მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილიას და მხრებზე მყავდა შესმული და ჭუბერის უღელტეხილზე ასე გადმოვიყვანე..." - როგორ გადაურჩა ილია თოფურიას ოჯახი დაბომბვას: რას ჰყვება ჩემპიონის ბაბუა
"ილიას და მხრებზე მყავდა შესმული და ჭუბერის უღელტეხილზე ასე გადმოვიყვანე..." - როგორ გადაურჩა ილია თოფურიას ოჯახი დაბომბვას: რას ჰყვება ჩემპიონის ბაბუა

- რო­გორ ხარ? - ჰკი­თხეს ილია თო­ფუ­რი­ას სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, აე­რო­პორ­ტში.

- ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ვარ და რო­გო­რი ვიქ­ნე­ბი? - იყო პა­სუ­ხი.

ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ჩემ­პი­ო­ნის ბა­ბუა იუზა კე­რე­სე­ლი­ძე გახ­ლავთ და ემო­ცი­ებს "ბედ­ნი­ე­რე­ბის იალ­ბუ­ზი­დან" გვი­ზი­ა­რებს.

- ბა­ტო­ნო იუზა, როცა შვი­ლიშ­ვი­ლის­გან ეს პა­სუ­ხი მო­ის­მი­ნეთ, იმ წუთ­ში თქვენს გულ­ში რა ხდე­ბო­და?

- ბედ­ნი­ე­რე­ბის მწვერ­ვალ­ზე ვი­ყა­ვი, ჩემი ილი­ას ჩა­მოს­ვლით და მისი ასე­თი დახ­ვედ­რით ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი. რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩემი ემო­ცია, იალ­ბუზ­ზე ვი­ყა­ვი, ბედ­ნი­ე­რე­ბის იალ­ბუზ­ზე.

- ილი­ას ბავ­შვო­ბა გა­ვიხ­სე­ნოთ, რა თვი­სე­ბე­ბით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- ილია 1997 წლის 21 იან­ვარს გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და. 4 თვის იყო, პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, მე და ჩემი მე­უღ­ლე გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვე­დით. შვი­ლიშ­ვი­ლი ხელ­ში რომ ავიყ­ვა­ნე, იმ წუ­თი­დან ეს ბიჭი სულ ბედ­ნი­ე­რე­ბას მჩუქ­ნის. როცა ცოტა დრო გა­ვი­და და წა­მო­ი­ზარ­და, სა­დაც მივ­დი­ო­დით, ილია ყველ­გან თან დაგ­ვყავ­და. იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თა­ნაც გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნი­სას ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხი დღემ­დე მე­გობ­რო­ბენ. მარ­თა­ლია, ჩე­მე­ბი ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, ისი­ნი გერ­მა­ნი­ა­ში დარ­ჩნენ, მაგ­რამ ჭირ­სა და ლხინ­ში სულ ერ­თად არი­ან, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

ილია სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვი­და, 7 წლის იყო, „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ პე­რი­ო­დი გახ­ლდათ. მა­შინ ილი­ას მშობ­ლე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში იყ­ვნენ. მე რუს­თავ­ში კერ­ძო სახ­ლი მქონ­და, ილია და მისი უფ­რო­სი ძმა სან­დრო ჩემ­თან ცხოვ­რობ­დნენ. ეზო­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ხილი მქონ­და და სულ ვცდი­ლობ­დი, ჩემი ბი­ჭე­ბის­თვის შრო­მა შე­მეყ­ვა­რე­ბი­ნა. ზა­ფხუ­ლო­ბით დი­ლა­ად­რი­ან ვაღ­ვი­ძებ­დი, ეზო­ში გამ­ყავ­და და ორი­ვეს მსუ­ბუქ საქ­მეს ვა­ვა­ლებ­დი, ჩემ­თან ერ­თად შრო­მობ­დნენ.

- არ ზარ­მა­ცობ­დნენ?

- არა, შე­იძ­ლე­ბა ეზა­რე­ბო­დათ, მაგ­რამ მა­ინც შრო­მობ­დნენ. ილია ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იკ­ვე­ბე­ბო­და, სან­დროს თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში შაქ­რი­ა­ნი არა­ფე­რი გა­უ­სინ­ჯავს. მე­ზო­ბე­ლი მყავ­და, რო­მე­ლიც ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ ლი­მო­ნათს უშ­ვებ­და. ერთ დღეს ჩემს სი­ძეს ეუბ­ნე­ბა, სან­დრო გად­მოხ­ტე­ბა ჩემ­თან და ლი­მო­ნა­თი მი­აქ­ვსო. მა­მა­მი­სი გა­გიჟ­და, ცხოვ­რე­ბა­ში ტკბი­ლი არ გა­უ­სინ­ჯავს და ლი­მო­ნა­თი რად უნ­დაო? მერე გა­ირ­კვა, სხვა ბავ­შვე­ბი ღო­ბე­ზე ვერ გა­და­დი­ოდ­ნენ და ალექ­სან­დრე ლი­მო­ნათს მათ­თან ეზი­დე­ბო­და. ჩვენ­თან მშობ­ლე­ბის გა­რე­შე 5-6 წელი იყ­ვნენ.

- ილია ბავ­შვო­ბი­დან­ვე მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო?

- რა­საც ჩა­ი­ფიქ­რებ­და, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ღამე არ და­ი­ძი­ნებ­და, რა­საც იტყო­და, იმას თუ არ შე­ას­რუ­ლებ­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მეც გერ­მა­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იქ ბევ­რი ვე­ლო­ბი­ლი­კია. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე და ილი­ას 35-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მან­ძი­ლი დაგ­ვი­ფა­რავს, მა­შინ ის 5 წლის იყო. ახლა 74 წლის ვარ. ჩემი ასა­კის იყო მისი მწვრთნე­ლი, ილი­ამ ვარ­ჯი­ში რომ და­ი­წყო. დარ­ბა­ზი­დან ხში­რად მე გა­მომ­ყავ­და. სხვა­თა შო­რის, პირ­ველ­მა მწვრთნელ­მა გვი­თხრა, - იცო­დეთ, ილი­ას და ალექ­სან­დრეს დიდი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბათ, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა­თო. 2014 წელს ბარ­სე­ლო­ნა­ში არ­ნოლდ შვარ­ცე­ნე­გე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ტურ­ნი­რი ჩა­ტარ­და. ილია და სან­დრო ოქ­ტა­გონ­ზე იმ მხა­რეს მდგა­რან, სა­დაც შვარ­ცე­ნე­გე­რის მე­უღ­ლე. შვარ­ცე­ნე­გერს შე­უმ­ჩნე­ვია სან­დრო და ილია რო­გორ მოძ­რა­ო­ბებს ას­რუ­ლებ­დნენ. იმ დღეს ბი­ჭებ­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბიც გა­და­უ­ღია.

- ბა­ტო­ნო იუზა, თქვე­ნი ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია, არა?

- დიახ, ჭუ­ბე­რის უღელ­ტე­ხი­ლი გვაქვს გად­მოვ­ლი­ლი. მა­შინ ილი­ას უფ­რო­სი და, მა­რი­ა­მი 2 წლის და 6 თვის იყო, ანა - 7 თვის. სო­ხუ­მე­ლე­ბი ვართ, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ვცხოვ­რობ­დით, ჩვე­ნი მი­სა­მარ­თი მშვი­დო­ბის ქუ­ჩის 131 იყო. რუ­სებ­მა აფხა­ზე­თი რომ აი­ღეს, მა­შინ სო­ფელ დრან­და­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, და­ბომბვას ძლივს გა­და­ვურ­ჩით. მა­რი­ა­მი მხრებ­ზე მყავ­და შეს­მუ­ლი და ჭუ­ბე­რის უღელ­ტე­ხილ­ზე ასე გად­მო­ვიყ­ვა­ნე. ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ნა­თე­სა­ვებ­მა ყვე­ლამ ეს გზა გა­მო­ი­ა­რა. სო­ფე­ლი მა­ჭარ­კა რომ და­ი­ბომ­ბა, ჩვენ და­ბომბვას 10-12 წუ­თით გა­ვას­წა­რით, თო­რემ რუსი ჯა­ლა­თე­ბი ისე­თი გა­ვე­შე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, შე­საძ­ლოა, ვერც გა­დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით, მე და ჩემი ოჯა­ხი იქ ამოვ­წყვე­ტი­ლი­ყა­ვით. დიდი სიმ­წა­რე გა­მო­ვი­ა­რეთ. ერთი სული მაქვს, ამ ჯა­ლა­თებ­თან უკ­რა­ი­ნა გა­მარ­ჯვე­ბას რო­დის იზე­ი­მებს. მახ­სოვს, რო­გორ იბ­რძოდ­ნენ აფხა­ზეთ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ბი­ჭე­ბი, ჭუ­ბერ­ში თვითმფრი­ნა­ვიც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს.

