თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი სასროლეთის ტერიტორიაზე მოხდა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულები არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და ადგილზე პირველი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გთავაზობთ პირველ კადრებს შემთხვევის ადგილიდან: