საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეგეტა X 0711 და კოლაბორაცია ქართველ არტისტებთან - როგორი იყო მარტი ჰოლდინგში
თეგეტა X 0711 და კოლაბორაცია ქართველ არტისტებთან - როგორი იყო მარტი ჰოლდინგში

"თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ მარ­ტის თვე ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს მი­უ­ძღვნა და მის ფარ­გლებ­ში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ჰოლ­დინ­გში, სა­დაც უკვე ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და გა­ზა­ფხუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნა, წლე­ვან­დე­ლი მარ­ტიც გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა თა­ნამ­შრო­მე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის.

ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ფარ­გლებ­ში, თე­გე­ტა­სა და ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა AT.ge-ის კო­ლა­ბო­რა­ცი­ით რუბ­რი­კა „Femmeავტო“ შე­იქ­მნა და 20-მდე ქა­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რუბ­რი­კის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი გენ­დერუ­ლად და­ყო­ფი­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­სხვრე­ვა იყო. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი და სტა­ტი­ე­ბი თე­გე­ტა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა­სა და, ზო­გა­დად, ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში ქა­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას მი­ე­ძღვნა.

ძლი­ე­რი ქა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა იყო მი­ზა­ნი თე­გე­ტას კო­ლა­ბო­რა­ცი­ის Project 64 -ის გუნდთა­ნაც. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი მსოფ­ლიო რა­ლის გა­მარ­ჯვე­ბულ პირ­ველ ქალ მრბო­ლელ მი­შელ მუ­ტო­ნის შე­სა­ხებ მომ­ზად­და.

ქა­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, შეხ­ვედ­რა ჩა­ტარ­და „თე­გე­ტას“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვი­საც. მარ­ტში ჰოლ­დინგს ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ეს­ტუმ­რა და კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ქა­ლე­ბის როლ­ზე, გა­მოწ­ვე­ვებ­სა და მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე ისა­უბ­რა.

გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო 8 მარ­ტი „თე­გე­ტას“ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის შექ­მნი­ლი სა­ჩუქ­რე­ბი­თაც. „თე­გე­ტას“ მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლე­ბის მი­მართ ამ შემ­თხვე­ვა­შიც მათი მხარ­და­ჭე­რა და მათი რო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბის ხაზ­გას­მა გახ­ლდათ. „თე­გე­ტას“ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­მა ქალ­მა სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც More is Love-თან და არ­ტისტ ავ­თან­დილ გა­ხო­კი­ძეს­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით შე­იქ­მნა.

თე­ო­ნა კო­ხო­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი: „წელს გა­დავ­წყვი­ტეთ, „თე­გე­ტას“ თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლე­ბის­თვის, ტრა­დი­ცი­უ­ლის ნაც­ვლად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. იდე­ის მთა­ვა­რი შთა­გო­ნე­ბა იყო ზამ­ბა­ხი. მისი ლა­თი­ნუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა „ირი­სი“ ძველ ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ას უკავ­შირ­დე­ბა. ზამ­ბა­ხი სიმ­ბო­ლუ­რად სი­მა­მა­ცეს­თან, სიბ­რძნე­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. სა­სა­ჩუქ­რედ გან­კუთ­ვნი­ლი შარ­ფე­ბის ილუსტრა­ცი­ებ­ზე ქარ­თველ­მა არ­ტის­ტმა ავ­თან­დილ გა­ხო­კი­ძემ იმუ­შა­ვა. მა­სა­ლა­ზე და­ტა­ნი­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბი ხე­ლით არის შექ­მნი­ლი, რაც კი­დევ უფრო გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის ნა­მუ­შე­ვარს. გარ­და ამი­სა, MORE IS LOVE-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შევ­ქმე­ნით კოს­მე­ტი­კუ­რი ჩან­თე­ბი, რო­მელ­თა დი­ზა­ინ­ზეც O’SEVEN ELEVEN-ის კრე­ა­ტი­ულ­მა გუნ­დმა იმუ­შა­ვა. ვფიქ­რობ, სა­ერ­თო ჯამ­ში, ვი­ზუ­ა­ლუ­რად და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო და შეკ­რუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი გა­მოგ­ვი­ვი­და. ქა­ლე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძოდ­ნენ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის. რვა მარ­ტი კი იმის შეხ­სე­ნე­ბაა, რომ გამ­ბე­და­ო­ბას, პრო­ფე­სი­ა­სა და შე­უ­პოვ­რო­ბას სქე­სი არ გა­აჩ­ნია. „თე­გე­ტას­თვის“ პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქალი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბის და­ფა­სე­ბა და მათი მხარ­და­ჭე­რა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით“.

კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“, ნეო უნი­ვერ­სი­ტეტ „სქილ­ვილ­თან“ და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ „ჩარ­თეს­თან“ ერ­თად წა­მო­ი­წყო. ახა­ლი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი გო­გო­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბაა მათ­თვის ისეთ ციფ­რულ პრო­ფე­სი­ებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის გზით, რო­გო­რე­ბი­ცაა პროგ­რა­მი­რე­ბა, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ 7-თვი­ან კურ­სებს და­უ­ფი­ნან­სებს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ „ჩარ­თეს“ ბე­ნე­ფი­ცი­არ 10 გო­გო­ნას, რომ­ლებ­საც სურთ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად პრო­ფე­სი­ებ­ში რე­ა­ლი­ზე­ბა, აინ­ტე­რე­სებთ პროგ­რა­მი­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა, IT პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვა, ციფ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბა, გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი და ა.შ. ამას­თა­ნა­ვე, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ წარ­ჩი­ნე­ბულ გო­გო­ნას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, 3-თვი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­როს „თე­გე­ტას“ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტებ­ში, და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „თე­გე­ტა“, რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნია, ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნავს. ჩვენ­თვის არ არ­სე­ბობს გენ­დერუ­ლი პრო­ფე­სია და გვინ­და, რომ კი­დევ უფრო მეტი ქალი ჩავ­რთოთ ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სტე­რე­ო­ტი­პის და­სამ­სხვრე­ვად არა­ერთ პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ: გვაქვს ქალი მე­ქა­ნი­კო­სე­ბის და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა, ხელს ვუ­წყობთ მე­ნე­ჯმენ­ტში ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას, ვი­ყა­ვით ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი, ვინც სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა შე­ი­მუ­შა­ვა და სხვა. ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა კომ­პა­ნი­ის მიერ მარ­ტში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. გვინ­დო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დაგ­ვე­ნახ­ვე­ბი­ნა, რამ­დე­ნად დი­დია ქა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ავ­ტო­ინ­დუსტრი­ა­ში, შეგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა, რომ ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ქა­ლებ­მა შთამ­ბეჭ­და­ვი როლი შე­ას­რუ­ლეს ამა თუ იმ გა­მო­გო­ნე­ბით და კი­დევ ერთხელ შეგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა ქა­ლე­ბის­თვის, რომ პრო­ფე­სი­ას არ აქვს გენ­დე­რი. ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც „თე­გე­ტა­ში“ მუ­შა­ო­ბენ, ყო­ველ­დღი­უ­რად ამ­სხვრე­ვენ ამ სტე­რე­ო­ტიპს და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ, თუ რა­ღაც ძა­ლი­ან გინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გი­ვა“.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბის ნა­წი­ლია სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის „კვარ­ტა­ლის“ მხარ­და­ჭე­რა. კლუ­ბის წევ­რი ქალი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის ჰოლ­დინ­გმა გა­სულ წელს სტი­პენ­დია და­ა­წე­სა. გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნი კლუ­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და ჰოლ­დინ­გის სა­ხე­ლით კი­დევ 2 ფეხ­ბურ­თელს და­ე­ნიშ­ნა სტი­პენ­დია.

ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა და მათი რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის­თვის“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მდგრა­დო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს გენ­დერუ­ლად და­ყო­ფილ პრო­ფე­სი­ებ­ში ბა­რი­ე­რე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე და სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის­თვის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა­ზე.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თეგეტა X 0711 და კოლაბორაცია ქართველ არტისტებთან - როგორი იყო მარტი ჰოლდინგში

თეგეტა X 0711 და კოლაბორაცია ქართველ არტისტებთან - როგორი იყო მარტი ჰოლდინგში

"თეგეტა ჰოლდინგმა“ მარტის თვე ქალების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებულ აქტივობებს მიუძღვნა და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. ჰოლდინგში, სადაც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა გაზაფხულის დღესასწაულების განსაკუთრებული აღნიშვნა, წლევანდელი მარტიც გამორჩეული აღმოჩნდა თანამშრომელი ქალბატონებისთვის.

ქალების მხარდაჭერის ფარგლებში, თეგეტასა და ონლაინგამოცემა AT.ge-ის კოლაბორაციით რუბრიკა „Femmeავტო“ შეიქმნა და 20-მდე ქალის პროფესიული თავგადასავალი გააცნო საზოგადოებას. რუბრიკის მთავარი გზავნილი გენდერულად დაყოფილი პროფესიების შესახებ სტერეოტიპების დამსხვრევა იყო. გამოქვეყნებული ვიდეორგოლები და სტატიები თეგეტაში დასაქმებული ქალების პოზიციონირებასა და, ზოგადად, ავტოინდუსტრიაში ქალების მიღწევების დემონსტრირებას მიეძღვნა.

ძლიერი ქალების პოზიციონირება იყო მიზანი თეგეტას კოლაბორაციის Project 64 -ის გუნდთანაც. თანამშრომლობის ფარგლებში პირველი ვიდეორგოლი მსოფლიო რალის გამარჯვებულ პირველ ქალ მრბოლელ მიშელ მუტონის შესახებ მომზადდა.

ქალების მხარდამჭერი აქტივობების ფარგლებში, შეხვედრა ჩატარდა „თეგეტას“ თანამშრომლებისთვისაც. მარტში ჰოლდინგს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ესტუმრა და კომპანიის თანამშრომლებთან თანამედროვე სამყაროში ქალების როლზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

გამორჩეული იყო 8 მარტი „თეგეტას“ ყველა თანამშრომელი ქალისთვის სპეციალურად მათთვის შექმნილი საჩუქრებითაც. „თეგეტას“ მთავარი გზავნილი თანამშრომელი ქალების მიმართ ამ შემთხვევაშიც მათი მხარდაჭერა და მათი როლის მნიშვნელობის ხაზგასმა გახლდათ. „თეგეტას“ ყველა თანამშრომელმა ქალმა სიმბოლური საჩუქარი მიიღო, რომელიც More is Love-თან და არტისტ ავთანდილ გახოკიძესთან კოლაბორაციით შეიქმნა.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „წელს გადავწყვიტეთ, „თეგეტას“ თანამშრომელი ქალებისთვის, ტრადიციულის ნაცვლად, განსხვავებული საჩუქარი გაგვეკეთებინა. იდეის მთავარი შთაგონება იყო ზამბახი. მისი ლათინური სახელწოდება „ირისი“ ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. ზამბახი სიმბოლურად სიმამაცესთან, სიბრძნესა და მშვენიერებასთან ასოცირდება. სასაჩუქრედ განკუთვნილი შარფების ილუსტრაციებზე ქართველმა არტისტმა ავთანდილ გახოკიძემ იმუშავა. მასალაზე დატანილი ილუსტრაციები ხელით არის შექმნილი, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ნამუშევარს. გარდა ამისა, MORE IS LOVE-თან თანამშრომლობით შევქმენით კოსმეტიკური ჩანთები, რომელთა დიზაინზეც O’SEVEN ELEVEN-ის კრეატიულმა გუნდმა იმუშავა. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ვიზუალურად და კონცეპტუალურად საინტერესო და შეკრული საჩუქარი გამოგვივიდა. ქალები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობებისთვის. რვა მარტი კი იმის შეხსენებაა, რომ გამბედაობას, პროფესიასა და შეუპოვრობას სქესი არ გააჩნია. „თეგეტასთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანია ქალი თანამშრომლების მიღწევების დაფასება და მათი მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“.

კიდევ ერთ მნიშვნელოვანი პროექტი, „თეგეტა ჰოლდინგმა“, ნეო უნივერსიტეტ „სქილვილთან“ და საქველმოქმედო ფონდ „ჩართესთან“ ერთად წამოიწყო. ახალი პროექტის მიზანი რეგიონებში მცხოვრები გოგონების ეკონომიკური გაძლიერებაა მათთვის ისეთ ციფრულ პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიები. „თეგეტა ჰოლდინგი“ 7-თვიან კურსებს დაუფინანსებს საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარ 10 გოგონას, რომლებსაც სურთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში რეალიზება, აინტერესებთ პროგრამირება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, IT პროექტების მართვა, ციფრული პროექტების ტესტირება, გრაფიკული დიზაინი და ა.შ. ამასთანავე, სწავლის დასრულების შემდეგ სამ წარჩინებულ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა, 3-თვიანი სტაჟირება გაიაროს „თეგეტას“ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტებში, დასაქმების პერსპექტივით.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტა“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ქალთა გაძლიერებაზე აქტიურად ზრუნავს. ჩვენთვის არ არსებობს გენდერული პროფესია და გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ქალი ჩავრთოთ ავტოინდუსტრიაში. ამ მიმართულებით სტერეოტიპის დასამსხვრევად არაერთ პროექტს ვახორციელებთ: გვაქვს ქალი მექანიკოსების დასაქმების პროგრამა, ხელს ვუწყობთ მენეჯმენტში ქალების რაოდენობის ზრდას, ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც სექსუალური შევიწროების პოლიტიკა შეიმუშავა და სხვა. ქალთა გაძლიერებას ემსახურება კომპანიის მიერ მარტში განხორციელებული აქტივობები. გვინდოდა, საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რამდენად დიდია ქალების მნიშვნელობა ავტოინდუსტრიაში, შეგვეხსენებინა, რომ ავტოინდუსტრიის განვითარების ისტორიაში ქალებმა შთამბეჭდავი როლი შეასრულეს ამა თუ იმ გამოგონებით და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ქალებისთვის, რომ პროფესიას არ აქვს გენდერი. ქალები, რომლებიც „თეგეტაში“ მუშაობენ, ყოველდღიურად ამსხვრევენ ამ სტერეოტიპს და ამტკიცებენ, რომ, თუ რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ქალთა გაძლიერების პროექტების ნაწილია საფეხბურთო კლუბის „კვარტალის“ მხარდაჭერა. კლუბის წევრი ქალი ფეხბურთელისთვის ჰოლდინგმა გასულ წელს სტიპენდია დააწესა. გაზაფხულის სეზონი კლუბისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა და ჰოლდინგის სახელით კიდევ 2 ფეხბურთელს დაენიშნა სტიპენდია.

ქალების მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევაზე და სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS