მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. 2008 წელს კი მძიმედ დაიჭრა რუსებთან ბრძოლაში" - ვინ არის სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი პოლკოვნიკი და რატომ ეჭვობენ, რომ შესაძლოა აფეთქება მოეწყოთ?
"კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. 2008 წელს კი მძიმედ დაიჭრა რუსებთან ბრძოლაში" - ვინ არის სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი პოლკოვნიკი და რატომ ეჭვობენ, რომ შესაძლოა აფეთქება მოეწყოთ?

გუ­შინ ბო­ჭორ­მის ქუ­ჩა­ზე, მა­ღა­ზია "ბეთლგრა­უნ­დის" სას­რო­ლეთ­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც ად­გილ­ზე ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო კი­დევ ერთი ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ. გარ­დაც­ვლილ­თა­გან ერთი, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან ორი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლია. დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გუგა ქა­ში­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სას­რო­ლეთ­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი სამი პი­რი­დან, ერთი კვლავ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მისი თქმით, პა­ცი­ენტს სხე­უ­ლი­სა და სა­სუნ­თქი გზე­ბის 20%-იანი დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ორ პა­ცი­ენტს, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 1 პა­ცი­ენ­ტია, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა. სხე­უ­ლი­სა და სა­სუნ­თქი გზე­ბის 20%-იანი დამ­წვრო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ორი პა­ცი­ენ­ტი ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა“, - აღ­ნიშ­ნა ქა­ში­ბა­ძემ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­სა და კო­დო­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე, პოლ­კოვ­ნი­კი იური ლო­მი­ძეა, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით "ბეთლგრა­უნ­დის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო.

ambebi.ge გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნანტ გოგი თა­თუ­ხაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ლო­მი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა.

"იური იყო 2008 წლის გმი­რი, ყვე­ლა ომში და ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. აგ­ვის­ტოს ომის დროს მძი­მედ და­იჭ­რა რუ­სებ­თან ბრძო­ლა­ში. იური პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, ყვე­ლა საქ­მე იცო­და...

10 წელ­ზე მე­ტია, რაც ეს სას­რო­ლე­თი გა­იხ­სნა, იქ და­დი­ან, ფულს იხ­დი­ან და ის­ვრი­ან. იური სას­რო­ლეთ­ში და­რაჯ-ინ­სტრუქ­ტო­რად მუ­შა­ობ­და. 2008 წლის ომის შემ­დეგ, ის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, შავ­ნა­ბა­და­ზე იყო, მერე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რომ მო­ვი­და შსს-ს მი­ნის­ტრად, ლო­მი­ძე და­აქ­ვე­ი­თეს და კრწა­ნის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ინ­სტრუქ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მერე სა­ერ­თოდ გა­უშ­ვეს უწყე­ბი­დან. ეს კაცი იყო ნაღ­დი პატ­რი­ო­ტი, მე­ო­მა­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ოჯა­ხი ხომ უნდა შე­ე­ნა­ხა და სას­რო­ლეთ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. იუ­რიმ რო­გორც კი კარი გა­ა­ღო და სი­ნათ­ლე აან­თო, ეგ­რე­ვე აფეთ­ქე­ბა მოხ­და. ეს რა­ღაც მი­ზან­მი­მარ­თულ აფეთ­ქე­ბას ჰგავს და აი, რა­ტომ: როცა გაზი ფეთ­ქდე­ბა, თეთ­რი კვამ­ლია, აქ კი შავი იყო. ტყვია-წა­მა­ლიც უცებ არა, თან­და­თან ფეთ­ქდე­ბა. ჩემი შე­ფა­სე­ბით, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტე­რაქ­ტი... მაგ. ჩა­დე­ბუ­ლი ნაღ­მი რომ გა­ნაღ­მო, მე­ო­რე ნაღ­მი უნდა გა­მო­ი­ყე­ნო, იმ ნაღმს რომ და­არ­ტყას. ვფიქ­რობ, ზუს­ტად ასე­თი ნაღ­მია აფეთ­ქე­ბუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იყო ტყვია-წა­მალ­ზე.

გა­ზის აფეთ­ქე­ბის დროს ყვე­ლა მხა­რე თით­ქმის ერ­თნა­ი­რად ზი­ან­დე­ბა და როცა ნაღ­მია, რა­ზე­ცაა ის მი­მარ­თუ­ლი, ის ად­გი­ლი ფეთ­ქდე­ბა, ასეც მოხ­და. ვვა­რა­უ­დობ, რომ აფეთ­ქე­ბა გათ­ვლი­ლი იყო იმა­ზე, ვინც იქ შუქს აან­თებ­და და პირ­ვე­ლი შე­ვი­დო­და. კარს იური აღებ­და და ის ან­თებ­და შუქს. ქარ­თველ ოფი­ცერ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, მოს­კო­ვი­დან მო­ვი­და შეკ­ვე­თა, თან­და­თან იძი­ეს შური ამ ბი­ჭებ­ზე... რა მოხ­და, ზუს­ტად ვერ ვი­ტყვი, ახლა მხო­ლოდ ვერ­სი­ე­ბის დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ფაქ­ტია, გა­ზის მილი არაა. სვა­ნეთ­ში რომ იყო აფ­რა­სი­ძე­ე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია, მათ სახ­ლში 2,5-3 სა­ა­თი ვერ შევ­დი­ო­დით, იმ­დე­ნი ტყვია-წა­მა­ლი იყო, რო­მე­ლიც ნელ-ნელა ფეთ­ქდე­ბო­და, სახ­ლთან ახ­ლოს ვერ მივ­დი­ო­დით. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან (სას­რო­ლე­თი) ფო­ტო­მა­სა­ლა რომ მქონ­დეს, უფრო ზუსტ შე­ფა­სე­ბას მივ­ცემ­დი, რა არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ახლა იქ არ ვიმ­ყო­ფე­ბი და ზუს­ტად რა მოხ­და, ამის თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბა“.

ბო­ჭორ­მის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სას­რო­ლეთ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გვი­ან ღა­მემ­დე გრძელ­დე­ბო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ერ­თად ად­გილ­ზე სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ისი­ნი ახლა მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნას ცდი­ლო­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აფეთ­ქე­ბის ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს, თუმ­ცა ძი­ე­ბა ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ambebi.ge შსს-ს და­უ­კავ­შირ­და და შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა ვერ­სი­ებ­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. რო­გორც შსს-ში გვი­თხრეს, გა­მო­ძი­ე­ბა 240-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს და აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზებ­საც გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tato
21

დღეს ვინც ოცნებას მხარს უჭერს ყველა სამშობლოს მოღალატეა, შვილები მაინც შეიცოდეთ თქვე რეგვნებო, სულით მდაბალო არსებებო, ნეხვის სუნი გიდით ნუთუ ვერ ხვდებით.

ლევონ არცახელ I ბაგრატუნი
6

მოკლულია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. 2008 წელს კი მძიმედ დაიჭრა რუსებთან ბრძოლაში" - ვინ არის სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი პოლკოვნიკი და რატომ ეჭვობენ, რომ შესაძლოა აფეთქება მოეწყოთ?

"კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. 2008 წელს კი მძიმედ დაიჭრა რუსებთან ბრძოლაში" - ვინ არის სასროლეთში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი პოლკოვნიკი და რატომ ეჭვობენ, რომ შესაძლოა აფეთქება მოეწყოთ?

გუშინ ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ადგილზე ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. გარდაცვლილთაგან ერთი, ხოლო დაშავებული პირებიდან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან, ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი თქმით, პაციენტს სხეულისა და სასუნთქი გზების 20%-იანი დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"რეანიმაციულ განყოფილებაში 1 პაციენტია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სხეულისა და სასუნთქი გზების 20%-იანი დამწვრობა აღენიშნება. დანარჩენი ორი პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, - აღნიშნა ქაშიბაძემ.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი გარდაცვლილი 2008 წლის აგვისტოს ომისა და კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, პოლკოვნიკი იური ლომიძეა, რომელიც დღესდღეობით "ბეთლგრაუნდის“ თანამშრომელი იყო.

ambebi.ge გენერალ-ლეიტენანტ გოგი თათუხაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ლომიძის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა.

