Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაი გოგო ხარ, შედეგები გამაგებინე" - ფარული ჩანაწერი და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 14 პირი: შსს-ს ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
"კაი გოგო ხარ, შედეგები გამაგებინე" - ფარული ჩანაწერი და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 14 პირი: შსს-ს ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, თბი­ლი­სის, ქვე­მო ქარ­თლის, აჭა­რის, იმე­რე­თის და გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 14 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის 7 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან კი მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გან­ხორ­ცი­ელ­და ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა.

  • დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, გა­სა­ღე­ბის, გა­სა­ღე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის, ასე­ვე, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მა­რი­ხუ­ა­ნას“ უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, გა­სა­ღე­ბის და გა­სა­ღე­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.მ., 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ხ., 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ხ., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.შ. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ე., 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ., 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ლ., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ჟ., 1970 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ჯ. ასე­ვე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.შ., 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ხ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ე., 1966 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.თ. და 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.პ. და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის არა­ერ­თგზის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე, ასე­ვე, დიდი ოდე­ნო­ბით მა­რი­ხუ­ა­ნის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა - შე­ნახ­ვის და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია დ.ე. ამო­ღე­ბუ­ლია მის მიერ უკა­ნო­ნოდ გა­სა­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მა­რი­ხუ­ა­ნა“ „მდმა“ და „ჰა­ში­ში“.

ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მა­რი­ხუ­ა­ნას“ უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ს.მ.-სგან და მ.მ.-სგან, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მა­რი­ხუ­ა­ნას“ სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას კი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, ნივთმტკი­ცე­ბად, „მა­რი­ხუ­ა­ნა“ და ელექტრო სას­წო­რია ამო­ღე­ბუ­ლი.

ასე­ვე, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან დ.ჟ. და თ.ხ. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თ.ხ.-მ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით შე­ი­ძი­ნა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ალფა პვპ“. ხოლო, დ.ჟ.-ს პი­რა­დი და კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩხრე­კი­სას, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნივთმტკი­ცე­ბად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ტა­დო­ნი“ ამო­ი­ღეს.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, უცხო ქვეყ­ნის სამი მო­ქა­ლა­ქე - ბ.შ., დ.ხ. და მ.ე. და­ა­კა­ვეს.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის და ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას, ასე­ვე, მათ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან, სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი - 62 შეკ­ვრა „მა­რი­ხუ­ა­ნა”, 65 შეკ­ვრა „ალფა პვპ“ და მცი­რე ზო­მის ელექტრო სას­წო­რი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე კ.პ.-სთან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვე­ბის, ასე­ვე პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ამო­ი­ღეს „მა­რი­ხუ­ა­ნა“.

ხოლო, ამა­ვე მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ხ.-ს მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ალფა პვპ“ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ზ.შ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ზ.შ.-სგან მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სხვა­დას­ხვა დროს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნის“ სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბა.

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის ს.თ.-ს პი­რა­დი და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“.

იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, პ.ჯ.-სთან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბა.

ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი“.

გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კი, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ბრალ­დე­ბულ დ.ლ.-ს ავ­ტო­მან­ქა­ნის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი „მე­ტა­დო­ნი“ „სუ­ბო­ტექ­სი“ და „მა­რი­ხუ­ა­ნა" ამო­ი­ღეს. ასე­ვე, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და 3 ვაზ­ნა.

ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრი­მა, 18-273-ე პრი­მა და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
0

მადლობა, მაგრამ უკეთესი იქნება ამ წვრილფეხობის გარდა შემომტანებიც დააკავოთ!

ჰოპლა
1

ალბათ თავის წამალს ყიდიან ძაღლები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"კაი გოგო ხარ, შედეგები გამაგებინე" - ფარული ჩანაწერი და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 14 პირი: შსს-ს ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

"კაი გოგო ხარ, შედეგები გამაგებინე" - ფარული ჩანაწერი და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 14 პირი: შსს-ს ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის, იმერეთის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

  • დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ს.მ., 2006 წელს დაბადებული გ.ხ., 1993 წელს დაბადებული თ.ხ., 1986 წელს დაბადებული ზ.შ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1999 წელს დაბადებული დ.ე., 1979 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული დ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჟ., 1970 წელს დაბადებული პ.ჯ. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ბ.შ., 2002 წელს დაბადებული დ.ხ. და 1985 წელს დაბადებული მ.ე., 1966 წელს დაბადებული ს.თ. და 2003 წელს დაბადებული კ.პ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, ასევე, დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა - შენახვის და გასაღების ფაქტზე დაკავებულია დ.ე. ამოღებულია მის მიერ უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ „მდმა“ და „ჰაშიში“.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე დაკავებული ს.მ.-სგან და მ.მ.-სგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი სამართალდამცველების მიერ, ნივთმტკიცებად, „მარიხუანა“ და ელექტრო სასწორია ამოღებული.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულები არიან დ.ჟ. და თ.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ რეალიზაციის მიზნით შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ხოლო, დ.ჟ.-ს პირადი და კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე - ბ.შ., დ.ხ. და მ.ე. დააკავეს.

ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - 62 შეკვრა „მარიხუანა”, 65 შეკვრა „ალფა პვპ“ და მცირე ზომის ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე კ.პ.-სთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების, ასევე პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს „მარიხუანა“.

ხოლო, ამავე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული გ.ხ.-ს მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ზ.შ.-სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა დროს, განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.თ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პ.ჯ.-სთან განახორციელეს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.

ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულ დ.ლ.-ს ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“ „სუბოტექსი“ და „მარიხუანა" ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და 3 ვაზნა.

ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.