პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე მეტად დედაჩემი შემეცოდა, ზუსტად ისე შემეცოდა, როგორც გარდაცვლილის დედა..." - რას წერს წერილში მამაკაცი, რომელსაც 16 წელი მიუსაჯეს
"ყველაზე მეტად დედაჩემი შემეცოდა, ზუსტად ისე შემეცოდა, როგორც გარდაცვლილის დედა..." - რას წერს წერილში მამაკაცი, რომელსაც 16 წელი მიუსაჯეს
  • ფო­ტოს წყა­რო: "ბა­თუ­მე­ლე­ბი"

17 მარტს მო­სა­მარ­თლე ნინო სა­ხე­ლაშ­ვილ­მა 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და ზუ­რაბ სა­ღი­ნა­ძეს. ის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს.

ლა­პა­რა­კია ბა­თუმ­ში, 2023 წლის 4 ივ­ლისს მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე - 16 წლის ლუკა, რო­მე­ლიც ზღვა­ში, კა­ტერ­ზე გა­მობ­მუ­ლი გა­სა­ბე­რი "ბა­ნა­ნით“ გა­იყ­ვა­ნეს, გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბი­დან ზღვა­ში გან­ზრახ გა­და­აგ­დეს. ლუ­კას­თან ერ­თად, პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, "ბა­ნან­ზე“ კი­დევ 3 მო­ზარ­დი იმ­ყო­ფე­ბო­და და მათ ჟი­ლე­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

"გუ­შინ 16 წელი მო­მი­სა­ჯეს ბავ­შვე­ბის ბა­ნან­ზე გა­სე­ირ­ნე­ბის­თვის. რო­გორც იუ­რის­ტებ­მა ამიხ­სნეს, ასე­თი ბრალ­დე­ბა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ მე და­მიმ­ტკიც­და. ბავ­შვებ­მა ბა­ნა­ნამ­დე მო­ცუ­რეს, გა­ვა­სე­ირ­ნე, გა­სე­ირ­ნე­ბა და­ვას­რუ­ლე ამოტ­რი­ა­ლე­ბით ტივ­ტი­ვას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს, იქვე გავ­ჩერ­დი საკ­მა­რი­სი დრო, რომ შე­მემ­ჩნია, ყვე­ლა ძა­ლი­ან კარ­გად მი­ცუ­რავ­და ნა­პი­რის­კენ და გა­ვაგ­რძე­ლე იმა­ვეს კე­თე­ბა უამ­რა­ვი სხვა დამ­სვე­ნებ­ლის­თვის, მე­ო­რე დღე­საც უამ­რავ­ჯერ ამო­ვატ­რი­ა­ლე ბა­ნა­ნი, მე­სა­მე დღი­დან აღ­მოვ­ჩნდი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ანუ ჯო­ჯო­ხეთ­ში...

პრო­კუ­რორ­მა გაბ­რა­ლე­ბო:

მათი მოკ­ვლა გინ­დო­დაო, პირ­და­პირ კი არ გინ­დო­და, არა­მედ, არა­პირ­და­პი­რო, რად­გან იცო­დი, რომ ცურ­ვა არ იცოდ­ნენ და ჟი­ლე­ტე­ბის ჩაც­მის უფ­ლე­ბა მა­გი­ტომ არ მი­ე­ციო, მერე დიდი სიჩ­ქა­რით გა­ქან­დი ზღვის სიღ­რმე­შიო, თან ეგ რომ არ გდო­მო­და, ბა­ნანს არ ამო­ატ­რი­ა­ლებ­დიო, ბა­ნა­ნის ამოტ­რი­ა­ლე­ბა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად, თით­ქმის არას­დროს ხდე­ბაო.

