მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცხოვრე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, მონაკოში, მაგრამ საქართველო ჩემთვის ყველაფერია" - რას ჰყვება აფიკ ნოვრუზოვი ეროვნული ნაკრების გამარჯვების შთაგონებით შექმნილ სიმღერაზე?
"ვიცხოვრე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, მონაკოში, მაგრამ საქართველო ჩემთვის ყველაფერია" - რას ჰყვება აფიკ ნოვრუზოვი ეროვნული ნაკრების გამარჯვების შთაგონებით შექმნილ სიმღერაზე?

რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ემო­ცი­უ­რი კლი­პი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ აი­ტა­ცა. აფიკ ნოვ­რუ­ზო­ვი­სა (ნატო) და სა­ჰილ დე­ნი­ზის ქარ­თულ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენა­ზე ჩა­წე­რილ სიმ­ღე­რას "მიყ­ვარ­ხარ და მეყ­ვა­რე­ბი, ჩემო კარ­გო სა­ქარ­თვე­ლო“ ჰქვია, კლი­პი კი მდი­და­რია ეროვ­ნუ­ლი ელე­მენ­ტე­ბით, სიმ­ბო­ლი­კი­თა და დახ­ვე­წი­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ით.

ambebi.ge ცნო­ბილ რე­პერს აფიკ ნოვ­რუ­ზოვს ესა­უბ­რა, რომ­ლის ახა­ლი კლი­პის ინ­სპი­რა­ცი­აც, რო­გორც ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა გახ­და. "ვფიქ­რობ, მე და სა­ჰილს გა­მოგ­ვი­ვი­და, ამ კლი­პით ყვე­ლა­ფე­რი ვთქვით, ეს ჩვენ­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რე­ვო­ლუ­ცი­აა, ასე­თი არ ყო­ფი­ლა აქამ­დე“.

აფიკ ნოვ­რუ­ზო­ვი

- აფიკ, რო­გორ და­ი­ბა­და კლი­პის იდეა და რა გახ­და ამის ინ­სპი­რა­ცია?

- კლი­პის იდეა მე და ჩემს მე­გო­ბარს სა­ჰილს გვე­კუთ­ვნის, ერ­თად მო­ვი­ფიქ­რეთ. დიდი ხა­ნია მინ­დო­და ჩვენს სამ­შობ­ლო­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ზე და­მე­წე­რა რამე, ძლი­ერ მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა... არა­ერ­თი იდეა იბა­დე­ბო­და, ხან მინ­დო­და მომ­ღე­რალ­თა გუნდთან ერ­თად ჩა­მე­წე­რა სიმ­ღე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ზე... ბო­ლოს მისი შექ­მნა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბას და­ემ­თხვა. უფრო სწო­რად, ეს გახ­და ინ­სპი­რა­ცია. ძა­ლი­ან მინ­დო­და, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თის მატ­ჩის ბი­ლე­თი ვერ ვი­შო­ვე, სტა­დი­ონ­ზე ვერ წა­ვე­დი (შემ­პირ­დნენ, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს), ამი­ტომ მატჩს მო­ნი­ტორ­ზე ვა­დევ­ნებ­დი თვალს. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ეს დღე, ავ­დე­ქით და ჩვე­ნი ემო­ცი­ე­ბი ამ კლი­პით გად­მო­ვე­ცით, ყვე­ლა­ფე­რი მას­ში ჩავ­დეთ - დავ­წე­რეთ სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ჩვენს სამ­შობ­ლოს და ნაკ­რებს მი­ე­ძღვნა. ზო­გა­დად, ფეხ­ბურ­თის დიდი ფანი ვარ. მახ­სოვს ბოლო, გა­დამ­წყვე­ტი პე­ნალ­ტის დროს ხე­ლე­ბი რო­გორ მი­კან­კა­ლებ­და. არ ვიცი, ეს რა იყო... ეს სიზ­მარს ჰგავ­და. მი­ხა­რია, რომ კავ­კა­სი­ი­დან მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო მოხ­ვდა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სომ­ხეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ბევ­რი მომ­წონს, თუმ­ცა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ფანი ვარ. სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს შოთა არ­ვე­ლა­ძე, კახა კა­ლა­ძე, ასე­თე­ბი ბევ­რნი არი­ან, მაგ­რამ ამ თა­ო­ბა­ში ხვი­ჩა რა­საც აკე­თებს ევ­რო­პა­ში, იტა­ლი­ა­ში, არ ვიცი, ის სა­უ­კე­თე­სოა და სა­ნა­ქე­ბო.

- თქვენ­ზე და სა­ჰილ­ზე მო­მი­ყე­ვით...

სა­ჰილ დე­ნი­ზი

- სა­ქარ­თვე­ლო­ში, მარ­ნე­ულ­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ მოს­კოვ­ში გა­ვი­ზარ­დე. შემ­დეგ ბა­ქო­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი "ფრის­ტა­ილ რე­პის“ კონ­კურ­სში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მოვ­დი­ო­დი და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. ასე­ვე, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი თურ­ქულ "ნი­ჭი­ერ­ში“ და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვე­დი, "თურ­ქე­თის ხმა­შიც გა­მო­ვე­დი და იქაც ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვე­დი. სა­ჰი­ლიც ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეა, ორი წე­ლია, რაც ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში, მარ­ნე­ულ­ში ცხოვ­რობს და უნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც მი­ი­ღოს.

- ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი გყავთ?

- რა თქმა უნდა, მარ­ნე­უ­ლის კულ­ტუ­რის სახ­ლში ვმუ­შა­ობ და იქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლა­ში სწავ­ლამ ცუდ პე­რი­ოდ­ში, 90-ია­ნებ­ში მო­მი­წია და ვერ მო­ვა­ხერ­ხე ქარ­თუ­ლი ენის კარ­გად შეს­წავ­ლა. არა უშავს, ახლა ვცდი­ლობ კარ­გად ვის­წავ­ლო. ცოტა-ცოტა ქარ­თუ­ლი ვიცი - გა­მარ­ჯო­ბა, რო­გო­რა ხარ, მე ვცხოვ­რობ ქა­ლა­ქი მარ­ნე­უ­ლი, შენ სად ცხოვ­რობ? და ა.შ. ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მინ­და ქარ­თუ­ლის სწავ­ლა, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რთუ­ლი ენაა, ალ­ბათ გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ თავს გა­ვარ­თმევ.

აფიკ ნოვ­რუ­ზო­ვი

- სიმ­ღე­რით ძა­ლი­ან გულ­ში ჩამ­წვდო­მად მღე­რით, იგ­რძნო­ბა დიდი ენერ­გია და გულ­წრფე­ლო­ბა, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, ტექ­სტის პა­თოსს იზი­ა­რებთ. რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის სამ­შობ­ლო - სა­ქარ­თვე­ლო?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო, ჩემი მარ­ნე­უ­ლი. შე­მეძ­ლო სხვა­გან მე­ცხოვ­რა, მაგ­რამ დავ­ბრუნ­დი. სა­ქარ­თვე­ლო ჩემი გუ­ლია... აი, ნა­ხეთ, ვი­ცხოვ­რე საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, მო­ნა­კო­ში, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, თით­ქოს მაგ­ნი­ტია... მის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია, მით უფრო, მარ­ნე­უ­ლის გა­რე­შე. სა­ჰილ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და უნდა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა. ვფიქ­რობ, მე და სა­ჰილს გა­მოგ­ვი­ვი­და. ამ კლი­პით ყვე­ლა­ფე­რი ვთქვით, ეს ჩემ­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რე­ვო­ლუ­ცი­აა, ასე­თი არ ყო­ფი­ლა აქამ­დე. ყვე­ლა გვი­ლო­ცავს. გუ­შინ ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ხალ­ხი გვი­ლო­ცავ­და, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც იყ­ვნენ...

- თვი­თონ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია თუ შე­გეხ­მი­ა­ნათ, ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა თუ ნა­ხეს კლი­პი?

- რა თქმა უნდა, უნა­ხავთ. ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა და­მი­რე­კა, მო­მი­ლო­ცა და დაგვპირ­დნენ, რომ ფორ­მებს გად­მოგ­ვცე­მენ. ეს მარ­თლა იმ­ხე­ლა გა­მარ­ჯვე­ბა იყო ჩვე­ნი, ყვე­ლა­სი, უბედ­ნი­ე­რე­სე­ბი ვართ. ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო უყ­ვარს, ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა უნდა უხა­რო­დეს. სხვი­სი არ ვიცი და მე მა­გა­ლი­თად, სი­ხა­რუ­ლის­გან ვტი­რო­დი.

- აფიკ, სიმ­ღე­რის ტექ­სტის ავ­ტო­რე­ბი ვინ არი­ან ან ფი­ნან­სე­ბი სად მო­ი­ძი­ეთ?

- ფი­ნან­სუ­რად ჩვე­ნი დე­პუ­ტა­ტე­ბი - ზაურ დარ­გა­ლი და სა­ვა­ლან მირ­ზო­ე­ვი დაგ­ვეხ­მარ­ნენ, მათ და­ფა­რეს თან­ხე­ბი, რაც კლიპს სჭირ­დე­ბო­და. ასე­ვე დაგ­ვეხ­მა­რა მარ­ნე­უ­ლის კულ­ტუ­რის სახ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ით და სხვა. მად­ლო­ბა ყვე­ლას. სიმ­ღე­რის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ტექ­სტის ავ­ტო­რე­ბი მე, სა­ჰი­ლი და მირ­ზა დარ­გა­ლი ვართ, ქარ­თუ­ლი ტექ­სტის - ირაკ­ლი ხარ­ში­ლა­ძე.

- ამის შემ­დეგ რას აპი­რებთ, რა გაქვთ გეგ­მა­ში?

- ჩვენ ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­მოვ­დი­ვართ, უქ­მად არ ვართ. ახლა დუ­ე­ტის ჩა­წე­რას ვა­პი­რებ პო­პუ­ლა­რულ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მომ­ღე­რალ შებ­ნემ თო­ვუზ­ლუს­თან და კლიპს თბი­ლის­ში გა­და­ვი­ღებთ. მაქვს იდეა და სურ­ვი­ლი, რომ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებ­თან, პოპ ვარ­სკვლა­ვებ­თან ჩავ­წე­რო დუ­ე­ტე­ბი.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ აფიკ, დიდი მად­ლო­ბა და იცო­დე, მომ­დევ­ნო ინ­ტერ­ვიუ ქარ­თუ­ლად უნდა ჩავ­წე­როთ...

- კი ბა­ტო­ნო, აუ­ცი­ლებ­ლად. მად­ლო­ბა თქვენც.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
0

გაიხარეთ ბიჭებო 🇬🇪❤️მაგრები ხართ👏👏❤️❤️

ივანე
0

თურქებთან შეხვედრის წინ ჩართეთ ყველგან ეს სიმღერა,სტადიონზე თუ სტადიონის გარეთ :) კარგი მოსასმენი იქნება თურქებისთვის 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ვიცხოვრე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, მონაკოში, მაგრამ საქართველო ჩემთვის ყველაფერია" - რას ჰყვება აფიკ ნოვრუზოვი ეროვნული ნაკრების გამარჯვების შთაგონებით შექმნილ სიმღერაზე?

"ვიცხოვრე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, მონაკოში, მაგრამ საქართველო ჩემთვის ყველაფერია" - რას ჰყვება აფიკ ნოვრუზოვი ეროვნული ნაკრების გამარჯვების შთაგონებით შექმნილ სიმღერაზე?

რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა ქართველი აზერბაიჯანელი მომღერლების ემოციური კლიპი, რომელიც სრულიად საქართველომ აიტაცა. აფიკ ნოვრუზოვისა (ნატო) და საჰილ დენიზის ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე ჩაწერილ სიმღერას "მიყვარხარ და მეყვარები, ჩემო კარგო საქართველო“ ჰქვია, კლიპი კი მდიდარია ეროვნული ელემენტებით, სიმბოლიკითა და დახვეწილი ქორეოგრაფიით.

ambebi.ge ცნობილ რეპერს აფიკ ნოვრუზოვს ესაუბრა, რომლის ახალი კლიპის ინსპირაციაც, როგორც ამბობს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების გამარჯვება გახდა. "ვფიქრობ, მე და საჰილს გამოგვივიდა, ამ კლიპით ყველაფერი ვთქვით, ეს ჩვენთვის და საქართველოსთვის რევოლუციაა, ასეთი არ ყოფილა აქამდე“.

აფიკ ნოვრუზოვი

- აფიკ, როგორ დაიბადა კლიპის იდეა და რა გახდა ამის ინსპირაცია?

- კლიპის იდეა მე და ჩემს მეგობარს საჰილს გვეკუთვნის, ერთად მოვიფიქრეთ. დიდი ხანია მინდოდა ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე დამეწერა რამე, ძლიერ მიყვარს ჩემი ქვეყანა... არაერთი იდეა იბადებოდა, ხან მინდოდა მომღერალთა გუნდთან ერთად ჩამეწერა სიმღერა საქართველოზე... ბოლოს მისი შექმნა ჩვენი ნაკრების გამარჯვებას დაემთხვა. უფრო სწორად, ეს გახდა ინსპირაცია. ძალიან მინდოდა, მაგრამ ფეხბურთის მატჩის ბილეთი ვერ ვიშოვე, სტადიონზე ვერ წავედი (შემპირდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს), ამიტომ მატჩს მონიტორზე ვადევნებდი თვალს. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ეს დღე, ავდექით და ჩვენი ემოციები ამ კლიპით გადმოვეცით, ყველაფერი მასში ჩავდეთ - დავწერეთ სიმღერა, რომელიც ჩვენს სამშობლოს და ნაკრებს მიეძღვნა. ზოგადად, ფეხბურთის დიდი ფანი ვარ. მახსოვს ბოლო, გადამწყვეტი პენალტის დროს ხელები როგორ მიკანკალებდა. არ ვიცი, ეს რა იყო... ეს სიზმარს ჰგავდა. მიხარია, რომ კავკასიიდან მხოლოდ ჩვენი საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ეს ვერ მოახერხა. საქართველოს ნაკრებში ბევრი მომწონს, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას ფანი ვარ. საქართველოს ჰყავს შოთა არველაძე, კახა კალაძე, ასეთები ბევრნი არიან, მაგრამ ამ თაობაში ხვიჩა რასაც აკეთებს ევროპაში, იტალიაში, არ ვიცი, ის საუკეთესოა და სანაქებო.

- თქვენზე და საჰილზე მომიყევით...

საჰილ დენიზი

- საქართველოში, მარნეულში დავიბადე, მაგრამ მოსკოვში გავიზარდე. შემდეგ ბაქოში გადავედი, სადაც ვმონაწილეობდი "ფრისტაილ რეპის“ კონკურსში, საქართველოს სახელით გამოვდიოდი და პირველი ადგილი დავიკავე. ასევე, ვმონაწილეობდი თურქულ "ნიჭიერში“ და ნახევარფინალში გავედი, "თურქეთის ხმაშიც გამოვედი და იქაც ნახევარფინალში გავედი. საჰილიც ძალიან წარმატებულია, ის აზერბაიჯანის მოქალაქეა, ორი წელია, რაც ოჯახთან ერთად საქართველოში, მარნეულში ცხოვრობს და უნდა, რომ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღოს.

- ქართველი მეგობრები გყავთ?

- რა თქმა უნდა, მარნეულის კულტურის სახლში ვმუშაობ და იქ ბევრი მეგობარი მყავს. სამწუხაროდ, სკოლაში სწავლამ ცუდ პერიოდში, 90-იანებში მომიწია და ვერ მოვახერხე ქართული ენის კარგად შესწავლა. არა უშავს, ახლა ვცდილობ კარგად ვისწავლო. ცოტა-ცოტა ქართული ვიცი - გამარჯობა, როგორა ხარ, მე ვცხოვრობ ქალაქი მარნეული, შენ სად ცხოვრობ? და ა.შ. ძალიან, ძალიან მინდა ქართულის სწავლა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რთული ენაა, ალბათ გამიჭირდება, მაგრამ თავს გავართმევ.

აფიკ ნოვრუზოვი

- სიმღერით ძალიან გულში ჩამწვდომად მღერით, იგრძნობა დიდი ენერგია და გულწრფელობა, ეჭვიც არ მეპარება, ტექსტის პათოსს იზიარებთ. რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო - საქართველო?

- ძალიან მიყვარს საქართველო, ჩემი მარნეული. შემეძლო სხვაგან მეცხოვრა, მაგრამ დავბრუნდი. საქართველო ჩემი გულია... აი, ნახეთ, ვიცხოვრე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, მონაკოში, მაგრამ საქართველო ჩემთვის ყველაფერია, თითქოს მაგნიტია... მის გარეშე არ შემიძლია, მით უფრო, მარნეულის გარეშე. საჰილსაც ძალიან უყვარს საქართველო და უნდა მოქალაქეობის მიღება. ვფიქრობ, მე და საჰილს გამოგვივიდა. ამ კლიპით ყველაფერი ვთქვით, ეს ჩემთვის და საქართველოსთვის რევოლუციაა, ასეთი არ ყოფილა აქამდე. ყველა გვილოცავს. გუშინ ისეთი სერიოზული ხალხი გვილოცავდა, მათ შორის პოლიტიკოსებიც იყვნენ...

- თვითონ ფეხბურთის ფედერაცია თუ შეგეხმიანათ, ფეხბურთელებმა თუ ნახეს კლიპი?

- რა თქმა უნდა, უნახავთ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დამირეკა, მომილოცა და დაგვპირდნენ, რომ ფორმებს გადმოგვცემენ. ეს მართლა იმხელა გამარჯვება იყო ჩვენი, ყველასი, უბედნიერესები ვართ. ვისაც საქართველო უყვარს, ნაკრების გამარჯვება უნდა უხაროდეს. სხვისი არ ვიცი და მე მაგალითად, სიხარულისგან ვტიროდი.

- აფიკ, სიმღერის ტექსტის ავტორები ვინ არიან ან ფინანსები სად მოიძიეთ?

- ფინანსურად ჩვენი დეპუტატები - ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი დაგვეხმარნენ, მათ დაფარეს თანხები, რაც კლიპს სჭირდებოდა. ასევე დაგვეხმარა მარნეულის კულტურის სახლი ქორეოგრაფიით და სხვა. მადლობა ყველას. სიმღერის აზერბაიჯანული ტექსტის ავტორები მე, საჰილი და მირზა დარგალი ვართ, ქართული ტექსტის - ირაკლი ხარშილაძე.

- ამის შემდეგ რას აპირებთ, რა გაქვთ გეგმაში?

- ჩვენ ყოველდღე სხვადასხვა ადგილას გამოვდივართ, უქმად არ ვართ. ახლა დუეტის ჩაწერას ვაპირებ პოპულარულ აზერბაიჯანელ მომღერალ შებნემ თოვუზლუსთან და კლიპს თბილისში გადავიღებთ. მაქვს იდეა და სურვილი, რომ ქართველ მომღერლებთან, პოპ ვარსკვლავებთან ჩავწერო დუეტები.

- წარმატებას გისურვებთ აფიკ, დიდი მადლობა და იცოდე, მომდევნო ინტერვიუ ქართულად უნდა ჩავწეროთ...

- კი ბატონო, აუცილებლად. მადლობა თქვენც.