დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან, ერთი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც ქაშიბაძე, "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს სხეულისა და სასუნთქი გზების 20%-იანი დამწვრობა აღენიშნება. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"რეანიმაციულ განყოფილებაში 1 პაციენტია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სხეულისა და სასუნთქი გზების 20%-იანი დამწვრობა აღენიშნება. დანარჩენი ორი პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“,- აღნიშნა ქაშიბაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია.
ასევე იხილეთ:
ეგ სასროლეთი და მაღაზია 2007-2008 წლებში თავდაცვის სამინისტროს გენარალური შტაბის უფროსის, (ვაი)გენერალ ზაზა გოგავას საკუთრებაა. "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავჯდომარედ არჩევის შემდეგ ფორმალურად ი.ბ.-ზე გადააფორმა. სასროლეთში ყოფილი, კეზერაშვილის მინისტრობის დროინდელი მაღალჩინოსანი სამხედროები იკრიბებოდნენ და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს სროლაში ავარჯიშებდნენ.
ვაააააააააა გუგა ჯანნნნ!!! სად დეიკარგე,ეტყობა წინა ზაფხულს ლეღვის რძითარავინ დამწვარა,მარა დაველოდოთ ამ ზაფხულს