სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევშფოთდი და ნათელმხილველს დავურეკე" - ყაზახეთში ყოფილმა მინისტრმა ცოლი წამებით მოკლა, ქალი 8 საათი იატაკზე იყო: შემზარავი დანაშაული, რომლის განხილვასაც მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს
"შევშფოთდი და ნათელმხილველს დავურეკე" - ყაზახეთში ყოფილმა მინისტრმა ცოლი წამებით მოკლა, ქალი 8 საათი იატაკზე იყო:  შემზარავი დანაშაული, რომლის განხილვასაც მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს

2023 წლის 9 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს მსოფ­ლი­ოს­თვის ყა­ზა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, კუ­ან­დიკ ბი­შიმ­ბა­ევ­მა მე­უღ­ლე რეს­ტო­რან­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა. მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მა­შინ­ვე და­ა­კა­ვეს. ქალი მი­ღე­ბუ­ლი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

  • 31 წლის გარ­დაც­ვლი­ლი სალ­ტა­ნატ ნუ­კე­ნო­ვა ბი­შიმ­ბა­ე­ვის მე­ო­რე ცოლი გახ­ლდათ. რო­გორც მე­დია წერს, ქალი ას­ტრო­ლო­გი­ით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. სწო­რედ ამის წყა­ლო­ბით შეხ­ვდა წყვი­ლი - ყო­ფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი მო­მა­ვალ ცოლ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მი­ვი­და და ასე გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თის.

გარ­დაც­ვლილ ნუ­კე­ნო­ვას სხე­ულ­ზე ექ­სპერ­ტებ­მა და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის კვა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. აღ­მო­ჩე­ნი­ლი იყო მხო­ლოდ სხე­უ­ლის რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ჰე­მა­ტო­მე­ბი, მათ შო­რის, თა­ვის არე­ში. სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, თავ­ში ბლაგ­ვი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ძლი­ე­რი დარ­ტყმა ქა­ლის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა.

  • სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი

ორი დღეა YouTube-ზე მთე­ლი მსოფ­ლიო თვალს ადევ­ნებს პო­ლი­ტი­კო­სის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს. დე­ტა­ლე­ბი იმ­დე­ნად შემ­ზა­რა­ვია, რომ მისი ყუ­რე­ბა ყვე­ლას არ შე­უძ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რია კად­რე­ბი, რო­დე­საც დამ­ნა­შა­ვე მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ჰყვე­ბა და ამ დროს კა­მე­რა გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ძმი­სა და მშობ­ლე­ბის სა­ხე­ებს აჩ­ვე­ნებს.

ბი­შიმ­ბა­ე­ვის მტკი­ცე­ბით, მე­უღ­ლემ იმ სა­ღა­მოს ბევ­რი ალ­კოჰო­ლი და­ლია და თა­ვი­სი "აგ­რე­სი­ით გა­მო­იწ­ვია“.

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბებ­მა არა­მარ­ტო ყა­ზა­ხეთ­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ხალ­ხი ელო­დე­ბა, რა გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტა­ნენ ბი­შიმ­ბა­ევს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კოს­მა ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი და­ი­ქი­რა­ვა. ხალ­ხის აგ­რე­სია მი­მარ­თუ­ლია ასე­ვე ად­ვო­კა­ტე­ბის მი­მართ. ისი­ნი სას­ტი­კად გმო­ბენ ად­ვო­კა­ტე­ბის არ­ჩე­ვანს, რომ და­იც­ვან ცო­ლის სას­ტი­კად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი.

ას­ტა­ნას სა­სა­მარ­თლო­ში გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე 43 წლის კუ­ან­დიკ ბი­შიმ­ბა­ე­ვი და მისი ბი­ძაშ­ვი­ლი ბა­ხი­ტჟან ბა­ი­ჟა­ნო­ვი სხე­დან. ისი­ნი გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბი­ან. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს მო­თხოვ­ნა თა­ვად ბი­შიმ­ბა­ევ­მა და­ა­ყე­ნა.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, გა­სუ­ლი წლის 9 ნო­ემ­ბრის ღა­მეს, ბი­შიმ­ბა­ევ­მა რეს­ტო­რან­ში ცოლი სას­ტი­კად სცე­მა და ნა­ცე­მი ქალი 6-8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში VIP გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ია­ტაკ­ზე და­ტო­ვა, სა­დაც ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. უც­ნო­ბია, რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რა­ტომ არ მო­ი­მოქ­მე­დეს არა­ფე­რი ქა­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ბი­ძაშ­ვილს ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში - ასე­ვე, გა­მო­ძი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, მისი და­ვა­ლე­ბით, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის ნა­წი­ლი წა­შა­ლეს.

  • "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად ნა­თელ­მხილ­ვე­ლი გა­მო­ვი­ძა­ხე"

3 და 4 აპ­რილს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბი­შიმ­ბა­ე­ვი და­კი­თხეს. ბრალ­დე­ბულ­მა სხდო­მა­ზე ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­სი ვერ­სია მოჰ­ყვა. მისი თქმით, იმ სა­ღა­მოს მის­მა მე­უღ­ლემ სამი ბოთ­ლი ღვი­ნო და­ლია. ჩხუ­ბის დროს ნუ­კე­ნო­ვამ, ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, მისი პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, აგი­ნა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ტუ­ა­ლეტ­ში ჩა­რე­ცხა.

"ის იდგა უნი­ტაზ­თან, ჩემ­გან ზურ­გით. რო­გორც ჩანს, იფიქ­რა, რომ ვა­კა­ვებ­დი და ამ დროს ხელი გა­ვუშ­ვი, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და პირ­ქვე და­ე­ცა ტუ­ა­ლეტ­ზე. ”ძა­ლი­ან ძლი­ე­რად”, - თქვა ბი­შიმ­ბა­ევ­მა, ამით ცდი­ლობ­და აეხ­სნა ქა­ლის სა­ხე­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის წარ­მო­შო­ბა.

პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ქალი "ტუ­ა­ლე­ტის ფი­ლებ­ზე და­ე­ცა". ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი აღი­ა­რებს, რომ რო­დე­საც ცოლი ად­გო­მას ცდი­ლობ­და, მას ოთხი-ხუთ­ჯერ და­არ­ტყა წიხ­ლი, "რათა გონ­ზე მო­ეყ­ვა­ნა". თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ამ დროს "არც ერთი სა­სი­ცო­ცხლო ორ­გა­ნო არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა“.

ამ დროს, რო­გორც ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ამ­ბობს, მის­მა მე­უღ­ლემ კვლავ და­ი­წყო ქმრის შე­უ­რა­ცხყო­ფა, რის შემ­დე­გაც ოთხჯერ და­არ­ტყა ხელი. შე­დე­გად, ქალი კვლავ და­ე­ცა. ”რო­დე­საც და­ე­ცა, სამ-ოთხჯერ და­ვარ­ტყი წიხ­ლი ბარ­ძაყ­ზე, დუნ­დუ­ლა­ზე, ადე­ქი, რა­ტომ ხარ ასე? ვე­უბ­ნე­ბო­დი, გავ­ბრაზ­დი და თმა­ში მოვ­კი­დე ხელი რომ ამე­წია“, - გა­ნა­ცხა­და ბი­შიმ­ბა­ევ­მა სა­სა­მარ­თლო­ში.

  • და­კი­თხვი­სას ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბი­შიმ­ბა­ევ­მა ნა­თელ­მხილ­ველს მას შემ­დეგ და­უ­რე­კა, რაც მის­მა ცოლ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა და გონ­ზე ვერ მო­დი­ო­და.

"ძა­ლი­ან შევ­შფოთ­დი და ნა­თელ­მხილ­ველ მე­გო­ბარს და­ვუ­რე­კე. ვუ­თხა­რი, "გონ­ზე არ მო­სუ­ლა, სის­ხლჩაქ­ცე­ვა აქვს (სა­ხე­ზე)“. რა­ზეც მი­თხრა: ”ის უბ­რა­ლოდ და­ი­ღა­ლა, გონს მოვა, მოდი, სახ­ლში წადი. გული და­მიმ­შვიდ­და“, - თქვა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა.