არა­და, ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ:

ბა­ნა­ნი ამ დროს იყო იმ სიღ­რმე­ში, რომ ცურ­ვის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მის­ვლა და ამ ცა­რი­ელ ბა­ნან­ზე აძ­ვრნენ ბავ­შვე­ბი; ყვე­ლა და­საჯ­დომ ად­გილ­ზე, ფე­ხებ­თან ეკი­და ჟი­ლე­ტე­ბი; კა­ტე­რი მოძ­რა­ობს მხო­ლოდ ნა­პი­რის პა­რა­ლე­ლუ­რად და ტივ­ტი­ვებ­თან ახ­ლოს, საკ­მა­ოდ ნელა, ისე ნელა, რომ პირ­ვე­ლი ცდი­სას ბა­ნა­ნი ვერც ამოტ­რი­ალ­და. რა თქმა უნდა, ზუს­ტად ვი­ცით მეც და თით­ქმის ყვე­ლა დამ­სვე­ნე­ბელ­მა, რომ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ბა­ნან­ზე სე­ირ­ნო­ბი­სას ყვე­ლა­ზე მე­ტად მის ამოყი­რა­ვე­ბას ელი­ან...

პრო­ცე­სებ­ზე გა­ვარ­კვიე რომ:

გარ­დაც­ვლი­ლის ორ­გა­ნო­ებ­ში აღ­მოჩ­ნდა პლან­ქტო­ნი, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად არ გვხვდე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნი მლა­შე წყალ­ში და­იხ­რჩო; ამა­ზე პრო­კუ­რორს არ­გუ­მენ­ტი არ ჰქონ­და. გარ­დაც­ვლილ არას­რულ­წლო­ვანს აღ­მო­აჩ­ნდა ალ­კოჰო­ლი, როცა მე­გობ­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ბა­ნან­ზე ას­ვლამ­დე არ ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლი, რი­თაც სა­ერ­თოდ არ და­ინ­ტე­რეს­და გა­მო­ძი­ე­ბა, ვის­თან, სად და რო­დის მი­ი­ღო. დი­ნე­ბე­ბის პრო­ფე­სო­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ თე­ო­რი­უ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია დახ­რჩო­ბის შემ­დეგ მაგ ად­გი­ლებ­ში გვა­მი გა­და­ად­გილ­დეს დახ­რჩო­ბის ად­გი­ლი­დან მარ­ცხნივ (მდი­ნა­რე ჭო­რო­ხის­კენ) და სიღ­რმე­ში კო­რი­ო­ლი­სის ძა­ლის და ზღვის გა­მოკ­ვლე­უ­ლი დი­ნე­ბე­ბის გამო (კო­რი­ო­ლი­სის ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ მეც პირ­ვე­ლად გა­ვი­გე სა­სა­მარ­თლო­ზე). პრო­კუ­რორ­მა ამას და­უ­პი­რის­პი­რა თა­ვი­სი ოფი­სის ფან­ჯრი­დან და­ნა­ხუ­ლი, მაგ­რამ თე­ო­რი­უ­ლად აუხ­სნე­ლი დი­ნე­ბა...

ვი­დე­ო­ში ვნა­ხე, რომ ბა­ნან­ზე მე­ხუ­თე ადა­მი­ა­ნიც ყო­ფი­ლა, რო­მელ­ზეც არა­ვინ არა­ფე­რი ვი­ცით, მაგ­რამ მე მჯე­რა, რომ მან ყვე­ლა­ზე მეტი შე­იძ­ლე­ბა იცო­დეს და ალ­ბათ პლან­ქტო­ნის, ალ­კოჰო­ლის და გვა­მის სხვა­გან აღ­მო­ჩე­ნის სა­ი­დუმ­ლო­საც ფარ­დას ახ­დის. კი­დევ მო­ვის­მი­ნე ათა­სი იუ­რი­დი­უ­ლი ნი­უ­ან­სი, რაც ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ აჩენს რო­გორც ბრალ­დე­ბის სა­მარ­თლებ­რივ აბ­სურ­დუ­ლო­ბას, ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის უმოქ­მე­დო­ბას, სრულ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას და წარ­მო­უდ­გე­ნელ გულ­გრი­ლო­ბას. ამ ყვე­ლა­ფერს ის­მენ­და პრო­კუ­რო­რიც, რო­მელ­საც სირ­ცხვი­ლის­გან სახე ყო­ველ ჯერ­ზე ეც­ვლე­ბო­და. მო­სა­მარ­თლეც ის­მენ­და, ან არც ის­მენ­და. დამ­ნა­შა­ვე­აო და 16 წე­ლიო...

