საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება საცხოვრებელი სივრცე, რომლის აშენებასაც ოკეანის სიღრმეში გეგმავენ - Deep-ის პრეზიდენტის ამბიციური გეგმა (ფოტოები)
როგორი იქნება საცხოვრებელი სივრცე, რომლის აშენებასაც ოკეანის სიღრმეში გეგმავენ - Deep-ის პრეზიდენტის ამბიციური გეგმა (ფოტოები)

ოკე­ა­ნე პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად შეს­წავ­ლი­ლი ად­გი­ლია... ჩვენ უფრო მეტი ვი­ცით კოს­მო­სის შე­სა­ხებ, ვიდ­რე წყალ­ქვე­შა სამ­ყა­რო­ზე.

შონ ვოლ­პერტს, Deep-ის პრე­ზი­დენტს, სურს ოკე­ა­ნე ადა­მი­ა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლად აქ­ცი­ოს - Deep - კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ოკე­ა­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და სა­ძი­ე­ბო ფირ­მაა - იგი 2021 წელს შე­იქ­მნა, დღეს კი უკვე ოფი­სე­ბი აქვს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და კა­ნა­და­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფირ­მა წყალ­ქვე­შა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცის, სა­ხელ­წო­დე­ბით "Sentinel" -ის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს.

"სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ოკე­ა­ნე­ებ­ში კი­ბოს მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ვი­პო­ვოთ. ცნო­ბი­ლია, რომ წყალ­ქვეშ ისე­თი ცხო­ვე­ლე­ბი ბი­ნად­რო­ბენ, რომ­ლებ­საც პა­რა­ზი­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ - მა­გა­ლი­თად, ზღვის ღრუ­ბე­ლი" - ამ­ბობს შონ ვოლ­პერტსი.

Sentinel-ის გეგ­მა უკვე შედ­გე­ნი­ლია. მას ხმელ­თა­შუა ზღვა­ში, 2027 წელს გა­უშ­ვე­ბენ, 656 ფუ­ტის სიღ­რმე­ში. მა­ნამ­დე კი არა­ერთ ტეს­ტი­რე­ბას გა­ივ­ლის. ით­ვლე­ბა, რომ ოკე­ა­ნის ცხო­ველ­თა სა­ხე­ო­ბე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 90 პრო­ცენ­ტი ჯერ კი­დევ არ არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი; ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 226,000 სა­ხე­ო­ბა, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რის ვა­რა­უ­დით, მათი რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ი­ზარ­დოს.

"ეს ნამ­დვი­ლად გახ­სნის ოკე­ა­ნის კვლე­ვის ახალ ტალ­ღას. ჩვენ გვინ­და მო­ნა­ცე­მე­ბი ოკე­ა­ნის მჟა­ვი­ა­ნო­ბა­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე", - ამ­ბობს Deep-ის პრო­დუქ­ტის დი­რექ­ტო­რი, რიკ გო­დარ­დი.

Sentinel-ი თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მათ სა­ზღვაო მეც­ნი­ე­რე­ბი, კლი­მა­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი და არ­ქე­ო­ლო­გე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
2

არ ასვენებთ გამჩენი!!! შეშლილი, შეშლილი... სამყარო!!!

ტიტუუც .....:)
0

ეგეთი სივრცე გლდანშია და რუსთავში თანაც უფასოდ, ვიპ ნომერი კი ლანცეტში, იცხოვრებთ უფასოდ კვებაც უფასოდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

როგორი იქნება საცხოვრებელი სივრცე, რომლის აშენებასაც ოკეანის სიღრმეში გეგმავენ - Deep-ის პრეზიდენტის ამბიციური გეგმა (ფოტოები)

როგორი იქნება საცხოვრებელი სივრცე, რომლის აშენებასაც ოკეანის სიღრმეში გეგმავენ - Deep-ის პრეზიდენტის ამბიციური გეგმა (ფოტოები)

ოკეანე პლანეტის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილია... ჩვენ უფრო მეტი ვიცით კოსმოსის შესახებ, ვიდრე წყალქვეშა სამყაროზე.

შონ ვოლპერტს, Deep-ის პრეზიდენტს, სურს ოკეანე ადამიანებით დასახლებულ ადგილად აქციოს - Deep - კერძო ინვესტორების მიერ დაფინანსებული ოკეანის ტექნოლოგიებისა და საძიებო ფირმაა - იგი 2021 წელს შეიქმნა, დღეს კი უკვე ოფისები აქვს დიდ ბრიტანეთში, შეერთებულ შტატებსა და კანადაში. აღსანიშნავია, რომ ფირმა წყალქვეშა საცხოვრებელი სივრცის, სახელწოდებით "Sentinel" -ის შექმნაზე მუშაობს.

"სავარაუდოა, რომ ოკეანეებში კიბოს მსგავსი დაავადების სამკურნალო საშუალებები ვიპოვოთ. ცნობილია, რომ წყალქვეშ ისეთი ცხოველები ბინადრობენ, რომლებსაც პარაზიტების განადგურება შეუძლიათ - მაგალითად, ზღვის ღრუბელი" - ამბობს შონ ვოლპერტსი.

Sentinel-ის გეგმა უკვე შედგენილია. მას ხმელთაშუა ზღვაში, 2027 წელს გაუშვებენ, 656 ფუტის სიღრმეში. მანამდე კი არაერთ ტესტირებას გაივლის. ითვლება, რომ ოკეანის ცხოველთა სახეობების დაახლოებით 90 პროცენტი ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი; ჯერჯერობით, ჩვენთვის ცნობილია დაახლოებით 226,000 სახეობა, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, მათი რაოდენობა შეიძლება მილიონამდე გაიზარდოს.

"ეს ნამდვილად გახსნის ოკეანის კვლევის ახალ ტალღას. ჩვენ გვინდა მონაცემები ოკეანის მჟავიანობასა და ტემპერატურაზე", - ამბობს Deep-ის პროდუქტის დირექტორი, რიკ გოდარდი.

Sentinel-ი თავდაპირველად მხოლოდ გამოცდილი ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი, მოგვიანებით კი მათ საზღვაო მეცნიერები, კლიმატის მეცნიერები და არქეოლოგები შეუერთდებიან.