ბი­შიმ­ბა­ევ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა არ გა­მო­ი­ძა­ხა და სწო­რედ ამ დროს და­უ­რე­კა თა­ვის ბი­ძაშ­ვილს, ბა­ხი­ტჟან ბა­ი­ჟა­ნოვს და სთხო­ვა, პრე­პა­რა­ტე­ბის ას­პი­რი­ნი­სა და კე­ტო­ნა­ლის მი­ტა­ნა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბი­შიმ­ბა­ევ­მა ასე­ვე სთხო­ვა თა­ვის ნა­თე­სავს წა­ე­შა­ლა ჩა­ნა­წე­რე­ბი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი­დან, რათა მათი კონ­ფლიქ­ტის ვი­დეო არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ნუ­კე­ნო­ვას ტე­ლე­ფო­ნი ბი­ძაშ­ვილს მის­ცა და უბ­რძა­ნა, სახ­ლში წა­ე­ღო, რათა ქალი კარ­გა ხანს ვე­რა­ვის ეპო­ვა.

  • ექ­სპერ­ტი­ზა და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი

სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, ნუ­კე­ნო­ვა და­ხუ­რუ­ლი კრა­ნიო-ცე­რებ­რა­ლუ­რი ტრავ­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ქალს ცხვი­რი ჩა­ტე­ხი­ლი ჰქონ­და და მრავ­ლო­ბი­თი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და თა­ვის არე­ში.

ექ­სპერ­ტი­ზამ და­ას­კვნა, რომ ნუ­კე­ნო­ვა ამ­გვარ და­ზი­ა­ნე­ბებს მხო­ლოდ და­ცე­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბებს ვერ მი­ი­ღებ­და. უფრო მე­ტიც, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ავ­რცე­ლა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა. "ბი­შიმ­ბა­ე­ვი ნუ­კე­ნო­ვას თმით სწევს მაღ­ლა და სა­ხე­ში ურტყამს. ამის შემ­დეგ შემ­დეგ ცდი­ლობს მის VIP გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შეყ­ვა­ნას“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

  • პირ­ველ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, 29 მარტს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წა­შა­ლეს ჩა­ნა­წე­რე­ბის ნა­წი­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი­დან - ბა­ი­ჟა­ნო­ვის, ბი­შიმ­ბა­ე­ვის ბი­ძაშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნით, თუმ­ცა ნა­წი­ლი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­კუ­რა­ტუ­რამ წა­ი­კი­თხა ბარ­მე­ნის ჩვე­ნე­ბა. რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ პო­ლი­ცი­ის მის­ვლამ­დე ბი­შიმ­ბა­ე­ვი და­ნით ხელ­ში და­დი­ო­და.

"ბი­შიმ­ბა­ევ­მა თქვა, რომ მან ცოლი მოკ­ლა და ქალი რეს­ტორ­ნის VIP გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იწვა. ამის გამო, დიდი ალ­ბა­თო­ბით, თა­ვის მოკ­ვლაც სურ­და“, - გა­აჟ­ღე­რა მოწ­მის ჩვე­ნე­ბა პრო­კუ­რორ­მა.

  • აღ­შფო­თე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა

ბი­შიმ­ბა­ე­ვის ჩვე­ნე­ბამ, ისე­ვე რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის არ აღი­ა­რე­ბამ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია ყა­ზა­ხეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში. მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჰეშ­თე­გი #forSaltanat გა­მოჩ­ნდა. ბი­შიმ­ბა­ევს ბრა­ლად ედე­ბა მსხვერ­პლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.

ბი­შიმ­ბა­ე­ვის ოპო­ნენ­ტე­ბი ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას ითხო­ვენ.

კრი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრე­ბის კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზულ­ფია ბა­ი­სა­კო­ვამ BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ონ­ლა­ინ ჩა­ტა­რე­ბამ მხო­ლოდ გა­ზარ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა.

რო­გორც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნეთ, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ყა­ზა­ხე­თის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს YouTube არხზე გა­და­ი­ცე­მა.

"პი­რა­დად ბი­შიმ­ბა­ე­ვის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და, რად­გან ეს რე­ცი­დი­ვია. ის ად­რეც იყო გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე, მაგ­რამ სხვა მუხ­ლით, კო­რუფ­ცი­უ­ლი თაღ­ლი­თო­ბის­თვის. პრე­ზი­დენ­ტმა ის ცი­ხი­დან ვა­დამ­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და კვლავ და­არ­ღვია კა­ნო­ნი - მან მკვლე­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­ი­დი­ნა“, - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

  • რო­გორ სჯი­ან ყა­ზა­ხეთ­ში ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს?

ყა­ზა­ხე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, პო­ლი­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს და­ახ­ლო­ე­ბით 300 შე­ტყო­ბი­ნე­ბას ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ და ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ნი­მუმ 80 ქალს კლა­ვენ.

"ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, პო­ლი­ცი­ას შე­უძ­ლია მო­ძა­ლა­დის მი­მართ გა­მოს­ცეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, რო­მე­ლიც კრძა­ლავს მსხვერ­პლთან მი­ახ­ლო­ე­ბას 30 დღით. ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, აგ­რე­სორს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 10 დღემ­დე ვა­დით ემუქ­რე­ბა.

ყა­ზა­ხეთ­ში ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის სას­ჯე­ლის გა­და­ხედ­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, მო­ძა­ლა­დე­ებ­მა პა­სუ­ხი აგონ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
4

ტიპს ასამართლებენ მკვლელობაზე, ეს თავს იმართლებს: მე არ მომიკლავს, ჩემთვის ვიდექი და ხანჯლით ფორთოხალს ვფცქვნიდი. დაზარალებული მოვიდა, ფორთოხლის ქერქზე ფეხი აუცურდა და ჩემს ხანჯალს წამოეგო, ასე გამეორდა რვაჯერ.

ალეკო
2

პროცესის ჩანაწერი დევს იუთუბზე. კაცი ძალიან გაუწონასწორებელი ყოფილა. მოკლული გოგოს ძმა ყვება საოცარ ფაქტებს. 

ავტორი:

"შევშფოთდი და ნათელმხილველს დავურეკე" - ყაზახეთში ყოფილმა მინისტრმა ცოლი წამებით მოკლა, ქალი 8 საათი იატაკზე იყო: შემზარავი დანაშაული, რომლის განხილვასაც მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს

"შევშფოთდი და ნათელმხილველს დავურეკე" - ყაზახეთში ყოფილმა მინისტრმა ცოლი წამებით მოკლა, ქალი 8 საათი იატაკზე იყო:  შემზარავი დანაშაული, რომლის განხილვასაც მსოფლიო პირდაპირ ეთერში უყურებს

2023 წლის 9 ნოემბერს, საღამოს მსოფლიოსთვის ყაზახეთში მომხდარი შემზარავი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. გამოძიების ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, კუანდიკ ბიშიმბაევმა მეუღლე რესტორანში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მთავარი ეჭვმიტანილი მაშინვე დააკავეს. ქალი მიღებული მძიმე დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

  • 31 წლის გარდაცვლილი სალტანატ ნუკენოვა ბიშიმბაევის მეორე ცოლი გახლდათ. როგორც მედია წერს, ქალი ასტროლოგიით იყო გატაცებული. სწორედ ამის წყალობით შეხვდა წყვილი - ყოფილი ჩინოვნიკი მომავალ ცოლთან კონსულტაციაზე მივიდა და ასე გაიცნეს ერთმანეთის.

გარდაცვლილ ნუკენოვას სხეულზე ექსპერტებმა დანით მიყენებული ჭრილობების კვალი ვერ აღმოაჩინეს. აღმოჩენილი იყო მხოლოდ სხეულის რბილი ქსოვილების ჰემატომები, მათ შორის, თავის არეში. სასამართლო ექსპერტების თქმით, თავში ბლაგვი საგნით მიყენებული ძლიერი დარტყმა ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

  • სასამართლო პროცესი

ორი დღეა YouTube-ზე მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს პოლიტიკოსის სასამართლო პროცესს. დეტალები იმდენად შემზარავია, რომ მისი ყურება ყველას არ შეუძლია. განსაკუთრებულად ემოციურია კადრები, როდესაც დამნაშავე მომხდარის დეტალებზე ჰყვება და ამ დროს კამერა გარდაცვლილი ქალის ძმისა და მშობლების სახეებს აჩვენებს.

ბიშიმბაევის მტკიცებით, მეუღლემ იმ საღამოს ბევრი ალკოჰოლი დალია და თავისი "აგრესიით გამოიწვია“.

ყოფილი მინისტრის განცხადებებმა არამარტო ყაზახეთში, არამედ მთელ მსოფლიოში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ხალხი ელოდება, რა განაჩენს გამოუტანენ ბიშიმბაევს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა ქვეყანაში ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ადვოკატები დაიქირავა. ხალხის აგრესია მიმართულია ასევე ადვოკატების მიმართ. ისინი სასტიკად გმობენ ადვოკატების არჩევანს, რომ დაიცვან ცოლის სასტიკად მკვლელობაში ბრალდებული.

ასტანას სასამართლოში განსასჯელის სკამზე 43 წლის კუანდიკ ბიშიმბაევი და მისი ბიძაშვილი ბახიტჟან ბაიჟანოვი სხედან. ისინი განაჩენს ელოდებიან. სასამართლო პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით მიმდინარეობს, ეს მოთხოვნა თავად ბიშიმბაევმა დააყენა.

გამომძიებლების თქმით, გასული წლის 9 ნოემბრის ღამეს, ბიშიმბაევმა რესტორანში ცოლი სასტიკად სცემა და ნაცემი ქალი 6-8 საათის განმავლობაში VIP განყოფილებაში იატაკზე დატოვა, სადაც ქალი გარდაიცვალა. უცნობია, რესტორნის თანამშრომლებმა რატომ არ მოიმოქმედეს არაფერი ქალის გადასარჩენად.

ყოფილი მინისტრის ბიძაშვილს ბრალი წაყენებული აქვს დანაშაულის შეუტყობინებლობაში - ასევე, გამოძიების მტკიცებით, მისი დავალებით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი წაშალეს.

  • "სასწრაფო დახმარების ნაცვლად ნათელმხილველი გამოვიძახე"

3 და 4 აპრილს სასამართლო პროცესზე ბიშიმბაევი დაკითხეს. ბრალდებულმა სხდომაზე ცოლის გარდაცვალების შესახებ თავისი ვერსია მოჰყვა. მისი თქმით, იმ საღამოს მისმა მეუღლემ სამი ბოთლი ღვინო დალია. ჩხუბის დროს ნუკენოვამ, ბრალდებულის თქმით, მისი პროვოცირება მოახდინა, აგინა და ძვირადღირებული აქსესუარები ტუალეტში ჩარეცხა.

"ის იდგა უნიტაზთან, ჩემგან ზურგით. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ ვაკავებდი და ამ დროს ხელი გავუშვი, წონასწორობა დაკარგა და პირქვე დაეცა ტუალეტზე. ”ძალიან ძლიერად”, - თქვა ბიშიმბაევმა, ამით ცდილობდა აეხსნა ქალის სახეზე მიყენებული დაზიანებების წარმოშობა.

პოლიტიკოსის თქმით, ქალი "ტუალეტის ფილებზე დაეცა". ყოფილი მინისტრი აღიარებს, რომ როდესაც ცოლი ადგომას ცდილობდა, მას ოთხი-ხუთჯერ დაარტყა წიხლი, "რათა გონზე მოეყვანა". თუმცა, ამავდროულად, ირწმუნება, რომ ამ დროს "არც ერთი სასიცოცხლო ორგანო არ დაზიანებულა“.

ამ დროს, როგორც ყოფილი მინისტრი ამბობს, მისმა მეუღლემ კვლავ დაიწყო ქმრის შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ოთხჯერ დაარტყა ხელი. შედეგად, ქალი კვლავ დაეცა. ”როდესაც დაეცა, სამ-ოთხჯერ დავარტყი წიხლი ბარძაყზე, დუნდულაზე, ადექი, რატომ ხარ ასე? ვეუბნებოდი, გავბრაზდი და თმაში მოვკიდე ხელი რომ ამეწია“, - განაცხადა ბიშიმბაევმა სასამართლოში.

  • დაკითხვისას ცნობილი გახდა, რომ ბიშიმბაევმა ნათელმხილველს მას შემდეგ დაურეკა, რაც მისმა ცოლმა გონება დაკარგა და გონზე ვერ მოდიოდა.

"ძალიან შევშფოთდი და ნათელმხილველ მეგობარს დავურეკე. ვუთხარი, "გონზე არ მოსულა, სისხლჩაქცევა აქვს (სახეზე)“. რაზეც მითხრა: ”ის უბრალოდ დაიღალა, გონს მოვა, მოდი, სახლში წადი. გული დამიმშვიდდა“, - თქვა ყოფილმა მინისტრმა.

ბიშიმბაევმა სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა და სწორედ ამ დროს დაურეკა თავის ბიძაშვილს, ბახიტჟან ბაიჟანოვს და სთხოვა, პრეპარატების ასპირინისა და კეტონალის მიტანა.

სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ბიშიმბაევმა ასევე სთხოვა თავის ნათესავს წაეშალა ჩანაწერები ვიდეოკამერებიდან, რათა მათი კონფლიქტის ვიდეო არ გავრცელებულიყო ყოფილმა მინისტრმა ნუკენოვას ტელეფონი ბიძაშვილს მისცა და უბრძანა, სახლში წაეღო, რათა ქალი კარგა ხანს ვერავის ეპოვა.

  • ექსპერტიზა და ვიდეოჩანაწერები

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნუკენოვა დახურული კრანიო-ცერებრალური ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ქალს ცხვირი ჩატეხილი ჰქონდა და მრავლობითი სისხლჩაქცევები და დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში.

ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ნუკენოვა ამგვარ დაზიანებებს მხოლოდ დაცემის შედეგად დაზიანებებს ვერ მიიღებდა. უფრო მეტიც, პროკურატურამ სასამართლოში გაავრცელა სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალა. "ბიშიმბაევი ნუკენოვას თმით სწევს მაღლა და სახეში ურტყამს. ამის შემდეგ შემდეგ ცდილობს მის VIP განყოფილებაში შეყვანას“, - განაცხადა პროკურორმა.

  • პირველ სასამართლო სხდომაზე, 29 მარტს, ცნობილი გახდა, რომ რესტორნის თანამშრომლებმა წაშალეს ჩანაწერების ნაწილი ვიდეოკამერებიდან - ბაიჟანოვის, ბიშიმბაევის ბიძაშვილის მოთხოვნით, თუმცა ნაწილი ხელუხლებელი დარჩა.

პარალელურად, პროკურატურამ წაიკითხა ბარმენის ჩვენება. რომელიც ამბობს, რომ პოლიციის მისვლამდე ბიშიმბაევი დანით ხელში დადიოდა.

"ბიშიმბაევმა თქვა, რომ მან ცოლი მოკლა და ქალი რესტორნის VIP განყოფილებაში იწვა. ამის გამო, დიდი ალბათობით, თავის მოკვლაც სურდა“, - გააჟღერა მოწმის ჩვენება პროკურორმა.

  • აღშფოთებული საზოგადოება

ბიშიმბაევის ჩვენებამ, ისევე როგორც დანაშაულის არ აღიარებამ, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში. მოკლული ქალის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში ჰეშთეგი #forSaltanat გამოჩნდა. ბიშიმბაევს ბრალად ედება მსხვერპლის დადანაშაულება და ინფორმაციით მანიპულირება.

ბიშიმბაევის ოპონენტები ყოფილი მინისტრისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

კრიზისული ცენტრების კავშირის ხელმძღვანელმა, ზულფია ბაისაკოვამ BBC-ს განუცხადა, რომ სასამართლო პროცესის ონლაინ ჩატარებამ მხოლოდ გაზარდა საზოგადოების აღშფოთება.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, სასამართლო სხდომა ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს YouTube არხზე გადაიცემა.

"პირადად ბიშიმბაევის მიმართ ინტერესი გაიზარდა, რადგან ეს რეციდივია. ის ადრეც იყო განსასჯელის სკამზე, მაგრამ სხვა მუხლით, კორუფციული თაღლითობისთვის. პრეზიდენტმა ის ციხიდან ვადამდე გაათავისუფლა და კვლავ დაარღვია კანონი - მან მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა“, - ამბობს უფლებადამცველი.

  • როგორ სჯიან ყაზახეთში ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულებს?

ყაზახეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, პოლიცია ყოველდღიურად იღებს დაახლოებით 300 შეტყობინებას ოჯახური ძალადობის შესახებ და ყოველწლიურად მინიმუმ 80 ქალს კლავენ.

"ოჯახური ძალადობის პრევენციის შესახებ“ კანონის თანახმად, პოლიციას შეუძლია მოძალადის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომელიც კრძალავს მსხვერპლთან მიახლოებას 30 დღით. ორდერის დარღვევის შემთხვევაში, აგრესორს ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღემდე ვადით ემუქრება.

ყაზახეთში ოჯახური ძალადობის სასჯელის გადახედვაც მიმდინარეობს. ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მსუბუქი დაზიანების შემთხვევაშიც კი, მოძალადეებმა პასუხი აგონ.