მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს" - 22 ევროპარლამენტარი
"ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს" - 22 ევროპარლამენტარი

ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან რეგ­რე­სი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­კო­მი­სი­ამ გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცესს უნდა გა­და­ხე­დოს, - ამის შე­სა­ხებ 22 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ერ­თობ­ლივ წე­რილ­ში აცხა­დებს.

"ჩვენ, ხელ­მომ­წე­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ მმარ­თვე­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ის მიერ “უცხო­ურ აგენ­ტებ­ზე” კა­ნო­ნის დაბ­რუ­ნე­ბის ზრახ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც გა­სულ წელს ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტე­ბით უარ­ყო.

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ე­ნი­ჭა იმ პი­რო­ბით, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი შეს­რულ­დე­ბო­და. “უცხო­ურ აგენ­ტებ­ზე” შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია რო­გორც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე” კა­ნო­ნი, ამ ნა­ბი­ჯე­ბი­დან რო­გორც მი­ნი­მუმ ორს არ­ღვევს: მე-9 ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლად უნდა მოქ­მე­დებ­დეს, და ჩარ­თუ­ლი იყოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სებ­ში, და 1-ელ ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

“უცხო­ურ აგენ­ტებ­ზე” ან “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე” კა­ნო­ნი ევ­რო­კავ­ში­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის ამ­ბი­ცი­ებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს მო­ვუ­წო­დებთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, მათ შო­რის მე­დი­ის, გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის პრაქ­ტი­კებს გაყ­ვეს, და არა რუ­სე­თის და სხვა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის კონ­ტროლს, რეპ­რე­სი­რე­ბას და სა­ბო­ლოო ჯამ­ში დაშ­ლას ისა­ხა­ვენ მიზ­ნად…

ჩვენ ასე­ვე მო­ვუ­წო­დებთ ევ­რო­კო­მი­სი­ას მო­ნი­ტო­რინ­გი მო­ახ­დი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუსს და დრო­უ­ლად მო­ახ­დი­ნოს შე­ფა­სე­ბა. ჩვენ გვეს­მის და მხარს ვუ­ჭერთ ფაქტს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რეგ­რე­სი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ევ­რო­კო­მი­სი­ას შე­იძ­ლე­ბა გა­ფარ­თო­ე­ბის პრო­ცე­სის თავ­და­პირ­ველ პო­ზი­ცი­ებ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა მო­უ­წი­ოს,” - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბის ხელ­მომ­წე­რე­ბი არი­ან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი: პეტ­რას აუსტრე­ვი­ჩუ­სი, მი­რი­ამ ლექსმა­ნი, სვენ მიქ­სე­რი, ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი, ანა ფო­ტი­გა, ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სი, კა­რინ კარლსბ­რო, ფრან­სუა თი­ო­ლე, კა­ტა­ლინ ჩე, ანა ჯუ­ლია დო­ნა­თი, ან­დრეი კო­ვა­ჩე­ვი, ჰილ­დე ვა­უტ­მან­სი, მი­ჰა­ე­ლა შო­იდ­რო­ვა, მა­იკლ გა­ლე­რი, რე­ი­ნ­ჰარდ ბუ­ტი­კო­ფე­რი, რა­მო­ნა სტრუ­გა­რიუ, იო­ზეფ მი­ჰა­ლი, მა­რეკ პა­ველ ბალ­ტი, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ე­ნე, ატი­ლა არა-კო­ვა­ჩი, ნაჩო სან­ჩეზ ამო­რი და ისა­ბელ სან­ტო­სი.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

705 პარლამენტის წევრიდან მხოლოდ 21 მოაწერა ხელი

გოგა
2

ერთი რამე ვერ გავიგე რატომ უნდა გავიდე აქციაზე ?? გიგაურისბ ფულები რომ დავიცვა ,მე მაგის გაკეთებული ქვეყნისთვის არ მახსოვს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს" - 22 ევროპარლამენტარი

"ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს" - 22 ევროპარლამენტარი

ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესიული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს.

"ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი "ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ნაბიჯები შესრულდებოდა. “უცხოურ აგენტებზე” შემოთავაზებული კანონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი, ამ ნაბიჯებიდან როგორც მინიმუმ ორს არღვევს: მე-9 ნაბიჯს, რომელიც მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად უნდა მოქმედებდეს, და ჩართული იყოს საკანონმდებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, და 1-ელ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

“უცხოურ აგენტებზე” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება, და საქართველოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის მედიის, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ევროკავშირის პრაქტიკებს გაყვეს, და არა რუსეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის კონტროლს, რეპრესირებას და საბოლოო ჯამში დაშლას ისახავენ მიზნად…

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას მონიტორინგი მოახდინოს საქართველოს ოფიციალური პირების ასეთი გადაწყვეტილებები შეესაბამება თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად მოახდინოს შეფასება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს,” - წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, კარინ კარლსბრო, ფრანსუა თიოლე, კატალინ ჩე, ანა ჯულია დონათი, ანდრეი კოვაჩევი, ჰილდე ვაუტმანსი, მიჰაელა შოიდროვა, მაიკლ გალერი, რეინჰარდ ბუტიკოფერი, რამონა სტრუგარიუ, იოზეფ მიჰალი, მარეკ პაველ ბალტი, რასა იუკნევიჩიენე, ატილა არა-კოვაჩი, ნაჩო სანჩეზ ამორი და ისაბელ სანტოსი.