ჩემი მე­უღ­ლე ნა­თე­ლა დგე­ბუ­ა­ძე გახ­ლავთ, სო­ხუ­მე­ლია. ილი­ას ბიძა რუ­სებს ხში­რად არ აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს, მისი დე­დის ძმა აფხა­ზე­თის ომში და­ი­ღუ­პა. ვახ­ტანგ გორ­გას­ლის სა­ხე­ლო­ბის ორ­დე­ნით არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. ჩემი მე­უღ­ლე ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ეს. ახლა ილი­ას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი რომ გა­დას­ცა, ვთქვი, ეს ორ­დე­ნი ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის უკვე მე­ო­რეა-მეთ­ქი.

აფხა­ზებს ჩვენ­ზე მეტი ტკი­ვი­ლი აქვთ. ჩვენ დიდი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. სა­ქარ­თვე­ლო გა­ერ­თი­ან­დე­ბა, აფხა­ზე­თი სამ­შობ­ლოს და­უბ­რუნ­დე­ბა - მინ­და ამას მო­ვეს­წრო.

- ბა­ტო­ნო იუზა, აფხა­ზე­თი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის დიდი ტკი­ვი­ლია, რო­მელ­ზეც ლა­პა­რა­კი არას­დროს უნდა შევ­წყვი­ტოთ, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ილი­ას წარ­მა­ტე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. ინ­ტერ­ნეტ­ში თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­გორ შეხ­ვდით ილი­ას ვოლ­კა­ნოვ­სკის­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და შემ­დეგ - გა­მარ­ჯვე­ბის ამ­ბავს.

- ამ ბრძო­ლა­ში ილი­ას იმე­დი 99%-ით მქონ­და, იმ 1%-ს მა­ინც სა­დღაც ვტო­ვებ­დი, ასე­თი სი­ზუს­ტით თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ ბოლო ბრძო­ლის დროს, ჩვე­ნი ოჯა­ხის დიდი ნა­წი­ლი ამე­რი­კა­ში ახ­ლდა ილი­ას. მე ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის სახ­ლში, მძახ­ლებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ჩემი ემო­ცია ბავ­შვებ­მა გა­და­ი­ღეს და ინ­ტერ­ნეტ­ში ასე გავ­რცელ­და. მერე რუს­თავ­ში, ჩემს სახ­ლთან სუფ­რა გავ­შა­ლე. ქუ­ჩა­ში ვინც გა­ივ­ლი­და, ყვე­ლას ვე­პა­ტი­ჟე­ბო­დი, ჩემი ილია მი­დღეგ­რძე­ლეთ-მეთ­ქი. აქამ­დე ღვი­ნოს სულ თა­ვად ვა­ყე­ნებ­დი, მაგ­რამ ბოლო დროს ილი­ას იმ­დენ ღვი­ნოს ჩუქ­ნი­ან, ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თან მო­დის. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
111
0

გაიხარეთ კარგო და ღირსეულო ადამიანებო, წარმატებები!

ერთია, ეხლა ტროლბანდა როგორ "აპატიებს" ამ კაცს უკრაინელების მხარდაჭერას.. ))

ვალო
0

მოკლედ გეტყვი, გ ა გ ი მ ა რ ჯ ო თ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ილიას და მხრებზე მყავდა შესმული და ჭუბერის უღელტეხილზე ასე გადმოვიყვანე..." - როგორ გადაურჩა ილია თოფურიას ოჯახი დაბომბვას: რას ჰყვება ჩემპიონის ბაბუა

"ილიას და მხრებზე მყავდა შესმული და ჭუბერის უღელტეხილზე ასე გადმოვიყვანე..." - როგორ გადაურჩა ილია თოფურიას ოჯახი დაბომბვას: რას ჰყვება ჩემპიონის ბაბუა

- როგორ ხარ? - ჰკითხეს ილია თოფურიას სამშობლოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში.

- ბაბუასთან ერთად ვარ და როგორი ვიქნები? - იყო პასუხი.

ჩემი რესპონდენტი ჩემპიონის ბაბუა იუზა კერესელიძე გახლავთ და ემოციებს "ბედნიერების იალბუზიდან" გვიზიარებს.

- ბატონო იუზა, როცა შვილიშვილისგან ეს პასუხი მოისმინეთ, იმ წუთში თქვენს გულში რა ხდებოდა?

- ბედნიერების მწვერვალზე ვიყავი, ჩემი ილიას ჩამოსვლით და მისი ასეთი დახვედრით ძალიან გახარებული. როგორი იქნებოდა ჩემი ემოცია, იალბუზზე ვიყავი, ბედნიერების იალბუზზე.

- ილიას ბავშვობა გავიხსენოთ, რა თვისებებით იყო გამორჩეული?

- ილია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში დაიბადა. 4 თვის იყო, პირველად რომ ვნახე, მე და ჩემი მეუღლე გერმანიაში ჩავედით. შვილიშვილი ხელში რომ ავიყვანე, იმ წუთიდან ეს ბიჭი სულ ბედნიერებას მჩუქნის. როცა ცოტა დრო გავიდა და წამოიზარდა, სადაც მივდიოდით, ილია ყველგან თან დაგვყავდა. იმ ადამიანებთან, ვისთანაც გერმანიაში ყოფნისას ჰქონდათ ურთიერთობა, ჩემი ქალიშვილი და მისი ოჯახი დღემდე მეგობრობენ. მართალია, ჩემები ესპანეთში ცხოვრობენ, ისინი გერმანიაში დარჩნენ, მაგრამ ჭირსა და ლხინში სულ ერთად არიან, რაც ძალიან მახარებს.

ილია საქართველოში რომ ჩამოვიდა, 7 წლის იყო, „ვარდების რევოლუციის“ პერიოდი გახლდათ. მაშინ ილიას მშობლები გერმანიაში იყვნენ. მე რუსთავში კერძო სახლი მქონდა, ილია და მისი უფროსი ძმა სანდრო ჩემთან ცხოვრობდნენ. ეზოში ყველანაირი ხილი მქონდა და სულ ვცდილობდი, ჩემი ბიჭებისთვის შრომა შემეყვარებინა. ზაფხულობით დილაადრიან ვაღვიძებდი, ეზოში გამყავდა და ორივეს მსუბუქ საქმეს ვავალებდი, ჩემთან ერთად შრომობდნენ.

- არ ზარმაცობდნენ?

- არა, შეიძლება ეზარებოდათ, მაგრამ მაინც შრომობდნენ. ილია ჩვეულებრივად იკვებებოდა, სანდროს თავისი სიცოცხლის განმავლობაში შაქრიანი არაფერი გაუსინჯავს. მეზობელი მყავდა, რომელიც ფალსიფიცირებულ ლიმონათს უშვებდა. ერთ დღეს ჩემს სიძეს ეუბნება, სანდრო გადმოხტება ჩემთან და ლიმონათი მიაქვსო. მამამისი გაგიჟდა, ცხოვრებაში ტკბილი არ გაუსინჯავს და ლიმონათი რად უნდაო? მერე გაირკვა, სხვა ბავშვები ღობეზე ვერ გადადიოდნენ და ალექსანდრე ლიმონათს მათთან ეზიდებოდა. ჩვენთან მშობლების გარეშე 5-6 წელი იყვნენ.

- ილია ბავშვობიდანვე მიზანდასახული იყო?

- რასაც ჩაიფიქრებდა, აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. ღამე არ დაიძინებდა, რასაც იტყოდა, იმას თუ არ შეასრულებდა. გარკვეული პერიოდი მეც გერმანიაში ვცხოვრობდი. მოგეხსენებათ, იქ ბევრი ველობილიკია. დღის განმავლობაში მე და ილიას 35-კილომეტრიანი მანძილი დაგვიფარავს, მაშინ ის 5 წლის იყო. ახლა 74 წლის ვარ. ჩემი ასაკის იყო მისი მწვრთნელი, ილიამ ვარჯიში რომ დაიწყო. დარბაზიდან ხშირად მე გამომყავდა. სხვათა შორის, პირველმა მწვრთნელმა გვითხრა, - იცოდეთ, ილიას და ალექსანდრეს დიდი მომავალი ექნებათ, ყურადღება მიაქციეთ, ხელშეწყობა სჭირდებათო. 2014 წელს ბარსელონაში არნოლდ შვარცენეგერის ხელმძღვანელობით ტურნირი ჩატარდა. ილია და სანდრო ოქტაგონზე იმ მხარეს მდგარან, სადაც შვარცენეგერის მეუღლე. შვარცენეგერს შეუმჩნევია სანდრო და ილია როგორ მოძრაობებს ასრულებდნენ. იმ დღეს ბიჭებთან ერთად ფოტოებიც გადაუღია.

