მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს მეორე მეუღლეს არ მოსწონდა ჩემი სიახლოვე "ნაცმოძრაობასთან", თუმცა მაინც მხარს მიჭერდა" - ნელი აგირბა სიყვარულსა და კარიერაზე: რას საქმიანობს ტელეწამყვანი ეკრანიდან გაქრობის შემდეგ?
"ჩემს მეორე მეუღლეს არ მოსწონდა ჩემი სიახლოვე "ნაცმოძრაობასთან", თუმცა მაინც მხარს მიჭერდა" - ნელი აგირბა სიყვარულსა და კარიერაზე: რას საქმიანობს ტელეწამყვანი ეკრანიდან გაქრობის შემდეგ?

მომ­ხიბ­ვლე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნელი აგირ­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­შვე­ნებ­და ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცეს. ამ­ჟა­მად ის არც ერთ არხზე აღარ მუ­შა­ობს, თუმ­ცა ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს მა­ინც ახ­სოვს. ნელი თა­ვის რთულ, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რა:

- ჩემი გვა­რი ბა­თუ­მი­და­ნაა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შო­რე­ულ ფეს­ვებს, გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ რო­დე­საც მუ­ჰა­ჯი­რე­ბი თურ­ქე­თი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, მათი ნა­წი­ლი ბა­თუმ­ში დარ­ჩე­ნი­ლა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი იყო ჩემი დიდი ბა­ბუა, რო­მე­ლიც ბავ­შვი გახ­ლდათ, ვერ­სად წა­ვი­და, ბა­თუმ­ში დარ­ჩა და ეს გვა­რი აირ­ჩია. ბე­ბია ლაზი მყავ­და, ასე რომ, მუ­ჰა­ჯი­რე­ბი­სა და კოლ­ხე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ, თუმ­ცა მთე­ლი ბავ­შვო­ბა ბა­თუმ­ში გა­ვა­ტა­რე. აფხა­ზეთ­ში ორ­ჯერ თუ სამ­ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი და ერ­თა­დერ­თი, რაც იქი­დან მახ­სოვს, ახა­ლი ათო­ნის გა­მოქ­ვა­ბუ­ლია.

- ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან­ვე ოც­ნე­ბობ­დით?

- არა, ამ პრო­ფე­სი­ა­ზე ბავ­შვო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია, თუმ­ცა ჩემი რა­დიო მქონ­და, რო­მელ­საც "პრეს­ტო" და­ვარ­ქვი. მუ­სი­კას კა­სე­ტი­ან მაგ­ნი­ტო­ფონ­ზე ვი­წერ­დი, ვი­ღა­ცებს ტე­ლე­ფონ­ზე ვუ­რე­კავ­დი და ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ახა­ლი რა­დიო გავ­ხსე­ნი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამის გამო მი­ლოც­ვებ­საც ვი­ღებ­დი. მა­შინ მხო­ლოდ 8-9 წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ­დი. ბავ­შვო­ბი­დან "სწავ­ლის გოგო" ვი­ყა­ვი, მით უმე­ტეს, რომ გა­თხო­ვე­ბის­კენ და ოჯა­ხის შექ­მნის­კენ არა­ვინ მო­მი­წო­დებ­და. ამას ისიც ემა­ტე­ბო­და, რომ ჩემს ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, ჩემი მშობ­ლე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე გა­შორ­დნენ და შე­რიგ­დნენ. მოკ­ლედ, ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. ამი­ტომ ვცდი­ლობ­დი კარ­გად მეს­წავ­ლა. სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­შიც ვსწავ­ლობ­დი და მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც მი­ვი­ღე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მელ­საც სულ სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბა აქვს. გა­მო­დის, რომ თქვენც მათ სი­ა­ში მოხ­ვდით?

- სხვა­თა შო­რის, ბოლო წლე­ბის ტენ­დენ­ცია ასე­თია: ამე­რი­კა­ში, მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნა­ლის­ტი­კას, რო­გორც უნა­რებს ან მე­ო­რად პრო­ფე­სი­ას, ისე სწავ­ლო­ბენ - მას შემ­დეგ, რაც ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სია უკვე აქვთ. ეს ძა­ლი­ან კარ­გი გზაა, რომ თა­ვი­ანთ სფე­რო­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გახ­დნენ. მა­გა­ლი­თად: თუ ტე­ლე­წამ­ყვანს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა აქვს, უფრო მეტი შან­სია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­ცე­მა კარ­გად წა­იყ­ვა­ნოს. იგი­ვე უნდა ით­ქვას პო­ლი­ტი­კა­ზე, ეკო­ნო­მი­კა­ზე და სხვა სფე­რო­ებ­ზეც. როცა შენი პრო­ფე­სი­ის ხალ­ხთან გი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა და ამ სფე­რო­ში ღრმა ცოდ­ნა გაქვს, შენი გა­და­ცე­მა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და ამომ­წუ­რა­ვი გა­მო­დის.

- თქვენ რო­გორ მოხ­ვდით ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში?

- ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუტ­თან". იმ პე­რი­ოდ­ში თა­მარ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა, თა­ნა­შემ­წე სჭირ­დე­ბო­და და მე მომ­მარ­თა. ეს ის დრო იყო, როცა სახ­ლი­დან ფულს ვე­ღარ მიგ­ზავ­ნიდ­ნენ და თუ თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნა მინ­დო­და, უნდა მე­მუ­შა­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, დავ­თან­ხმდი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ თა­ნა­შემ­წე იგი­ვე მდი­ვა­ნი იყო. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, რად­გან ამა­ყი და პა­ტივ­მოყ­ვა­რე ვი­ყა­ვი, ყა­ვის მო­დუ­ღე­ბაც არ მომ­წონ­და, რად­გან მა­ნამ­დე ყავა სულ სამ­ჯერ თუ ოთხჯერ მქონ­და მო­ხარ­შუ­ლი.

ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რამ­დე­ნი­მე თვე ვი­მუ­შა­ვე და საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. უკვე წა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, როცა თამ­რი­კომ ისევ და­მი­რე­კა, სტა­ჟი­ო­რე­ბის შერ­ჩე­ვას ვა­პი­რებთ და ხომ არ ისურ­ვებ­დიო? ისევ დავ­თან­ხმდი და "დი­ლის გა­და­ცე­მა­ში" სტა­ჟი­ო­რად ამიყ­ვა­ნეს. ასე და­ი­წყო ჩემი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ცხოვ­რე­ბა: დავ­რბო­დი, დავ­ცო­ცავ­დი, ვჩხუ­ბობ­დი, ვცეკ­ვავ­დი და ჩემი ჩარ­თვე­ბი ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი, დი­ნა­მი­კუ­რი იყო. გა­ვი­და ხანი და უკვე იუ­რი­დი­ულ ტოქ­შო­უ­ში მი­მი­ღეს, რო­გორც წამ­ყვა­ნი, მას და­ვით აფ­რა­სი­ძეს­თან ერ­თად ვუ­ძღვე­ბო­დი. ტე­ლე­ვი­ზი­ის გამო, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აკა­დე­მი­უ­რი მქონ­და აღე­ბუ­ლი და რომ ვნა­ხე, წამ­ყვა­ნებს ხელ­ფა­სიც მეტი ჰქონ­დათ და თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც, წამ­ყვა­ნო­ბა ვარ­ჩიე. ასე, ტე­ლე­ვი­ზი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვას­რუ­ლე იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. მე­ნატ­რე­ბა თუ არა ტე­ლე­ვი­ზია? - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან კარ­გა ხნის წა­მო­სუ­ლი ვარ, ის „დრა­ი­ვი“, აზარ­ტი და ადა­მი­ა­ნებ­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი ისევ მე­ნატ­რე­ბა.

- ოდეს­მე თუ ყო­ფილ­ხართ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - სიყ­ვა­რუ­ლი თუ კა­რი­ე­რა?

