Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ
სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ

აქ­ტი­ვის­ტე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს პრო­ტეს­ტის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

პარ­ლა­მენ­ტის წინ, სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა - “ტალ­ღა” და “ჯი­უ­ტი” „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს.

დღე­ვან­დელ შეკ­რე­ბა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა პარ­ლა­მენ­ტის წინ შეკ­რე­ბი­ლებს მო­უ­წო­დეს, ორ­შა­ბათს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის­კენ ბა­ნე­რე­ბით მი­ვიდ­ნენ, რად­გან მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, პარ­ლა­მენ­ტმა სწო­რედ 8 აპ­რილს გა­ნი­ხი­ლოს “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტი.

“ორ­შა­ბათს შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა იყოს, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რი ხმა­უ­რით და ბა­ნე­რით მი­ვი­დეთ. კამ­პა­ნია უნდა ვა­წარ­მო­ოთ და მინ­და, რომ ყვე­ლა­ნი იყოთ მზად დიდი, გრძე­ლი კამ­პა­ნი­ის­თვის, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი”, - გა­ნა­ცხა­და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა, ნატა ფე­რა­ძემ.

სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის “ჯი­უ­ტი” ერთ-ერთი წევ­რის, ლაშა ჯან­ჯღა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მათი პრო­ტეს­ტი იქ­ნე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი.

“ერ­თი­ა­ნო­ბით უნდა შევ­ძლოთ ის რუ­სუ­ლი ჭან­ჭი­კი, რაც არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­ხით დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მშვი­დო­ბი­ა­ნად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მო­ვი­შო­როთ.

ჩვენ გვექ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი. შექ­მნი­ლი გვაქვს ჯგუ­ფი “ფე­ის­ბუქ­ზე”, სა­დაც იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, შე­უძ­ლი­ათ ჩა­ერ­თონ ამ პრო­ცეს­ში. ჩვენს ნე­ბის­მი­ერ ნა­ბიჯს ასე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გა­დავ­წყვეტთ. ყვე­ლა­ფერს და­ი­ნა­ხავთ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, ყვე­ლა­ფერს გა­და­წყვეტს ის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნია ევ­რო­პა. დღეს იქ­ნე­ბა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ხა­სი­ა­თის შეკ­რე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ლაშა ჯან­ჯღა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში 3 აპ­რილს ხე­ლახ­ლა და­ა­ი­ნი­ცი­ი­რეს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

ესენი სულ ტიკტოკ ინფლუესერ გამოფეისბუქებული წწრნაქებია , აგური არ დაუდვთ , ერთი ხე არ შემოუბარავთ, პწკარი სიჭკუიანე არ დაუწერიათ, არც ის გაუკეთებიათ , რასაც გრანტი ავალებდა, მარტო ეს მდარე სპექტაკლია ამათი შემონქმედი, ორ ქათამს და ერთ მამალს მეტი სარგებლობა მოაქვთ ქვეყნისათვის ვიდრეათობით სამოქლაქო აქტივისტს-ცარიელი ადგილებია, ფშუტე და თავქარიანი !

??
2

თუ უნდათ რომ გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ, ფული უნდა გაგვიყონ ძმაო. აბა სადაური წესია მარტო თვითონ რო ხაპავენ მილიონებს?))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ

სამოქალაქო აქტივისტები მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ

აქტივისტები მოქალაქეებს პროტესტისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის წინ, სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზაციებმა - “ტალღა” და “ჯიუტი” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს.

დღევანდელ შეკრებაზე ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდეს, ორშაბათს პარლამენტის შენობისკენ ბანერებით მივიდნენ, რადგან მათი ინფორმაციით, შესაძლოა, პარლამენტმა სწორედ 8 აპრილს განიხილოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.

“ორშაბათს შესაძლებელია ამ კანონპროექტის განხილვა იყოს, ამიტომ მაქსიმალური ხმაურით და ბანერით მივიდეთ. კამპანია უნდა ვაწარმოოთ და მინდა, რომ ყველანი იყოთ მზად დიდი, გრძელი კამპანიისთვის, რომელიც იქნება კარგად ორგანიზებული”, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ.

სამოქალაქო მოძრაობის “ჯიუტი” ერთ-ერთი წევრის, ლაშა ჯანჯღავას განცხადებით, მათი პროტესტი იქნება თანმიმდევრული და დემოკრატიული.

“ერთიანობით უნდა შევძლოთ ის რუსული ჭანჭიკი, რაც არის “ქართული ოცნების” სახით დღეს ხელისუფლებაში, მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მოვიშოროთ.

ჩვენ გვექნება დემოკრატიული პროცესი. შექმნილი გვაქვს ჯგუფი “ფეისბუქზე”, სადაც იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს ასე დემოკრატიულად გადავწყვეტთ. ყველაფერს დაინახავთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს გადაწყვეტს ის ქართული საზოგადოება, რომლის ისტორიული არჩევანია ევროპა. დღეს იქნება საორგანიზაციო ხასიათის შეკრება”, - განაცხადა ლაშა ჯანჯღავამ.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიციირეს.