ავტორი:

"ოცნების" ყოფილი საგარეო მინისტრის სარკასტული პოსტი ე.წ. აგენტების კანონ-პროექტის დაბრუნებაზე - "შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს"

"ოცნების" ყოფილი საგარეო მინისტრის სარკასტული პოსტი ე.წ. აგენტების კანონ-პროექტის დაბრუნებაზე - "შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს"

მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირი, ნატო, აშშ აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება“ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რუსეთი იცავს "ოცნების“ ამ ნაბიჯს - შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინფიცირებას სოციალურ ქსელში სარკასტული პოსტით გამოეხმაურა.

"ერთის მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, რუსეთი იცავს "ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.

შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.