- მსგავ­სი რამ მე არ მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ ბოლო ხა­ნებ­ში მე თვი­თონ მივ­ხვდი, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და ბავ­შვებ­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. თუმ­ცა, მათ­თან ყო­ველ­თვის საკ­მაო დროს ვა­ტა­რებ­დი... პრობ­ლე­მა არ მქო­ნია, რად­გან ჩემი გო­გო­ნე­ბის მამა, ილო ბე­როშ­ვი­ლი თვი­თო­ნაც ამ სფე­რო­შია და ტე­ლე­ვი­ზი­ის რე­ჟიმს კარ­გად იც­ნობ­და. თა­ნაც, მე ურ­თი­ერ­თო­ბებს ასე ვუ­ყუ­რებ: თუ ერთი ადა­მი­ა­ნი მე­ო­რეს რა­ღა­ცას უშ­ლის, ამას ნორ­მა­ლუ­რი და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ ჰქვია, მე ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ დავ­რჩე­ბო­დი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მე­ო­რე მე­უღ­ლეს, "ჩე­ლეს" (ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რიშ­ვილს) ძა­ლი­ან არ მოს­წონ­და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და არც ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან". მე კი ვცდი­ლობ­დი ეთერ­შიც ობი­ექ­ტუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც არ მოს­წონ­და... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მხარს მი­ჭერ­და და პა­ტივს მცემ­და, ამის გამო მისი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვი­ყა­ვი.

- სამ­წუ­ხა­როა, რომ ის ნა­ად­რე­ვად და­ი­ღუ­პა და თქვენ გვერ­დით აღარ არის... ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან, რა არის თქვენ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი?

- რად­გან ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია და ადა­მი­ა­ნი მისი ქმნი­ლე­ბაა, ე.ი. ადა­მი­ა­ნიც სიყ­ვა­რუ­ლია. თუ შე­გიძ­ლია ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი გიყ­ვარ­დეს, მა­შინ ძა­ლი­ან ახ­ლოს ხარ ღმერ­თთან და შენს პირ­ველ­ყო­ფილ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან. რაც შე­ე­ხე­ბა ოჯახს და პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას, თუკი ორი ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავ­ზე და ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მუ­შა­ობს, შეძ­ლე­ბენ გა­და­ლა­ხონ წი­ნა­ღო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ სიყ­ვა­რულს ხელს უშ­ლის, მაგ­რამ თუ გახ­სნი­ლი, წრფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არა აქვთ, იწყე­ბა საყ­ვე­დუ­რე­ბი, ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი და გუ­ლიც ვე­ღარ ხა­რობს. ვერ გრძნობ რომ სიყ­ვა­რუ­ლი შენ­თა­ნაა და ეს გრძნო­ბა ეგო­იზ­მში ან მე­სა­კუთ­რე­ო­ბა­ში გე­რე­ვა.

- ბევ­რი ახერ­ხებს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან იმე­გობ­როს. თქვენ თუ გაქვთ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ილო ბე­როშ­ვილ­თან?

- იყო დრო, როცა ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რუ­ლად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ახლა არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ გვაქვს.

- სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ოჯა­ხის დან­გრე­ვის ინი­ცი­ა­ტო­რი უმე­ტე­სად, ქა­ლია. თქვენ თუ ეთან­ხმე­ბით ამ მო­საზ­რე­ბას?

- მე ასეთ და­ყო­ფას არ ვე­თან­ხმე­ბი, რად­გან გან­შო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ორი­ვე მხა­რე თა­ნაბ­რად ინა­წი­ლებს. სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის და ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის გა­რე­შე ნორ­მა­ლუ­რი, სრულ­ყო­ფი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ ყა­ლიბ­დე­ბა. რო­დე­საც ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ორი­ვე მხა­რე არ ზრუ­ნავს, მას ბზა­რი უჩ­ნდე­ბა და ინ­გრე­ვა. არ მეს­მის, როცა ამ­ბო­ბენ, ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცე ქალ­ზე ან კაც­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლიო. მე მგო­ნია, რომ ყვე­ლა თა­ვის ფუნ­ქცი­ას უნდა ას­რუ­ლებ­დეს და თუ ამას აბ­სო­ლუ­ტუ­რი გულ­წრფე­ლო­ბაც ახ­ლავს, მა­შინ ურ­თი­ერ­თო­ბა ჯან­სა­ღია. მე და "ჩე­ლეს" ისე­თი უჩ­ვე­უ­ლო გულ­წრფე­ლო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და, რომ ახ­ლაც მიკ­ვირს. ისე­თი რამ გვით­ქვამს ერ­თმა­ნე­თის­თვის, რო­მე­ლიც თავ­ში გა­გი­ელ­ვებს და სა­კუ­თარ თავ­საც ვერ უმ­ხელ. ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ორი­ვე თა­ნაბ­რად გულ­წრფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ორი­ვე ვცდი­ლობ­დით და ვყო­ჩა­ღობ­დით. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მას­ზე იყო - მი­იჩ­ნევ­და, რომ ის გახ­ლდათ ამ სა­კი­თხში მთა­ვა­რი. მეც თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მას მი­ვანდvე, რად­გან მჯე­რო­და მისი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და სიბ­რძნის. ისიც ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლა­ფერს ჩემ­თვის და ბავ­შვე­ბის­თვის სა­სი­კე­თოდ გა­და­წყვეტ­და. იმ­დე­ნი ჰქონ­და ნა­ფიქ­რი და ჩემს შვი­ლებ­ზეც ისე ზრუ­ნავ­და, რომ მა­ო­ცებ­და! ამის გამო ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი.

- ბავ­შვებ­ზეც გვი­ამ­ბეთ - რო­გო­რე­ბი არი­ან, რა მოს­წონთ და რა - არა?

- უფ­რო­სი, სე­სი­ლია უკვე 14 წლი­საა, სა­ოც­რად ნა­თე­ლი გო­ნე­ბა აქვს და ყვე­ლა­ფერს მძაფ­რად გა­ნიც­დის, ამას ისიც ხელს უწყობს, რომ რთუ­ლი ასა­კი აქვს, ამი­ტომ, სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გის რჩე­ვით, ცხე­ნოს­ნო­ბა­ზე და­ი­წყო სი­ა­რუ­ლი. ამა­ვე დროს, კა­რა­ტე­ზეც და­დის. სპორ­ტის ორი­ვე სა­ხე­ო­ბა მოს­წონს და ვა­ტყობ, რომ ძლი­ერ, და­მო­უ­კი­დე­ბელ ადა­მი­ა­ნად ყა­ლიბ­დე­ბა. მომ­დევ­ნო - ევა უფრო შე­მოქ­მე­დი ტი­პია, სულ რა­ღა­ცას ქმნის, იგო­ნებს და ნატ­რობს - ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნის მეტი არა­ფე­რი მინ­დაო. რა­ტომ­ღაც, ისიც კა­რა­ტეს­კენ მი­ის­წრაფ­ვის. მინ­და ორი­ვე სხვა­დას­ხვა ჯგუფ­ში მი­ვიყ­ვა­ნო, რომ ევა­საც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს. უმ­ცრო­სი ჯერ ბაღ­ში და­დის და თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სწავ­ლობს. ჩემი ნა­ბო­ლა­რა ძა­ლი­ან მოძ­რა­ვი, ცელ­ქი და მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
5

ნაცბანდის ერთი უტვინო!!!

შეხედავ,კარგი გოგოა..
6

გაარკვია ბოლოს ქალია თუ კაცი?)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჩემს მეორე მეუღლეს არ მოსწონდა ჩემი სიახლოვე "ნაცმოძრაობასთან", თუმცა მაინც მხარს მიჭერდა" - ნელი აგირბა სიყვარულსა და კარიერაზე: რას საქმიანობს ტელეწამყვანი ეკრანიდან გაქრობის შემდეგ?

"ჩემს მეორე მეუღლეს არ მოსწონდა ჩემი სიახლოვე "ნაცმოძრაობასთან", თუმცა მაინც მხარს მიჭერდა" - ნელი აგირბა სიყვარულსა და კარიერაზე: რას საქმიანობს ტელეწამყვანი ეკრანიდან გაქრობის შემდეგ?

მომხიბვლელი ტელეწამყვანი ნელი აგირბა წლების განმავლობაში ამშვენებდა ქართულ ტელესივრცეს. ამჟამად ის არც ერთ არხზე აღარ მუშაობს, თუმცა ქართველ მაყურებელს მაინც ახსოვს. ნელი თავის რთულ, მაგრამ საინტერესო ცხოვრებაზე გვესაუბრა:

- ჩემი გვარი ბათუმიდანაა. რაც შეეხება ჩემს შორეულ ფესვებს, გადმოცემით ვიცი, რომ როდესაც მუჰაჯირები თურქეთიდან ბრუნდებოდნენ, მათი ნაწილი ბათუმში დარჩენილა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი დიდი ბაბუა, რომელიც ბავშვი გახლდათ, ვერსად წავიდა, ბათუმში დარჩა და ეს გვარი აირჩია. ბებია ლაზი მყავდა, ასე რომ, მუჰაჯირებისა და კოლხების შთამომავალი ვარ, თუმცა მთელი ბავშვობა ბათუმში გავატარე. აფხაზეთში ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი და ერთადერთი, რაც იქიდან მახსოვს, ახალი ათონის გამოქვაბულია.

- ტელეწამყვანობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდით?

- არა, ამ პროფესიაზე ბავშვობაში საერთოდ არ მიფიქრია, თუმცა ჩემი რადიო მქონდა, რომელსაც "პრესტო" დავარქვი. მუსიკას კასეტიან მაგნიტოფონზე ვიწერდი, ვიღაცებს ტელეფონზე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, რომ ახალი რადიო გავხსენი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის გამო მილოცვებსაც ვიღებდი. მაშინ მხოლოდ 8-9 წლის ვიყავი, მაგრამ ამ ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებდი. ბავშვობიდან "სწავლის გოგო" ვიყავი, მით უმეტეს, რომ გათხოვებისკენ და ოჯახის შექმნისკენ არავინ მომიწოდებდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ჩემს ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია იყო, ჩემი მშობლები რამდენჯერმე გაშორდნენ და შერიგდნენ. მოკლედ, ნეგატიური გამოცდილება მქონდა. ამიტომ ვცდილობდი კარგად მესწავლა. სკოლა დავამთავრე და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, პარალელურად, მუსიკალურ სასწავლებელშიც ვსწავლობდი და მუსიკალური განათლებაც მივიღე. მიუხედავად ამისა, მაინც ტელევიზიაში აღმოვჩნდი.

- საქართველოში ბევრი კარგი ჟურნალისტია, რომელსაც სულ სხვა სპეციალობა აქვს. გამოდის, რომ თქვენც მათ სიაში მოხვდით?

- სხვათა შორის, ბოლო წლების ტენდენცია ასეთია: ამერიკაში, მაგალითად, ჟურნალისტიკას, როგორც უნარებს ან მეორად პროფესიას, ისე სწავლობენ - მას შემდეგ, რაც ძირითადი პროფესია უკვე აქვთ. ეს ძალიან კარგი გზაა, რომ თავიანთ სფეროში კვალიფიციური ჟურნალისტები გახდნენ. მაგალითად: თუ ტელეწამყვანს სამედიცინო განათლება აქვს, უფრო მეტი შანსია, რომ სამედიცინო გადაცემა კარგად წაიყვანოს. იგივე უნდა ითქვას პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და სხვა სფეროებზეც. როცა შენი პროფესიის ხალხთან გიწევს ურთიერთობა და ამ სფეროში ღრმა ცოდნა გაქვს, შენი გადაცემა უფრო საინტერესო და ამომწურავი გამოდის.

- თქვენ როგორ მოხვდით ტელევიზიაში?

- ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობდი "თავისუფლების ინსტიტუტთან". იმ პერიოდში თამარ კინწურაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელად დაინიშნა, თანაშემწე სჭირდებოდა და მე მომმართა. ეს ის დრო იყო, როცა სახლიდან ფულს ვეღარ მიგზავნიდნენ და თუ თბილისში დარჩენა მინდოდა, უნდა მემუშავა. ბუნებრივია, დავთანხმდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თანაშემწე იგივე მდივანი იყო. ძალიან გამიჭირდა, რადგან ამაყი და პატივმოყვარე ვიყავი, ყავის მოდუღებაც არ მომწონდა, რადგან მანამდე ყავა სულ სამჯერ თუ ოთხჯერ მქონდა მოხარშული.

ტელევიზიაში რამდენიმე თვე ვიმუშავე და საკმაო გამოცდილება მივიღე. უკვე წამოსული ვიყავი, როცა თამრიკომ ისევ დამირეკა, სტაჟიორების შერჩევას ვაპირებთ და ხომ არ ისურვებდიო? ისევ დავთანხმდი და "დილის გადაცემაში" სტაჟიორად ამიყვანეს. ასე დაიწყო ჩემი სატელევიზიო ცხოვრება: დავრბოდი, დავცოცავდი, ვჩხუბობდი, ვცეკვავდი და ჩემი ჩართვები ყოველთვის აქტიური, დინამიკური იყო. გავიდა ხანი და უკვე იურიდიულ ტოქშოუში მიმიღეს, როგორც წამყვანი, მას დავით აფრასიძესთან ერთად ვუძღვებოდი. ტელევიზიის გამო, უნივერსიტეტში აკადემიური მქონდა აღებული და რომ ვნახე, წამყვანებს ხელფასიც მეტი ჰქონდათ და თავისუფალი დროც, წამყვანობა ვარჩიე. ასე, ტელევიზიის პარალელურად დავასრულე იურიდიული ფაკულტეტი. მენატრება თუ არა ტელევიზია? - მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკიდან კარგა ხნის წამოსული ვარ, ის „დრაივი“, აზარტი და ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი ისევ მენატრება.

- ოდესმე თუ ყოფილხართ არჩევანის წინაშე - სიყვარული თუ კარიერა?

- მსგავსი რამ მე არ მახსენდება, მაგრამ ბოლო ხანებში მე თვითონ მივხვდი, რომ უკეთესი იქნებოდა ბავშვებთან ვყოფილიყავი. თუმცა, მათთან ყოველთვის საკმაო დროს ვატარებდი... პრობლემა არ მქონია, რადგან ჩემი გოგონების მამა, ილო ბეროშვილი თვითონაც ამ სფეროშია და ტელევიზიის რეჟიმს კარგად იცნობდა. თანაც, მე ურთიერთობებს ასე ვუყურებ: თუ ერთი ადამიანი მეორეს რაღაცას უშლის, ამას ნორმალური და კარგი ურთიერთობა აღარ ჰქვია, მე ასეთ ურთიერთობაში არ დავრჩებოდი. რაც შეეხება ჩემს მეორე მეუღლეს, "ჩელეს" (ირაკლი ძიმისტარიშვილს) ძალიან არ მოსწონდა ჟურნალისტიკა და არც ჩემი პოლიტიკური სიახლოვე "ნაციონალურ მოძრაობასთან". მე კი ვცდილობდი ეთერშიც ობიექტური ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც არ მოსწონდა... მიუხედავად ამისა, მხარს მიჭერდა და პატივს მცემდა, ამის გამო მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი.

- სამწუხაროა, რომ ის ნაადრევად დაიღუპა და თქვენ გვერდით აღარ არის... ამ გადმოსახედიდან, რა არის თქვენთვის სიყვარული?

- რადგან ღმერთი სიყვარულია და ადამიანი მისი ქმნილებაა, ე.ი. ადამიანიც სიყვარულია. თუ შეგიძლია ყველა და ყველაფერი გიყვარდეს, მაშინ ძალიან ახლოს ხარ ღმერთთან და შენს პირველყოფილ მდგომარეობასთან. რაც შეეხება ოჯახს და პარტნიორულ ურთიერთობას, თუკი ორი ადამიანი თავის თავზე და ამ ურთიერთობაზე მუშაობს, შეძლებენ გადალახონ წინაღობები, რომელიც მათ სიყვარულს ხელს უშლის, მაგრამ თუ გახსნილი, წრფელი ურთიერთობა არა აქვთ, იწყება საყვედურები, ურთიერთბრალდებები და გულიც ვეღარ ხარობს. ვერ გრძნობ რომ სიყვარული შენთანაა და ეს გრძნობა ეგოიზმში ან მესაკუთრეობაში გერევა.

- ბევრი ახერხებს ყოფილ მეუღლესთან იმეგობროს. თქვენ თუ გაქვთ კარგი ურთიერთობა ილო ბეროშვილთან?

- იყო დრო, როცა ერთმანეთთან მეგობრულად ვიყავით, მაგრამ ახლა არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს.

- სტატისტიკის მიხედვით, ოჯახის დანგრევის ინიციატორი უმეტესად, ქალია. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- მე ასეთ დაყოფას არ ვეთანხმები, რადგან განშორების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ორივე მხარე თანაბრად ინაწილებს. საკუთარ თავზე მუშაობის და ურთიერთობის გაანალიზების გარეშე ნორმალური, სრულყოფილი ურთიერთობა ვერ ყალიბდება. როდესაც ურთიერთობაზე ორივე მხარე არ ზრუნავს, მას ბზარი უჩნდება და ინგრევა. არ მესმის, როცა ამბობენ, ოჯახის სიმტკიცე ქალზე ან კაცზეა დამოკიდებულიო. მე მგონია, რომ ყველა თავის ფუნქციას უნდა ასრულებდეს და თუ ამას აბსოლუტური გულწრფელობაც ახლავს, მაშინ ურთიერთობა ჯანსაღია. მე და "ჩელეს" ისეთი უჩვეულო გულწრფელობა გვაკავშირებდა, რომ ახლაც მიკვირს. ისეთი რამ გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომელიც თავში გაგიელვებს და საკუთარ თავსაც ვერ უმხელ. ამ ურთიერთობაში, ორივე თანაბრად გულწრფელები ვიყავით, ორივე ვცდილობდით და ვყოჩაღობდით. გადაწყვეტილებების მიღება მასზე იყო - მიიჩნევდა, რომ ის გახლდათ ამ საკითხში მთავარი. მეც თანახმა ვიყავი და ყველაზე მთავარი გადაწყვეტილებების მიღება მას მივანდvე, რადგან მჯეროდა მისი ინტელექტისა და სიბრძნის. ისიც ვიცოდი, რომ ყველაფერს ჩემთვის და ბავშვებისთვის სასიკეთოდ გადაწყვეტდა. იმდენი ჰქონდა ნაფიქრი და ჩემს შვილებზეც ისე ზრუნავდა, რომ მაოცებდა! ამის გამო ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- ბავშვებზეც გვიამბეთ - როგორები არიან, რა მოსწონთ და რა - არა?

- უფროსი, სესილია უკვე 14 წლისაა, საოცრად ნათელი გონება აქვს და ყველაფერს მძაფრად განიცდის, ამას ისიც ხელს უწყობს, რომ რთული ასაკი აქვს, ამიტომ, სკოლის ფსიქოლოგის რჩევით, ცხენოსნობაზე დაიწყო სიარული. ამავე დროს, კარატეზეც დადის. სპორტის ორივე სახეობა მოსწონს და ვატყობ, რომ ძლიერ, დამოუკიდებელ ადამიანად ყალიბდება. მომდევნო - ევა უფრო შემოქმედი ტიპია, სულ რაღაცას ქმნის, იგონებს და ნატრობს - ბუნებაში ყოფნის მეტი არაფერი მინდაო. რატომღაც, ისიც კარატესკენ მიისწრაფვის. მინდა ორივე სხვადასხვა ჯგუფში მივიყვანო, რომ ევასაც დამოუკიდებელი ხასიათი ჩამოუყალიბდეს. უმცროსი ჯერ ბაღში დადის და თანატოლებთან ურთიერთობას სწავლობს. ჩემი ნაბოლარა ძალიან მოძრავი, ცელქი და მხიარული ბავშვია...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: