3 აპრილს, პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში სტარტი ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატმა აიღო.
პირველივე დღეს, უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
ეროვნულმა ნაკრებმა როგორც კვალიფიკაციაში, ასევე ძირითად ბადეში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და უახლოეს მდევრებს იტალიელებსა და გერმანელებს დიდი უპირატესობით სძლია.
საქართველოს სახელით სამი ტანმოვარჯიშე, ნინო ქორიძე, მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი წარდგნენ
დღეს ევროპირველობაში უკვე უფროსები ჩაებმებიან, საქართველოს ღირსებას კი ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვა, თეონა ჯანჯღავა და ანანო აფაქიძე დაიცავენ.