რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებს "კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული ტერაქტის თანამონაწილეებს, უკრაინელებს კი მის ნამდვილ დამკვეთებს უწოდებს.
"პატივცემულო აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ლიდერებო! ტერორისტების განცხადებები, რომ მათ კიევში მილიონ რუბლს დაჰპირდნენ და რომ იქ მისასვლელად რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ფანჯარა უნდა გაევლოთ, თქვენთვის საკმარისი არ იყო?ტერაქტი ISIS-მა დაუკვეთა, ასე არ არის? ნამდვილი დამკვეთები არიან უკრაინელი ბანდერ ნაძირალები, თქვენი აღზრდილები და ამ მკვლელობის თანამზრახველები ხართ თქვენ : ბაიდენი, მაკრონი, სუნაკი, შოლცი და სხვა თანამზრახველები. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ!“ - წერს მედვედევი X-ზე.
ცნობისთვის, მანამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა "კრუკუს სითი ჰოლზე“ 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულთა დაკითხვის კადრები. მათ კოორდინატორად დაასახელეს ვინმე საიფულო, რომელმაც მიუთითა თავდასხმის ადგილი, უკრაინის საზღვრამდე გაქცევის გზა და ფულად ჯილდოს დაჰპირდა.