- ბატონო იუზა, თქვენი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია, არა?

- დიახ, ჭუბერის უღელტეხილი გვაქვს გადმოვლილი. მაშინ ილიას უფროსი და, მარიამი 2 წლის და 6 თვის იყო, ანა - 7 თვის. სოხუმელები ვართ, ქალაქის ცენტრში ვცხოვრობდით, ჩვენი მისამართი მშვიდობის ქუჩის 131 იყო. რუსებმა აფხაზეთი რომ აიღეს, მაშინ სოფელ დრანდაში ვიმყოფებოდით, დაბომბვას ძლივს გადავურჩით. მარიამი მხრებზე მყავდა შესმული და ჭუბერის უღელტეხილზე ასე გადმოვიყვანე. ჩემმა მეუღლემ, ნათესავებმა ყველამ ეს გზა გამოიარა. სოფელი მაჭარკა რომ დაიბომბა, ჩვენ დაბომბვას 10-12 წუთით გავასწარით, თორემ რუსი ჯალათები ისეთი გავეშებულები იყვნენ, შესაძლოა, ვერც გადავრჩენილიყავით, მე და ჩემი ოჯახი იქ ამოვწყვეტილიყავით. დიდი სიმწარე გამოვიარეთ. ერთი სული მაქვს, ამ ჯალათებთან უკრაინა გამარჯვებას როდის იზეიმებს. მახსოვს, როგორ იბრძოდნენ აფხაზეთში უკრაინელი ბიჭები, ჭუბერში თვითმფრინავიც გამოგვიგზავნეს.

ჩემი მეუღლე ნათელა დგებუაძე გახლავთ, სოხუმელია. ილიას ბიძა რუსებს ხშირად არ აძლევს ინტერვიუს, მისი დედის ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა. ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით არის დაჯილდოებული. ჩემი მეუღლე ღირსების ორდენით დააჯილდოეს. ახლა ილიას სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი რომ გადასცა, ვთქვი, ეს ორდენი ჩვენი ოჯახისთვის უკვე მეორეა-მეთქი.

აფხაზებს ჩვენზე მეტი ტკივილი აქვთ. ჩვენ დიდი მეგობრები ვიყავით. საქართველო გაერთიანდება, აფხაზეთი სამშობლოს დაუბრუნდება - მინდა ამას მოვესწრო.

- ბატონო იუზა, აფხაზეთი ყველა ქართველისთვის დიდი ტკივილია, რომელზეც ლაპარაკი არასდროს უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ ამჯერად ილიას წარმატებაზე ვილაპარაკოთ. ინტერნეტში თქვენი ემოციური ვიდეო გავრცელდა, როგორ შეხვდით ილიას ვოლკანოვსკისთან დაპირისპირებისა და შემდეგ - გამარჯვების ამბავს.

- ამ ბრძოლაში ილიას იმედი 99%-ით მქონდა, იმ 1%-ს მაინც სადღაც ვტოვებდი, ასეთი სიზუსტით თქმა შეუძლებელია. ამ ბოლო ბრძოლის დროს, ჩვენი ოჯახის დიდი ნაწილი ამერიკაში ახლდა ილიას. მე ჩემი ქალიშვილის სახლში, მძახლებთან ერთად ვიყავი. ჩემი ემოცია ბავშვებმა გადაიღეს და ინტერნეტში ასე გავრცელდა. მერე რუსთავში, ჩემს სახლთან სუფრა გავშალე. ქუჩაში ვინც გაივლიდა, ყველას ვეპატიჟებოდი, ჩემი ილია მიდღეგრძელეთ-მეთქი. აქამდე ღვინოს სულ თავად ვაყენებდი, მაგრამ ბოლო დროს ილიას იმდენ ღვინოს ჩუქნიან, ყველაფერი ჩემთან მოდის. განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: