პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლდეზე გადაკიდებული სახლი - სულის შემძვრელი ფოტოები ჩრდილოეთ ნორფოლკიდან
კლდეზე გადაკიდებული სახლი - სულის შემძვრელი ფოტოები ჩრდილოეთ ნორფოლკიდან

ჩრდი­ლო­ეთ ნორ­ფოლკ­ში, რო­მელ­საც ის­ტო­რი­ულ სა­ნა­პი­რო­საც უწო­დე­ბენ, დიდი ბრი­ტა­ნე­თის აღ­მო­სავ­ლე­თით, ნორ­ფოლ­კის საგ­რა­ფო­ში მდე­ბა­რე­ობს. ის გან­ლა­გე­ბუ­ლია ჩრდი­ლო­ე­თის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე და იქ­ვეა ტბა ჰი­ლინგ-ბრო­დი, რო­მე­ლიც შე­დის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რძა­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

უნი­კა­ლუ­რი სა­ნა­პი­რო ზოლი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზით გა­მო­ირ­ჩე­ვა, მშვე­ნი­ე­რი პლა­ჟე­ბი და მდი­და­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ფეს­ვე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი პა­ტარ-პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბე­ბი, სა­დაც მრავ­ლად არის შე­მორ­ჩე­ნილ მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი. აქ არის მუ­ზე­უ­მე­ბი, დი­დე­ბუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ად­გი­ლე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის არის აქ არ­სე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რძა­ლი, რო­მე­ლიც ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის პირ­ველ­ყო­ფი­ლი მშვე­ნი­ე­რე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. იმის გამო, რომ ნორ­ფოლ­კი არის ყვე­ლა­ზე მშრა­ლი ტე­რი­ტო­რია დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ბოლო ხანს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა პა­ტა­რა ფერ­მა, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ ნორ­ფოლ­კის ცენ­ტრა­ლუ­რი ქა­ლაქ კრო­მე­რი­დან არ­ცთუ შორს მდე­ბა­რე­ობს. მე­პატ­რო­ნე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ტრი­მინ­გემ­ში არ­სე­ბუ­ლი სახლ-კარი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა მას შემ­დეგ, რაც ამ ზამ­თრის და­სა­წყის­ში კლდის ერო­ზია ისე­თი მას­შტა­ბის გახ­და, რომ სახ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე გა­და­ე­კი­და...

ნორ­ფოლ­კის ოლ­ქის საბ­ჭომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სახ­ლის დან­გრე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ნა­პი­რო ზოლი სახ­ლს ნელ-ნელა უახ­ლოვ­დე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფერ­მა 2018 წელს 400 000 ფუნ­ტად შე­ი­ძი­ნეს. მისი ბოლო მე­პატ­რო­ნე ხან­დაზ­მუ­ლი მა­მა­კა­ცი იყო, რო­მელ­მაც სახ­ლი პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ იყი­და. საფრ­თხის ქვე­შაა მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე სახ­ლიც, რომ­ლის მფლო­ბე­ლი ამ­ბობს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იქ გა­ა­ტა­რა და არ­სად წას­ვლას არ აპი­რებს.

ტრი­მინ­გე­მის ცარ­ცის კლდე­ებ­მა დაშ­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით, ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­წყო, რო­გორც ხსნი­ან, გა­ჯე­რე­ბუ­ლი მიწა ვერ შთან­თქავს საკ­მა­რი­სი ოდე­ნო­ბის ნა­ლექს.

ჩრდი­ლო­ეთ ნორ­ფოლ­კის სა­ოლ­ქო საბ­ჭოს მიერ შედ­გე­ნი­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გეგ­მე­ბის მი­ხედ­ვით, 105 შე­ნო­ბა, მთა­ვა­რი გზა და მე-13 სა­უ­კუ­ნის სამ­რევ­ლო ეკ­ლე­სია ერო­ზი­ის გამო 2100 წლის­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, სრუ­ლად გა­ნად­გურ­დე­ბა. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
bela
0

ჩაასხან ბეტონი რომ შეაკავონ მიწა...

Mumu
0

დავიჯერო საქართველოზე უფრო ლამაზია?

მოვლილი და ამიტომ გეჩვენებათ ასე. ჩვენს ქვეყანასავ მოვუაროთ ისე როგორც ისინი უვლიან და ნახავთ რო საქართველო სამოთხეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

კლდეზე გადაკიდებული სახლი - სულის შემძვრელი ფოტოები ჩრდილოეთ ნორფოლკიდან

კლდეზე გადაკიდებული სახლი - სულის შემძვრელი ფოტოები ჩრდილოეთ ნორფოლკიდან

ჩრდილოეთ ნორფოლკში, რომელსაც ისტორიულ სანაპიროსაც უწოდებენ, დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთით, ნორფოლკის საგრაფოში მდებარეობს. ის განლაგებულია ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე და იქვეა ტბა ჰილინგ-ბროდი, რომელიც შედის ეროვნული ნაკრძალის შემადგენლობაში.

უნიკალური სანაპირო ზოლი ხელუხლებელი სილამაზით გამოირჩევა, მშვენიერი პლაჟები და მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ფესვებით გამორჩეული პატარ-პატარა დასახლებები, სადაც მრავლად არის შემორჩენილ მე-18 საუკუნეში აგებული სახლები. აქ არის მუზეუმები, დიდებული სასახლეები და კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ადგილები. საერთაშორისო მნიშვნელობის არის აქ არსებული ეროვნული ნაკრძალი, რომელიც ველური ბუნების პირველყოფილი მშვენიერებით ხასიათდება. იმის გამო, რომ ნორფოლკი არის ყველაზე მშრალი ტერიტორია დიდ ბრიტანეთში, მისი მონახულება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.

ბოლო ხანს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა პატარა ფერმა, რომელიც ჩრდილოეთ ნორფოლკის ცენტრალური ქალაქ კრომერიდან არცთუ შორს მდებარეობს. მეპატრონე იძულებული გახდა ტრიმინგემში არსებული სახლ-კარი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც ამ ზამთრის დასაწყისში კლდის ეროზია ისეთი მასშტაბის გახდა, რომ სახლი, ფაქტობრივად, სანაპირო ზოლზე გადაეკიდა...

ნორფოლკის ოლქის საბჭომ ტერიტორიაზე არსებული სახლის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო.

წლების განმავლობაში სანაპირო ზოლი სახლს ნელ-ნელა უახლოვდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ფერმა 2018 წელს 400 000 ფუნტად შეიძინეს. მისი ბოლო მეპატრონე ხანდაზმული მამაკაცი იყო, რომელმაც სახლი პენსიაზე გასვლის შემდეგ იყიდა. საფრთხის ქვეშაა მეზობლად მდებარე სახლიც, რომლის მფლობელი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება იქ გაატარა და არსად წასვლას არ აპირებს.

ტრიმინგემის ცარცის კლდეებმა დაშლა, დაახლოებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაიწყო, როგორც ხსნიან, გაჯერებული მიწა ვერ შთანთქავს საკმარისი ოდენობის ნალექს.

ჩრდილოეთ ნორფოლკის საოლქო საბჭოს მიერ შედგენილი გარემოსდაცვითი გეგმების მიხედვით, 105 შენობა, მთავარი გზა და მე-13 საუკუნის სამრევლო ეკლესია ეროზიის გამო 2100 წლისთვის, სავარაუდოდ, სრულად განადგურდება. წყარო