ყვე­ლა­ზე მე­ტად დე­და­ჩე­მი შე­მე­ცო­და, ზუს­ტად ისე შე­მე­ცო­და, რო­გორც იმ დღეს გარ­დაც­ვლი­ლის დედა, რო­მელ­საც ატყუ­ე­ბენ, რომ საქ­მე გა­მო­ი­ძი­ეს და აჯე­რე­ბენ, რომ ბავ­შვი ბა­ნა­ნის ამოტ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად გარ­და­ეც­ვა­ლა...“, - ეს წე­რი­ლი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბულ­მა მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა ზუ­რაბ სა­ღი­ნა­ძემ kvirispalitra.ge -ს გა­უგ­ზავ­ნა. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამხანაგი მაო
0

ვერაფერი გავიგე, უდანაშაულო კაცი არ ჩასვან ციხეში, ეს ძალიან ცუდი იქნება, რა საჩქაროა, ან შესაძლოა ნაწილობრივ არის დამნაშავე, იქნებ უფრო დაწვრილებით გამოიძიონ

ნინო
2

გულწრფელად შემეცოდა,თუმცა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ საკუთარ საქმეს,ადამიანი ზღვაში ჩატოვო და ახალი კლიენტების წამოსაყვანად გაიქცე ,მე მაინც უპასუხისმგებლობა მგონია ,თან ისე რომ არც დარწმუნდე როგორ არიან.

ავტორი:

"ყველაზე მეტად დედაჩემი შემეცოდა, ზუსტად ისე შემეცოდა, როგორც გარდაცვლილის დედა..." - რას წერს წერილში მამაკაცი, რომელსაც 16 წელი მიუსაჯეს

"ყველაზე მეტად დედაჩემი შემეცოდა, ზუსტად ისე შემეცოდა, როგორც გარდაცვლილის დედა..." - რას წერს წერილში მამაკაცი, რომელსაც 16 წელი მიუსაჯეს
  • ფოტოს წყარო: "ბათუმელები"

17 მარტს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ზურაბ საღინაძეს. ის მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს.

ლაპარაკია ბათუმში, 2023 წლის 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე - 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი "ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, "ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.

"გუშინ 16 წელი მომისაჯეს ბავშვების ბანანზე გასეირნებისთვის. როგორც იურისტებმა ამიხსნეს, ასეთი ბრალდება მთელ საქართველოში მხოლოდ მე დამიმტკიცდა. ბავშვებმა ბანანამდე მოცურეს, გავასეირნე, გასეირნება დავასრულე ამოტრიალებით ტივტივასთან ძალიან ახლოს, იქვე გავჩერდი საკმარისი დრო, რომ შემემჩნია, ყველა ძალიან კარგად მიცურავდა ნაპირისკენ და გავაგრძელე იმავეს კეთება უამრავი სხვა დამსვენებლისთვის, მეორე დღესაც უამრავჯერ ამოვატრიალე ბანანი, მესამე დღიდან აღმოვჩნდი პროკურატურაში, ანუ ჯოჯოხეთში...

პროკურორმა გაბრალებო:

მათი მოკვლა გინდოდაო, პირდაპირ კი არ გინდოდა, არამედ, არაპირდაპირო, რადგან იცოდი, რომ ცურვა არ იცოდნენ და ჟილეტების ჩაცმის უფლება მაგიტომ არ მიეციო, მერე დიდი სიჩქარით გაქანდი ზღვის სიღრმეშიო, თან ეგ რომ არ გდომოდა, ბანანს არ ამოატრიალებდიო, ბანანის ამოტრიალება ძალიან იშვიათად, თითქმის არასდროს ხდებაო.

არადა, ვიდეოში ჩანს, რომ:

ბანანი ამ დროს იყო იმ სიღრმეში, რომ ცურვის გარეშე შეუძლებელი იყო მისვლა და ამ ცარიელ ბანანზე აძვრნენ ბავშვები; ყველა დასაჯდომ ადგილზე, ფეხებთან ეკიდა ჟილეტები; კატერი მოძრაობს მხოლოდ ნაპირის პარალელურად და ტივტივებთან ახლოს, საკმაოდ ნელა, ისე ნელა, რომ პირველი ცდისას ბანანი ვერც ამოტრიალდა. რა თქმა უნდა, ზუსტად ვიცით მეც და თითქმის ყველა დამსვენებელმა, რომ დამსვენებლები ბანანზე სეირნობისას ყველაზე მეტად მის ამოყირავებას ელიან...

პროცესებზე გავარკვიე რომ:

გარდაცვლილის ორგანოებში აღმოჩნდა პლანქტონი, რაც პრაქტიკულად არ გვხვდება, თუ ადამიანი მლაშე წყალში დაიხრჩო; ამაზე პროკურორს არგუმენტი არ ჰქონდა. გარდაცვლილ არასრულწლოვანს აღმოაჩნდა ალკოჰოლი, როცა მეგობრები ამტკიცებენ, რომ ბანანზე ასვლამდე არ ჰქონდა მიღებული ალკოჰოლი, რითაც საერთოდ არ დაინტერესდა გამოძიება, ვისთან, სად და როდის მიიღო. დინებების პროფესორებმა დაადასტურეს, რომ თეორიულად შეუძლებელია დახრჩობის შემდეგ მაგ ადგილებში გვამი გადაადგილდეს დახრჩობის ადგილიდან მარცხნივ (მდინარე ჭოროხისკენ) და სიღრმეში კორიოლისის ძალის და ზღვის გამოკვლეული დინებების გამო (კორიოლისის ძალების შესახებ მეც პირველად გავიგე სასამართლოზე). პროკურორმა ამას დაუპირისპირა თავისი ოფისის ფანჯრიდან დანახული, მაგრამ თეორიულად აუხსნელი დინება...

ვიდეოში ვნახე, რომ ბანანზე მეხუთე ადამიანიც ყოფილა, რომელზეც არავინ არაფერი ვიცით, მაგრამ მე მჯერა, რომ მან ყველაზე მეტი შეიძლება იცოდეს და ალბათ პლანქტონის, ალკოჰოლის და გვამის სხვაგან აღმოჩენის საიდუმლოსაც ფარდას ახდის. კიდევ მოვისმინე ათასი იურიდიული ნიუანსი, რაც ძალიან მკაფიოდ აჩენს როგორც ბრალდების სამართლებრივ აბსურდულობას, ასევე, გამოძიების უმოქმედობას, სრულ არაკომპეტენტურობას და წარმოუდგენელ გულგრილობას. ამ ყველაფერს ისმენდა პროკურორიც, რომელსაც სირცხვილისგან სახე ყოველ ჯერზე ეცვლებოდა. მოსამართლეც ისმენდა, ან არც ისმენდა. დამნაშავეაო და 16 წელიო...

ყველაზე მეტად დედაჩემი შემეცოდა, ზუსტად ისე შემეცოდა, როგორც იმ დღეს გარდაცვლილის დედა, რომელსაც ატყუებენ, რომ საქმე გამოიძიეს და აჯერებენ, რომ ბავშვი ბანანის ამოტრიალების შედეგად გარდაეცვალა...“, - ეს წერილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გასამართლებულმა მსჯავრდადებულმა ზურაბ საღინაძემ kvirispalitra.ge -ს გაუგზავნა. წაიკითხეთ სტატია სრულად