მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახშირებული თავდასხმები სკოლის მოსწავლეებზე, ასევე სასწავლო დაწესებულებებს მუქარის ათობით შეტყობინება გაეგზავნა - რა ხდება საფრანგეთში?
გახშირებული თავდასხმები სკოლის მოსწავლეებზე, ასევე სასწავლო დაწესებულებებს მუქარის ათობით შეტყობინება გაეგზავნა - რა ხდება საფრანგეთში?

საფ­რან­გეთ­ში, პა­რი­ზის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ­ში 15 წლის ბიჭი და­ი­ღუ­პა მას შემ­დეგ, რაც სკო­ლი­დან გა­მო­სულ მო­ზარდს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს და სას­ტი­კად სცე­მა.

ხუთ­შა­ბა­თის თავ­დას­ხმა მოხ­და საფ­რან­გე­თის სკო­ლებ­ში გაზ­რდი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე.

ამ კვი­რის და­სა­წყის­ში თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნა კო­მა­ში ჩა­ვარ­და მას შემ­დეგ, რაც სცე­მეს სკო­ლის მიმ­დე­ბა­რედ ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში, ქვეყ­ნის სამ­ხრე­თით. ამ საქ­მე­ზე არას­რულ­წლო­ვა­ნის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სამი სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლი და­ა­კა­ვეს, ერთი კი ამა­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლეა.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის , საფ­რან­გეთ­ში მსგავ­სი რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ამ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში. ამ კვი­რის და­სა­წყის­ში თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნა კო­მა­ში ჩა­ვარ­და მას შემ­დეგ, რაც სცე­მეს სკო­ლის გა­რეთ მონ­პე­ლი­ე­ში, ქვეყ­ნის სამ­ხრეთ­ში. ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, არას­რულ­წლო­ვა­ნის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სამი სა­ვა­რა­უ­დო თავ­დამ­სხმე­ლი და­ა­კა­ვეს, ერთი-ერთი სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გოა.

ბოლო ინ­ცი­დენ­ტი, მოხ­და ქა­ლაქ Viry-Châtillon-ში, პა­რი­ზის სამ­ხრე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 კი­ლო­მეტრში, მო­ზარდს თავს და­ეს­ხა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც ის 4 აპ­რი­ლის ნა­შუ­ა­დღევს, სკო­ლი­დან გა­მო­დი­ო­და. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, დას­ჭირ­და სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბი­ჭის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ 5 აპ­რილს, შუ­ა­დღი­სას გა­მო­ა­ცხა­და. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბო­და არას­რულ­წლო­ვა­ნებ­ზე ჯგუ­ფუ­რი თავ­დას­ხმი­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლე­ბით.

პრო­კუ­რორ­მა გრე­გუ­არ დუ­ლინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დას­ხმა მო­ზარ­დზე ხუთ­შა­ბათს, სა­ღა­მოს 4 -დან 4:30 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში მოხ­და. მისი თქმით, 15 წლის ბიჭს "ძა­ლა­დობ­რი­ვად და­ეს­ხა თავს რამ­დე­ნი­მე პირი, რო­მელ­თაც მისი მკვლე­ლო­ბა ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი. ის იპო­ვა გამ­ვლელ­მა..."

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა, რო­მე­ლიც პა­რას­კევს დი­ლით პა­რი­ზის და­წყე­ბით სკო­ლას სტუმ­რობ­და, გა­ნა­ცხა­და:

"სკო­ლე­ბი ამ ავა­ზა­კუ­რი თავ­დამ­სხმე­ლე­ბის­გან უნდა და­ვიც­ვათ. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სკო­ლებ­ში თავს უსაფრ­თხოდ უნდა გრძნობ­დნენ, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი მშვი­დად უნდა იყ­ვნენ. ჩვენ ვიქ­ნე­ბით შე­უ­რი­გე­ბე­ლი, უკი­დუ­რე­სად გა­ვამ­კაც­რებთ მოქ­მე­დე­ბას და ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა ფორ­მას აღ­მოვ­ფხვრით".

ბოლო დღე­ებ­ში საფ­რან­გე­თის სკო­ლებს მუ­ქა­რის ათო­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ეგ­ზავ­ნა, რაც უკი­დუ­რე­სად აშ­ფო­თებს და ანერ­ვი­უ­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიეზა
1

რაც დათესეს..იმასვე იმკიან...არაბებს და მუსლიმმაებს მიაქვთ საფრანგეთი..კარგი გამოთქმა გვაქვს ქართველებს..ზედმეტი არაფერი ვარგაო..ჰოდა ამათი ლიბერალური პოლიტიკის შედეგია რაც ხდება...ადამიანურად ყველა ცოდვაა.ფრანგია თუ პალესტინელი..ბავშვი მითუმეტეს

ნინა
8

მე ჯერ საქართველო მაინტერესებს და ნერე გადაგვარებული ევროპის ქვეყნები. ჩვენ "ჩვენი ქეთო ვიტიროთ" თვალის დასდგომიათ სხვა ქვეყნებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

გახშირებული თავდასხმები სკოლის მოსწავლეებზე, ასევე სასწავლო დაწესებულებებს მუქარის ათობით შეტყობინება გაეგზავნა - რა ხდება საფრანგეთში?

გახშირებული თავდასხმები სკოლის მოსწავლეებზე, ასევე სასწავლო დაწესებულებებს მუქარის ათობით შეტყობინება გაეგზავნა - რა ხდება საფრანგეთში?

საფრანგეთში, პარიზის სამხრეთით მდებარე ქალაქში 15 წლის ბიჭი დაიღუპა მას შემდეგ, რაც სკოლიდან გამოსულ მოზარდს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და სასტიკად სცემა.

ხუთშაბათის თავდასხმა მოხდა საფრანგეთის სკოლებში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე.

ამ კვირის დასაწყისში თინეიჯერი გოგონა კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც სცემეს სკოლის მიმდებარედ ქალაქ მონპელიეში, ქვეყნის სამხრეთით. ამ საქმეზე არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამი სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს, ერთი კი ამავე სკოლის მოსწავლეა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის , საფრანგეთში მსგავსი რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული ამ უახლოეს პერიოდში. ამ კვირის დასაწყისში თინეიჯერი გოგონა კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც სცემეს სკოლის გარეთ მონპელიეში, ქვეყნის სამხრეთში. ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს, არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამი სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს, ერთი-ერთი სკოლის მოსწავლე გოგოა.

ბოლო ინციდენტი, მოხდა ქალაქ Viry-Châtillon-ში, პარიზის სამხრეთით, დაახლოებით, 20 კილომეტრში, მოზარდს თავს დაესხა რამდენიმე ადამიანი, როდესაც ის 4 აპრილის ნაშუადღევს, სკოლიდან გამოდიოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

პროკურატურამ ბიჭის გარდაცვალების შესახებ 5 აპრილს, შუადღისას გამოაცხადა. გამოძიება დაიწყებოდა არასრულწლოვანებზე ჯგუფური თავდასხმისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით.

პროკურორმა გრეგუარ დულინმა განაცხადა, რომ თავდასხმა მოზარდზე ხუთშაბათს, საღამოს 4 -დან 4:30 საათამდე პერიოდში მოხდა. მისი თქმით, 15 წლის ბიჭს "ძალადობრივად დაესხა თავს რამდენიმე პირი, რომელთაც მისი მკვლელობა ჰქონდათ განზრახული. ის იპოვა გამვლელმა..."

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც პარასკევს დილით პარიზის დაწყებით სკოლას სტუმრობდა, განაცხადა:

"სკოლები ამ ავაზაკური თავდამსხმელებისგან უნდა დავიცვათ. ჩვენი შვილები სკოლებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ, მათი ოჯახის წევრები, ჩვენი მასწავლებლები კი მშვიდად უნდა იყვნენ. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი, უკიდურესად გავამკაცრებთ მოქმედებას და ძალადობის ყველა ფორმას აღმოვფხვრით".

ბოლო დღეებში საფრანგეთის სკოლებს მუქარის ათობით შეტყობინება გაეგზავნა, რაც უკიდურესად აშფოთებს და ანერვიულებს მოსახლეობას.