შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა ადიგენში, მუსლიმთა ლოცვის გასაპროტესტებლად მისულ საზოგადოებას მიმართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში.
მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დილიდან დაძაბულობაა ადიგენში. სოფლის მოსახლეობა მუსლიმთა სალოცავთანაა შეკრებილი და პარასკევის ლოცვის ჩატარებას ხელს უშლის. შეთანხმება, რომელიც მუსლიმ და მართმადიდებელ მოსახლეობას შორის უნდა გაფორმებულიყო, ვერ შედგა.
როგორც პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს, პოლიციას გზები გადაკეტილი აქვს.
"ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სეროზულად დაძაბულია. ხელისუფლებამ პრაქტიკულად ორივე მხარე მოატყუა. 18-დღიანი ლოდინის მიუხედავად, პრობლემა არ მოაგვარა, პირიქით, დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველოში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ, ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს“, - წერს ნაკაიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, ვინც დღეს მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ამ დაპირისპირების ინიცირებას აკეთებს, საქართველოს მტერია.
"ადიგენის რაიონში, კონკრეტულ სოფლებში ქრისტიანები, მუსლიმები შეხმატკბილებულად ცხოვრობენ, ოჯახებით მეგობრობენ. ეს არ მოსწონს ვიღაცებს, მათ შორს, ნაკაიძე შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც მექანიზმი და გარკვეულ სოფელში კონკრეტულ სახლში თხოულობენ სამლოცველოს გახსნას, რომლის აუცილებლობაც არ არსებობს. 9-10 თუ 11 მუსლიმური სამლოცველოა სიახლოვეში, ყველა სოფელში და იქ, იმ კონკრეტულ სოფელში არც ერთი მუსლიმი არ ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ხელოვნურია დაპირისპირება. ესენი არიან ადამიანები, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" მყავს მხედველობაში, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები და მკვლელობაზეც კი ვიღაცის ხელით, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზე, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს. ამაზე არიან წამსვლელები და ვინც დღეს მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ამ დაპირისპირების ინიცირებას აკეთებს, ის არის საქართველოს მტერი," - განაცხადა ვოლსკიმ.
ნახეთ ვიდეო:
ადრე მარტივად იყო ვერცხლიან ქისას ჩაიჩხრიალებდნენ ჯიბეში და გაყიდული იყო ქვეყანა.. ეხლა ისე დაიხვეწნენ ვანგა და ნოსტრადამუსი ერთად ვერ მიხვდებოდნენ. ქვეყანაში სკვაზნიაკია მაგრამ ჩრდილოეთიდან მაინც მაგარი ცივი სიო უბერეავს
ჰაოსი ცდილობს ქართლოსი იმ უფსკრულს მიაყენოს, სადაც ცოტახნის წინ მიკოლა ვოლოდი მიექაჩებოდა.