პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - 29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს: რა ხდებოდა პროცესზე
"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - 29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს: რა ხდებოდა პროცესზე

სამ­ტრე­დი­ა­ში მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ქალს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ სრუ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. პრო­კუ­რო­რის თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი 29 წლის ქალ­მა ჩა­ი­დი­ნა.

  • სხდო­მას თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი ნატო ხე­ლა­ძეც ეს­წრე­ბო­და. ბრალ­დე­ბუ­ლი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ და­ნა­შა­უ­ლი მის­მა ძმამ ჩა­ი­დი­ნა.

"ის ჩემი შვი­ლის მამა იყო, რო­გორ მოვ­კლავ­დი..." - თქვა ბრალ­დე­ბულ­მა პრო­ცეს­ზე.

პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რემ ბრალ­დე­ბუ­ლის სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა. ად­ვო­კა­ტებ­მა პრო­ცეს­ზე მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის ჩვე­ნე­ბაც წარ­მო­ად­გი­ნეს, სა­დაც მო­ზარ­დე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი ნატო ხე­ლა­ძეს არ ჩა­უ­დე­ნია.

"ბრალ­დე­ბის მხა­რეს არა­ნა­ი­რი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია. ბრალ­დე­ბუ­ლი მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნეა. სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის წელი და თვეც არ იცის. მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლი მას არ ჩა­უ­დე­ნია. " - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი მაგ­და კოტ­რი­კა­ძე.

სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს ბრალ­დე­ბის მხა­რე. პრო­კუ­რო­რის თქმით, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი 29 წლის ქალ­მა ჩა­ი­დი­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცია და ქალს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

საქ­მე­ზე შემ­დე­გი პრო­ცე­სი, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 30 მა­ისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 11-ე პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ცოლ-ქმარს შო­რის კონ­ფლიქ­ტი წლე­ბის წინ და­ი­წყო. (ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის კო­მენ­ტა­რი წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად)

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟორა
2

თუ ბავშვზე ძალადობდა უნდა მოგეკლა!

მე
50

ხან მამინაცვალი იყო ახლა მამა მერე შვილს უპატიურებდა თურმე და დუმდა მერე ამან კიარა ძმამ მოკლა რეებს კადრულობს, ასეთები ცაგზლის აყოლებაზე ბლომად დგანან, დაალპეთ ციხეში. მადლიბთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - 29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს: რა ხდებოდა პროცესზე

"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - 29 წლის ქალი, რომელსაც ქმრის მკვლელობისთვის წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მომხდარში საკუთარ ძმას ადანაშაულებს: რა ხდებოდა პროცესზე

სამტრედიაში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა.

  • სხდომას თავად ბრალდებული ნატო ხელაძეც ესწრებოდა. ბრალდებული მეუღლის მკვლელობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ დანაშაული მისმა ძმამ ჩაიდინა.

"ის ჩემი შვილის მამა იყო, როგორ მოვკლავდი..." - თქვა ბრალდებულმა პროცესზე.

პროცესზე დაცვის მხარემ ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა. ადვოკატებმა პროცესზე მცირეწლოვანი ბავშვების ჩვენებაც წარმოადგინეს, სადაც მოზარდები ამბობენ, რომ დანაშაული ნატო ხელაძეს არ ჩაუდენია.

"ბრალდების მხარეს არანაირი პირდაპირი მტკიცებულებები არ გააჩნია. ბრალდებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონეა. საკუთარი დაბადების წელი და თვეც არ იცის. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. " - აცხადებს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.

საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდების მხარე. პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა, რომ დანაშაული 29 წლის ქალმა ჩაიდინა. ამ შემთხვევაში სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის პოზიცია და ქალს პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე შემდეგი პროცესი, წინასასამართლო სხდომა 30 მაისს ჩაინიშნა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 11-ე პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ოჯახის ახლობლების თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. (ოჯახის ახლობლის კომენტარი წაიკითხეთ სრულად)

ასევე იხილეთ: