.

ექვსი თვის შემდეგ, ჯეისი გაათავისუფლეს.

  • მიტოვებული "უკანონო ქალიშვილი“

2023 წელს ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც 69 წლის ჯეკი ჩანი თავისი ძველი ფილმების ყურებისას ტირის და აღიარებს, რომ თავის ასულს ცუდად მოექცა.

მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯეკი ჩანს 1982 წელს, მსახიობ ელეინ ვუ ქილისთან ურთიერთობის შედეგად, გოგონა შეეძინა. ჩანი თავიდან დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა ბავშვს, მაგრამ როდესაც 2000 წელს სიმართლე გაირკვა, საჯაროდ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ "ახალგაზრდა იყო და ცდუნებას დაემორჩილა".

ჩანის ქალიშვილი ღარიბთა სასადილოს რიგში

ქალი, რომლისგანაც ჯეკი ჩანს ბავშვი შეეძინა, ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა და გარდაიცვალა. გოგონა მიუსაფარ ბავშვთა სახლში ჩააბარეს, რადგან ბიოლოგიური მამა არ აღიარებდა. წლების შემდეგ აღიარებამ არაფერი შეცვალა - მსახიობს მაინც არ სურდა თავის "უკანონო“ ქალიშვილთან ურთიერთობა. მედიის ცნობით, ეტა ვუ ჟუოლინი სიღარიბეში ცხოვრობს კანადაში და იძულებულია ჭამოს ღარიბთა სასადილოებში.

დასასრულს...

და მაინც, მიუხედავად მისი რთული პირადი ცხოვრებისა, ჯეკი რჩება მსახიობად, რომელსაც გულშემატკივართა უზარმაზარი არმია ჰყავს. 2016 წელს მან მიიღო საპატიო ოსკარი კინოში შეტანილი წვლილისთვის.

ჩანი 70 წლისაა, მაგრამ ის კვლავ აქტიურად თამაშობს კინოში, მისი ახალი ფილმი 2024 წელს გამოვა.

"ვიცი, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ და იგივე აღარ ვარ. ამიტომ, რასაც ვაკეთებ, ვცდილობ, რაც შეიძლება კარგად გავაკეთო. მაგალითად, მე აღარ შემიძლია ორმაგი დარტყმის მსგავსი ტრიუკები, მაგრამ ამის ნაცვლად ვიყენებ ქორეოგრაფიის ელემენტებს. ზოგადად, ქორეოგრაფია საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ ის, რაც იმავე ასაკში სხვებს აღარ შეუძლიათ“, - ამბობს მილიონერი ჰონგ-გონგიდან.