"იური იყო 2008 წლის გმირი, ყველა ომში და ოპერაციაში მონაწილეობდა. აგვისტოს ომის დროს მძიმედ დაიჭრა რუსებთან ბრძოლაში. იური პროფესიონალი იყო, ყველა საქმე იცოდა...

10 წელზე მეტია, რაც ეს სასროლეთი გაიხსნა, იქ დადიან, ფულს იხდიან და ისვრიან. იური სასროლეთში დარაჯ-ინსტრუქტორად მუშაობდა. 2008 წლის ომის შემდეგ, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, შავნაბადაზე იყო, მერე ღარიბაშვილი რომ მოვიდა შსს-ს მინისტრად, ლომიძე დააქვეითეს და კრწანისში გადაიყვანეს ინსტრუქტორის თანამდებობაზე, მერე საერთოდ გაუშვეს უწყებიდან. ეს კაცი იყო ნაღდი პატრიოტი, მეომარი და პროფესიონალი. ოჯახი ხომ უნდა შეენახა და სასროლეთში დაიწყო მუშაობა. იურიმ როგორც კი კარი გააღო და სინათლე აანთო, ეგრევე აფეთქება მოხდა. ეს რაღაც მიზანმიმართულ აფეთქებას ჰგავს და აი, რატომ: როცა გაზი ფეთქდება, თეთრი კვამლია, აქ კი შავი იყო. ტყვია-წამალიც უცებ არა, თანდათან ფეთქდება. ჩემი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი ტერაქტი... მაგ. ჩადებული ნაღმი რომ განაღმო, მეორე ნაღმი უნდა გამოიყენო, იმ ნაღმს რომ დაარტყას. ვფიქრობ, ზუსტად ასეთი ნაღმია აფეთქებული, მიზანმიმართული იყო ტყვია-წამალზე.

გაზის აფეთქების დროს ყველა მხარე თითქმის ერთნაირად ზიანდება და როცა ნაღმია, რაზეცაა ის მიმართული, ის ადგილი ფეთქდება, ასეც მოხდა. ვვარაუდობ, რომ აფეთქება გათვლილი იყო იმაზე, ვინც იქ შუქს აანთებდა და პირველი შევიდოდა. კარს იური აღებდა და ის ანთებდა შუქს. ქართველ ოფიცერზე, სავარაუდოდ, მოსკოვიდან მოვიდა შეკვეთა, თანდათან იძიეს შური ამ ბიჭებზე... რა მოხდა, ზუსტად ვერ ვიტყვი, ახლა მხოლოდ ვერსიების დონეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ფაქტია, გაზის მილი არაა. სვანეთში რომ იყო აფრასიძეების სპეცოპერაცია, მათ სახლში 2,5-3 საათი ვერ შევდიოდით, იმდენი ტყვია-წამალი იყო, რომელიც ნელ-ნელა ფეთქდებოდა, სახლთან ახლოს ვერ მივდიოდით. შემთხვევის ადგილიდან (სასროლეთი) ფოტომასალა რომ მქონდეს, უფრო ზუსტ შეფასებას მივცემდი, რა არის გამოყენებული, ახლა იქ არ ვიმყოფები და ზუსტად რა მოხდა, ამის თქმა გამიჭირდება“.

ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გრძელდებოდა. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ისინი ახლა მომხდარი აფეთქების მიზეზის დადგენას ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფეთქების ერთდროულად რამდენიმე ვერსიას განიხილავს, თუმცა ძიება ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ambebi.ge შსს-ს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს და აფეთქების მიზეზებსაც გამოძიება დაადგენს.

იხილეთ ასევე: