სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზეგ მსოფლიო მზის სრულ დაბნელებას იხილავს - რას უნდა ველოდოთ და რა უნდა ვიცოდეთ მოვლენაზე, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ განმეორდება
ზეგ მსოფლიო მზის სრულ დაბნელებას იხილავს - რას უნდა ველოდოთ და რა უნდა ვიცოდეთ მოვლენაზე, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ განმეორდება

2024 წლის 8 აპ­რილს მზის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა წყნა­რი ოკე­ა­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში და­ი­წყე­ბა, შემ­დეგ კი ის ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კას, მექ­სი­კას, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს და სა­ბო­ლო­ოდ, კა­ნა­დას გა­დაკ­ვეთს. იგი 4 წუთ­სა და 28 წამს გაგ­რძელ­დე­ბა. შემ­დე­გი დაბ­ნე­ლე­ბა მხო­ლოდ 2026 წელს მოხ­დე­ბა და ის ძი­რი­თა­დად ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში იქ­ნე­ბა ხი­ლუ­ლი.

  • რა უნდა ვი­ცო­დეთ მზის დაბ­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ

მზის დაბ­ნე­ლე­ბა — ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა, ხდე­ბა მთვა­რის მოხ­ვედ­რი­სას მზე­სა და დე­და­მი­წას შო­რის, რის გა­მოც დე­და­მი­წა­ზე მყო­ფე­ბის­თვის მზე სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ და­ფა­რუ­ლია. დაბ­ნე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი.

მისი სის­რუ­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბა მთვა­რე დე­და­მი­წას­თან. ნა­წი­ლობ­რი­ვი მზის დაბ­ნე­ლე­ბის დროს მთვა­რე იმ­ყო­ფე­ბა დე­და­მი­წი­დან მაქ­სი­მა­ლურ მან­ძილ­ზე, ამი­ტომ ის მზე­ზე პა­ტა­რა ჩანს და მთლი­ა­ნად არ ფა­რავს მას.

ამ ფე­ნო­მენს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი მა­ინც აქვს. აღი­ნიშ­ნე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ჩი­ტე­ბის ქცე­ვის ცვლი­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, მზის უე­ცა­რი დაბ­ნე­ლე­ბა და შემ­დეგ გა­მო­ნა­თე­ბა მცე­ნა­რე­ებ­ზე უჩ­ვე­უ­ლო გავ­ლე­ნას ახ­დენს.

მზის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი, ძა­ლი­ან მუქი სათ­ვა­ლე­ე­ბით ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით – წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მხედ­ვე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზი­ან­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა დაბ­ნე­ლე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას, თი­თო­ე­ულ ად­გი­ლას ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ას­ტრო­ნო­მე­ბის აზ­რით, ერთ ად­გი­ლას დაბ­ნე­ლე­ბის თე­ო­რი­უ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვო­ბა 7 წუთი და 32 წა­მია.

წყა­რო: BBC

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლის
3

შენთვის და შენისთანებისთვის აღარ განათდება, ტვინში გაქვთ სიბნელე, რადგანაც დაკარგული გაქვთ რეალობის აღქმა.

Ნინო
1

Თქვე დალოცვილებო, დაწერეთ რომელ საათზე მოხდება დაბნელება. Რაც მთავარია, იმას არ წერთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ზეგ მსოფლიო მზის სრულ დაბნელებას იხილავს - რას უნდა ველოდოთ და რა უნდა ვიცოდეთ მოვლენაზე, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ განმეორდება

ზეგ მსოფლიო მზის სრულ დაბნელებას იხილავს - რას უნდა ველოდოთ და რა უნდა ვიცოდეთ მოვლენაზე, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ განმეორდება

2024 წლის 8 აპრილს მზის სრული დაბნელება წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაიწყება, შემდეგ კი ის ჩრდილოეთ ამერიკას, მექსიკას, შეერთებულ შტატებს და საბოლოოდ, კანადას გადაკვეთს. იგი 4 წუთსა და 28 წამს გაგრძელდება. შემდეგი დაბნელება მხოლოდ 2026 წელს მოხდება და ის ძირითადად ატლანტის ოკეანეში იქნება ხილული.

  • რა უნდა ვიცოდეთ მზის დაბნელების შესახებ

მზის დაბნელება — ბუნებრივი მოვლენა, ხდება მთვარის მოხვედრისას მზესა და დედამიწას შორის, რის გამოც დედამიწაზე მყოფებისთვის მზე სრულად ან ნაწილობრივ დაფარულია. დაბნელება შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული.

მისი სისრულე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოს იმყოფება მთვარე დედამიწასთან. ნაწილობრივი მზის დაბნელების დროს მთვარე იმყოფება დედამიწიდან მაქსიმალურ მანძილზე, ამიტომ ის მზეზე პატარა ჩანს და მთლიანად არ ფარავს მას.

ამ ფენომენს გვერდითი ეფექტები მაინც აქვს. აღინიშნება, ტემპერატურის კლება, ცხოველებისა და ჩიტების ქცევის ცვლილება. გარდა ამისა, მზის უეცარი დაბნელება და შემდეგ გამონათება მცენარეებზე უჩვეულო გავლენას ახდენს.

მზის დაბნელებაზე დაკვირვება შეგიძლიათ მხოლოდ სპეციალური, ძალიან მუქი სათვალეებით ან სპეციალისტების მიერ რეკომენდებული სხვა მოწყობილობებით – წინააღმდეგ შემთხვევაში მხედველობა შეიძლება სერიოზულად დაზიანდეს.

რაც შეეხება დაბნელების ხანგრძლივობას, თითოეულ ადგილას ის განსხვავებულია. ასტრონომების აზრით, ერთ ადგილას დაბნელების თეორიული მაქსიმალური ხანგრძლივობა 7 წუთი და 32 წამია.

წყარო: BBC