პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამტრედიაში მოკლული მამაკაცის სასამართლო პროცესი: ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება - მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა სულ 4 პირს შეუფარდა
სამტრედიაში მოკლული მამაკაცის სასამართლო პროცესი: ხმაური და  სიტყვიერი დაპირისპირება - მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა სულ 4 პირს შეუფარდა

სა­სა­მარ­თლომ სამ­ტრე­დი­ა­ში, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ოთხი­ვე პირს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მო­სა­მარ­თლემ სრუ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და მათ აღ­მკვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უფრდა.

მათ­გან ერთს უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბას, სამს კი ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბას და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას ედა­ვე­ბი­ან.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე კა­მა­თი და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც იყო. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას მოყ­ვა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბა ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­უღ­ლეს წა­რედ­გი­ნა, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 2 აპ­რილს, სამ­ტრე­დი­ა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სამ­მა პირ­მა, კერ­ძოდ მე­უღ­ლის ძმებ­მა და ნა­თე­სავ­მა სცე­მეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ნა­ცე­მი მა­მა­კა­ცი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბას აპი­რებ­და, რის გა­მოც მე­უღ­ლის ძმამ მას მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის თვალ­წინ, და­ნით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­მა კი­დევ ორმა პირ­მა, მათ შო­რის მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლემ მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­წო­დეს. გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში მის მიერ არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი - მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა და­იბ­რა­ლა და თა­ვად აღი­ა­რა.სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, მო­პო­ვე­ბუ­ლი ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 4 პირი 5 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა პირ­მა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „გ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით) და 126-ე მუხ­ლის 11 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ცემა ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ორ პირს ბრალ­დე­ბა სსკ-ის 126-ე მუხ­ლის 11 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ცემა ჯგუ­ფუ­რად) და 370-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით (პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე), ხოლო კი­დევ ერთ პირს - ასე­ვე 370-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით (პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ი.კ
1

ფსკერს ქვემოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სამტრედიაში მოკლული მამაკაცის სასამართლო პროცესი: ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება - მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა სულ 4 პირს შეუფარდა

სამტრედიაში მოკლული მამაკაცის სასამართლო პროცესი: ხმაური და  სიტყვიერი დაპირისპირება - მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა სულ 4 პირს შეუფარდა

სასამართლომ სამტრედიაში, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე დაკავებული ოთხივე პირს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მათ აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფრდა.

მათგან ერთს უშუალოდ მკვლელობას, სამს კი ჯგუფურ ძალადობას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.

სასამართლო სხდომაზე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო. დაკავებულების პროტესტი ბრალდების შუამდგომლობას მოყვა.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე ბრალდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის მოკლული მამაკაცის მეუღლეს წარედგინა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაზარალებული სამმა პირმა, კერძოდ მეუღლის ძმებმა და ნათესავმა სცემეს. აღნიშნულის შესახებ ნაცემი მამაკაცი სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული - მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა.სამართალდამცავებმა, მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირი 5 აპრილს დააკავეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ჯგუფურად) და 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე), ხოლო კიდევ ერთ პირს - ასევე 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ: